ქრისტიანის შინაგანი ცხოვრება სულიერ თაბორზე ასვლაა
ქრისტიანის შინაგანი ცხოვრება სულიერ თაბორზე ასვლაა
ნათელგვიღებიეს
"კაცობრიობის ისტორიასა და თითოეულის პირად ცხოვრებაში არის ჟამი, როცა ყოველივეს მრუმე წყვდიადი მოიცავს; ცოდვა, გაბოროტება, ურწმუნოება, მტრობა, სიცრუე - ეს მტრული ძალები თითქოს ატყვევებს კაცობრიობას, და ჰფარავს რა ჩვენგან ყოველგვარ სინათლეს, არ გვაძლევს საშუალებას გავაღწიოთ ამ უკუნი წყვდიადიდან. მაგრამ "ნათელი ბნელში ნათობს, და ბნელმა იგი ვერ მოიცვა" - მან იგი ვერ უნდა მოიცვას. საკმარისია ერთი კოცონი აინთოს და სინათლე უკვე შორს ვრცელდება; ერთი ნაპერწკლიდან მრავალი კოცონი შეიძლება აინთოს, და ჩვენს ირგვლივ კვლავ სინათლე ისადგურებს.

ისწავლეთ, ისე იცხოვროთ, რომ თქვენი მზერა ყოველთვის სინათლისკენ იყოს მიმართული, სინათლე კი ქრისტეა, რომელმაც თქვა: "მე ვარ ნათელი სოფლისა, რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხოვრებისა" (იოანე 8,12). თუკი ჩვენ ამ სინათლეში ვივლით, ნათლის ძენი შევიქმნებით, სიბნელე ძალას დაკარგავს ჩვენზე, და ჩვენ გადავსახლდებით "ხელმწიფებისა მისგან ბნელისა სასუფეველსა ძისა ღმრთისა საყვარელისასა" (კოლას. 1,13).

მაშინ ჩვენ თავად სხვის ცხოვრებაში წყვდიადის გამფანტველ შუქურად ვიქცევით და სიყრმიდან შევითვისებთ მოყვასისათვის სიყვარულის, თავდავიწყების, მოწყალების, თანაგრძნობის საქმეების აღსრულებას. და ჩვენში მოქმედი სინათლის ძალა არ შესუსტდება არც სიბერეში და უძლურების, ტანჯვის დღეებსა და იმა სოფლად მიცვალების ჟამს გაგვისხივოსნებს.

ვეცადოთ, წმინდა წერილიდან ყოველდღიურად რაიმე სანუგეშო სიტყვა შევითვისოთ, გულთა შინა ჩვენთა სასიხარულო, გამამხნევებელი აზრები დავიმარხოთ; გამუდმებით ვიყურებოდეთ სახარებაში, ქრისტეს ნათელ ხატს ვუმზერდეთ და სული ჩვენი სინათლისა და სიხარულის წყაროსთვალად იქცევა. მაშინ უფლისმიერი სიხარული და მშვიდობა ღვთისა, "რომელი ჰმატს ყოველთა გონებათა", ჭარბად იქნება ჩვენს ცხოვრებაში და ჩვენ უკვე აქ, დედამიწაზე, ვიგემებთ, "რომ სიხარული მარჯვენესა შინა მისსა არს უკუნისამდე" (ფსალმ. 15,11)", - ვკითხულობთ "მართლმადიდებელი მოძღვრის დღიურში".

ნათელი სულიერებას გამოხატავს. ადამიანს აქვს უნარი, განიცადოს სულიერი ნათელი. რით განსხვავდება ფიზიკური სამყაროს ნათელი მხოლოდ სულიერი ინტუიციით შესამეცნებელი, ემოციაზე ღრმა და ცნობიერზე აღმატებული "უჩრდილო ნათლისაგან" და როგორ შეიმეცნება ეს ნათელი?! რას ნიშნავს სულიერი სიბრმავე... ამ და სხვა საკითხებზე გვესაუბრება მე-9 საავადმყოფოსთან არსებული წმინდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის სამლოცველოს მღვდელმსახური, დეკანოზი დავითი (ხაჭაპურიძე).

- როგორ უნდა გვესმოდეს სიტყვა "ნათელის" მნიშვნელობა?

- თუკი ამ სიტყვას საღმრთო ნათელზე ვამბობთ, ის დაუსაბამო და დაუსრულებელ, შეუქმნელ საღმრთო ენერგიას, ღვთიურ ნათელს ნიშნავს, რომელიც მარადის უფალშია, მაგრამ თუკი ბიბლიის დასაწყისში მოხსენებულ სიტყვა "ნათელს" განვმარტავთ, - ეს არის შექმნილი ნათელი, რომელიც უფალმა თავისი დიდებით, მრავალმოწყალებითა და სიყვარულით Aშექმნა. შექმნილ ნათელს არავითარი საერთო არა აქვს შეუქმნელ, ღვთიურ ნათელთან, გარდა იმისა, რომ სწორედ საღმრთო ნათელი იქმნა მიზეზი შექმნილი - ხილული თუ უხილავი ზეციური ნათელისა. მოციქულებმა თაბორზე ხელთუქმნელი, ღვთიური ნათელის ნაწილი იხილეს.

- რატომ ჩათვალა მაცხოვარმა საჭიროდ, თავისი ღვთაებრივი დიდება, საღმრთო ნათელი სწორედ მთაზე გამოევლინა?

- ამას მიწიერი მიზეზიც ჰქონდა და სულიერიც. დედამიწაზე ყოფნის ჟამს განკაცებულ უფალს მუდამ თან ახლდნენ ადამიანები. გავიხსენოთ ხუთი პურით ხუთი ათასი კაცის დაპურების სასწაული, ეშმაკეულთა და დავრდომილთა კურნების შემთხვევები... სწორედ ადამიანთაგან განსარიდებლად აირჩია მაღალი მთა ფერისცვალებისა - ამ უდიდესი სასწაულის მოსახდენად. სამად სამი მოციქულიც, ერთი მხრივ, იმის გამო გაიყოლა, რომ დანარჩენი მოწაფეები დაბლობზე დარჩენილიყვნენ, რათა ადამიანებს თვალში არ მოხვედროდათ, არ ეგრძნოთ, რომ იესო ქრისტე მათ შორის არ იმყოფებოდა.

რაც შეეხება მთის, სიმაღლის სულიერ მნიშვნელობას, მისი არჩევით მაცხოვარმა მიგვანიშნა, რომ ადამიანი ამქვეყნიურზე უნდა ამაღლდეს, ავიდეს სულიერების მთაზე ლოცვით, მარხვით, მღვიძარებით, სინანულით... რათა გახდეს ღირსი საღვთო ნათლის, უფლის ბრწყინვალების ხილვისა.

წმინდა გრიგოლ პალამა ბრძანებს: "უფლის ფერისცვალების ნათელი არც იბადება, არც ქრება და არც გრძნობის უნარს ემორჩილება... უფლის მოწაფეებმაც სულიერი ძალისხმევით გრძნობები შეიცვალეს, გადალახეს ხორცისა და სულის სამანი და ამგვარად იხილეს, თუ რაოდენი სიკეთე უყო მათ ღვთაებრივი სულის ძალამ - ამ ენით აღუწერელმა ნათელმა. ჩვენც, უფლის მოწაფეთა მსგავსად, უნდა ვცადოთ ამ ღვთაებრივი ნათლით გასხივოსნება, ვესწრაფოთ იმას, რომ ავაგიზგიზოთ ჩვენს გულებში სიყვარული და განვაძლიეროთ ლტოლვა უხრწნელი დიდებისა და მშვენიერებისაკენ; სულიერნი თვალნი ქვენა, მიწიერი ზრახვებისგან განვიწმინდოთ, დავუტევოთ ფუჭი, წუთიერი სიამენი, რომელნიც ჩირქს გვცხებენ და სულს გეჰენიის წყვდიადისკენ მიაქანებენ."

"ქრისტიანის შინაგანი ცხოვრება სულიერ თაბორზე ასვლაა, - ბრძანებს არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი), მაგრამ თაბორის ნათლისკენ მიმავალი გზა ცოდვის ხევებსა და ფლატეებზე, ვნებების ნარ-ეკალს შორის მიემართება. ეს გზა ქრისტიანის მიერ სულიწმინდის მადლის მომუშაკებაა, იმ ციური ცეცხლისა და ნათლის მოპოვებაა, რომელიც მარადისობაში თვითონ ამ ადამიანს გადააქცევს ნათლად და თაბორზე სახეცვლილ ქრისტე მაცხოვარს მიემსგავსება. უფლის ფერისცვალება ღამით მოხდა. ფერისცვალება ცათა სასუფევლის საიდუმლოა; ღამე მოასწავებს საიდუმლოს.

შეუძლებელია, ჩვენი გონებით მივწვდეთ ღვთაებრივ ნათელს; დავუძებნოთ ანალოგიები მიწიერ არსებობაში, აღვიდგინოთ ემოციურ მეხსიერებაში. ეს ნათელი სულს რომ ეცხადება, გონება ჩერდება გაოცებული, ვნება კვდება, იღვიძებს სულის მანამდე უცნობი, დახვეწილი გრძნობები. ადამიანმა არ იცის - მასშია ეს ნათელი თუ მის გარეთ, მაგრამ აღიქვამს კი მას, ვითარცა სიცოცხლეს, ვითარცა ადამიანური შეზღუდულობისა და პირობითობიდან ღვთაებრივი არსებობის თავისუფლებაში გადასვლას.

ღვთაებრივი ნათლის განცხადებას დიონისე არეოპაგელმა დროებითი მარადისობა უწოდა - მარადისობა, რომელიც ცხადი იქმნა დროში და დროის ზღვარს მიღმა. ღმრთაებრივი ნათელი დიდად განსხვავდება ნათლის სხვა ფორმებისგან, ისევე როგორც მზის შუქი - ღამის წყვდიადისაგან."

- სწორედ ღვთაებრივი ნათლის ხილვისკენ უნდა ვისწრაფოდეთ, ეს უნდა იყოს ჩვენი მიწიერი ცხოვრების მთავარი მიზანი.

- ამის მისაღწევად, როგორც ვთქვით, ადამიანი "სულიერების მთაზე" უნდა ავიდეს, მაგრამ არა თვითნებურად, არამედ ეკლესიისა და მოძღვრის მორჩილებით. ვინც ამქვეყნიურობას მოსცილდება, მაქსიმალურად შეიზღუდავს თავს მიწიერ სიამეთაგან, ეცდება ცოდვილი ჩვევების დათრგუნვას და იგლოვებს ჩადენილ ცოდვათა გამო, მოახერხებს კიდეც სულიერების მთაზე ასვლას, იქ ასული კი საღმრთო ნათლის ხილვის ღირსი შეიქმნება. მარადისობაში გადასული მას განუშორებლად იხილავს.

- მადლმოსილ მოღვაწეთა, უმაღლესი სულიერების მქონე მამათა ცხოვრებაც ხომ დასტურია იმისა, რომ ადამიანი მიწიერ ცხოვრებაშივე შეიძლება გახდეს ღირსი ღვთიური ნათლის ხილვისა?..

- ეს მოღვაწენი ღირსნი შეიქმნენ ღვთის დიდების, უფლის ნათლის ხილვისა ღვთისთვის დაუღალავი მოშურნეობით, იმით, რომ მიწიერებას მოსცილდნენ და თავიანთ თავზე ამაღლდნენ - "ხორცითა ანგელოზნი" შეიქმნენ, როგორც ამას წმინდა და ღმერთშემოსილ მამათა მიმართ წარმოთქმულ ლოცვებში ვკითხულობთ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ ისინი ხორცშივე ანგელოზებრივად მოღვაწეობდნენ. წვრილი ძაფიღა აკავშირებდათ მიწასთან. ხორცი ხელს აღარ უშლიდათ ამ ნათლის მოპოვებაში. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ ადამიანმა ხორცი ტანჯოს ან რაიმე ზიანი მიაყენოს - ის სულის საცხოვნებლად უნდა გამოიყენოს, თორემ როცა სული და ხორცი ერთმანეთს გაეყრება, სულის ცხონების შესაძლებლობა აღარ დარჩება, სული თავის თავს ვერ იცხონებს. სწორედ ხორცის სულის საცხოვნებლად გამოყენებას მიაღწიეს წმინდა მამებმა და "სულიერების მთაზე" ავიდნენ.

- სულიერად ბრმას ხომ არც გაახსენდება და არც მოუნდება ამ ნათელთან ყოფნა?

- ფსალმუნი გავიხსენოთ: "კაცი პატივსა შინა იყო და არა გულისხმა-ჰყო; ჰბაძვიდა იგი პირუტყვთა უგუნურთა და მიემსგავსა მათ..." (ფს.48). ეს იმ დაცემული კაცის მდგომარეობაა, რომელიც ნათელს არად თვლის. როგორც იოანეს სახარება გვაუწყებს: "და ნათელი იგი მას ვერ ეწია..." (იოანე 1,5). სწორედ ეს არის მიუაჩრდილებელი ნათელი, მზიანი ღამე და კაშკაშა წყვდიადი. ადამიანის გზა ისეც ბნელითაა მოცული, მას მხოლოდ უფალი გვინათებს და მუდამ ჩვენთან ერთად ევნება ჯვარს. ქართულ საეკლესიო საგალობლებში ქრისტეს ხშირად მზეს უწოდებენ, წმინდანებს კი - ამ მზის სხივებს. ყოველი მათგანის ცხოვრება ხომ ეშმაკზე გამარჯვებაა. ასე რომ, ყველაფერი ბნელი ჩვენში უნდა წავშალოთ ღვთაებრივი ნათლის ძალით.

- რას ნიშნავს ნათლის ძეობა?

- ჩვენ ყველანი ღვთის შვილები ვართ. როგორც ტერტულიანე ამბობს, ყოველი ადამიანის სული ბუნებით ქრისტიანია, რადგან ღვთის ხატებას ვატარებთ, მაგრამ ღვთის მსგავსნი რომ გავხდეთ და ნათლის შვილებად აღვდგეთ, გოლგოთის გზა უნდა გავიაროთ. უძღები შვილი გავიხსენოთ, მამის წიაღს რომ განეშორა, მაგრამ მონანული უკან დაუბრუნდა, მამამ კი სამოსელი პირველით შემოსა და კვლავ ნათლის ძედ აღადგინა. თავად უნდა ავირჩიოთ, გვსურს თუ არა ნათლის ძეობა.

ზეციური იერარქია, ანგელოზთა დასნიც ამ ნათლის გამოვლინებაა.

მიუაჩრდილებელ ნათელს იტევენ წმინდა ხატები და ამ ნათელს დანახვა უნდა, დანახვა კი სიყვარულის ინტუიციაა, დანახვა ბურუსში. თუ სიყვარული არ გაქვს, ამ ნათელს ვერ იხილავ, სწორედ სიყვარული წარმოშობს ნათელს და წყვდიადშიც კი ამ ნათელში ვგიებთ. ნათელი ქრისტესი განგვანათლებს ყოველთა. "ღმერთი - ნათელია და თავისი საღმრთო ნათლით ყველა იმას განანათლებს, ვისაც კი შეუერთდება და თანაეზიარება საზომისაებრ მისი განწმენდისა... და მაშინ ამგვარი ადამიანი შემოქმედ ღმერთს სულიერადაც თანაეზიარება და სხეულებრივადაც, ანუ მთელი თავისი არსებით უერთდება შემოქმედ ღმერთს" (წმინდა სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი).

- ვის ეწოდება სულიერად ბრმა?

- რაც მზეა გრძნობისმიერი არსებებისთვის, იგივეა ღმერთი - გონებისმიერთათვის. პირველი ხილულ სამყაროს განანათლებს, მეორე - უხილავ სამყაროს. სხეულებრივ ხედვას მზე ნათლისმჭვრეტელად აქცევს, ღმერთი კი თავის მსგავსებად შექმნის გონიერ ბუნებებს.

სულიერად ბრმების შესახებ არქიმანდრიტი რაფაელ კარელინი ბრძანებს: "ჩვენ გვაბრმავებს ბოროტება. აკი პირდაპირ წერია სახარებაში: "მოძულე ძმისა თვისისა ბნელსა შინა ვალს". სანამ ჩვენს გულში მტრობას და ბოროტებას აქვს ადგილი, ბრმები ვართ. ბოროტება ადამიანის გულზე დადებული ლოდია. რამდენადაც არ უნდა ვიმართლოთ თავი და გავაშავოთ ჩვენი შეურაცხმყოფელი, ამით მაინც ვერ დავმშვიდდებით, პირიქით, ჩვენს გულში თითქოს ცხელი, აზვირთებული მარილიანი ზღვის დუღილს შევიგრძნობთ. და თუ მივუტევებთ მოძულეს, მივუტევებთ მთელი გულით, საბოლოოდ, ისე, რომ აღარ გავიხსენებთ უწინდელ წყენას, მაშინ დავმშვიდდებით, გავთავისუფლდებით და თითქოს ეს დიდი ლოდი, გულზე რომ გვაწევს, დაიფშვნება და დაცვივა. მაშინ ჩვენი გულიც აღდგება, როგორც მიცვალებული, რომელიც საფლავის წყვდიადიდან აღდგა და ნათელი იხილა." ჩვენ მორწმუნეები ვართ, ქრისტიანები, მაგრამ შეიძლება ჩვენც ვიყოთ ბრმები. ადამიანს აბრმავებს ამპარტავნება. იოანე ღვთისმეტყველის "გამოცხადებაში" სულიწმინდა ამპარტავნებაში ამხელს ლაოდიკიის ეკლესიის ეპისკოპოსს: "შენ ვერ გულისხმა-ჰყოფ, რამეთუ შიშველი და ბრმა ხარ". ამპარტავნება ადამიანს ღვთისგან აუცხოებს. აგრეთვე: "ბრმები არიან ისინი, ვინც რელიგიაში მხოლოდ წესებს ხედავს. მათ, თავისთავად ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. წესები, საეკლესიო მღვდელმსახურება - ეკლესიის სიმბოლური ენაა, ის სულიერი არხებია, რომელთა საშუალებით გადმოდის ღვთის მადლი და ენერგია. მაგრამ წესებს არ შეუძლიათ ჩვენი ცხოვრების შეცვლა, მორწმუნედ გახდომა. ამისათვის საჭიროა შეიცვალოს ჩვენი დამოკიდებულება ადამიანების მიმართ, გავხდეთ სხვა ადამიანი, მახარებლის სიტყვით - "ახალი ქმნილება".

- როგორ და სად არის შესაძლებელი სულიერი სიბრმავისგან განთავისუფლების მიღწევა?

- იოანეს სახარებაში არის აღწერილი ბრმის განკურნების ამბავი. იერუსალიმელი ბრმა ტაძართან იჯდა და მოწყალებას ითხოვდა. უფლისაა მთელი დედამიწა, იგი ყველგან მყოფია, მაგრამ უფალი განსაკუთრებით ეკლესიაში უახლოვდება ადამიანს. ეკლესიის საიდუმლოებებში ადამიანი თავისუფლდება სულიერი სიბრმავისაგან და სულიერი ცის მარადიულ, უქმნელ ნათელს ჭვრეტს. "სარწმუნოების საიდუმლონი მზის მსგავსია: შეუღწეველნი თავიანთი არსით, ისინი განაბრწყინებენ და ცხოველს-ჰყოფენ იმათ, ვინც გულის სიწრფელითა და უბრალოებით ვალს მათ მიერ ნათელში და ისინი მხოლოდ კადნიერ, უტიფარ თვალთ აბრმავებენ, რომელთაც მათ წიაღ შეღწევა მოუსურვებიათ" (ნეტარი ავგუსტინე).

ნათლისღებისას, სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით,
ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება.

- რა არის საჭირო ქრისტეს ნათელის გულში მისაღებად?

- ქრისტეს ნათლის მისაღებად და გულში შესაშვებად, რამდენადაც შეგვიძლია, ყურადღება არ მივაქციოთ ხილულ საგნებს. განვიწმინდოთ სული სინანულითა და კეთილი საქმეებით, ჯვარცმული მაცხოვრისადმი რწმენით. დავხუჭავთ რა ხორციელ თვალს, გონებას დავტვირთავთ გულის შიგნით, გულში, სადაც ვიღაღადებთ უფლის, მაცხოვრის ქრისტეს სახელს.

მხოლოდ ასეთი მუშაობით ჩაეფლობა გონება გულში და იფეთქებს ქრისტეს ნათელი, ჩვენი სულის ტაძარს თავისი ღვთაებრივი სინათლით გაანათებს.

როცა ადამიანი შინაგანად შეიგრძნობს მარადიულ ნათელს, მაშინ გონება უსუფთავდება და მას გრძნობისმიერი წარმოდგენები არაწმინდა კი არ ექნება, არამედ სიკეთით სავსე. ის მზად არის მიწის შუაგულშიც კი ჩავიდეს, ოღონდ არ დაკარგოს ჭეშმარიტი სიკეთე - ღმერთი," - ბრძანებს ღირსი სერაფიმე საროველი.

- დაბოლოს, ნათლისღების საიდუმლოს აღსრულებისას სწორედ ეს, ღვთაებრივი ნათელი იმკვიდრებს ადამიანის სულში უხილავად...

- ნათლისღებისას სულიწმიდის საიდუმლო მოქმედებით ქრისტიანი ქრისტეს სხეულს, ეკლესიას უერთდება. საიდუმლო კი მადლის უხილავ მოქმედებაში მდგომარეობს: წყალი სხეულს განწმენდს, სულიწმიდა კი გონებისათვის მიუწვდომლად თვით სულს განბანს. განა ეს საკვირველია? უბრალო მაგალითი მოვიშველიოთ: როცა ცეცხლი რკინის სიზრქეში შედის, ყველაფერი ცეცხლად იქცევა. ამ დროს ცივიც ცხელდება და შავიც ნათდება. თუკი ნივთიერი ცეცხლი რკინაში შეღწევისას ასე დაუბრკოლებლად მოქმედებს, რაღა გასაკვირია, რომ სულიწმიდა სულის სიღრმეში აღწევდეს? - ბრძანებს წმინდა კირილე იერუსალიმელი.

წმინდა მამების გადმოცემით კი, როდესაც გონება იწმინდება და ნათლდება საკუთარი სინათლით, ღვთის მადლის ჩაურევლად, - ამ ბუნებრივი სინათლის წყალობით ადამიანები, როგორც ამბობენ წმინდა მამები, დემონებსაც ხედავენ, - მაშინ ეს გონება დამატებით ღვთის მადლის ნათელსაც მიიღებს და ეს ნათელი მუდმივად რჩება მასში და შემეცნებისა და ხედვის უნარს აძლიერებს; როგორ და რა ხარისხით, ეს უფალმა იცის. ადამიანსაც შეუძლია (როცა სურვილი გაუჩნდება), მისთვის საინტერესო რამ დაინახოს და შეიმეცნოს, ითხოვოს ამის შესახებ ლოცვის დროს, და მაშინ ამოქმედდება მადლი და აღასრულებს მის თხოვნას, ვინაიდან თვითონ ითხოვა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.04.2022

ზეთის კუთხევა დიდ მარხვაში იმიტომ სრულდება, რომ ადამიანი უფრო განწმენდილია, გაძლიერებულია ლოცვაში.

23.02.2022
თუ ადამიანს სინანული აქვს თავისი ცოდვისა, ის ყველას მიუტევებს. ხოლო თუ სინანული არ აქვს, მიმტევებლობაც არ ექნება.
29.04.2021
უფალმა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი საღამო მოწაფეებთან ერთად გაატარა. ეს დღე დიდ ხუთშაბათად იწოდება.
17.04.2020
გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის იღუმენი თეოდოსი (ხაჩიძე):
- ყოველი ღვთისმსახურება არის მზადება იმისათვის,
29.03.2020
საეკლესიო საიდუმლოებანი ადამიანის ცხონების საკითხს ემსახურება. წმინდა წერილი კი ღვთისმსახურთა შესახებ, რომელნიც ამ საიდუმლოთა აღმსრულებელნი
21.03.2020
სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე):
- ზიარების დროს, მორწმუნე ადამიანის მიერ მიღებული მაცხოვრის
19.01.2019
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაომი (შავიანიძე):
ნათლისღება
30 წლამდე იესო თავის დედასთან და იოსებთან ერთად გალილეაში ცხოვრობდა.
19.01.2019
არქიმანდრიტი ლაზარის (აბაშიძე) განმარტებით, ნათლობის დროს ადამიანს არა მარტო "მიეტევება" - არა! აქ აღესრულება უფრო მნიშვნელოვანი საიდუმლოება!
17.02.2018
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის დეკანოზი ანდრია კემულარია:

- მალე დიდი მარხვა დაიწყება.
29.03.2016
აღდგომის მარხვაში დედაეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ შვიდგზის ზეთისცხება სრულდება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
დედა ეკლესია ღვთისმშობლის ტაძრად მიყვანებას ახალი სტილით 4 დეკემბერს აღნიშნავს. ეს არის ათორმეტთაგანი დღესასწაული,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat