ევქარისტია - მადლობას ნიშნავს
ევქარისტია - მადლობას ნიშნავს
წმინდა ზიარება
"ევქარისტია" ბერძნულიდან მომდინარეობს და მადლობას ნიშნავს. ძველ ეკლესიაში იგი, აგრეთვე, ერთობლივ ლოცვასაც გულისხმობდა.
ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ევქარისტია მადლობაა უფლის მისამართით ყველა იმ ძღვენისთვის, რომელიც გვიბოძა.

შემოქმედისადმი მადლიერება ყოველმა კაცმა უნდა გამოხატოს. ამ მადლიერების უმაღლესი გამოვლინება ევქარისტიის საიდუმლოსთან ზიარებაა, რის გარეშეც მართლმადიდებლებად ვერ ვიწოდებით და ვერც დედა ეკლესიას შევუერთდებით.

გვესაუბრება აწყურის თეთრი გიორგის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი ალექსი (ძამუკაშვილი):

- სხვადასხვა ეპოქის ავტორები ევქარისტიას სხვადასხვაგვარად განმარტავენ...

- დიახ, ასეა. მაგალითად, XVI საუკუნის მამა, იოანე კონსტანტინოპოლელი შეგვახსენებდა: "მღვდელმოქმედებას, რომლის საშუალებითაც ზიარების დიდებული საიდუმლო აღესრულება, ევქარისტია იმიტომ ეწოდა, რომ ამ ჟამს ჩვენი სული უფრო ჰმადლობს უფალს, ვიდრე რაიმეს ითხოვს. ჭეშმარიტად, ზიარებისას გაცილებით მეტს ვიღებთ, ვიდრე შეგვიძლია ვითხოვოთ და არაფერი რჩება ისეთი, რასაც უფალი ამ დროს არ გვიძღვნის".

ევქარისტია მართლაც მწვერვალია ადამიანის შესაძლებლობებისა. ჩვენ ხომ ამ დროს თვით ქრისტეს უწმინდეს სისხლსა და ხორცს ვეზიარებით და მას ვუერთდებით, მეტი მართლაც რაღა უნდა ვისურვოთ?! უფლის მიმართ ხომ აღარაფერი გვაქვს ამაზე აღმატებული სათხოვარი და ამ ძღვენისთვის გამუდმებით გვმართებს მადლობა.

იყვნენ მამები, მაგალითად, წმინდა იოანე კრონშტადტელი, რომლებიც ევქარისტიის შემდეგ ცდილობდნენ, აღარ აღესრულებინათ ესა თუ ის პარაკლისი. მართლაც, რაღა უნდა შევთხოვოთ უფალს ამ უდიდესი საიდუმლოს შემდეგ?!

- მავანი ზოგჯერ კითხულობს: კი ვეზიარეთ, მაგრამ ჩვენს ცხოვრებაში ბევრი რამ ისე არ არის, როგორც უნდა იყოს, - ჯანი ისევ შერყეული გვაქვს, ვერც ოჯახურ პრობლემებს ვაგვარებთ და უფალს პარაკლისებით ახალ-ახალ ძღვენს ამიტომაც ვთხოვთო...

- ლოცვას რა სჯობს, მაგრამ თუ არ გვესმის, რომ ზიარება ყველაფერს აღემატება, ესე იგი, ჯერ კიდევ არ ვეკუთვნით ქრისტეს ეკლესიას. წმინდა მაქსიმე აღმსარებელი ბრძანებდა, - ზიარების მეშვეობით ადამიანს ღმერთად ქცევის საშუალება ეძლევაო.

XX საუკუნის ცნობილი ღვთისმეტყველი, მამა გიორგი ფლოროვსკი კი შეგვახსენებდა: "ევქარისტია ჰიმნი უფროა, ვიდრე - ლოცვა და აქედან მომდინარეობს მისი განმარტებაც - მადლობა.Dდიახ, ეს გოლგოთაა, საკურთხეველში, ტრაპეზზე დასვენებულია უმანკო ტარიგი, სხეულგაკვეთილი და სისხლმდინარე, მაგრამ, ამასთან, გოლგოთა არის საიდუმლო სიხარულისა, სიყვარულისა და დიდებისა... აქ განდიდდება ძე კაცისა და ცხადდება უფლის სიყვარული სამყაროს მიმართ. ასე რომ, ევქარისტიაზე ფიქრი გოლგოთის გარეშე შეუძლებელია.

წმინდა სწავლებით, ზიარების საიდუმლო, გოლგოთის მსხვერპლი და მაცხოვრის ჯვარზე აღსრულება - ერთი და იგივე მსხვერპლია".

გოლგოთის შემდგომ ყველაზე აღმატებულით შევიმოსეთ: გვაქვს შესაძლებლობა, საკუთარი ხსნის საქმე აღვასრულოთ და შევუერთდეთ უფალს და ნაყოფს მაცხოვრის მსხვერპლისას.

მთელს ჩვენს ეკლესიურ ცხოვრებას, მართლმადიდებლურ ღვთისმსახურებებს და წმინდა მემკვიდრეობას ევქარისტიისკენ მივყავართ. ერთ სასულიერო მწერალს თუ მოვიხმობთ, "ქრისტიანობა - ეს საიდუმლო სერობაა". ანუ, ეს გახლავთ თანაყოფნა უფალთან და მის მოწაფეებთან ახალაღთქმისეულ სიონზე, პასექის სადღესასწაულო ვახშამზე. ქრისტიანობა - დაუსრულებელი პასექის საღამოა, რადგან ეკლესიაში დრო ისე არ გადის, როგორც მიწაზე... ეს არის შესვლა საღვთო რეალობაში, რომელიც დროს აღემატება...

ევქარისტიაზე საუბრისას ისევ მოციქულ პავლეს სიტყვა მახსენდება ქრისტეს ხორცზე, "რომელ არს ეკლესიაი". ევქარისტიაც სხეულია ეკლესიისა და თავად ეკლესიის ბუნებაც ევქარისტიულია, რაზეც კირილე ალექსანდრიელი ღაღადებს - ეს ბუნება და განსაკუთრებული ერთობა იმაში ცხადდება, რომ ზიარების ყოველი ნაწილით სასწაულებრივად, მთელი სისრულით გეძლევა ქრისტეს სხეული - არსებითად განუყოფელი, უცვლელად ერთიანი და ყოველი ლიტურგიისას მრავალ ქრისტიანზე განაწილებული. ჩვენ ამ დროს ღმერთთან და ერთურთთან ერთობაში შევდივართ, მიციქული პავლე კი ბრძანებს: "რამეთუ ერთ პურ და ერთ ხორც ჩუენ მრავალნი ესე ვართ, რამეთუ ყოველთა ერთისა მისგან პურისა მოგუაქუს... თქუენ ხართ ხორცნი ქრისტესი და ასონი ასოთა მისთაგანი."

ეკლესია ასწავლის და ამოწმებს ქრისტიანულ სიმბოლოებს, მაგრამ საიდუმლო - სიმბოლო არ არის, არამედ ყველაზე რეალური ერთობა ღმერთთან.

ის, რაც ჩვენს თავს ზიარებისას ხდება, სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი, სახეობრივად, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის უქორწინებლად მუცლადღებას ამსგავსებს.

ევქარიასია ჩვენი არსებითი კავშირია გარდაცვლილებთანაც. ქრისტეს სისხლსა და ხორცთან ზიარებისას მჭიდროდ ვუერთდებით მასთან უკვე ნაზიარებ მიცვალებულებს - სეფისკვერიდან ნაწილების ამოღებისას და შემდეგ წმინდა სისხლით სავსე ბარძიმში ჩაშვებისას, როდესაც წარმოვთქვამთ: "მიუტევე, უფალო, ცოდვანი აქა მოხსენებულთა პატიოსანი სისხლითა შენითა"... განსაკუთრებულად ცხადად ჩანს ეს ყოველივე.

მღვდელმა და მთელმა ლოცვითმა კრებულმა ევქარისტიაში თავი უნდა მოუყაროს მთელ ლოცვით ცხოვრებას. წმინდა ბარძიმთან მიიტანება ყოველი მწუხარება და სიხარული... ისინი მასში უნდა განზავდეს. ზიარებამ ქრისტიანთა მთელი ცხოვრება, საქმეები და სწრაფვანი უნდა აკურთხოს. ამიტომ ლიტურგია და ევქარისტიული ცხოვრება მხოლოდ ტაძარში დგომა და ადამიანთა მოხსენიება როდია.

კვლავ წმინდა იოანე ოქროპირს მოვუხმოთ: "იმისთვის, რომ არა მხოლოდ სიტყვით, საქმითაც შევუერთდეთ ქრისტეს, მის სხეულსაც უნდა შევერთოთ, რაც იმ საზრდელის მეშვეობით ხდება, რომელიც ქრისტემ მოგვანიჭა, რათა ჩვენდამი თვისი უდიდესი სიყვარული გამოეხატა. ამისათვის, საკუთარი თავით შეგვმოსა, რათა ერთობა შეგვედგინა, როგორც სხეულს, რომელიც თავთან არის შეერთებული და სწორედ ეს არის ნიშანი დიდი სიყვარულისა. უფრო მეტად რომ დაგვმეგობრებოდა და სიყვარული ეჩვენებინა, მსურველთ არა მხოლოდ თავისი ხილვის საშუალება უბოძა, არამედ შეგრძნებისაც და მიღებისაც, რათა შეერთებოდა მათ და აღევსო.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.04.2022

ზეთის კუთხევა დიდ მარხვაში იმიტომ სრულდება, რომ ადამიანი უფრო განწმენდილია, გაძლიერებულია ლოცვაში.

23.02.2022
თუ ადამიანს სინანული აქვს თავისი ცოდვისა, ის ყველას მიუტევებს. ხოლო თუ სინანული არ აქვს, მიმტევებლობაც არ ექნება.
29.04.2021
უფალმა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი საღამო მოწაფეებთან ერთად გაატარა. ეს დღე დიდ ხუთშაბათად იწოდება.
17.04.2020
გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის იღუმენი თეოდოსი (ხაჩიძე):
- ყოველი ღვთისმსახურება არის მზადება იმისათვის,
29.03.2020
საეკლესიო საიდუმლოებანი ადამიანის ცხონების საკითხს ემსახურება. წმინდა წერილი კი ღვთისმსახურთა შესახებ, რომელნიც ამ საიდუმლოთა აღმსრულებელნი
21.03.2020
სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე):
- ზიარების დროს, მორწმუნე ადამიანის მიერ მიღებული მაცხოვრის
19.01.2019
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაომი (შავიანიძე):
ნათლისღება
30 წლამდე იესო თავის დედასთან და იოსებთან ერთად გალილეაში ცხოვრობდა.
19.01.2019
არქიმანდრიტი ლაზარის (აბაშიძე) განმარტებით, ნათლობის დროს ადამიანს არა მარტო "მიეტევება" - არა! აქ აღესრულება უფრო მნიშვნელოვანი საიდუმლოება!
17.02.2018
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის დეკანოზი ანდრია კემულარია:

- მალე დიდი მარხვა დაიწყება.
29.03.2016
აღდგომის მარხვაში დედაეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ შვიდგზის ზეთისცხება სრულდება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat