ილოცეთ, ბავშვებო!
ილოცეთ, ბავშვებო!
დიდი ძალა აქვს ბავშვის ლოცვას. მამა პაისი ათონელი ბრძანებს: ”ლოცვისას ხშირად ვხედავ, რომ მოდიან ჩემთან მწუხარე ყრმები და ღვთისაგან შეწევნას ითხოვენ. მათ ოჯახში რაღაც სადარდებელი გასჩენიათ, ამიტომაც დედები ლოცვად აყენებენ, რათა უფლისგან შეწევნა გამოითხოვონ. ისინი იმავე ”სიხშირეზე” ირთვებიან და იქ ვხვდებით ერთმანეთს”.
მაგრამ როგორ ”გადავრთოთ” ბავშვები ამ სიხშირეზე, როგორ შევაყვაროთ ლოცვა?

აი, ოპტელი მამის, სქემიღუმენ თეოდოსის, ყრმობისდროინდელი მოგონება იმის შესახებ, თუ როგორ დაარიგა ბავშვები ნიჟეგოროდელმა მთავარეპისკოპოსმა იაკობმა: ”ბავშვებო, მინდა, ლოცვაზე გესაუბროთ. იცით, როგორ უნდა მივეჩვიოთ მას? თავიდან ცოტ-ცოტა უნდა ვილოცოთ, მაგრამ რაც შეიძლება ხშირად. ლოცვა ნაპერწკალივითაა - რამდენიმე ხნის შემდეგ შეიძლება აალდეს და კოცონად იქცეს. მაგრამ ამისთვის დრო, ოსტატობა და დიდი სურვილია საჭირო.

ავიღოთ ორი ნაკვერჩხალი, ერთი - ვარვარა, მეორე - ჩამქრალი. ახლა ჩამქრალი გასაღვივებლად ცხელზე დავდოთ. მაგრამ ის არ გაღვივდება, თუ გამუდმებით არ ვუბერეთ სული ცხელ ნაკვერჩხალს. თუ მეტისმეტად ძლიერად შევუბერავთ, მას ნაპერწკლები გასცვივა, ჩამქრალს კი ვერაფერს ვარგებთ. სამაგიეროდ, თუ ზომიერად და შეუჩერებლად ვუბერეთ, მეორეც აენთება, მერე კი, თუ მათ შუაში შეშის ნაჭერს ჩავდებთ, მასაც მოედება ცეცხლი. მაგრამ ღუმელში ნესტიანი შეშა ან სველი ნაკვერჩხალი რომ აანთო, იცით, რამდენი დრო, გარჯა და მოთმინებაა საჭირო? ჩემო შვილებო, ლოცვაა სწორედ ის ალმოდებული ნაღვერდალი, ჩვენი გულები კი ჩამქრალი ნაკვერჩხლებია. ამიტომაც არის საჭირო, ყოველდღე ვილოცოთ - ეს იგივეა, რომ საკუთარი გულის ჩამქრალი ნაკვერჩხლები ლოცვის ცეცხლმოკიდებულ ნაღვერდალზე დავდოთ და ნელ-ნელა გავაღვივოთ. დამიჯერეთ, ბავშვებო, თუ ჩემი მორჩილნი იქნებით და ყოველდღე ცოტ-ცოტას ილოცებთ, თქვენი გულები საღვთო სიყვარულის ცეცხლით აენთება. მაგრამ იცოდეთ, არ შეწყვიტოთ ლოცვა, ამაოდ არ გაფანტოთ ნაპეწკლები. გახსოვდეთ, რომ ლოცვის შეწყვეტას სიზარმაცე მოჰყვება, ჰაერში გაბნეული ნაპერწკლები კი გულს ვერ აგინთებთ.

ლოცვა სამი მეტანიით დაიწყეთ. პირველად იტყვით: ”უფალო იესო ქრისტე, ძეო ღვთისაო, შემიწყალე მე ცოდვილი”, - და მეტანიას აღასრულებთ; შემდეგ ღვთისმშობელს შეევედრებით, შემდეგ იტყვით: ”ყოველნო წმინდანო, ევედრეთ ღმერთსა ჩვენ ცოდვილთათვის”, - ისევ მეტანია და ასე განაგრძეთ. შეამჩნევთ, რომ თავიდან სიზარმაცე მოგერევათ, ისე დაგაწვებათ, როგორც მძიმე ტვირთი, მაგრამ თუ ლოცვას არ შეწყვეტთ, სამ მეტანიას შეასრულებთ, გული მუხლთმოდრეკის გამრავლებას მოგთხოვთ. ეს ნიშანია იმისა, რომ ჩვენი გულის ნაკვერჩხალი რწმენის ძალით გაღვივდა და ღვთის სიყვარულით აალდა. თქვენი განუწყვეტელი ლოცვის ნაყოფი კი ის იქნება, რომ ლოცვის სურვილი გაგიძლიერდებათ. ჩემი რჩევა საქმით გამოსცადეთ და დარწმუნდებით, რომ ასეა.

ისწრაფვოდეთ ღვთისკენ, როგორც მშობელი დედისკენ. ის მოწყალეა და ყოვლისმჭვრეტელი. მას ისე ვუყვარვართ, როგორც დედას - შვილები. თუ რამეს სთხოვთ, უთუოდ შეისმენს და შეგისრულებთ, თუ, რა თქმა უნდა, ეს სათხოვარი მისი წმინდა ნების საწინააღმდეგო არ იქნება. მან თვითონ გვითხრა, ითხოვეთ და მოგეცემათო, ამიტომ თამამად მიილტვოდეთ მისკენ. მიდიხარ სკოლაში? - მოიდრიკე მუხლი, მაგრამ ისე, რომ ღვთის გარდა ვერავინ გხედავდეს, სთხოვე, გაგინათოს გონება და მახსოვრობა. მალე დაინახავ, რომ სხვებზე უკეთ სწავლობ, ან იმაზე უკეთ მაინც, ვიდრე მანამდე, სანამ ღვთისგან შეწევნას ითხოვდი. ილოცეთ, ხშირად ილოცეთ, ბავშვებო, აპატიეთ, ვინც გაწყენინათ და ღმერთი მშვიდობისა მარადის თქვენთან იქნება. ყოველ დილა-საღამოს მოინანიეთ, თუ რამ შესცოდეთ და შეეცადეთ, აღარასოდეს გაიმეოროთ. თუ კიდევ შესცოდავთ, მაშინვე შეინანეთ, თქვით: ”უფალო, შევცოდე, შემიწყალე მე და შემეწიე, რომ გამოვსწორდე”. ისიც შეგინდობთ და გამოსწორებაში შეგეწევათ. ილოცეთ, ბავშვებო, ღვთის მიმართ და უფალი გაცხოვნებთ”.
ბეჭდვაელფოსტა
29.06. 2014
Mari Mari
dideba ufals!
სხვა სიახლეები
22.02.2021
10 წლის მარიამ პაქსაშვილის ჩანახატი

ჩიტები ჟღურტულებენ... მათ ჭიკჭიკზე მეღვიძება... ჯერ კიდევ ძილ-ბურანში ვარ,
07.01.2010
(ლეგენდა)
ალბათ ყველას გიყვართ საშობაო ნაძვის ხე და გიხარიათ მისი მორთვა-მოკაზმვა, მაგრამ ის თუ იცით, რატომ ვრთავთ ყოველთვის მაინცდამაინც ნაძვს და არა რომელიმე სხვა ხეს? არა?
25.12.2008
წმინდა სალომე უჯარმელი და პეროჟავრა სივნიელი ქართველთა განმანათლებლის, წმინდა ნინოს უახლოესი თანაშემწენი იყვნენ. მათ წმინდა ნინოსთან ერთად უამრავი ჭირი და განსაცდელი გადაიტანეს ქრისტეს სარწმუნოების გასავრცელებლად.
25.12.2008
მიტრა - უფლის გვირგვინის სიმბოლო
მღვდელს ერთგული მსახურებისთვის მიტრის ტარების პატივითაც აჯილდოებენ. ეს პატივი ყველა მღვდელმთავარს აქვს.
25.12.2008
პირველ ხელნაწერ "ვეფხისტყაოსანს" ჩვენს დრომდე არ მოუღწევია. ყველაზე ძველი ტექსტის ხელნაწერი XVII საუკუნისა ყოფილა, თუმცა ზოგიერთ, კიდევ უფრო ძველ ხელნაწერებზე შემორჩენილია "ვეფხისტყაოსნის" ნაწყვეტები.
25.12.2008
კუზიანი მონაზონი, რომელსაც ანგელოზის სული ჰქონდა
ვიცი, დიდ სამებაში აუცილებლად იქნები ნამყოფი, მაგრამ თბილისში კიდევ არის წმინდა სამების სახელობის ტაძრები. მათგან ერთ-ერთი ეროვნული ბიბლიოთეკის სიახლოვესაა...
25.12.2008
მსოფლიოს უდიდესი მუზეუმები
ჩემო ცნობისმოყვარე მკითხველო, "მუზეუმი" მომდინარეობს ბერძნული სიტყვიდან "მუზეიონ". ძველ საბერძნეთში ეს სიტყვა აღნიშნავდა ადგილს, რომელსაც ხელოვნების მფარველი ქალღმერთები იცავდნენ.
25.12.2008
ჭია, ჭია-მაია
სისხლის ცრემლები
ჩემო პატარა მეგობარო, ცხოველების უმრავლესობა გარემო პირობებს ადვილად ეგუება - ზოგი ნაირგვარადაა შეფერილი, გარემოს ეხამება და ამის წყალობით საიმედოდაა დაცული მტრის თავდასხმისგან;
25.12.2008
"თეკლეს ახალწელიწადი"
საშინლად ჰყინავს, საშინლად. დედამიწას სულ რაკარუკი გაუდის. მოკრიალებული ცა ვარსკვლავებით არის მოჭედილი, მხოლოდ ჭირხლმოკიდებული მთვარე პირბადეჩამოფარებული პატარძალივით ინაზება და მკრთალ ნათელსა ჰყრის ქვეყანაზე.
25.12.2008
საქართველოს გაძლიერებას, მის მისწრაფებას დაებრუნებინა ბიზანტიის მიერ მიტაცებული ქართველური ტომებით - ლაზებით დასახლებული შავი ზღვის სამხრეთ სანაპირო, რუმის (დღევანდელი თურქეთის ტერიტორიაზე არსებული თურქულ-სელჩუკური სახელმწიფო) სულთან რუქნადინის შეშფოთებას იწვევდა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat