ეს ამბავი წმინდა პაისი ათონელის ჯარისკაცობაში მოხდა. მათი ნაწილი მთაში, წმინდა იოანე ნათლისმცემლის ერთ-ერთი ძველისძველი ტაძრის სიახლოვეს იდგა.
ერთხელაც მათთან "ტრანსპორტი" ამოვიდა - ასე ეძახდნენ მობილიზებულ ქალებსა და ბავშვებს, რომელთაც ჯორებით ტყვია-წამალი ამოჰქონდათ. ამინდი გაფუჭდა, თოვლი წამოვიდა, მათ უკან გაბრუნება ვერ შეძლეს და ტოტებისაგან თავშესაფარი გააკეთეს. ერთ-ერთ გოგონას ვიღაც ლეიტენანტი გადაეკიდა და შეცდენას უპირებდა, მაგრამ გოგონამ შეცოდებას სიკვდილი არჩია. ამ ყიამეთში მთებში გაიქცა. მას გაჰყვა ნათესავი ქალიც. ნახევარი საათის სიარულის შემდეგ გოგონას წმინდა იოანე ნათლისმცემლის ეკვდერთან მიაგნო. წმინდა იოანემ თავის ეკვდერში მიიყვანა ქალწული, რომელმაც თავისი პატიოსნება დაიცვა. ამის შემდეგ, იცით, რა ქნა ნათლისმცემელმა? ჯარისკაც არსენს (მომავალ მამა პაისის) გამოეცხადა და უთხრა, სასწრაფოდ ჩემს კელიაში მოდიო. ჯარისკაცი წამოხტა და ეკვდერისაკენ გაიქცა, სადაც სიცივისაგან გალურჯებული დედაბერი და გოგონა ნახა. ჯარისკაცმა ეკვდერის გაღება მოახერხა, ქალები შიგნით შეიყვანა. მათი ამბავი რომ მოისმინა, დაამშვიდა და უთხრა: დამთავრდა თქვენი ტანჯვა, ხვალ შინ იქნებითო. მართლაც, მეორე დღეს ქალები შინ გაუშვეს.
წმინდა პაისის ათონზე განმარტოებისთვის ივერიის სკიტის ახლოს ერთი ადგილი მოეწონა. როცა კურთხევისთვის სკიტის უფროს მონაზონთან მივიდა, იქ კალივის აშენების ნება დამრთეთო, მონაზონი აყვირდა - თავი ვინ გგონია? რომელი მოღვაწე შენა ხარო! იმავე ღამეს გამოეცხადა ამ მონაზონს წმინდა იოანე ნათლისმცემელი, ვისი სახელობისაცაა ეს სკიტი, და ცემა დაუწყო. შეშინებულს გამოეღვიძა, გაიქცა ტაძარში. წირვის შემდეგ შეყარა მამები და ყველაფერი უამბო. მათ განსაჯეს და მამა პაისის არა მარტო ამორჩეულ ადგილას დასახლების ნება მისცეს, სამშენებლო მასალით დატვირთული ჯორებიც კი გამოუგზავნეს.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი