1988 წელს მთელი საბერძნეთი ააღელვა სკორსეზეს ფილმმა "ქრისტეს უკანასკნელი ცთუნება".
ელადის ეკლესიამ გადაწყვიტა, ორდღიანი საპროტესტო აქცია ჩაეტარებინა და ათონის მთასაც მოუწოდა. ბევრი უარობდა - ეს ფილმის რეკლამა იქნებაო.
მამა პაისი ათონელის აზრი სრულიად საპირისპირო გახლდათ: "ხატმებრძოლობის დროს კონსტანტინოპოლის ოქროს კარებთან ათმა ქრისტიანმა მტკიცედ დაიცვა ქრისტეს ხატი და მისი გულისთვის ეწამნენ კიდეც. ახლა, როცა ილანძღება სახე ქრისტესი - გულგრილნი არ უნდა დავრჩეთ. ჩვენ, ასეთ "გონიერ" და "განმსჯელ" ადამიანებს, იმ ეპოქაში რომ გვეცხოვრა, იმ ათ ქრისტიანს ალბათ ვეტყოდით: "ასე მოქცევა არასულიერი საქციელია. ყურადღებას ნუ მიაქცევთ იმ კაცს, ხატის ამოსაგდებად კიბეზე რომ მიცოცავს. ხოლო როცა მდგომარეობა შეიცვლება, მაგ ადგილას სხვა, უფრო ბიზანტიურ ხატს დავკიდებთ". სწორედ ესაა საშინელება! ჩვენს დაცემას, ჩვენს ლაჩრობას, კარგად და მყუდროდ ცხოვრების ჩვენეულ სურვილს რაღაც ამაღლებულად ვაცხადებთ".
მამა პაისის მაგალითმა გაამხნევა ათონელი ბერები. ასამდე მამა შეუერთდა სალონიკში ქრისტიანთა აქციებს, პროტესტმა შედეგი მოიტანა - საბერძნეთის ხელისუფლებამ აკრძალა ამ ფილმის ჩვენება.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი