სხეულებრივი და სულიერი დაავადებების განკურნება
სხეულებრივი და სულიერი დაავადებების განკურნება
ზეთისცხება
დიდი მარხვის პერიოდში ეკლესიებში სრულდება ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ "შვიდგზის ზეთისცხება", როგორც მას დღეს უწოდებენ. ზეთის კურთხევის საიდუმლო დაკავშირებულია წმინდა იაკობის კათოლიკე ეპისტოლესთან: "უძლურ თუ ვინმე არს თქუენ შორის, მოუწოდონ ხუცესთა ეკლესიისათა და ილოცონ მის ზედა და სცხონ მას ზეთი სახელითა უფლისაითა. და ლოცვამან სარწმუნოებისამან აცხოვნოს სნეული იგი და აღადგინოს იგი უფალმან. დაღაცათუ ცოდვაი რაიმე ექმნეს, მო-ვე-ეტეოს მას" (იაკ. 5,14-15). ამ საიდუმლოს პირველსახედ შეიძლება მივიჩნიოთ თვით უფლის მიერ განრღვეულის განკურნება ქალაქ კაპერნაუმში, როდესაც იესო ქრისტემ სნეული არა მარტო სარეცლიდან ააყენა, არამედ ცოდვებიც მიუტევა (მარკოზი 2, 1-12).

ადრექრისტიანულ ეკლესიაში ზეთისა და წყლის კურთხევისათვის ერთი და იგივე ლოცვები იკითხებოდა. წყალი იკურთხებოდა ისევე, როგორც ზეთი, როგორც მაკურნებელი თვისებების მქონე ნივთიერება, რომელიც ჰკურნავს ყოველ სნეულებას. ზეთის კურთხევის წესში მითითებულია, რომ კურთხევის დროს ზეთს უნდა შეერიოს ღვინო ან წყალი. სინას მონასტერში არსებული ტრადიციის მიხედვით, კანდელებში ზეთთან ერთად ნათლისღების დღესასწაულზე ნაკურთხ აიაზმასა და ღვინოსაც ასხამდნენ. კონსტანტინოპოლის ადგილობრივ ეკლესიაში ზეთის კურთხევის დროს ზეთში ღვინის ნაცვლად წყლის შერევა იყო მიღებული. თუკი სნეულს მოძრაობა და გადაადგილება შეეძლო, იგი ტაძარში იცხებდა ზეთს ლიტურგიის დროს. სხვა შემთხვევაში, წირვის დამთავრების შემდეგ, მღვდელს ნაკურთხი ზეთი სნეულთან შინ მიჰქონდა და სცხებდა. რაც შეეხება სნეულებზე შვიდგზის ზეთისცხების წესის აღსრულებას, იგი პირველქრისტიანთა ტრადიციებიდან მომდინარეობს. როდესაც მღვდელი სნეულს ეწვეოდა, 7 დღე ზედიზედ ლოცვებს უკითხავდა და ზეთსაც აცხებდა ხოლმე. სწორედ ამ ტრადიციის გამო, შემდგომში დამკვიდრდა შვიდგზის ზეთისცხების შესრულებაც. სნეულებზე ზეთისცხების საიდუმლო შეიძლება წელიწადის ნებისმიერ დროს შესრულდეს, თუკი ამას ავადმყოფის მდგომარეობა მოითხოვს. კურთხევანში წერია, რომ ეს წესი შვიდმა მღვდელმა უნდა აღასრულოს. თუმცა საიდუმლო შეიძლება ერთი მღვდლის მიერაც შესრულდეს, რადგან მღვდელმსახური ეკლესიის სახეს წარმოადგენს და ნებისმიერ მღვდელს ხელეწიფება ამ საიდუმლოს სრული სახით აღსრულება.

არსებობს შეხედულება, რომ ზეთისცხება მხოლოდ მომაკვდავებისათვის, ან დაავადების უკანასკნელ ფაზაში მყოფი სნეულებისთვის სრულდება, რაც მცდარია, ვინაიდან ზეთისცხება ჯანმრთელობისა და სიცოცხლისათვის აღესრულება. სწორედ ჯანმრთელობასა და სიცოცხლეზე მეტყველებენ აღნიშნული საიდუმლოს ლოცვები და ღვთისადმი ვედრებანი.

ხშირად ზეთის კურთხევის საიდუმლო ცოდვების მიტევების საშუალებად განიხილება, რაც არასწორია. ზოგს ჰგონია, რომ ზეთისცხებისას წაკითხული მიტევების ლოცვა აღსარების ლოცვას ცვლის. ეკლესიის ყოველ საიდუმლოს თავისი მნიშვნელობა და ღირსება აქვს და არც სხვა საიდუმლოს ცვლის. მონაწილეობა აღნიშნულ საიდუმლოებებსა და ზოგადად, ეკლესიის ლიტურგიკულ ცხოვრებაში განსაზღვრავს მორწმუნეთა მიერ ღვთის მადლის მიღებასა და ქრისტესმიერ ცხონებას. აღსარების შემდეგ მღვდლის მიერ წაკითხულ შენდობის ლოცვაში მღვდელი ღვთისაგან აღმსარებლისათვის იმ ცოდვათა მიტევებას ითხოვს, რაც მან აღსარებაში მოინანია და სინანულის ნაყოფი აჩვენა. ზეთისცხების დროს კი შენდობის ლოცვისას ღვთისაგან სნეულის განკურნებას ითხოვს სასულიერო პირი, თუნდაც დაავადების მიზეზი იყოს ცოდვა. ანუ ზეთისცხების დროს ღვთისმსახური უძლურებათა განკურნებას სთხოვს შემოქმედს და არა საკუთრივ ცოდვის შენდობას.

ზეთის კურთხევის საიდუმლოს მიზანი ერთადერთია - სხეულებრივი და სულიერი დაავადებების განკურნება. ზეთის კურთხევის საზოგადო მსახურება მართლმადიდებელ ეკლესიაში წელიწადში ერთხელ, დიდ მარხვაში, ძირითადად ვნების შვიდეულში აღესრულება. თუმცა გამონაკლისი სახით დაშვებულია მისი შესრულება შობის მარხვაშიც. რაც შეეხება კერძო შემთხვევებს, სნეულთათვის ზეთისცხება ნებისმიერ დროსაა შესაძლებელი.



ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.04.2022

ზეთის კუთხევა დიდ მარხვაში იმიტომ სრულდება, რომ ადამიანი უფრო განწმენდილია, გაძლიერებულია ლოცვაში.

23.02.2022
თუ ადამიანს სინანული აქვს თავისი ცოდვისა, ის ყველას მიუტევებს. ხოლო თუ სინანული არ აქვს, მიმტევებლობაც არ ექნება.
29.04.2021
უფალმა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი საღამო მოწაფეებთან ერთად გაატარა. ეს დღე დიდ ხუთშაბათად იწოდება.
17.04.2020
გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის იღუმენი თეოდოსი (ხაჩიძე):
- ყოველი ღვთისმსახურება არის მზადება იმისათვის,
29.03.2020
საეკლესიო საიდუმლოებანი ადამიანის ცხონების საკითხს ემსახურება. წმინდა წერილი კი ღვთისმსახურთა შესახებ, რომელნიც ამ საიდუმლოთა აღმსრულებელნი
21.03.2020
სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე):
- ზიარების დროს, მორწმუნე ადამიანის მიერ მიღებული მაცხოვრის
19.01.2019
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაომი (შავიანიძე):
ნათლისღება
30 წლამდე იესო თავის დედასთან და იოსებთან ერთად გალილეაში ცხოვრობდა.
19.01.2019
არქიმანდრიტი ლაზარის (აბაშიძე) განმარტებით, ნათლობის დროს ადამიანს არა მარტო "მიეტევება" - არა! აქ აღესრულება უფრო მნიშვნელოვანი საიდუმლოება!
17.02.2018
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის დეკანოზი ანდრია კემულარია:

- მალე დიდი მარხვა დაიწყება.
29.03.2016
აღდგომის მარხვაში დედაეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ შვიდგზის ზეთისცხება სრულდება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat