"მართლმადიდებლურ კატეხიზმოში" ნათლობის საიდუმლოზე წერია:
"ნათლობა - საიდუმლოებაა, რომლის დროსაც სამჯერ წყალში შთაფვლით და წმინდა სამების, მამა ღმერთის, ძის და სულიწმიდის მოწვევით მორწმუნე კვდება ხორციელი, ცოდვიანი ცხოვრებისთვის და სულიწმიდის მიერ ხელახლა იშვება სულიერ ცხოვრებაში. რადგან ნათლობა სულიერი შობაა და ადამიანი ერთხელ იბადება, ამიტომ საიდუმლოება არ მეორდება". ამიტომაც არც ნათლულის შეცვლა შეიძლება და არც ნათლიისა.
დიდი პასუხისგება აწევს მიმრქმელს, მან ზედმიწევნით უნდა აღასრულოს ნათლობისას დადებული აღთქმა. აი, რას ბრძანებს ნათლიის მოვალეობაზე ჩერნიგოვის მთავარეპისკოპოსი ფილარეტი: "ძმანო ქრისტიანენო! ქრისტე მაცხოვრის ნათლობის მსგავსად ყველა მისი მორწმუნე უნდა მოინათლოს, ნათლობისას კი, როგორც იცით, მონაწილეობენ მიმრქმელები ანუ ნათლიები.
მაგრამ ყველამ არ იცის, რისთვის არის საჭირო ნათლიები და მათ რა უნდა გააკეთონ. ამიტომაც დღეს სულიერ მშობლებზე ანუ მიმრქმელებზე ვისაუბროთ.
როცა შვილისთვის ნათლიას ეძებენ, მშობლებმა ის მდიდარ და ცნობილ კაცთაგან კი არ უნდა აირჩიოს, არამედ ღვთისმოშიშ და მორწმუნე ადამიანებს შორის, რამეთუ ნათლობისას მიმრქმელი ყრმის მაგიერ აღიარებს მრწამსს და აღთქმას დებს, ნათლობის შემდეგ ის რჩება ღვთისგან მოცემულ მამად, რომელიც პასუხისმგებელია ჩაბარებული სულის ცხონებაზე.
ნათლობისას უფალი ასრულებს მადლმოსილ მოქმედებას, მღვდლის და მიმრქმელის ლოცვითა და სარწმუნოებით. იმისდა მსგავსად, როცა მან მკვდრეთით აღადგინა იაიროსის ქალიშვილი მისი რწმენით, მართას და მარიამის რწმენით კი - ლაზარე, ანდა როცა განრღვეული განკურნა მისი მიმყვანი კაცების რწმენით.
ამიტომაც, სხვა ყველა თვისებასთან ერთად, ნათლიას მტკიცე რწმენა უნდა ჰქონდეს უფლისა და მისი წმინდა ეკლესიისა, და როცა მისი ნათლული წამოიზრდება, მას მართლმადიდებელი სარწმუნოების კანონები ასწავლოს. კარგია, თუ ნათლიას საშუალება აქვს, ყოველდღიურად თვალი ადევნოს ნათლულის რწმენაში გაძლიერებას. მაგრამ თუ ამას ვერ შეძლებს, უკიდურეს შემთხვევაში, საზეიმო დღეებში მაინც უნდა მოინახულოს მცირე ხნით და მამობრივი სიყვარულით განამტკიცოს ნათლულში სარწმუნოება.
ნათლიის მოვალეობაა, იცოდეს, ლოცულობს თუ არა მისი სულიერი შვილი, რა ლოცვები იცის, თუ დადის ხშირად ღვთის სახლში, ამბობს აღსარებას (თუ უკვე წამოიზარდა) და ეზიარება. ღვთის რწმენა და ლოცვა საჭიროა იმ სიკეთისთვის, სათნოებისთვის, რომელსაც კაცი თავისი სიცოცხლის განმავლობაში უნდა აღასრულებდეს, რომლის გარეშე არც ღმერთის სათნოყოფა შეიძლება და არც ცხონება.
მიმრქმელი ასევე უნდა ზრუნავდეს, რომ მისი ნათლულის სარწმუნოება მკვდარი არ იყოს და ნაყოფი გამოიღოს. ნათლია მამასავით უნდა ზრუნავდეს ბავშვის წმინდა ცხოვრებითა და კეთილი საქმეებით გამშვენებაზე, თვალყური ადევნოს, რომ ცუდი ჩვევები და შეცდომები მის სულს არ შეეხოს და თუ შეუძლებელია ეს ამ სოფელში, რომელიც ბოროტსა ზედა ძევს, ის მაინც გააკეთოს, უკეთურობები დიდხანს რომ არ დარჩეს ყრმის სულში.
ნათლია (მამაკაცი) წინამძღოლობს ბავშვის ცხოვრებას, ის ნათლულს არსობის პურის პატიოსნად მოპოვებაში უნდა დაეხმაროს, რომ მან არ დაივიწყოს ღარიბები, სუსტები, უძლურები. თავისი სათნო ცხოვრებით მაგალითს უნდა აძლევდეს ნათლულს, როგორ იცხოვროს და იშრომოს ქრისტიანმა. ნათლია უნდა ზრუნავდეს, რომ ნათლული არ აცდუნონ ცუდმა მეგობრებმა და მრუდე გზაზე არ დააყენონ...
მიმრქმელო, შენთვისაა ნათქვამი ნათლისღების ლოცვის სიტყვები:
"როგორც ახლაა გათანგული მადლის სხივებით შენი ნათლული და სულიერი შობის მიერ ბოძებულ არს ხელთა შენთა, დაე, ასევე უბიწოდ წარდგეს მომავალ საუკუნეში ზეციური მამის წინაშე. შენი ბაგეებით როგორც სიხარულით განუდგა სატანას და საქმეთა მისთა, ეშვილა ყოვლის შემოქმედსა და ღმერთს, გახდა წევრი ქრისტეს ეკლესიისა და ქრისტიანული სარწმუნოების აღმსარებელი, დაე, არასოდეს განუდგეს ეკლესიას, იყოს მასთან რწმენით ერთობაში და მადლის მიერ მუდამ იყოს შვილი უფლისა". აი, რა დიდ მოვალეობას აკისრებს მიმრქმელს წმინდა ეკლესია, რარიგ მამობრივი მზრუნველობით, ყურადღებით უნდა უცქერდეს ის თავისი ნათლულის ცხოვრებას და მოქმედებას!"
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი