"ისე დაენანათ მცხეთელებს ახალგაზრდა ეპისკოპოსი მიწისთვის, აკლდამა საკუთარი ხელით გაუკეთეს და იქ ჩაასვენეს..."
"ისე დაენანათ მცხეთელებს ახალგაზრდა ეპისკოპოსი მიწისთვის, აკლდამა საკუთარი ხელით გაუკეთეს და იქ ჩაასვენეს..."
იმდენად ლამაზი და კეთილსახიერი ყოფილა წილკნის ახალგაზრდა ეპისკოპოსი და სვეტიცხოვლის წინამძღვარი პავლე ჯაფარიძე, რომ გასცდებოდა თუ არა ტაძრის კარიბჭეს, მცხეთელები უმალ აედევნებოდნენ, ოღონდ კი მისთვის შეეხედათ, მაგრამ ადამიანებს დიდ გარეგნულ ხიბლზე მეტად მეუფე პავლეს თვალით უხილავი სიწმინდე და მადლი იზიდავდა... ის პერიოდი მეუფე პავლეს მოწამებრივი სიცოცხლის მიწურული იყო - ძალიან მალე სულ ახალგაზრდა გარდაიცვალა და მის საფლავს სვეტიცხოვლის ეზოში წლების მანძილზე ამშვენებდა ცოცხალი ყვავილების ულამაზესი თაიგულები...

19 წლისა ათონზე გაიპარა. ამას ვერავინ წარმოიდგენდა: მართალია, ლოცვა ბავშვობიდან თავისით ისწავლა და რაღაც უცნაური კანონზომიერებით, იმ წლებიდანვე მორწმუნე იყო, მაგრამ მშობელ დედასაც არ უეჭვია არაფერი - ოჯახში არავინ ყოფილა გამორჩევით ღვთისმოსავი.

ეპისკოპოს პავლე ჯაფარიძის დისშვილი, ჟუჟუნა სიჭინავა: "დედა ამბობდა, პავლე ათონზე ვაჭრის ბილეთით გაიპარაო... მაშინ 19 წლისა ყოფილა. იქ ჩვენი ახლო ნათესავი, უკვე მოხუცი ალექსი ბაქრაძე დახვდა. ბიძაჩემი პირველივე წერილში იწერებოდა, - ისე გაიხარა ალექსიმ, გულში ჩამიკრა და ცრემლი დამაყარა... 30 წელიწადია, რაც ათონზე ცხოვრობს, ჩინებული ბიბლიოთეკა აქვს, უამრავი ენა იცის, ბერძნულიდან და ფრანგულიდან თარგმნისო... ჩასვლისთანავე აღკვეცეს მწირ-ბერად და შემოსეს კიდეც... იქ დახვედრია გაბრიელ ქიქოძის ძმაც".

ნაწყვეტი წერილიდან:
"ათონის დანახვამ შორიდანვე აღტაცებაში მომიყვანა. იქაური ადგილ-მდებარეობა საუცხოო სანახავია, ირგვლივ ზეთისხილის ტყეები და ვენახებია... აქაური ბერები ანგელოზებრ ცხოვრებას ეწევიან. მყუდროება, სიმდაბლე, ერთურთის უწყინარობა... ბევრი ლაპარაკი აკრძალულია, მხოლოდ სულიერ საუბარს თუ დაუწყებენ ერთმანეთს.

ივერიის მონასტერს ბერძნები და რუსები "ათონის გვირგვინს" უწოდებენ..."

შემდგომ გამოგზავნილ წერილებში იუწყებოდა, რომ ბერძნული ენისა და საერო თუ სასულიერო საქმის შესასწავლად ალექსი ბაქრაძეს მიამაგრეს.

ჟუჟუნა სიჭინავა:

- პავლე მოგვიანებით იწერებოდა, ციება შემეყარა და 16-18-საათიანმა ფეხზე დგომამ ფეხები დამისივაო. ამიტომ ათონიდან სტამბოლს გაუგზავნიათ, მაგრამ უკან, ათონზე მიბრუნებულს იქაურობის დატოვება მალევე მოუხდა. მოგეხსენებათ, რაც მაშინ ათონზე ხდებოდა - ქართველ ბერებს ბერძნები უკიდურესად ავიწროებდნენ. ერთი სიტყვით, ისე მოხდა, რომ 1909 წელს ბიძაჩემი სამშობლოში გამობრუნდა და მალევე ეპისკოპოსმა ლეონიდემ შიომღვიმის მონასტერში მღვდელმონაზვნად დაასხა ხელი... რამდენიმე წელი პავლემ შიომღვიმეს გაატარა.

- ეპისკოპოს პავლეს ხანმოკლე სიცოცხლე ჰქონდა. კერძოდ რა არის ცნობილი მისი ბიოგრაფიიდან?

- 1913 წელს მოწამეთას მონასტერში გადავიდა. 1915 წელს არქიმანდრიტად აკურთხეს და რაჭაში, ჭელიშის მონასტერში დაადგინეს. 1918-1920 წლები კი ჯრუჭში გაატარა... მისი ოჯახი იმ ხანებში ჭიათურიდან (ბიძაჩემიც და მისი სამი და-ძმაც იქ დაიბადნენ) ქუთაისს, ბალახვანზე გადმოვიდა საცხოვრებლად, იქიდან კი - თბილისში...

ავლაბარში რომ ფერისცვალების დედათა მონასტერია, იმ ეზოში მდგარ სახლში ვცხოვრობდით (მოგვიანებით იქ მუზეუმი დაფუძნდა). დარეჯან დედოფლის სასახლის მრგვალი აივანი მიმდებარე ოთახებითურთ ჩვენ მოგვაკუთვნეს (შემდგომ იქიდან მთაწმინდაზე, მილოვის სახლში გადავედით).

დედა ამბობდა, იმ აივანზე აიდგი ფეხიო. მახსოვს მონაზონთა ნაქონი უძველესი ტყავისყდიანი და პერგამენტზე ნაწერი წიგნები, რომლებიდანაც ჩვენი მეზობლები (ჩვენ გარდა იმ სახლში სხვებიც ცხოვრობდნენ) თუთუნის გასახვევად ფურცლებს ხევდნენ...

რაც შეეხება ბიძაჩემ პავლეს, იგი უნივერსიტეტის სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტის სტუდენტი იყო. მასთან ერთად სწავლობდნენ სიმონ ჯანაშია, ნიკო ბერძენიშვილი, გიორგი წერეთელი... ამ უკანასკნელმა, წლები რომ გავიდა, დედაჩემს სთხოვა, იმდროინდელი სამღვდელოების მოწამებრივ ცხოვრებაზე, მათ შორის - პავლეზეც, წიგნის დაწერას ვაპირებ და თუ მისეული რამე გაგაჩნია, იქნებ გადმომცეო. რაღა თქმა უნდა, ასეთი რამ მაშინ უტოპია იყო და არც ის წიგნი გამოცემულა... სულ ახლახან გიორგი წერეთლის დას ვთხოვე, იქნებ ძმის არქივში ჩვენი ოჯახის მიერ გადმოცემული პავლესეული რამე გაქვთ-მეთქი, მაგრამ მითხრა, აღარაფერი დარჩაო... ის მასალა საბოლოოდ დაიკარგა.

- ქალბატონო ჟუჟუნა, ეპისკოპოსი პავლე სხვა სასულიერო პირებთან ერთად დააპატიმრეს. როგორ მოხდა ეს ყველაფერი?

- საქართველომ რომ დამოუკიდებლობა დაკარგა, პავლემ უნივერსიტეტი მიატოვა და განმარტოვდა - საშინლად განიცადა ეს ამბავი... მოგეხსენებათ, 1922 წელს საქართველოს იმდროინდელმა პატრიარქმა, უწმინდესმა ამბროსიმ (ხელაია, აწ უკვე წმიდანთა დასს შეერთებული) გენუის კონფერენციას ქართველი ერისა და ეკლესიის მდგომარეობის შესახებ მემორანდუმი გაუგზავნა.

ისტორიიდან: ხსენებული კონფერენცია ჩრდილოეთ იტალიის ქალაქ გენუაში 1922 წლის 10 აპრილიდან 19 მაისამდე მიმდინარეობდა და მასში 29 სახელმწიფო მონაწილეობდა, მათ შორის, ახალფორმირებული საბჭოთა სოციალისტური რუსეთის მთავრობის დელეგაციაც. უწმინდესი ამბროსის მემორანდუმი საქართველოდან მღვდელმა იასონ კაპანაძემ გაიტანა და ამ მიმართვამ დიდი შთაბეჭდილება მოახდინა კონფერენციის მონაწილეებზე. გთავაზობთ ნაწყვეტებს ხსენებული დოკუმენტიდან:

"ოკუპანტები, მართალია, ლამობენ, რომ შინ და გარეთ ყველანი დაარწმუნონ, რომ მათ გაათავისუფლეს და გააბედნიერეს ქართველები, მაგრამ რამდენად ბედნიერად გრძნობს ქართველი ერი თავს, ეს ყველაზე უკეთ მე ვუწყი, მისმა სულიერმა მამამ და დღესდღეობით ერთმა ნამდვილმა მოძღვარმა, რომლის ხელშია ამ ერის გულიდან გამომავალი იდუმალი ძაფები და რომელსაც უშუალოდ ესმის მისი კვნესა და ვაება".

უწმინდესი ამბროსი სინანულით იუწყებოდა, რომ ის ექსპერიმენტები, რომელთაც სოციალიზმის დროშით ნათლავდნენ, ქართველ ერს გახრწნამდე და ფიზიკურ გადაშენებამდე მიიყვანდა, რომ იდევნებოდა ქვეყნის წარსული, ეკლესია და სამღვდელოება უკიდურესად უუფლებო იყო.

მემორანდუმში ჩამოყალიბდა შემდეგი მოთხოვნები:

"1. დაუყოვნებლივ გაყვანილ იქნეს საქართველოს საზღვრებიდან რუსეთის საოკუპაციო ჯარი და უზრუნველყოფილ იქნეს მისი მიწა-წყალი უცხოელთა თარეშისა და მძლავრობა-მიტაცებისაგან;

2. საშუალება მიეცეს ქართველ ერს, თვითონ, სხვათა ძალდაუტანებლივ და უკარნახოთ მოაწყოს თავისი ცხოვრება ისე, როგორც ეს მას უნდა, შეიმუშაოს ისეთი ფორმები სოციალურ-პოლიტიკური ცხოვრებისა, როგორც მის ფსიქიკას, სულისკვეთებას, ზნე-ჩვეულებას და ეროვნულ კულტურას შეესაბამება.

სრული იმედი მაქვს, რომ მაღალპატივცემული კონფერენცია, რომელსაც მიზნად დაუსახავს გაარკვიოს უდიდესი პრობლემები კაცობრიობის ცხოვრებისა და დაამყაროს ქვეყანაზე სამართლიანობა და თავისუფლება, არ უგულებელყოფს პატარა საქართველოს ელემენტარულ მოთხოვნას, დღეს ჩემი პირით წარმოთქმულს, და იხსნის მას ძალმომრეობისა და სამარცხვინო მონობის კლანჭებისაგან".

ბოლშევიკური ხელისუფლება გააცოფა ამ ყველაფერმა და ქართველ სამღვდელოებას წითელმა გაზეთებმა "ბნელეთის მოციქულები", "საბჭოთა ხელისუფლების შეუნიღბავი მტრები" უწოდა. მოკლედ, ცდა არ დააკლეს, რომ ქვეყანაში ანტირელიგიური ფსიქოზი შექმნილიყო, რაც ფონად დაედო მომავალ დიდ საჩვენებელ სასამართლოს და საკათალიკოსო საბჭოს სამშობლოს ღალატში დასდეს ბრალი.

1923 წლის 12 იანვარს საქართველოს სსრ საგანგებო კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება საკათალიკოსო საბჭოს დაპატიმრების შესახებ. იმავე დღეს დააპატიმრეს:

პატრიარქი ამბროსი (ხელაია, აწ წმინდანად შერაცხული);

ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაზარი (ლეჟავა, აწ წმინდანად შერაცხული);

ქაშუეთის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი კალისტრატე (ცინცაძე, მომავალი პატრიარქი);

დიდუბის ტაძრის დეკანოზი იოსები (მირიანაშვილი);

ქაშუეთის ტაძრის დიაკვანი დიმიტრი (ლაზარიშვილი);

სვეტიცხოვლის წინამძღვარი, იმ დროს არქიმანდრიტი პავლე ჯაფარიძე;

ვერის ტაძრის წინამძღვარი ანტონი (თოთიბაძე);

სიონის წინამძღვარი, დეკანოზი მარკოზი (ტყემალაძე);

ნიკოლოზ არჯევანიძე (საერო პირი, საკათალიკოსო საბჭოს წევრი);

ნიკოლოზ თავდგირიძე (საკათალიკოსო საბჭოს წევრი).

სასამართლო მიმდინარეობდა თბილისში, პლეხანოვის სახელობის მუშათა კლუბში (ნაძალადევის თეატრში).

დაპატიმრებულებს ბრალად ედებოდათ გენუის კონფერენციაზე ხსენებული მიმართვის გაგზავნა, საეკლესიო განძეულობის გადამალვა და სამხედრო სობორის კომკავშირისთვის გადაცემაზე უარის თქმა.

დაკითხვები ყოფილ ძერჟინსკის ქუჩაზე მდებარე "ჩეკას" საპატიმროში მიმდინარეობდა.

საარქივო ფონდებში დაწვრილებითაა აღწერილი ციხეში გამომწყვდეული საკათალიკოსო საბჭოს წევრთა აუტანელი მდგომარეობა.

ხელისუფლებას სურდა, საჩვენებელ დიდ სასამართლო პროცესზე "დამნაშავეებს" თავიანთი საქციელი მოენანიებინათ.

საქართველოს პროვინციებში დაიწყო "სასამართლო პროცესები", სადაც ბრალმდებლებად მუშათა კლასისა და გლეხობის წარმომადგენლები გამოდიოდნენ, "ბრალდებულებად" კი - სასულიერო პირები. შედეგად, 1923 წლის 9 თებერვალს ონში დაგმობილ იქნა რელიგია, როგორც "ხალხის მტერი", ქუთაისში "დამნაშავეებად ცნეს" წმინდა დავით და კონსტანტინე მხეიძეების ნეშტები, ქვეყნის მასშტაბით მოეწყო წმინდა ნაწილთა გახსნა და საჩვენებელი სასამართლო პროცესები. საკათალიკოსო საბჭოს ტყვედ ყოფნის პერიოდში განსაკუთრებული მძვინვარებით იწყეს ეკლესიის განადგურება: "სენაკის მაზრაში დაიხურა ყველა ეკლესია, თბილისის მაზრაში - 48, ქუთაისის მაზრაში - 160, შორაპნის მაზრაში - 148, ოზურგეთის მაზრაში - 130, რაჭა-ლეჩხუმში - 255, გორის მაზრაში - 78, ზუგდიდის მაზრაში - 75, სიღნაღის მაზრაში - 65, ცხინვალის ზონაში - 60 ეკლესია-მონასტერი".

ეს მხოლოდ ზღვაში წვეთია.

ჟუჟუნა სიჭინავა:


- ბიძაჩემიც სინოდთან ერთად ციხეში აღმოჩნდა. ამ სამარცხვინო პროცესის შემდეგ თითოეულ მათგანს უმძიმესი განაჩენი გამოუტანეს: ზოგს - დახვრეტა, ზოგს კი მრავალწლიანი პატიმრობა ქონების კონფისკაციითა და სასტიკი იზოლაციით. პავლე ციხეში ისე დასნეულებულა, ალბათ იფიქრეს, ეს მაინც მალე მოკვდებაო და პირობითი სასჯელი აკმარეს.

- ბრალს რაში სდებდნენ?

- 1921 წლის 23 თებერვალს საკათალიკოსო საბჭოს დადგენილებით (რომელსაც პატრიარქი ლეონიდე (ოქროპირიძე) ხელმძღვანელობდა) სიონისა და სვეტიცხოვლის განძეულობა ქუთაისის ხაზინაში ან ბანკში უნდა გადაენახათ. მენშევიკური მთავრობის წინადადებით, მუზეუმის მაშინდელ ზედამხედველ ექვთიმე თაყაიშვილს ხაზინის ქონებასთან ერთად ქუთაისს უნდა გადაეტანა უძვირფასესი სამუზეუმო ექსპონატებიც. ექვთიმემ მუზეუმთა გამგეები შეკრიბა და მოითათბირეს, რომ სამუზეუმო ნივთები თბილისიდან ქუთაისში გადაეტანათ, სულ - 19 ყუთი.

სიონისა და სვეტიცხოვლის განძეულობა 4 ყუთში მოათავსეს და პატრიარქ ლეონიდეს ლოცვა-კურთხევით, სვეტიცხოვლის წინამძღვარს, პავლე ჯაფარიძეს გაატანეს ქუთაისში.

მატარებელში პავლე და ექვთიმე ერთმანეთს შეხვდნენ და ამ უკანასკნელმა ბიძაჩემს სთხოვა, - ეგ საგანძური საზღვარგარეთ გამატანეო, მაგრამ პავლემ იუარა, - უწმინდესს ასეთი კურთხევა არ მოუციაო...

KARIBCHE
სამთავროს დედათა მონასტერი

პატრიარქის მითითებით, სვეტიცხოვლისა და სიონის საგანძური მიტროპოლიტ ნაზარის (ლეჟავას) სამიტროპოლიტო სახლის აივნის ქვეშ დაკრძალეს და ზედ ფილაქანი დააფარეს. ეს საიდუმლო მხოლოდ პატრიარქმა ლეონიდემ, ბიძაჩემმა და კიდევ ერთმა ადამიანმა იცოდნენ. პატრიარქი პავლეს ენდობოდა და დარწმუნებული იყო, არასოდეს უღალატებდა. სასამართლოზე რომ წარდგნენ, პავლემ ხანგრძლივი დაკითხვისა და წამების შემდეგაც არ გასცა საიდუმლო. პატიმართა დაკითხვა ე.წ. ჩეკას საპატიმროში მიმდინარეობდა. ბიძაჩემი ღამის 4 საათზე ორჯერ გაიყვანეს დასახვრეტად, იქნებ გამოვტეხოთო. განძი კი უკვე ამოღებული იყო...

...პატიმრობისას ისეც სუსტი ბიძაჩემი მძიმედ დასნეულდა...

- რა დიაგნოზი დაუსვეს?

- ღვიძლის ციროზი. დედაჩემი იტყოდა ხოლმე, - ღვიძლი გადიდებული ჰქონდა, ელენთა კი - დაპატარავებულიო. მალარიაც აწუხებდა და როდესაც ცხუმ-აფხაზეთის დროებით მმართველად გადაიყვანეს, ნესტიანმა კლიმატმა მდგომარეობა გაუუარესა. საკათალიკოსო საბჭო დათმობაზე წავიდა და იგი სვეტიცხოვლის წინამძღვრად დააბრუნა - ყველა გრძნობდა, რომ ბიძაჩემს დიდი ხნის სიცოცხლე აღარ ეწერა...

მრევლსაც იმდენად უყვარდა, რომ სინოდს სთხოვა: "ყოვლადუსამღვდელოესი პავლე ტაძრის (სვეტიცხოვლის) მნახველთა დარბაისელი მიმღებია და სიძველეთა საუცხოო ამხსნელი... იგი სამრევლოსათვის ჭეშმარიტი მოძღვარია... მეუფე პავლე თავისი წმინდა ცხოვრებით და მამაშვილური მოპყრობით ყველასთვის თანასწორად ნუგეშის მიმცემია... ჩვენთვის წარმოუდგენელია სვეტიცხოვლის ტაძარი მის გარეშე. უმორჩილესად გთხოვთ, იგი უკან დააბრუნოთ, რადგან ეს დიდებაა სვეტიცხოვლისა. წინააღმდეგ შემთხვევაში, ჩვენ უკანასკნელად ვეტყვით მეუფე პავლეს, რომ იგი უკან დაუბრუნდეს მისგან დაობლებულ მცხეთას და იქ დაამთავროს დღენი თავისი ცხოვრებისა... თუ ამაზე უარს იტყვის, ყველანი სასოწარკვეთას ვეძლევით".

მეშვიდე კლასში ვიქნებოდი, ზაფხულში დედამ მცხეთის სამთავროს დედათა მონასტერში რომ დამტოვა სამი თვით... იმდროინდელმა მონაზვნებმა მითხრეს, პავლე უზომოდ კეთილი, სათნო და განათლებული, ამასთან, უჩვეულო სილამაზის პატრონი იყო, მოოქროსფრო დატალღული თმა, დიდი მწვანე თვალები და ძალიან ნაზი ფერის კანი ჰქონდაო.

სხვათა შორის, ბევრმა არ იცის, რომ სამთავროში დაბრძანებული ივერიის ღვთისმშობლის სასწაულმოქმედი ხატი სწორედ პავლემ დააწერინა 1912 წელს, ათონზე ყოფნისას. თუ დააკვირდებით, მასზე წარწერასაც ამოიკითხავთ: "განგებითა სამ მნათობიერისა ღვთისა და წამისყოფითა ყოვლადწმიდისა ღვთისმშობლისათა, მე, უნდომან მონამამ მისმან, მონაზონმა ილია, ივერიის მონასტრის ძმათაგანმა, შენდობითა სულიერისა მამისა ჩემისა, სქიმონაზონი მაკარისა, დავახატვინე წმიდა ხატი ესე სახელწოდებით სასწაულმოქმედი დედა ღვთისა ივერიისა კარისა და შევწირე მცხეთის "სამთავროს" ფერისცვალების დედათა მონასტერსა, ვითარცა მფარველად მიურულებელად, სარწმუნოებითა და შიშითა ღვთისათა მკვიდრთა მასში და, ვასრულებ ჩემი წრფელი გულით დაპირებულსა სულიერის ძმისა პავლე ჯაფარიძისა, რომელმან მაიძულა ამის სრულყოფად.

ყოვლადწმიდაო ღვთისმშობელო, მწე და მფარველ გვეყავნ, ამინ!

ათონის მთა, წმიდა ივერიის ქართველთა მონასტერი, 1912 წელი".

სამთავროში ყოფნისას, მახსოვს, როგორ ვდგებოდი სისხამ დილით მონაზვნებთან ერთად და როგორ ვისმენდი ცისკრის ლოცვებს. მათ სენაკებში ვცხოვრობდი... მაშინ სამთავროს იღუმენია დედა ანუსია იყო, მონაზონთაგან მახსოვს ივლიტა, ათანასია, ზოილე - ჩვენი პატრიარქის ნათლია, ლიზა... მათგან ბევრი რამ ვისწავლე და გავიგე კიდეც ბიძაჩემის შესახებ. როცა სამთავროში ჩავდივარ, იღუმენია ანუსიას სამარეს ვეძებ, მაგრამ ვერ ვპოულობ და არც მონაზვნებმა იციან რამე... რამდენიმე ხნის წინ ლუარსაბ ტოგონიძემ (სწორედ ლუარსაბმა გვაპოვნინა პავლე ჯაფარიძის ნათესავები, რისთვისაც მადლობას მოვახსენებთ, - ავტ.) იმდროინდელი ფოტოები მაჩვენა და სამთავროელი დედები ამოვიცანი...

- კიდევ ვინ გახსოვთ იმდროინდელ მოღვაწეთაგან?

- არქიმანდრიტი პართენ აფციაური და უსათნოესი მოხუცი ბერი, მამა ისე, რომელიც ზედაზნის მონასტრიდან ჩამოდიოდა... მამა გაბრიელ ურგებაძეს მაგონებს... კომუნისტებმა მოკლეს...

როდესაც პავლე გარდაიცვალა (იგი 1888 წლის 1 მაისს დაიბადა და 1929 წელს, 3 ნოემბერს გავიდა წუთისოფლიდან), ისე დაენანათ მისთვის მიწის მიყრა, რომ აკლდამა გაუკეთეს და მისი ნაწამები სხეული იქ ჩაასვენეს... მაშინ პავლე მხოლოდ 41 წლის იყო...

P.S. მკითხველს ვთხოვთ, მოგვაწოდოს ნებისმიერი სახის მასალა სარწმუნოებისთვის წამებულ და ღვაწლმოსილ ადამიანებზე.

საკონტაქტო ტელეფონებია: 899-93-48-40; 899-54-82-29

წინასწარ გიხდით მადლობას.

ბეჭდვაელფოსტა
26.10. 2014
თამაზ ცანკაშვილი
ქალბატონო მანანა ტუაევა, თქვენი გვარი გადარუსულებულია და სინამდვილეში ბრძადებით თუაშვილები!
სხვა სიახლეები
26.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
1994 წელს სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქ ილია II-ის ლოცვა-კურთხევით მოწვეულმა გაფართოებულმა საეკლესიო კრებამ დაადგინა:
25.08.2023
მიტროპოლიტი ნაზარი (ერისკაცობაში იოსებ ლეჟავა) დაიბადა 1872 წელს იმერეთის სოფელ დიდ ჯიხაიშში.
25.08.2023
დავით გარეჯის ლავრის უკანასკნელი წინამძღვარი (მე-20 საუკუნეში) არქიმანდრიტი გერმოგენი (აბაშიძე) ჩემი პაპიდის – სიდონია მჭედლიშვილის მეუღლე იყო.
25.08.2023
არქიმანდრიტი კირილე მრავალი წლის მანძილზე აწყურის წმინდა გიორგის მონასტერში მოღვაწეობდა.
25.08.2023
რელიგიასთან და კონკრეტულად კი მართლმადიდებლობასთან ბრძოლა ბოლშევიკებმა ხელისუფლებაში მოსვლის პირველივე დღიდან დაიწყეს.
25.08.2023
1920-იან წლებში კათოლიკოს-პატრიარქმა ამბროსიმ (ხელაია) მამა იოანე ლუკაშვილს დეკანოზის წოდება მიანიჭა და ანჩისხატის ეკლესიის წინამძღვრად დანიშნა.
24.08.2023
მამა ნიკოლოზი თელავში, სოფელ ყარსუბნის ტაძრის მღვდელი იყო. როცა სოფელ ვარდისუბნის წმინდა გიორგის მოძღვარმა მღვდლობაზე უარი თქვა,
24.08.2023
მღვდელი ამბროსი კანდელაკი 1870 წელს იმერეთის გუბერნიაში, სოფელ ჭოგნარში, მღვდელ ბესარიონ კანდელაკის ოჯახში დაიბადა.
24.08.2023
არქიმანდრიტი გერმანე – ერისკაცობაში გრიგოლ იაშვილი 1861 წელს, აზნაურის ოჯახში დაიბადა. პირველდაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat