სულის განსაწმენდელად და ცოდვათა მისატევებლად
სულის განსაწმენდელად და ცოდვათა მისატევებლად
საიდუმლო უფალთან თანაზიარებისა
ჩვენი პირველი წინაპარი, ადამი, რომლისგანაც სიკვდილში ვიშვებით, უფალმა თავად შეცვალა.
იგი ჩვენი მამამთავარი გახდა და ადამისგან მემკვიდრეობით მიღებული ხორცი და სისხლი საკუთარი ხორცითა და სისხლით შეგვიცვალა, - განმარტავს წმინდა ეპისკოპოსი ეგნატე ბრიანჩანინოვი, - უფლის ასეთი საქციელი, რომელიც თავისთავად მიუწვდომელი და ზებუნებრივია (განკაცებული ღვთის მიერ კაცობრიობის გამოსყიდვის), ღვთისმიერ ჭვრეტისას ნათელი და ბუნებრივი ხდება. დაცემული და განწირული ადამიანის უვარგისი ხორცი და სისხლი უნდა შეიცვალოს იმ ბუნებით, რომელიც თავისი ყოვლადწმინდა ხორცითა და სისხლით აღადგინა ღმერთკაცმა, - შეგვაგონებს წმინდა ეგნატე და წმინდა იოანე დამასკელის ღვთისმეტყველებას იშველიებს: "სახიერმა, ყოვლადსახიერმა და სრულიადსახიერმა უფალმა, რომელიც სრული სიკეთეა, თავისი უსაზღვრო სიკეთის სიმდიდრით ვერ დაუშვა, რომ მადლი, ანუ მისი ბუნება მარტო ყოფილიყო, ვერ დაუშვა ის, რომ არავინ ყოფილიყო ამ მადლის მოზიარე" - სულიწმიდის შუქით განბრძნობილი ადამიანის გონს ასეთი თვალსაზრისი აქვს უფლის ქმედებაზე - ეს გონი ღვთის ქმედებას ასე ხსნის: ღვთის ქმედება, მისი საწყისი სრულიად და სრული განსაზღვრით მხოლოდ ღვთისთვისაა მისაწვდომი. უფლის წყალობა შედგა: ყოვლადსრულყოფილი მადლი, ანუ არსება ღვთისა, ყველა სხვა არსებაზეც აისახა (ისევე, როგორც მზე აისახება ყველა იმ საგანზე, რომელსაც სხივებით ეფინება). ამისთვის თავდაპირველად უფალმა შექმნა სულები და ის სამყარო, რომელშიც ისინი არსებობენ, შემდეგ უფალმა შექმნა მგრძნობიარე სამყარო, ბოლოს კი - ადამიანი.

ადამიანი თავისი სულით, სულიერ ქმნილებებს მიეკუთვნება. სხეულით კი (რომლითაც სული იმოსება) გრძნობიერ სამყაროს. ღმერთმა, რომელიც თავად სიცოცხლეა, საკუთარ თავში არსებული სიცოცხლე ყველა სულდგმულსა და არსებულზე გადაღვარა. სამყაროს სიცოცხლე თავად ღვთის თვითმყოფადობის ანარეკლია. სულები, ადამიანები და ყველა სხვა ქმნილება შემოქმედის ხელიდან სრულყოფილი გამოვიდნენ. ისინი სრულყოფილი იყვნენ მათ განსაზღვრულ ბუნებასთან შეფარდებით, აღსავსე იყვნენ სრული სიკეთით (ბოროტების უმცირესი ნარევის გარეშე). ქმნილების სიკეთე მათ განსაზღვრულ ბუნებასთან შეფარდებით, ისინი აღსავსე იყვნენ სრული სიკეთით (ბოროტების უმცირესი ნარევის გარეშე). ქმნილების სიკეთე მათ ბუნებას შეესატყვისებოდა და უსასრულო ღვთის უსაზღვრო სიკეთეს აირეკლავდა. ქმნილებათა განსაზღვრული სრულყოფილება მათში ყოვლადსრულყოფილი სრულყოფილების ასახვა იყო და ერთიანი შემოქმედის ბუნებას შეადგენდა. სულები და ადამიანი, სხვა ქმნილებებთან შედარებით, შეიქმნენ უახლესი და უნათლესი ანარეკლი ღვთისა. შემოქმედმა თავად მათ არსში გამოსახა თავისი ხატება და შეამკო იმ თვისებების მსგავსი თვისებებით, რომლებიც თავიანთი უსაზღვროებითა და ერთიანობით ღვთის არსებას შეადგენენ. უფალი სიკეთეა და მან გონიერი არსებანი კეთილი შექმნა. უფალი სიბრძნეა და მან გონიერი არსებანი ბრძენი შექმნა. მსგავსების საბოლოო იერისათვის მან გონიერ არსებებს სულიწმინდა უბოძა და ამით მათი სული და მთელი მათი არსება საკუთარ თავს შეუერთა", - დასძენს წმინდა ეგნატე ბრიანჩანინოვი.

რუსეთის უკანასკნელი მეფის, წმინდა ნიკოლოზ მეორის მოძღვრის, მამა ალექსი კიბარდინის ცხოვრებაში ასეთი ამბავია აღწერილი:

მამა ალექსი, სასჯელს მღვდლობისთვის ბაიკალის მიდამოებში იხდიდა. 1955 წლის აღდგომის დღესასწაულის წინ, მისი კურთხევით, ბანაკში საზეიმო ლიტურგიისთვის დაიწყო მზადება. მთელი ბანაკი აფუსფუსდა, კერავდნენ შესამოსელს, თლიდნენ ხის ჭურჭელს ღვთისმსახურებისთვის. ეს უკვე ის ჟამი იყო, როდესაც მორწმუნეებს ნება მიეცათ, დაუფარავად ელოცათ.

ღამის 12 საათზე გუნდმა დიდი შაბათის კანონის გალობა დაიწყო. მყისვე ნიშანიც მოევლინათ - ბაიკალის ტბას უზარმაზარმა ტალღამ გადაუარა, ხმაურით მიეხალა ნაპირს და წყლის წვეთები ღია ცის ქვეშ აღდგომის შესახვედრად შეკრებილთ მიეშხეფა; ამის შემდეგ უკან დაიხია და ჩაწყნარდა. უცებ აინთო უთვალავი კვარი - მთელი არემარე ცეცხლმა გაანათა. ზუსტად ღამის 12 საათზე სამღვდელოებამ და ხალხმა გალობა დაიწყო: "აღდგომასა შენსა, ქრისტე მაცხოვარ, ანგელოზნი უგალობენ ცათა შინა და ჩვენცა ქუეყანასა ზედა ღირს მყუენ წმიდით გულით დიდებად შენდა". ათასობით ხმა სააღდგომო საგალობელს შეუერთდა, იგი ეფინებოდა ტყეს, ბაიკალის წყალს და ცისკენ ადიოდა...

მამა ალექსიმ პირველმა შესძახა: "ქრისტე აღსდგა!" ჭეშმარიტად აღსდგა!" - უპასუხა უთვალავმა ხმამ და მისმა ექომ ტაიგას გადაუქროლა - ტყეები, ღრუბლები, წყლები, მთელი ბუნება გამოეხმაურა ამ შეძახილს. ამ დროს ჰაერში ფრინველთა გუნდი გამოჩნდა, ისინი დაფრინავდნენ ბანაკის თავზე, ჟრიამულობდნენ და ადამიანებთან ერთად ხარობდნენ. დაიწყო ლიტურგია - მსახურებას 40 მღვდელი ატარებდა. საგანგებოდ მომზადებული 40 ბარძიმით 20000 პატიმრიდან არავინ დარჩნილა უზიარებელი. ყველა ერთმანეთს ულოცავდა; მამა ალექსიმ ხმამაღლა წაიკითხა წმინდა იოანე ოქროპირის სიტყვა. ორმოცი მღვდელი ჯვრით ხელში გამოვიდა და ყველა ემთხვია ჯვარს. ალბათ არავის უდღესასწაულია ასე დედამიწის ზურგზე და ამიტომაც მოახდინა უფალმა ასეთი სასწაული ბაიკალის ტბის სანაპიროზე.

წმინდა ევქარისტიის წინ ღვთისმსახურების უმთავრესი ლოცვებია "მამაო ჩვენო" და "მრწამსი", რომელიც მართლმადიდებელი სარწმუნოების სიმბოლოს წარმოადგენს. "მრწამსში" დიდი ადგილი ეთმობა უფალ იესო ქრისტეს ამ ქვეყნად მოვლინებას: "რომელი ჩვენთვის, კაცთათვის და ჩვენისა ცხოვნებისათვის გარდამოხდა ზეცით, ხორცნი შეისხა სულისაგან წმიდისა და მარიამისაგან ქალწულისაგან განკაცნა". ის, რომ ძე ღმრთისა ზეცით გარდამოხდა, თვითონ იესო ქრისტეს სიტყვებიდან არის ნაუწყები, რამეთუ გარდამოხვედ ზეცით" (იხ. 6,38). მანამდე კი ძველ აღთქმაში წმინდა ისაიას აქვს ნაწინასწარმეტყველები ამის შესახებ: "აჰა, ქალწულმან მუცლად იღოს და შვეს ძე და უწოდონ სახელი მისი ემმანუილ, რაც ნიშავს "ჩვენთან არს ღმერთი" (ესაია 7,14).

მრწამსში საუბარია ქრისტეს ჯვარცმასა და ვნებების შესახებ, რათა ამით განეახლებინა პირველქმნილი ცოდვით შებილწული ადამიანური ბუნება, შეეერთებინა ღმერთთან და მიეცა მისთვის ცხონების შანსი.

"და ჯუარს ეცუა ჩუენთვის... და ევნო და დაეფლა". მან ჭეშმარიტი ადამიანური ბუნება მიიღო, ყველა თვისებებთან ერთად, გარდა ცოდვისა. იყო ერთდროულად ღმერთიც და კაციც, ძე ღმრთისამ ქალწულ მარიამისგან შეისხა ადამიანური ხორცი სულიწმიდის მეოხებით და იშვა პირველქმნილი (მემკვიდრეობითი) ცოდვის გარეშე. ამიტომაც უწოდებენ მას ღმერთკაცს. ეს ყველაფერი ჩვენი ცხონებისთვის მოხდა, იმისთვის, რომ ჩვენ უფლის უწმინდესი და უხრწნელი სისხლისა და ხორცის თანაზიარნი ვყოფილიყავით. "ღვთაებრივი მოციქულები თავიანთი ქადაგების დასაწყისშივე გულმოდგინედ ასრულებდნენ ამ მცნებას. როგორც კი ხელსაყრელი შემთხვევა მიეცემოდათ, ისინი მორწმუნეებთან ერთად საიდუმლო ადგილას იკრიბებოდნენ (ისე რომ, იუდეველებს არ მიეგნოთ), დამოძღვრავდნენ ქრისტიანებს, ლოცულობდნენ; შემდეგ აღასრულებდნენ წმინდა მსხვერპლშეწირვას და ყველანი ეზიარებოდნენ. ამას გვიდასტურებს მოციქული ლუკა "საქმე მოციქულთაში". იგი ამბობს, რომ სულიწმიდის მოფენის დღეს სამი ათასმა ადამიანმა ირწმუნა ქრისტე და ნათელ-იღო; ისინი არ შორდებოდნენ მოციქულებს, რათა სულიერი სარგებელი მიეღოთ მათი ქმედებებიდან, ელოცათ მათთან ერთად, ზიარებულიყვნენ წმინდა საიუდმლოს და განწმედილიყვნენ და განმტკიცებულიყვნენ ქრისტიანულ სარწმუნოებაში: "და იყვნეს განკრძალულ მოძღვრებასა მას მოციქულთასა და ზიარებასა და განტეხასა პურისასა დალოცვასა" (საქმე, 2,42).

მაცხოვრის ეს მეტად მნიშვნელოვანი გადმოცემა დროთა განმავლობაში დავიწყებისათვის რომ არ მიეცათ ქრისტიანებს, მოციქულებმა თავიანთ კანონებში - კერძოდ, მე-8 და მე-9 კანონში - შეიტანეს ის, რასაც თვითონვე აკეთებდნენ და მკაცრი სასჯელი და განკითხვა დააწესეს მათთვის, ვინც წირვის დროს წმინდა საიდუმლოს არ ეზიარებოდა.

"თუ ეპისკოპოსი, ხუცესი ან დიაკონი, ან სხვა სამღვდელო დასისაგანი წმინდა მსხვერპლის შეწირვის დროს არ ეზიარება, უნდა ითქვას მიზეზი. თუ სწორი იქნება მიზეზი, შენდობა მიეცეს, თუ არ იტყვის, თავი უნდა დაანებოს მღვდლობას, რომ არ გახდეს ერისათვის ვნების მიზეზი და შემწირველში არ აღძრას ეჭვი".

"ყველა მორწმუნე, რომელიც შედის ეკლესიაში, ისმენს წიგნის კითხვას, მაგრამ არ ელოდება ლოცვასა და წმინდა ზიარებას, როგორც უწესობის მოქმედი, უნდა დაისაჯოს უზიარებლობით".

ამ კანონის განმარტებისას ბალსამონი აღნიშნავს: "კანონის განჩინება ძალზე მკაცრია, რამეთუ იგი განკვეთს მათ, ვინც ეკლესიაში მოდის, მაგრამ ბოლომდე არ რჩება და არ ეზიარება". ამის მსგავსად სხვა კანონებიც გვიბრძანებენ, რომ ყველანი მზად ვიყოთ ზიარებისთვის და ღირსეულად ვეზიარებოდეთ.

თუ ყურადღებით მივადევნებთ თვალს საღმრთო ლიტურგიას, უეჭველად შევნიშნავთ, რომ ის თავიდან ბოლომდე მიზნად ისახავს ეკლესიაში შეკრებილ მორწმუნეთა ზიარებას და ამასვე მიუთითებს მთელი თავისი მსვლელობის მანძილზე, - რასაც ცადყოფს მღვდელმსახურების დროს წარმოთქმული მრავალი სიტყვა, მღვდლის საიდუმლო ლოცვები, ასამაღლებელი და საერთოდ, მთელი მღვდელმოქმედება და წესი ლიტურგიისა. მოვიყვანთ რამდენიმე მაგალითს.

ლოცვა მორწემუნეთა 2. მიეც მათ ყოველდღე შიშით და სიყვარულით მსახურთა შენთა, უბრალოდ და დაუსჯელად მოღებად წმიდათა შენთა საიდუმლოთა".

ლოცვა, რომელიც მოსდევს მსხვერპლშეწირვას: "რაითა იქმნეს მიმღებელი განსაფრთხობელად სულისა, მისატევებლად ცოდვათა, ანუ: რათა ეს წმინდა ძღვენი მორწმუნე მაზიარებელს ექმნეს სულის განსაწმენდელად და ცოდვათა მისატევებლად".

ზიარებისწინა ლოცვა: "და ღირს მყვენ ჩვენ მტკიცითა ხელითა შენთა მოცემად ჩვენდა უხრწნელნი ხორცი შენი და პატიოსანი სისხლი შენი და ჩვენ მიერ ყოველსა ერსა შენსა", ანუ გავხდე ღირსი, უფალო, შენი მტკიცე ხელიდან მოვიღოთ წმინდა ხორცი და პატიოსანი სისხლი შენი და შემდეგ გადავცეთ შენს მორწმუნე ერს.

ზემოთქმულ მიზანს ემსახურება აგრეთვე მღვდლის ასამაღლებელი, რომლის წარმოთქმისას იგი მაცხოვრის პირით მოუწოდებს ხალხს: "მიიღეთ და ჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი..." და - "სუთ ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი..." და იმ დროსაც, როდესაც მღვდელი ბარძიმით ხელში საკურთხევლიდან ამბიონზე გამოდის, იგი საღმრთო ზიარებისაკენ მოუწოდებს მორწმუნეებს და ხმამაღლა ღაღადებს: "შიშითა ღმრთისაითა სარწმუნოებითა და სიყვარულით მოვედით" ანუ: მოდით ღმრთის შიშით, სარწმუნოებითა და სიყვარულით და ეზიარეთ ღვთაებრივ საიდუმლოს.

ზიარების შემდეგ მღვდელიც და ხალხიც მადლობას აღუვლენენ ღმერთს ამ დიდი მადლის მიღებისათვის; ხალხი ამბობს: "აღავსენ პირი ჩემი ქებითა შენითა, უფალო, რაითა უგალობდე დიდებასა შენსა; რამეთუ ღირს მყვენ ჩვენ ზიარებად წმიდათა შენთა საღმრთოთა, უკვდავთა და ცხოველსმყოფელთა საიდუმლოთა". ეს ნიშნავს: "ჰოი, უფალო, დაე, ჩვენი პირი შენდამი ქებით აღივსოს, რამეთუ ღირსი გაგვხადე ვზიარებოდით შენს წმინდა და უკვდავ საიდუმლოს, მღვდელი კი ამბობს: "აღემართენით მიმღებელნი საღმრთოთა, წმინდათა, უხრწნელთა, უკვდავთა, ზეცისა ცხოველთა საშინელთა ქრისტეს საიდუმლოთა, ღირსებით ვმადლობდეთ უფალსა", ხოლო ეს ნიშნავს: "ძმებო, რაკი ყველანი სუფთა სინდისით ვეზიარეთ წმინდა და განმაცხოველებელ საიდუმლოს, მოდით, ერთად შევწიროთ ღმერთს მადლობა".

თუ კარგად დავფიქრდებით, იმასაც შევნიშნავთ, რომ "ქერუბიმთას" საგალობელიც, რომელსაც ხალხი გალობს, ზიარებისთვის მზადებას წარმოადგენს, რამეთუ მასში ნათქვამია: "მოდით, ჩვენ, ყველამ, ვინც საიდუმლოდ მივემსგავსენით მრავალთვალ ქერუბიმებს და სამწმიდა საგალობელს შევწირავთ ცხოველისმყოფელ სამებას, განვიწმიდოთ გონება ამსოფლიურ ზრუნვისა და შფოთისაგან, რამეთუ საკუთარ სულში უნდა შევიწყნაროთ და უნდა ვეზიაროთ ყოველთა მეუფეს, რომელსაც ანგელოზთა წესნი უხილავად გარს ახვევიან".

ზემოთქმულ მიზანს ემსახურება უფლის ლოცვაც, რომელიც მსხვერპლშეწირვის შემდეგ იკითხება, რამეთუ ამ ლოცვაში ქრისტიანები შესთხოვენ ღმერთს პურს არსობისას. პური არსობისა კი უმთავრესად წმინდა ზიარებას ნიშნავს, - განმარტავენ წმინდა ნიკოდიმოს მთაწმინდელი და წმინდა მღვდელმთავარი მაკარი კორინთელი, მათი აზრით - თვით ეს სიტყვაც ზიარება და კრება, რომელსაც უმეტეს შემთხვევაში "ლიტურგიის" მნიშვნელობით ხმარობენ, გარკვეულწილად ხშირი ზიარების აუცილებლობაზე მიანიშნებს. ზიარება და კრება ხომ იმას ნიშნავს, რომ ქრისტეს ხორცსა და სისხლთან ზიარების მეშვეობით ყველა მორწმუნე შეიკრიბება და ერთიანდება ქრისტეში, ქმნის მასთან ერთად ერთ სხეულსა და ერთ სულს"...

(გაგრძელება იქნება)


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.04.2022

ზეთის კუთხევა დიდ მარხვაში იმიტომ სრულდება, რომ ადამიანი უფრო განწმენდილია, გაძლიერებულია ლოცვაში.

23.02.2022
თუ ადამიანს სინანული აქვს თავისი ცოდვისა, ის ყველას მიუტევებს. ხოლო თუ სინანული არ აქვს, მიმტევებლობაც არ ექნება.
29.04.2021
უფალმა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი საღამო მოწაფეებთან ერთად გაატარა. ეს დღე დიდ ხუთშაბათად იწოდება.
17.04.2020
გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის იღუმენი თეოდოსი (ხაჩიძე):
- ყოველი ღვთისმსახურება არის მზადება იმისათვის,
29.03.2020
საეკლესიო საიდუმლოებანი ადამიანის ცხონების საკითხს ემსახურება. წმინდა წერილი კი ღვთისმსახურთა შესახებ, რომელნიც ამ საიდუმლოთა აღმსრულებელნი
21.03.2020
სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე):
- ზიარების დროს, მორწმუნე ადამიანის მიერ მიღებული მაცხოვრის
19.01.2019
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაომი (შავიანიძე):
ნათლისღება
30 წლამდე იესო თავის დედასთან და იოსებთან ერთად გალილეაში ცხოვრობდა.
19.01.2019
არქიმანდრიტი ლაზარის (აბაშიძე) განმარტებით, ნათლობის დროს ადამიანს არა მარტო "მიეტევება" - არა! აქ აღესრულება უფრო მნიშვნელოვანი საიდუმლოება!
17.02.2018
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის დეკანოზი ანდრია კემულარია:

- მალე დიდი მარხვა დაიწყება.
29.03.2016
აღდგომის მარხვაში დედაეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ შვიდგზის ზეთისცხება სრულდება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat