საიდუმლო უფალთან თანაზიარებისა
საიდუმლო უფალთან თანაზიარებისა
ზიარებისთვის მთავარი სინანულია
(დასაწყისი "კარიბჭე" #18)
მფარველი ანგელოზი სიხარულით მოგვყვება წმინდა ეკლესიაში, საითკენაც უფლის თაყვანსაცემად მივეშურებით.

ეს იდუმალი ადგილი ღმრთის დიდებითაა მოსილი. ეს არის ღმრთის სახლი და ზეციური სასუფევლის კარიბჭე. ანგელოზის წინამძღოლობით იქით მიიჩქარი, სადაც ნეტარ სულებს უნდა შეუერთდე. მათთან ერთად უნდა წარუდგე იესო ქრისტეს, რომელსაც თაყვანს სცემენ ანგელოზები, ქერუბიმები, სერაფიმები, საყდარნი, ძალნი, უფლებანი და უგალობენ:

"წმინდა ხარ, წმინდა ხარ, წმინდა ხარ შენ, ღმერთო ჩვენო!" შენც მათთან ერთად უგალობე ღმერთს, ასეთია ეკლესიის სულიერი სიმშვიდის მომგვრელი და ამაღლებული სწავლება! რას გვეუბნება სარწმუნოება? იგი სამსხვერპლოზე უცოდველ კრავს, იესოს წირავს მამის ტახტის წინაშე; გვიჩვენებს მისი ჭრილობებიდან მომდინარე სისხლს და ანგელოზებს, რომლებიც ამ მაცოცხლებელი ნამით რწყავენ ქრისტიანთა სულებს. ეს აზრი აღაფრთოვანებდა წმინდა იოანე ოქროპირს. მან უნდა აანთოს შენი გულიც. მფარველ ანგელოზთან ერთად მიეახლე ღვთაებრივ მსხვერპლს, იესო ქრისტეს, მასთან ერთად ილოცე თაყვანისცემის ღირსი კრავის მიმართ. დაე, ანგელოზმა შეგიგროვოს ღვთის კურთხევის დიდი ძღვენი. შენი გული უეჭველად იგრძნობს ცხოველ სიხარულს ტაძარში ზეციური მამის ტახტის წინაშე ლოცვისას წმინდა ანგელოზებისა და სასუფევლის მკვიდრთა გარემოცვაში. ესაა საუკუნო ნეტარების საწინდარი. დაე, მიწიერი არსებობის საფარველი დაეცეს და დიდებითა და ნეტარებით მოცული ზეციური სამოთხე გადაგეშალოს თვალწინ. ეს ბრწყინვალე სანახაობა შენგან ხორცის ბნელი საფარველითაა დაფარული და კეთილმორწმუნე სული მხოლოდ სარწმუნოების თვალით ჭვრეტს მას. სული ანგელოზებრივ, ღვთივსათნო ფიქრებს უნდა ჩაუღრმავდეს. ესეც არასაკმარისია; სული მოწიწებულმა თრთოლვამ უნდა მოიცვას. ანგელოზები თრთიან და სახეს იფარავენ ზეციური მეუფის წინაშე. ნუთუ, ცოდვილი ადამიანი, მიწა და ფერფლი, ლოცვისას თავის აწევას ამაყად გაბედავს? ქრისტიანო! მორჩილებით მიუგდე ყური შენი ანგელოზის ხმას. იგი უფლის სამსხვერპლოს წინაშე ღვთაებრივ ტრაპეზზე მოგიწოდებს, მასთან ერთად გაეშურე ღმრთის სახლისაკენ. გზად გულთბილი ლოცვით მიმართე:

ნეტარო ანგელოზო, რატომ ვერ ვხედავ, იესო ქრისტეს ისე, როგორც შენ? რატომ არ არის ჩემი გული მის მიმართ ისევე ანთებული, როგორც შენი? მაშინ წმინდა სამსხვერპლოზე ჩემთვის მაღალი სულიერი ნეტარების საგანი იქნებოდა. ისეთ სიმშვიდეს ვირძნობდი, როგორიც არ შეიძლება დედამიწაზე არსებობდეს. დავივიწყებდი მიწიერი მოგზაურობის მწუხარებას და ზეციური სიხარულის მოლოდინში დავტკბებოდი. უმორჩილესად გევედრები, ცოცხალი სარწმუნოება გამოითხოვე ჩემთვის, რათა ისე ჩავწვდე იესოს, როგორც ეს მიწიერ ცხოვრებაშია შესაძლებელი და ჩემდამი მისი სიყვარული და მოწყალება შევიცნო. როგორ მჭირდება ასეთი სარწმუნოება! როგორ ესაჭიროება იგი ჩემს გულს! ღმრთის მოწყალება გამოითხოვე ჩემთვის. წმინდა მსხვერპლის წინაშე, ჩემთან ერთად ილოცე იესოსადმი...

შენ ღმერთს ეკუთვნი, - ასე არიგებს მფარველი ანგელოზი შენს სულს, - რადგან მან შეგქმნა და საკუთარი ძის სისხლის ფასად გამოგისყიდა. ყველაფერი რაც გაგაჩნია, მისი გულმოწყალებით მოგეცა. იგი განუწყვეტლივ შენზე ფიქრობს. სიცოცხლის ყოველი წუთი, ადამიანის შექმნის გაგრძელებაა. ღმერთის სიყვარული უამრავი მადლით აღგავსებს. იგი ქრისტეს ხორცით გკვებავს. უფლის მადლი, მისი სიყვარულის დასტურად განუწყვეტლივ გადმოდის შენზე, - შეგვაგონებს მფარველი ანგელოზი.

საღმრთო ლიტურგიის დროს, წმინდა ტრაპეზზე, მხოლოდშობილი ძე ღვთისა, იესო ქრისტე, მამა ღმერთს თავის თავს მსხვერპლად სწირავს მთელი მსოფლიოს ცოდვებისათვის, ხოლო სადაც არის მეუფე დიდებისა ქრისტე, იქვე არიან მისი მსახურნი - წმინდა ანგელოზები, - წმინდა მოღვაწენი, ღირსნი ზეციურ გამოცხადებათა. ტრაპეზზე უსისხლო მსხვერპლის შეწირვისას, ხშირად ხედავდნენ წმინდა ანგელოზებით გარშემორტყმულ ღვთის კრავს!

"ასეც უნდა იყოს, - ამბობს წმინდა იოანე ოქროპირი, - რამეთუ არა ადამიანმა, არა ანგელოზმა, არა მთავარანგელოზმა და არც სხვა ვინმემ შექმნილთაგან, არამედ თავად ნუგეშისმცემელმა დააწესა ეს მსახურება და ადამიანები, ჯერ კიდევ ხორცით შემოსილნი, ჰყო ანგელოზთა მსახურების წარმომადგენლებად. როდესაც ხედავ უფალს, მსხვერპლად დაკლულს და წინადაგებულს, მღვდელს, ან მსხვერპლის წინაშე მდგომარეს და ლოცვების აღმავლინებელს, და ხალხს მისი ძვირფასი სისხლით ერთიანად სხურებულს, ნუთუ კიდევ ფიქრობ, რომ ადამიანთა შორის იმყოფები და მიწაზე დგახარ?"

ქრისტე ჯერ კიდევ საიდუმლო სერობამდე ბრძანებდა, რომ დაადგენდა ევქარისტიის საიდუმლოს, რომლის შესახებაც მან ხუთი ათასი კაცის სასწაულებრივად დაპურებიდან მეორე დღეს განაცხადა: "იქმოდეთ ნუ საზრდელსა წარსაწყმედელსა, არამედ საზრდელსა, რომელი ჰგიეს ცხოვრებად საუკუნოდ რომელი ძემან კაცისამან მოგცეს თქუენ" (ინ. 6.27).

"მე ვარ პური ცხოვრებისაი" (ინ. 6.48)

"ხორცი ჩემი ჭეშმარიტი საჭმელი არს, და სისხლი ჩემი ჭეშმარიტი სასმელ არს" (ინ. 6.55)

"რომელი ჭამდეს ხორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგრომილ არს და მე მის თანა" (ინ. 6.56).

პატერიკი მოგვითხროს:

ერთხელ ღირსი ნიფონტი, თავის მოწაფესთან ერთად, კონსტანტინოპოლში ღვთისმსახურებას ესწრებოდა. უეცრად წმინდა სულიერი მზერა გაეხსნა და იხილა ზეცით გარდამოსული ცეცხლი, რომელმაც საკურთხეველი და მღვდელმთავარი დაფარა. "წმინდაო ღმერთოს" გალობისას ოთხი ანგელოზი გამოცხადდა და მგალობლებთან ერთად იწყო გალობა. ხოლო როცა სამოციქულოს კითხულობდნენ, მკითხველის უკან პავლე მოციქული იდგა და მას თვალს ადევნებდა.

სახარების კითხვისას სიტყვები, როგორც ლამპარნი, ზეცად ადიოდა, წმინდა ძღვენის გადაბრძანების დროს გაიღო ეკლესიის თაღი, ზეცა გაიხსნა და საკვირველ კეთილსურნელებაში ანგელოზებმა იწყეს ჩამოსვლა გალობით. "დიდება ქრისტე ღმერთს!" მათ მოჰყავდათ მშვენიერი ყრმა, რომელიც ფეშხუმზე დაასვენეს და თვითონ ტრაპეზს გარს შემოერტყნენ.

მოვიდა ძღვენის კურთხევისა და საიდუმლოს აღსრულების დრო; მაშინ ერთ-ერთმა ყველაზე ნათელმა ანგელოზმა აიღო დანა, დაკლა ყრმა და წმინდა სისხლი ბარძიმში ჩაასხა; შემდეგ ყრმა ფეშხუმზე დაასვენა და მოკრძალებით კვლავ სხვებთან ერთად დადგა.

ზიარების დროს ნეტარი მამა ხედავდა, რომ მაზიარებელთა ერთ ნაწილს სახე მზესავით ნათელი ჰქონდა, ხოლო სხვებს - ბნელი და პირქუში. იქ მყოფი ანგელოზები თვალს ადევნებდნენ, თუ ვინ როგორ მიეახლებოდა წმინდა ბარძიმს; ღირსეულად მაზიარებლებს გვირგვინს ადგამდნენ, უღირსებისგან კი პირს იბრუნებდნენ. წირვის დასრულების შემდეგ ნიფონტმა ყრმა კვლავ მრთელი იხილა, ანგელოზთა ხელებზე ზეცად აღმავალი. ღირსმა მამამ ამ ხილვის შესახებ უამბო თავის მოწაფეს, რომელმაც ეს მონათხრობი სხვების სულის სასარგებლოდ ჩაიწერა.

არქიმანდრიტი რაფაელი (კარელინი):

"საქმე წმინდა მოციქულთაი" პირველი წიგნია ძველქრისტიანული ეკლესიის ისტორიისა, რომელშიც მოციქულთა ეპოქის სული განხორციელდა და რომლიდანაც პირველქრისტიანთა თემების ნათელი გამოკრთის, მაგრამ იმის გამო, რომ მუდამ ერთი სული - სულიწმინდა სუფევს და ცოცხლობს ეკლესიაში, ეს წიგნი ეკლესიის წარსულთან ერთად მისი აწმყოს წიგნიცაა. ამავე დროს, "საქმე მოციქულთაი" არ არის უბრალო მატიანე ეკლესიისა, რომელსაც ჩვეულებრივ თვითმხილველი (ამ შემთხვევაში ლუკა მოციქული) გადმოგვცემს ხოლმე ჩანაწერების სახით. ამ წიგნში აისახა ქრისტიანთა შინაგანი მდგომარეობა, რომელსაც ერთი სიტყვა - სიწმინდე ჰქვია.

რა იქცა ქრისტეს ჯვარცმისა და აღდგომის შემდეგ მისი მოწაფეების სულიერი ცხოვრების ცენტრად? რა აძლევდა მათ მოუკლებელი ლოცვის, ქველმოქმედებისა და მოყვასისადმი თავგანწირვის სამსახურის, ხშირად კი მოწამებრივი ღვაწლის ძალას? აღაგზნებდა მათ გულებში ზეციურ სიყვარულს, მაცხოვარმა რომ ზეციდან ქვეყნად მოტანილ ცეცხლს შეადარა, პავლე მოციქულმა კი მადლის უმაღლესი ნიჭი უწოდა, უფრო აღმატებული, ვიდრე სასწაულების ქმნისა და წინასწარმეტყველების უნარია?

"საქმე მოციქულთასა" და მოციქულთა მემკვიდრეობის იმ მცირერიცხოვან თხზულებათა შესწავლით, რომელთაც ჩვენამდე მოუღწევიათ, მხოლოდ ერთი დასკვნის გამოტანა შეგვიძლია: ამ ძალას მათ წმინდა საიდუმლოთა - მაცხოვრის სისხლისა და ხორცის გამუდმებული ზიარება აძლევდა.

მოციქულთა წიგნში ქრისტეს მოწაფეების შესახებ ნათქვამია, ისინი იყვნენ "უგანტეხასა პურისასა და ლოცვასაო" და "განტეხა პურისა" ევქარისტიას ეწოდებოდა. ამასთან დაზუსტებულია განკრძალულადო (ნიადაგ, გაძლიერებულად) და "იყვნენ განკრძალულ განტეხასა პურისასა და ლოცვასა", ე.ი. ნიადაგ ლოცვასა და პურის განტეხაში იყვნენო.

რა იზიდავდა მათ ერთობლივი ლოცვისაკენ ასე ძალუმად?

ეკლესია სულიწმიდის გარდამოსვლით დაარსდა და დევნულების ცეცხლში იზრდებოდა. იყო დრო, როცა მხოლოდ იმისთვის დევნიდნენ ადამიანს, მხოლოდ იმისთვის ასახლებდნენ და იმისთვის უსჯიდნენ სიკვდილს, რომ ქრისტიანის სახელი ერქვა; ეს იყო დრო, როცა იმას, ვინც მაინც არ ღალატობდა ქრისტეს, ისეთი დახვეწილი მეთოდებით აწამებდნენ, რომ მათთან შედარებით სიკვდილიც კი წყალობად ჩანდა.

წარმართები პირდაპირ ნადირობდნენ ქრისტიანებზე; უთვალთვალებდნენ, არკვევდნენ მათი თავშეყრის ადგილს და ხშირად იქვე ყველას ერთიანად ხოცავდნენ ხოლმე. მაგრამ მორწმუნენი მზად იყვნენ წამება დაეთმინათ და არც სიკვდილს ერიდებოდნენ, ერთობლივ ლოცვას კი არ აკლებდნენ. რა იზიდავდა მათ ერთობლივი ლოცვისაკენ ასე ძალუმად? პასუხი ერთადერთია - ის, რაც ყველაზე დიდი და ყველაზე ძვირფასია ამქვეყნადაც და საუკუნო ცხოვრებაშიც - სისხლი და ხორცი მაცხოვრისა.

უძველეს მარტიროლოგიებში ვხედავთ, რომ სიკვდილის წინ წმინდა საიდუმლოთა ზიარება მოწამეთა უკანასკნელი სურვილი იყო. ისინი ქრისტესმიერ ძმებს, ნათესავებსა და თვით მცველებსაც კი ემუდარებოდნენ, რომ როგორმე მოეტანათ მათთვის წმინდა ძღვენი.

უძველესი ლიტურგიები და ძველქრისტიან აპოლოგეტთა თხზულებები მოწმობენ, რომ ღვთისმსახურებისას ტაძარში ქრისტეს სისხლსა და ხორცს იღებდა ყოველი იქ მყოფი, ეპიტიმიით დასჯილთა გარდა, ხოლო ავადმყოფებს ღვთისმსხურნი შინ მიართმევდნენ ხოლმე ზიარებას. მომდევნო საუკუნეებში, როცა მოწამეობა მოღვაწებით შეიცვალა და ისინი, ვისაც სურდა მიეძღვნა თავი ღმრთისთვის, მონასტრებსა და უდაბნოებში მარტოვდებოდნენ. ეკლესიამ განსაკუთრებული კანონით დართო ნება სკიტელებსა და განდეგილებს, სენაკებში ჰქონოდათ წმინდა ძღვენი და იქ მიეღოთ იგი. განწესებაც კი არსებობს ასე ზიარებისა, ანუ არსებობს გარკვეული ლოცვები, რომლებსაც ასეთ შემთხვევაში კითხულობდა ხოლმე ბერი.

რას ნიშნავს იყო წმინდა საიდუმლოთა ღირსი?

შესაძლოა შემოგვედაონ, რომ შეუძლებელია ჩვენი სულიერი მდგომარეობა ძელ ქრისტიანთა სულიერ სიმაღლეს შევუდაროთ და ამის გამო ჩვენთვის ხშირი ზიარება დაუშვებელიაო. მაგრამ განა ხშირი ზიარება თავად არ განაპირობებდა ქრისტიანულ თემთა ასეთ სულიერ სიმაღლეს? ანდა, განა ზიარება ყოველთვის ღმერთის უდიდესი მოწყალების გამოვლინება არ არის ადამიანის უძლურებისადმი? იობის წიგნში ვკითხულობთ, რომ უფლის წინაშე მისი ანგელოზებიც კი არასრულყოფილნი არიან, ხოლო ესაია წინასწარმეტყველი ჩვენს ადამიანურ სიმართლეს "ძონძს და შტანისას", ანუ დედაკაცის უწმინდურობის ძონძს უწოდებს.

ღმრთის წინაშე ყველანი ცოდვილები ვართ, პატარა ბავშვები ვართ. ყოველ ჩვენგანს შეწყალება სჭირდება. რას ნიშნავს, იყო წმინდა საიდუმლოთა ღირსი? - კითხულობს იოანე ოქროპირი და იქვე პასუხობს, - ეს იმას ნიშნავს, საკუთარ უღირსებას ხედავდეო. ანგელოზსაც რომ მოენდომებინა ზიარება, არა უფლის მოწყალებით, არამედ საკუთარი ანგელოზებრივი ბუნების სიწმინდის ამარა და იმის იმედით, რომ საქმით არ უცოდავს, ისიც განიგდებოდა ღმრთის მიერ. სხვაგვარად რომ ვთქვათ, ზიარება განუზომლად აღმატებულია იმაზე, რაც ეკუთვნის არა მხოლოდ ადამიანთა, არამედ ანგელოზების ღირსებასაც კი. ზიარებისთვის მთავარი სინანულია (ციტატის დასასრული).

(გაგრძელება იქნება)

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.04.2022

ზეთის კუთხევა დიდ მარხვაში იმიტომ სრულდება, რომ ადამიანი უფრო განწმენდილია, გაძლიერებულია ლოცვაში.

23.02.2022
თუ ადამიანს სინანული აქვს თავისი ცოდვისა, ის ყველას მიუტევებს. ხოლო თუ სინანული არ აქვს, მიმტევებლობაც არ ექნება.
29.04.2021
უფალმა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი საღამო მოწაფეებთან ერთად გაატარა. ეს დღე დიდ ხუთშაბათად იწოდება.
17.04.2020
გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის იღუმენი თეოდოსი (ხაჩიძე):
- ყოველი ღვთისმსახურება არის მზადება იმისათვის,
29.03.2020
საეკლესიო საიდუმლოებანი ადამიანის ცხონების საკითხს ემსახურება. წმინდა წერილი კი ღვთისმსახურთა შესახებ, რომელნიც ამ საიდუმლოთა აღმსრულებელნი
21.03.2020
სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე):
- ზიარების დროს, მორწმუნე ადამიანის მიერ მიღებული მაცხოვრის
19.01.2019
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაომი (შავიანიძე):
ნათლისღება
30 წლამდე იესო თავის დედასთან და იოსებთან ერთად გალილეაში ცხოვრობდა.
19.01.2019
არქიმანდრიტი ლაზარის (აბაშიძე) განმარტებით, ნათლობის დროს ადამიანს არა მარტო "მიეტევება" - არა! აქ აღესრულება უფრო მნიშვნელოვანი საიდუმლოება!
17.02.2018
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის დეკანოზი ანდრია კემულარია:

- მალე დიდი მარხვა დაიწყება.
29.03.2016
აღდგომის მარხვაში დედაეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ შვიდგზის ზეთისცხება სრულდება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა მეფე 1257 წელს დაიბადა. მამამისი მეფე - მოწამე, დემეტრე თავდადებული, დედა კი ტრაპიზონის კეისრის ასული გახლდათ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat