შვიდგზის ზეთისცხება - სულისა და ხორცის საკურნებელი
შვიდგზის ზეთისცხება - სულისა და ხორცის საკურნებელი
აღდგომის მარხვაში დედაეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ შვიდგზის ზეთისცხება სრულდება. ზეთისცხება ქრისტიანის სულისა და ხორცის საკურნებელია. შვიდი ზეთისცხების დროს იკითხება შვიდი ფრაგმენტი სახარებიდან. ამ დროს ტაძარში მისული მრევლი კელაპტრით ხელში უსმენს მსახურებას. ამ თემაზე გვესაუბრება წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღარი, ღვთისმეტყველების მაგისტრი, წმინდა ამბროსი აღმსარებლის სახელობის სულიერებისა და კულტურის ცენტრის ხელმძღვანელი, მღვდელ-მონაზონი ანდრია (სარია):

- მამაო, აღდგომის მარხვაში, დედაეკლესიაში დადგენილია შვიდგზის ზეთისცხება, რატომ აღდგომის მარხვაში?

-VI საუკუნემდე სახლებში სრულდებოდა, ხოლო შემდეგ ტაძრებში. ზეთის კურთხევის საიდუმლო საქართველოში და სხვა მართლმადიდებლურ ეკლესიებშიც დიდმარხვაში სრულდება, ნიშნად სახარებისეული პრინციპისა : "მარხვის დღეებში იცხე ზეთი და დაიბანე პირი, რათა არა ეჩვენო მმარხველად კაცთა"... თუმცა, მისი შესრულება საეკლესიო წლის ნებისმიერ დროს არის ნებადართული.

KARIBCHE- განგვიმარტეთ, რას ნიშნავს შვიდგზის ზეთისცება?

- ზეთისცხება ქრისტიანის სულისა და ხორცის საკურნებლად სრულდება. წმინდა ნიკოლოზ კავასილას აზრით, თითოეულ საეკლესიო საიდუმლოში მონაწილეობის წყალობით ჩვენ ქრისტესთან ვერთიანდებით, ჭეშმარიტად ვეზიარებით განხორციელებული სიტყვა ღმერთის გამომსყიდველობითი ღვაწლის ერთ-ერთ მხარეს და მისი მიწიერი მსახურების თანამონაწილენი ვხვდებით. ეს ხდება ჩვენს თავს ზეთის კურთხევის საიდუმლოშიც, ვინაიდან მასში უფლის ჯვარცმის ტკივილს ვინაწილებთ. საღვთისმეტყველო თვალსაზრისით, წმინდა წერილში, მარკოზის სახარებაში უფრო ღრმა აზრი გვხვდება: ,,ქადაგებდეს, რათა შეინანონ. და ეშმაკნი მრავალნი განასხნეს და სცხებდეს ზეთსა მრავალთა სნეულთა და განჰკურნებდეს"(მკ. 6. 12-13), ასევე გავიხსენოთ იაკობ მოციქულის ეპისტოლე: "უძლურ თუ ვინმე არს თქვენ შორის, მოუწოდენ ხუცესთა ეკლესიისათა, და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისათა. და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი, და აღადგინოს იგი უფალმან; დაღაცათუ ცოდვაი რაიმე ექმნეს, მოვეეტეოს მას" (იაკ. 5. 14-15). ტექსტიდან ნათლად ჩანს არსი და მიზანი.

- ამ დროს განსაკუთრებულად მზადდება ზეთი? ზეთს ღვინოც ერევა და ეს რა კავშირშია ერთმანეთთან?

- ზეთის კურთხევის საიდუმლოში, ზეთი არის ეკლესიის ლოცვის და იმავდროულად ავადმყოფზე გარდამომავალი საღმრთო წყალობის სიმბოლო. ღვინო და ზეთი სნეულების განმკურნებელი მადლის

სიმბოლოებიც არის. როგორც ცნობილია, ძველად ამ ორივე ნივთიერებას ჩვეულებრივ იყენებდნენ მედიცინაში, ითვლებოდა, რომ ღვინო ჭრილობების დეზინფექციას ახერხებდა, ხოლო ზეთი ტკივილგამაყუჩებელი საშუალება (იგავი მოწყალე სამარიტელზე ამის თვალსაჩინო მაგალითია).

- ტაძრებში შვიდგზის ზეთისცხებამდე იკითხება ასევე შვიდი სახარება, ეს რაზე მიგვითითებს?

- ადრე სნეულთან შვიდი დღის განმავლობაში მიდიოდა სასულიერო პირი და შვიდგზის აცხებდა ზეთს, შესაბამისად სახარებიდან და სამოციქულოდან სხვადასხვა ადგილების წაკითხვა შვიდჯერ ხდებოდა. ამ ტექსტებს შორის ზოგიერთი თემატიკა ზეთს უკავშირდება, ასევე ვისმენთ იმ მონაკვეთებს, სადაც მაცხოვრის მიერ სნეულთა განკურნების ამბებია მოთხრობილი.

- შეიძლება თუ არა შვიდი ზეთისცხება ყველა ადამიანზე? ბავშვებზე?

- ზეთისცხება მორწმუნე, მაზიარებელ და აღმსარებელ ადამიანზე აღესრულება, რომელიც რაიმე სნეულებით არის დაავადებული, სულიერი თუ ფიზიკური, ამას არსებითი მნიშვნელობა არა აქვს. თუ ბავშვი სნეულია და მოძღვარი ჩათვლის საჭიროდ, ამ შემთხვევაში შესაძლებელია.

- რა დროს უნდა დავანთოთ შვიდი ზეთისცხების სანთელი?

- წლის ნებისმიერ დროს, როდესაც სულიერი შეჭირვების ჟამი დაგვიდგება, თუმცა როდის არ გვაქვს მსგავსი წუთები ეშმაკის ხელში?! უფალმა დაგიფაროთ და გაცხოვნოთ.

ბეჭდვაელფოსტა
27.04. 2016
ანნა
დღეს სად არის ზეთისცხება ხომ არ იცით? წინასწარ დიდი მადლობა
17.04. 2016
eka
21 aprils xutshabats 4 saatse chatardeba amaglebis tazarshi sololakshi amaglebis quchase
12.04. 2016
nino
17 aprils maxatas mtaze chatardeba shvidgzis zetiscxeba
სხვა სიახლეები
20.04.2022

ზეთის კუთხევა დიდ მარხვაში იმიტომ სრულდება, რომ ადამიანი უფრო განწმენდილია, გაძლიერებულია ლოცვაში.

23.02.2022
თუ ადამიანს სინანული აქვს თავისი ცოდვისა, ის ყველას მიუტევებს. ხოლო თუ სინანული არ აქვს, მიმტევებლობაც არ ექნება.
29.04.2021
უფალმა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი საღამო მოწაფეებთან ერთად გაატარა. ეს დღე დიდ ხუთშაბათად იწოდება.
17.04.2020
გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის იღუმენი თეოდოსი (ხაჩიძე):
- ყოველი ღვთისმსახურება არის მზადება იმისათვის,
29.03.2020
საეკლესიო საიდუმლოებანი ადამიანის ცხონების საკითხს ემსახურება. წმინდა წერილი კი ღვთისმსახურთა შესახებ, რომელნიც ამ საიდუმლოთა აღმსრულებელნი
21.03.2020
სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე):
- ზიარების დროს, მორწმუნე ადამიანის მიერ მიღებული მაცხოვრის
19.01.2019
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაომი (შავიანიძე):
ნათლისღება
30 წლამდე იესო თავის დედასთან და იოსებთან ერთად გალილეაში ცხოვრობდა.
19.01.2019
არქიმანდრიტი ლაზარის (აბაშიძე) განმარტებით, ნათლობის დროს ადამიანს არა მარტო "მიეტევება" - არა! აქ აღესრულება უფრო მნიშვნელოვანი საიდუმლოება!
17.02.2018
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის დეკანოზი ანდრია კემულარია:

- მალე დიდი მარხვა დაიწყება.
31.01.2016
სოციალურ ქსელში გავრცელებული ინფორმაციით საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ დაარეგისტრირა მოქალაქე გიორგი ტატიშვილის (იგივე სოდომისტი "მაცაცოს") სარჩელი
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler