წმინდა პაისი და ახალგაზრდები.
წმინდა პაისი და ახალგაზრდები.
წმინდა  პაისის განსაკუთრებული სულიერი კავშირი ჰქონდა ახალგაზრდებთან. როგორც ღვიძლ შვილებზე, ისე ზრუნავდა, ეხმარებეოდა ლოცვით, ფიზიკურადაც სირთულეების დაძლევაში. ახალგაზრდებიც ენდობოდნენ მას. მამა პაისის კელიასთან შეიძლებოდა შეხვედროდით: ნარკომანებს, ანარქისტებს, ზნეობრივად განშვებულთ, სულიერად ავადმყოფებს, სექტანტებს, სასოწარკვეთილთ. უჯერებდნენ მამა პაისის, შეინანებდნენ, სულიერად იცვლებოდნენ და თვითონ უქადაგებდნენ სხვებს სინანულს.
მრავალ ნარკომანს, ნარკოტიკების თავის დანებებაში დაეხმარა. თავიდან ცხოვრების ინტერესს უღვიძებდა, მათ ნდობას მოიპოვებდა. მისი ლოცვით და დახმარებით მრავალი განთავისუფლდა ამ ვნებისაგან და მხურვალე ქრისტანი გახდა. ბერი თავისი ხელით უკრვდა ამ ყმაწვილებს ფეხსაცმლის თასმებს, ბუზებს უგერიებდა, თმას უსწორებდა. ურჩევდა, აღსარება ეთქვათ, სულიერად ეცხოვრათ და რაიმე სამუშაოზე მოწყობილიყვნენ.
ერთი ახალგაზრდა ცდილობდა, თავი დაეღწია ნარკოტიკებისთვის, მაგრამ არაფერი გამოსდიოდა. მისი ბოლო იმედი ბერი პაისი იყო. გზას დაადგა. თან ფიქრობდა, -ნეტავ რაიმე წამალი ჰქონდეს, ნარკოტიკებს თავს რომ დამანებებინებსო. მამა პაისის მის დანახვაზე გაეღიმა -მოდი ჩემთან, კარგი წამალი უნდა დაგალევინო და ხელში რამდენიმე თხილი ჩაუდო. ახალგაზრდამ იმ წუთიდანვე თავი ანება ნარკოტიკებს.
ერთი კაცი ყვებოდა: "მამა პაისისთან ერთ უცნობ სტუდენტს შევხვდი, რომელზეც ვიცოდი, რომ ჰომოსექსუალი იყო. მამა პაისისთან საუბრისას სინანულში ჩავარდა, მთელი მისი ცხოვრება შეიცვალა. შემდეგ მას სალონიკში შევხვდი ღამისთევის ლოცვაზე, იდგა ტაძრის სვეტთან და ცრემლები ღვარად ჩამოსდიოდა. გაოცებული ვიყავი ღვთის მოწყალებით და კაცის სინანულით.
მამა პაისისთან ბევრი ახალგაზრდა მოდიოდა. ჯარში წასვლა არ უნდოდათ და თავს ათასი რამით იმართლებდნენ. მამა პაისი მათ თავისი ჯარისკაცული ცხოვრებით მაგალითებს უყვებოდა და ისინიც უკვე მზად იყვნენ წასულიყვნენ სამხედრო სამსახურში და ყველა სიძნელისთვის გაეძლოთ.
მამა პაისი ამბობდა: ჩვენი ეკლესია გვასწავლის, რომ კაცმა ორიდან ერთი გზა უნდა ირჩიოს, ან მონაზვნად ეკურთხოს, ანდა დაქორწინდეს. "ხარი, რომელსაც არც გუთანში შებმა უნდა და არც უღელში, ყასაბთან ხვდებაო". მონაზვნობისთვის გამოუსადეგარ ახალგაზრდებს, რომლებიც ოჯახის შექმნას აყოვნებდნენ, ამხნევებდა და კეთილ "ეპიტიმიას" ადებდა -ნიშნობის ბეჭდის გარეშე ჩემთან არ მოხვიდეო.
ბერი და ახალგაზრდა. მამა პაისისთან ერთი ახალგაზრდა მივიდა, გრძელი თმა ცხენის კუდივით ჰქონდა შეკრული. ბერმა ჰკითხა, რას საქმიანობო. სტუდენტი ვარო. "რამდენი გამოცდა დაგრჩა?" -ჰკითხა კვლავ. რვა, -უპასუხა ყმაწვილმა. თუ გინდა, რომ ყველა ჩააბარო, თმა უნდა მოიკვეცოო, გაეხუმრა მამა პაისი. ახალგაზრდამ ეს კურთხევად მიიღო, მეგობრებს მოუყვა და ისინიც მოდიოდნენ ბერთან ამგვარი კურთხევის მისაღებად. "თმას ვაგროვებ, რომ მერე მელიებს გადავუნერგოო", -ამბობდა ღიმილით. ესეც უთქვამს, -თუ გადარჩენა მიწერია, ეს დედების ლოცვით მოხდება. იცი, რამდენია მადლიერი, რომ მათ შვილებს თმა შევჭერი და ყურები გამოვუჩინე?
ბერი პაისი თავის დიდ სეხნიაზე საინტერესო ამბავს ჰყვება: "ჯერ კიდევ იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი 1988 წელს, მეგობართან ერთად მამა პაისის ვესტუმრე. ეკლესიურად არ ვცხოვრობდი, ათონის მთაზე მეგობრების დაჟინებული თხოვნით წავედი, როგორც "სულიერი ტურისტი". თანაც მამა პაისისთვის მინდოდა დამემტკიცებინა, რომ ღმერთი არ არსებობს და უაზროდ გაფლანგა მონაზვნობაში სიცოცხლე.
"პანაღუდაში" საღამოს 4 საათისთვის მივედი. კუტიკართან 35 კაცი ელოდებოდა. ბერი არ გამოჩენილა. კალივას მოვუარეთ და უკანა კუტიკართან აღმოვჩნდით. აქ უკვე აღარ ვიცი, რა დამემართა -უცებ მუხლებზე დავეცი და ლოცვა დავიწყე: ღმერთო ჩემო, თუ შენ მართლა არსებობ და გინდა გირწმუნო, ჰქენი ისე, რომ მამა პაისი გამოვიდეს და შენზე დამიწყოს ლაპარაკი-მეთქი.
არ გასულა ხუთი წუთი, რომ უეცრად ტყიდან მამა პაისი გამოვიდა. ალერსიანი და თბილი ღიმილით გვიყურებდა. თქვენ ხართ მამა პაისი, მეგობარმა თქვენთან წინდები გამომატანა-მეთქი. მაშინ თავი დახარე და გაკურთხებო. ჩემი ნათლისღების მერე პირველად ავიღე კურთხევა. თავზე ხელი დამადო და ხუთი წუთით ლოცვაში გაირინდა. მერე ეზოში შეგვიყვანა. დავსხედით კუნძებზე. დაგვიწყო საუბარი ღმერთზე და მასზე, თუ რა ხდება მსოფლიოში, თითქოს რადიოთი უკანასკნელი ცნობები მოესმინოს. საუბრისას ხშირად გვთავაზობდა რაჰათ-ლუქუმს. მალე მამა პაისისთან ორი ბიჭი მოვიდა, ანარქისტები. ბერმა საუბარი განაგრძო, ბევრი რამ გვითხრა ბუდიზმზე, თითქოს სულიდან სარეველა ამომძირკვეს -ბოლო ერთ წელი იოგაში ვვარჯიშობდი.
ერთი საათი გვესაუბრა, მერე მომიბრუნდა: "თუ გინდა, მორჩილად აგიყვან". მამაო, სამაგისოდ არ გამოვდგები. სოფელი მიყვარს-მეთქი. საუბრისას ეს კითხვა რამდენჯერმე გამიმეორა. სამწუხაროდ, ისე შორს ვიყავი მაშინ ყოველივე სულიერი საგანძურისგან, რომ ვერ შევძელი შემეფასებინა, დიდებულება შემოთავაზებული წინადადებისა.
შემდეგ თხუთმეტი წუთით დაგვტოვა, შეშას აწყობდა, მიხმარებაზე უარი გვითხრა. ეს ოთხი "სულიერი ტურისტი" მდუმარედ ვისხედით და გონებაში მოსმენილს ვაანალიზებდით. ყოველგვარი ეჭვი გაგვიფანტა ყოვლადწმინდა სამების არ არსებობაზე. მაგრამ ამ დროს ბოროტის მოვლენილი გულისთქმაც მივიღე. უეცრად ფიქრად მომივიდა მამა პაისისთვის გულში მეკითხა, თუ რა იყო საჭირო სამოთხეში მოსახვედრად. ჩემი მედიდურობით გავიფიქრე: რადგან პაისი ასეთ სულიერ სიმაღლეზე დაფარფატებს, მაშინ მიხვდება ჩემს ფიქრებს და მიპაუხებს-მეთქი. ღმერთმა შემიწყალა, ჩემი ეგოიზმი სერიოზულად არ მიიღო. ბერმა შეშას თავი ანება, ნელი ნაბიჯით მოვიდა ჩემთან, თვალებში კი არა, სულში ჩამხედა და კითხვაზე ხმამაღლა მიპასუხა, -ამისთვის შვილო, ქრისტეს რწმენა და სიყვარული უნდა გქონდესო.
მუხლები ამიკანკალდა, გული ისე ამიჩქარდა, მეგონა, საცაა გასკდებოდა. ესღა წავიბუტბუტე, -გრიგოლ, ჩვენი წასვლის დროა... მაკურთხე, მამაო-მეთქი. ბერმა -რაო, წასვლა გინდა? დარჩი აქ, მორჩილად აგიყვან და ჩემს სახელს მოგცემ. მაგრამ გულს მეტის დათმენა აღარ შეეძლო.
ამის მერე ჩემი ცხოვრება ძირფესვიანად შეიცვალა. მიუხედავად იმისა, რომ მამა პაისი პირველად და უკანასკნელად ვნახე, ჩვენს შორის შინაგანი სულიერი კავშირი დამყარდა. მან ჩემს სულსა და გულში საუკუნოდ დათესა რწმენა ქრისტესი. ექვსი წელი გავიდა და ეკლესიის უარმყოფელი -მონაზონი გავხდი. ბერად აღკვეცისას, როგორც მან იწინასწრმეტყველა, პაისი მიწოდეს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
29.01.2023
მამა ვასილ ფირცხელავა – 100

მიმდინარე წლის 16 იანვარს ბეთანიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის შობის სახელობის მონასტერში
03.01.2023
ჰოი, კურთხეულო მამაშვილურო სიყვარულო!
არქიმანდრიტი ქერუბინი (კარამბელასი)
გაგრძელება. დასაწყისი იხ. ##8-25, 2007
17.12.2022

საჩხერის ერთ-ერთ სოფელ ჭალოვანში ბარბარობის დღესასწაულს ყოველ წელს განსაკუთრებულად აღნიშნავენ.
27.11.2022
ჩვენი მკითხველი კარგად იცნობს თეოლოგ აკაკი მინდიაშვილის წიგნებს, რომლებიც, ავტორისთვის მახასიათებელი თხრობის გამორჩეული სტილის წყალობით, ყოველთვის ერთი ამოსუნთქვით იკითხება.
23.10.2022
წმინდა თეოფანე XII საუკუნეში, კიევის მღვიმევის მონასტერში მოსაგრეობდა და აქვე აღესრულა.
30.08.2022
წმინდა თეოდორიტე 13 წლისა მივიდა სოლოვეცის მონასტერში და წმინდა ზოსიმეს მოწაფეს, ასევე ზოსიმეს დაემოწაფა.
02.08.2022
ქრისტეს მამაცი მხედარი ვიქტორი დაიბადა III საუკუნეში ცნობილ და დიდგვაროვან ოჯახში, ქალაქ მარსელში. ის გახდა მეომარი და ერთგულად ემსახურებოდა იმპერატორს.
24.07.2022
წმინდა მოწამენი ცეცხლში დაწვეს ქრისტეს გულისთვის. სხვადასხვა სვინაქსარში მათი ხსენება 9, 12 და 13 ივლისსაა დაწესებული.
24.07.2022
1654-1655 წლებში ჭირის მძვინვარებისას, ღვთისმშობლის შეწევნის იმედით ქალაქ შუიში აღდგომის ტაძრის მრევლმა ერთ-ერთ მონაზონს სმოლენსკის ღვთისმშობლის ხატის დახატვა დაავალა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
როდესაც ადამიანთა მოდგმის პირველი მშობლები ღვთის აღთქმის დარღვევის გამო სამოთხიდან განიდევნენ, უფალმა თავისი გამოუთქმელი გულმოწყალებით დაცემულ კაცობრიობას გამოხსნის აღთქმა დაუდო.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat