სულიერი შობა
სულიერი შობა
ნათლისღების დღესასწაულთან დაკავშირებით, წმინდა ეკლესია, წყლის კურთხევას აღასრულებს, რასაც დიდი აიაზმა, დიდი წყლის კურთხევა ეწოდება. არსებობს დიდი და მცირე აიაზმა, დიდი აიაზმა მხოლოდ ნათლიღების წინადღესასწაულზე, დღესასწაულის წინა დღეს და თავად ნათლისღების დღესასწაულზე აღესრულება, ქრისტიანებსაც განსაკუთრებული კრძალვა, სასოება და რწმენა აქვთ მისდამი. წყლის კურთხევის დროს ღვთისმსახურნი წყალს სამჯერ შთაფლავენ ჯვარს წყალში და ჯვარს გამოსახავენ, რაც სიმბოლურად განასახიერებს უფლის სამჯერ შთაფვლას მდინარე იორდანეში...

სიტყვა აიაზმა მომდინარეობს ბერძნული სიტყვისგან "აგიოს", რაც წმინდას, განწმენდილს ნიშნავს...

დეკანოზი დავით ქვლივიძე:

- რატომ აღესრულება ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევა?

- უფალი ნაღლისღებას, ნათლობას უწოდებს სულიერ შობას და ბრძანებს: რომელი არა იშვას წყლითა და სულით, მას ვერ ხელეწიფების ხილვად სასუფევლისა ღვთისა, ანუ ნათლობას ჰქვია სულიერი შობა, რომელიც აღესრულება წყლითა და სულით, სულიწმიდის მადლით, ამდენად წყალს აქვს განსაკუთრებული მნიშვნელობა. თავად უფალმა წყალში შთასვლით ინება ნათლისღება, - წყალში ჩავიდა და ნათელ იღო. უფალს ნათლისღება არ სჭირდებოდა, მაგრამ ნათლისღებით მოგვცა მაგალითი ნათლობისა. ნათლობის დროს წყალში შთასვლით მაცხოვარმა მთელი სამყაროს წყლები აკურთხა, წყლის ბუნება შეცვალა, ამიტომაც აღესრულება ნათლისღების დღესასწაულზე წყლის კურთხევა, წყალკურთხევის საიდუმლო.

- ზოგადად წყლის მნიშვნელობაზეც ვისაუბროთ, ვიცით, რომ სწორედ წყლით მოხდა ძველი აღთქმის პერიოდში კაცობრიობის განადგურება, წარღვნას ვგულისხმობ...

- ნათლობის დროს ხდება ცოდვათა პატიება - ადამიანს მიეტევება, ჩამოერეცხება ნათლისღებამდე ქმნილი ცოდვები, ასევე პირველქმნილი, ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ცოდვა, წინასახე იმისა, რომ ცოდვათაგან განბანვა, ცოდვათა ჩამორეცხვა წყლით მოხდებოდა, ძველ აღთქმაში იყო სწორედ წარღვნა, როდესაც უფალმა წარღვნით ღმერთმა მთელი კაცობრიობის ცოდვები აღხოცო. ასევე მეწამულ ზღვაში ეგვიპტიდან გამოსულ ებრაელებს დადევნებული ფარაონისა და მისი მხედრობის მეწამულ ზღვაში დანთქმა, - ფარაონი და ეგვიპტე მთელ ცოდვილ სამყაროს განასახიერებდა. ძველი აღთქმის პერიოდში არსებობდა ესეველთა მიმდინარეობა, რომლებიც წყლით განბანვის რიტუალებს, ანუ წყლით ცოდვათ ჩამორეცხვის წესს აღასრულებდნენ (სხვათა შორის, იოანე ნათლისმცემელი მათთან იზრდებოდა), ამდენად, წყალი ძველ აღთქმაშიც განწმენდასთან ასოცირდებოდა. შემდეგ, ძველი და ახალი აღთქმის გასაყარზე, იოანე ნათლისმცემელიც წყლით აღასრულებდა ნათლისღებას, როდესაც ნათლავდა მდინარე იორდანეში, თავის ნათლობით ცოდვათა მიტევებას აღასრულებდა, იესო ქრისტეს მდინარე იორდანეში ჩასვლით კი მთელი დედამიწის წყლები იკურთხა, წყლის ბუნება შეიცვალა, წყალში შთასვლა და ნათლისღება გახდა აუცილებელი პირობა ყველა ადამიანისთვის, ქრისტემ მოგვცა ამის მაგალითი და დაგვიწესა წყლით და სულით, სულიწმიდის მადლით ნათლისღება.

საერთოდ, ნათლობის დროს ხდება ჯვარცმა, როდესაც ადამიანი ინათლება, ის ემსგავსება ჯვარცმად გამზადებულ იესო ქრისტეს. ნათლისღების დროს ემბაზი წარმოადგენს ქრისტეს საფლავს, წყალში სამგზის შთაფვლა განასახიერებს ქრისტეს სიკვდილს და სამ დღე საფლავში დაფვლას, - ქრისტე სამი დღე იყო დაფლული საფლავში და მესამე დღეს აღდგა. წყლიდან ამოსული ადამიანი ემსგავსება იესო ქრისტეს, ამიტომაც ნათლობა არის მიმსგავსება ჯვარცმისა. იესო ქრისტეს ჯვარცმას ნათლისღებასაც ეძახიან: იცით ნათლისღებით ნათლისღება, რომლითაც მე? - ბრძანებს უფალი ჯვარცმის წინ, ამიტომაც არის რომ ახალ აღთქმაში ნათლისღება ჯვარცმის განსახიერებას წარმოადგენს.

რადგან უფალმა იორდანეში თავისი ჩასვლით წყალი აკურთხა და წყლის ბუნება შეცვალა, წყალს უდიდესი, მაკურნებელი ძალა მიეცა, წყლის კურთხევაც სწორედ მაცხოვრის იორდანეში ნათლისღებიდან იღებს სათავეს.

- არსებობს დიდი და მცირე აიაზმა, დიდი და მცირე წყლის კურთხევა. რა განსხვავებაა მათ შორის?

- დიდი აიაზმა აღესრულება მხოლოდ ერთხელ, ნათლისღების დღესასწაულზე, ნიშნად ნათლისღების დროს მაცხოვრის იორდანეში შთასვლისა და უფლისგან წყლის კურთხევისა. მცირე აიაზმა ნებისმიერ დროს შეიძლება აღესრულოს. დიდი აიაზმის კურთხევის დროს ლოცვებიც განსხვავებული იკითხება და განსაკუთრებულ სიწმინდეს წარმოადგენს, იგი მთელი წლის განმავლობაში ინახება და როგორც უდიდეს სიწმინდეს, ისე იხმევენ ადამიანები, - განსაკუთრებულ შემთხვევაში, სულიერი და ფიზიკური სნეულების ჟამს, დიდი აიაზმის აღსრულების დროს ლოცვებიც წარმოითქმის, რომ ის იქცეს საკურნებლად სულისა და ხორცისა. მცირე აიაზმაც დიდი სიწმინდეა,Mმისი მიღება ნებისმიერ დროს შეიძლება, - დილით უზმოზე, საზრდელის მიღების წინ, ძილის წინ, აპკურებენ სხვადასხვა ნივთებს... უზმოზე შეგვიძლია მივიღოთ დიდი აიაზმაც.

ნაკურთხი წყალი ერთ-ერთი უდიდესი სასწაულია მართლმადიდებლურ სამყაროში, იგი არ იხრწნება. ჩვენი პატრიარქისგან მომისმენია, - იმ დროის ნაკურთხი წყალი მაქვს, როდესაც დავიბადე და დღემდე უხრწნელიაო. მსგავსი მაგალითები მრავლადაა ქრისტიანობის ისტორიაში, თავისთავად ეს არის სასწაული, რაც ცხადად მეტყველებს წყლის სასწაულ ბუნებასა და სასწულმოქმედების უნარზე, უკვე ეს არის სასწაული.

ნაკურთხ წყალს უდიდესი მოწიწებით უნდა მოვექცეთ. უდიერად მოპყრობის შემთხვევაში გაიხრწნება. არ შეიძლება ბაგით შევეხოთ ბოთლს, რომელშიც ნაკურთხი წყალია, ან თავდაუხურავი დავტოვოთ. ნაკურთხი წყლის გამრავლება შეგვიძლია ჩვეულებრივი წყლით.

- როგორ ვიხმიოთ ნაკურთხი წყალი, რომ მისგან კურნება მივიღოთ?

- როდესაც მაცხოვართან მიდიოდნენ ადამიანები და განკურნებას სთხოვდნენ, უფალი მიუგებდა, - მოგეტეოს შენ შეცოდებანი შენი და სარწმუნებამან შენმან გაცხოვნოს შენ. ნაკურთხი წყლის თუ სხვა სახის სიწმინდეების მიღება უნდა მოხდეს რწმენით, როგორი სარწმუნოებითაც მივიღებთ, ისევე მოგვეგება.

- რატომ გამოიყენება წყალი ნათლისღების საიდუმლოს აღსრულების დროს?

- მაცხოვარი პირდაპირ ამბობს, - ვინც არ იშვების წყლითა და სულით, მას ვერ ხელეწიფების ხილვად სასუფევლისა ღვთისა, ანუ წყალი არის სულიერი შობის ერთ-ერთი იარაღი, როგორც ხორციელი შობის იარაღია დედა და მამა, ასევე არის სულიერი შობის იარაღი - სული და წყალი, სულიერი შობა სულიწმიდით და წყლითა ხდება. ეს პირდაპირ უფალმა დააწესა, უფალმა დაადგინა.

- ნათლისღების დღესასწაულზე, წყლის კურთხევის დროს, მდინარე იორდანეზე ყოველწლიურად აღსრულებული სასწაულიც გავიხსენოთ...

- როდესაც ნათლისღების დღესასწაულზე იერუსალიმის პატრიარქი მდინარე იორდანეს აკურთხებს, მდინარე წამიერად ჩერდება და აღმა იწყებს სვლას, - წყალი თავის ბუნებას ეწინააღმდეგება, ფიზიკურ კანონებს სცილდება და იწყებს აღმასვლას, შემდეგ კვლავ ჩვეულ დინებას განაგრძობს, ეს არის ხილული დასტური იმისა, რაც უხილავად ხდებოდა, უხილავად გვწამს. ნათლისღების მსახურების ლოცვებშიც წერია, - როდესაც წყალში შთამავალი ღმერთი დაინახეს, წყლებიც კი შეძრწუნდნენ და იქცნენ მართლუკუნო.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.04.2022

ზეთის კუთხევა დიდ მარხვაში იმიტომ სრულდება, რომ ადამიანი უფრო განწმენდილია, გაძლიერებულია ლოცვაში.

23.02.2022
თუ ადამიანს სინანული აქვს თავისი ცოდვისა, ის ყველას მიუტევებს. ხოლო თუ სინანული არ აქვს, მიმტევებლობაც არ ექნება.
29.04.2021
უფალმა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი საღამო მოწაფეებთან ერთად გაატარა. ეს დღე დიდ ხუთშაბათად იწოდება.
17.04.2020
გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის იღუმენი თეოდოსი (ხაჩიძე):
- ყოველი ღვთისმსახურება არის მზადება იმისათვის,
29.03.2020
საეკლესიო საიდუმლოებანი ადამიანის ცხონების საკითხს ემსახურება. წმინდა წერილი კი ღვთისმსახურთა შესახებ, რომელნიც ამ საიდუმლოთა აღმსრულებელნი
21.03.2020
სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე):
- ზიარების დროს, მორწმუნე ადამიანის მიერ მიღებული მაცხოვრის
19.01.2019
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაომი (შავიანიძე):
ნათლისღება
30 წლამდე იესო თავის დედასთან და იოსებთან ერთად გალილეაში ცხოვრობდა.
19.01.2019
არქიმანდრიტი ლაზარის (აბაშიძე) განმარტებით, ნათლობის დროს ადამიანს არა მარტო "მიეტევება" - არა! აქ აღესრულება უფრო მნიშვნელოვანი საიდუმლოება!
17.02.2018
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის დეკანოზი ანდრია კემულარია:

- მალე დიდი მარხვა დაიწყება.
29.03.2016
აღდგომის მარხვაში დედაეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ შვიდგზის ზეთისცხება სრულდება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
დედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat