სამსჭვალი
IV საუკუნეში, როდესაც წმინდა ნინოს ლოცვითა და ღვაწლით მეფე მირიანმა ქრისტიანობა სახელმწიფო რელიგიად გამოაცხადა, საქართველოს არ ჰყავდა სამღვდელოება, რათა ხალხი მონათლულიყო.
მაშინ მეფემ ბიზანტიის იმპერატორს, კონსტანტინე დიდს სთხოვა დახმარება. იმპერატორს გაუხარდა ქართლის გაქრისტიანება და სამღვდელოებასთან ერთად მცხეთაში წმინდა ძღვენიც გამოგზავნა - ერთ-ერთი სამსჭვალი, რომლითაც ქრისტე ჯვარზე მიალურსმეს და ფიცარი, რომელზეც ფეხები ჰქონდა მიჭედებული მაცხოვარს. ეს სამსჭვალი დღესაც საქართველოშია.საქართველოში დაცული ყოფილა ცხოველმყოფელი ჯვრის სხვა ნაწილებიც. ერთ-ერთი ნაწილი ამჟამადაც ჩვენში ინახება.