წმინდა პაისის ავადმყოფობა და ნეტარი აღსასრული.
წმინდა პაისის ავადმყოფობა და ნეტარი აღსასრული.
მოღვაწეობა და ტკივილი განუყრელი თანამგზავრი იყო ბერისა. თავის ღვაწლს ნებაყოფლობით მსხვერპლად შესწირავდა ქრისტეს სიყვარულს, ხოლო მტანჯველ სნეულებებს კი მადლიერებთ და ღვთის დიდებით იღებდა.
მონაზვნური ცხოვრების დასაწყისში ბერს მრავალი წელი ბრონქოექსტაზი სტანჯავდა. მას არასწორი დიაგნოზი დაუსვეს და არასწორად მკურნალობდნენ. ბერი სისხლს აღებინებდა. ბოლოს და ბოლოს, რთული ოპერაცია გაუკეთეს. შემდეგ გაცივდა და ექიმებმა ძლიერი ანტიბიოტიკები დაუნიშნეს, არ გაითვალისწინეს, რომ ავადმყოფი არაფერს ჭამდა. ბერს წყლულოვანი კოლიტი დაემართა. ამის მერე ის ავადმყოფურად რეაგირებდა პატარა გაციებაზეც კი. სექტემბრიდან ბერი თავის კელიაში ღუმელს ანთებდა, რომლის კვამლიც "გასცემდა" მნახველთათვის. რა თქმა უნდა, ბერს ესმოდა, რომ მასთან ადამიანები გაჭირვებას მოჰყავდა. ამიტომაც, როგორ მდგომარეობაშიც არ უნდა ყოფილიყო -თოვლშიც, წვიმაში, ყინვაშიც, წამოდგებოდა საწოლიდან, გამოვიდოდა ეზოში, შემოიპატიჟებდა შიგნით, გამთბარ არქონდრიკში, თვითონ კი ყველას ცალ-ცალკე ეკლესიაში იღებდა, სადაც ძალიან ციოდა, ეს კი რამდენიმე საათი გრძელდებოდა. ბერი ითმენდა და ღმერთს ადიდებდა. ის არ დრტვინავდა, არ თხოვდა ღმერთს გამოჯანმრთელებას.
ბოლო წლებში ნაწლავებიდან სისხლდენა უფრო და უფრო სტანჯავდა და აუძლურებდა. მაგრამ ის ხალხს სჭირდებოდა. "ერთხელ, მწოლარემ ავიღე ღირსი არსენ კაპადოკიელის ხატი, მივიკარი მუცელზე და ვიგრძენი, როგორ გამოვიდა მისგან რაღაც ძალა". ბერმა კვლავ მოიკრიბა ძალები ადამიანთა სამსახურისთვის.
მაგრამ ცოტა ხნით. დაუძლურეული ზოგჯერ გონებას ჰკარგავდა. ბევრი სისხლი დაკარგა. ნაცნობები ცდილობდნენ მის დახმრებას, სთავაზობდნენ რკინის შემცველ აბებს, მაგრამ უარობდა. ხუმრობდა: "კელიაში იმდენი ჯართი მიწყვია, მეტი არც რკინა მინდა და არც ფოლადიო".
მაგრამ მაინც სწუხდა. ღმერთს ევედრებოდა, საღმრთო ლიტურგიის დროს შეეწყალებინა და სისხლდენა შეეწყვიტა, რომ ზიარება შესძლებოდა. ღმერთმა შეისმინა მისი ვედრება. თვითონ ბერმა მშვენივრად იცოდა თავისი სნეულების სიმძიმე და სიკვდილის მოახლოება. სიკვდილი მას მთელი სიცოცხლე ახსოვდა -საწოლი კუბოს მსგავსი გაიკეთა, კელიაში ყოველთვის საფლავს ითხრიდა. ახლა მინიშნებებით ელაპარაკებოდა სულიერ შვილებს და ამზადებდა მომავალი განშორებისთვის: "როცა სახლი ინგრევა (ანუ სხეული ავადდება) და სახურავის ნახვრეტებიდან წყალი იწყებს დენას, მაშინ ამ სახლის პატრონს (სულს) აღარ უნდა მასში დარჩენა". თავისი მოძღვრის, მამა ტიხონის დიდ სქემას მამა პაისი როგორც დიდ სიწმინდეს, მრავალი წელი ინახავდა. ახლა კი დაჭრა და დაარიგა. მოამზადა ჯვრები, ხატები და ანდერძი. სანტერესო იქნება ჩვენი მკითხველისთვის ამ ანდერძის გაცნობა:
"მე, მონაზონმა პაისიმ, განვიხილე ჩემი ცხოვრება, დავინახე, რომ გარდაველ ღვთის ყველა მცნებას, ჩავიდინე ყველა ცოდვა. არა აქვს მნიშვნელობა, თუ ზოგიერთი ამ ცოდვათაგან ნაკლები ხარისხით ჩავიდინე, რამეთუ მე არ მაქვს დანაშაულის შემამსუბუქებელი გარემოება, რამეთუ უფალი ჩემზე დიდ კეთილმოწყალებას მოიღებდა ხოლმე. ილოცეთ, რომ შემიწყალოს ქრისტემ. მაპატიეთ და ჩემგანაც შენდობილ იყავით, თუ ვინმე ფიქრობთ, რომ რაიმეთი მაწყენინეთ. დიდად გმადლობთ და კვლავ გთხოვთ ილოცეთ. მონაზონი პაისი".
მსოფლიო პატრიარქმა რომ შეიტყო მისი სნეულების ამბავი, თხოვნა, ექიმებთან გამოსაკვლევად მისულიყო. მაგრამ საკვირველება მოხდა -ამის მერე მას სისხლდენა შეუწყდა. ბერმა თავის ერთ-ერთ მოწაფეს უთხრა: "რა თქმა უნდა, პატრიარქს უნდა დავემორჩილო, მაგრამ სისხლდენა შემიწყდა და ხომ მაქვს უფლება, გამოკვლევაზე არ წავიდე?" მაგრამ სისხლდენა მალევე განუახლდა.
1993 წლის 22 ოქტომბერს მამა პაისი ათონის მთიდან სუროტის მონასტერში გაემგზავრა, რათა იქაურ დედებთან ერთად ედღესასწაულა წმინდა არსენ კაპადოკიელის ხსენება. უკან ვეღარ დაბრუნდა. მის ერთ უძლურებას სხვაც დაემატა. ნაწლავები გადაეკეტა. დააწვინეს საავადმყოფოში. ექიმი, მორწმუნე კაცი, ანალიზის შედეგის მოლოდინში ძალზე ნერვიულობდა. ბერმა უთხრა: "ასე ნუ იქცევი. გასაგებია: კიბო მაქვს და მე დაგიჯერებ ყველაფერს". ოპერაცია გაუკეთეს -მსხვილი ნაწლავის სიმსივნე მოჰკვეთეს, მაგრამ მეტასტაზები ღვიძლსა და ფილტვებს მოედო. განმეორებით გაუკეთეს ოპერაცია. ამის გარდა კიდევ ქიმიოთერაპია, ტომოგრაფია.
საავადმყოფოდან მამა პაისი სუროტის მონასტერში წაიყვანეს, სადაც ბევრი აკითხავდა, ზოგი დასამშვიდებლად, ზოგიც ნუგეშის მისაღებად.
-მამაო, რატომ არ ლოცულობთ, რომ ღმერთმა განგკურნოთ? თქვენ ხომ ასე გვჭირდებით?
-ღმერთი მოვატყუო? მე ხომ თვითონ ვთხოვე და მანაც მომცა ეს ავადმყოფობა...
-მამაო, მომეცით უკანასკნელი რჩევა, რომ მახსოვდეს! -სთხოვა სულიერმა შვილმა.
-გვქონდეს სულიერი კეთილშობილება. როცა ის გვაქვს, ამით ქრისტეს ვენათესავებით. გარდაცვალებამდე ერთი თვით ადრე არქიმანდრიტმა პანტელეიმონმა და ძმებმა მოინახულეს, ეახლა მიტროპოლიტი ქსანაფი. მას თან ორი პატარა ახლდათ -გზად მინდვრის ყვავილები დაეკრიფათ და მამა პაისის მიართვეს. მეუფე არწმუნებდა, -შენ ცოცხალი გვჭრდები და ამისთვის ვლოცულობთო. მამა პაისიმ უპასუხა: -მე სულ სხვა რამეზე ვლოცულობ. მაგრამ არ ვიცი, ვის ლოცვებს შეისმენს ღმერთი, ჩემსას თუ თქვენსას. მერე კი ჰკითხა, ზეცაში გასატანაებელი წერლი რომ არ მომიტანე, ხომ ხედავ, ხელსაყრელი შემთხვევა გეძლევა, მარკებისა და ფულის გარეშე გამატანოო.
კასანდრის წმინდა იოანე რუსის სახელობის მონასტრის იღუმენი მამა ტიმოთე (ცოტრასი) ყვებოდა: -აწ გარდაცვლილ კასანდრის მიტროპოლიტ სინეზთან და მამა აღათანგელოსთან ერთად მივედით სუროტაში მამა პაისის სანახავად.
ტაძარში შესულებმა ვემთხვიეთ წმინდა არსენის ნაწილებს, შემდეგ პატარა სასტუმროში შევედით. მამა პაისი ჩვენს შესახვედრად გამოვიდა, გავოცდით -ზებუნებრივი ნათლით მოსილი საფეხურებს არ ეხებოდა და ჰაერში მოაბიჯებდა!
მოგვიტანეს სანუგეშოდ რაჰათ-ლუქუმი, მერე მამა პაისი მეუფესთან მარტო დარჩა. რის მერეც გასავლელისკენ წავედით. 30 მეტრი გავიარეთ, მეუფემ გვითხრა: -ხედავთ, წმინდანობის დაფარვა შეუძლებელია. ის ჰაერში დაფრინავდა და ერთიანად ბრწყინავდა. -"იგი ჩვენ მოგვყვება!" -წაიჩურჩულა აღათანგელოსმა. აღმოჩნდა, რომ მძიმე ავადმყოფი მამა პაისი მღვდელმთავრისთვის პატივის მისაგებად მოდიოდა. მეუფემ გაუღიმა, სთხოვა, დაწოლილიყო და გაფრთხილებოდა თავს.
მთელი ეს ხანი მამა პაისი თავმდაბლად ემორჩილებოდა ექიმთა მითითებებს, მაგრამ ერთხელ იხმო ექიმი და უთხრა, -ჩვენი მკურნალობა შევწყვიტოთო.
-რატომ, მამაო?
-ახლა მე დამიჯერებ. უთხარი მათ, რომ გაჩერდნენ, თორემ არაფრის გაკეთება აღარ შემიძლია. გუშინ მუხლთმოდრეკით ლოცვა მინდოდა, მაგრამ ვერ შევძელი... არავის ნახვა აღარ შემიძლია. ჩემი მისია დამთავრებულია; ეს კი ყველაფერია. ყველამ დამტოვეთ.
მამა პაისის მკურნალ ექიმს ფიქრის ტანჯავდა: ავადმყოფს ყველაფერი გავუკეთეთ თუ არა, რაც საჭიროაო. ეს მას სახეზეც შეტყო. მამა პაისიმ დაამშვიდა:
-გიორგი, ყველაფერი საუკეთესოდ გამიკეთეთ. შენ ღირსი ხარ შენი სასყიდლისა. იცოდე, რომ თუ დაგჭირდები, შენს გვერდით ვიქნები.
მამა პაისის სურდა, რომ ათონზე ჩუმად დამარხულიყო, ერთ სულიერ შვილს მიუთითა კიდეც ადგილი, სადაც უნდა დაეკრძალა. მაგრამ ხვდებოდა, რომ პანაღუდაში მარტო ცხოვრებას ვეღარ შეძლებდა, მაინც აპირებდა გამგზავრებას, მაგრამ უეცრად მდგომარეობა გაუუარესდა. ათონის გუბერნატორმა შესთავაზა შვეულმფრენით გადაგაფრენო, მაგრამ ექიმებმა -მგზავრობას ვერ გაუძლებსო. მიხვდა ბერი, რომ ამ სოფელში უნდა დაკრძალულიყო და ადამიანისთვის ნუგეში ეცა. ბოლო დღეებში ორი ნაცნობი ეპისკოპოსი ეწვია. მათ სთხოვა, მისთვის სულის გასვლის ლოცვები წაეკითხათ. რეგულარულად ეზიარებოდა. როცა დები სთავაზობდნენ, კელიაში ეზიარეო, ამბობდა: -ქრისტე კი არ უნდა მოვიდეს ჩემთან, მე უნდა მივეახლოო.
ტკივილი უფრო და უფრო უძლიერდებოდა. "მამაო, გტკივათ?" -ეკითხებოდნენ. "მივეჩვიე ტკივილსო", -პასუხობდა. სხვა დროს კი ბრძანა, -ავადყოფობამ ისეთი სიკეთე მომიტანა, როგორიც მთელ მოღვაწე მონაზვნურ ცხოვრებას არ მოუტანიაო.
11 ივლისს, წმინდა დიდმოწამე ეფემიას ხსენების დღეს, საბოლოოდ ეზიარა. მისი ბოლო ღამე მოწამებრივი იყო. ტკივილის ჟამს მოუხმობდა ყოვლადწმიდა ღვთისმშობელს, -უტკბილესო ჩემო პანაღიაო... მერე კი გონება დაკარგა. დაახლოებით ორ საათზე მოეგო გონს და ჩამქრალი ხმით წარმოთქვა: "მოწამეობა, ნამდვილი მოწამეობა". ამის მერე მშვიდობით ჩააბარა სული უფალს. ეს იყო 1994 წლის 12 ივლისი, მოციქულთა თავთა პეტრესა და პავლეს ხსენების დღე. ასე დამთავრდა მისი მართლაც მოციქულებრივი ღვაწლი და დაიწყო მარადისობა.
მისი გარდაცვალებისა და დაკრძლავის ამბავი სამი დღე ვერავინ შეიტყო. მერე კი მოაწყდა და მოაწყდა ხალხი, რომელთათვისაც მამა პაისის ხელშენახები ყველა ნივთი სანუკვარი იყო, მამა პაისის საფლავზე ამოკვეთილია მისივე ლექსი:
"აქ შეწყდა მიწიერიცხოვრება
და უკანასკნელი ამოსუნთქვა.
და ღმერთს ევედრება ჩემი ანგელოზი
განმართლებისთვის სულისა.
მის გვერდით კი ზეციური სამოსით მოსილი
ჩემი წმინდანი (წმინდა არსენ კაბადოკიელს გულისხმობს-კ.კ.) სულისთვის გამოითხოვს მაცხოვნებელ იმედის ნათელს,
სადაც ბრწყინვალე ღვთისმშობელია _
უწმინდესი პანაღია!"
ბეჭდვაელფოსტა
27.10. 2015
manana
როგოეი ძლიერი სული უნდა ჰქონდეს ადამიანს, რომ ასეთი მოწამოებრივი ცხოვრებით იცხოვრო,ჩვენ კი ამის მეათასედიც არ შეგვიძლია, ჩვენ ცოდვილებს.
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat