პური და ღვინო
პური და ღვინო
პურსა და ღვინოს, რაც ჩვენი ყოველდღიური ყოფისთვის ესოდენ საჭიროა, სარწმუნოებრივი თვალსაზრისითაც არანაკლები დატვირთვა აქვს ჩვენთვის. მორწმუნეებმა იციან, რომ არსებობს პურის კურთხევის ლოცვა, მაგრამ ცოტამ თუ უწყის, რომ მღვდლის კურთხევანში ვენახისა და ღვინის საკურთხებელი რამდენიმე ლოცვაც შედის. "უფალო იესო ქრისტე, შენ ხარ ვენახი ჭეშმარიტი და მამა შენი მოქმედი არს, და შენვე მოციქულთა შენთა რტოდ უწოდე და ვაზად", - ასე იწყება ლოცვა ვენახის დანერგვისა. შეიძლება ითქვას, რომ ქართველი კაცი უფლის სიყვარულს ვაზის სიყვარულითაც გამოხატავდა, ხოლო მის ნაყოფს შესწირავდა "ძღვნად სალხინებელად ცოდვათა საღმრთოისაგან წმიდისა სისხლისა მის, ქრისტე, შენისა" (ლოცვა ყურძნისა ძღვნისა ეკლესიასა შინა).

"კარიბჭის" სტუმარი გახლავთ წმინდა მიქაელ ტვერელის სახელობის ეკლესიის მღვდელმსახური დეკანოზი ალექსანდრე ჩახვაშვილი.

- რაკი ამქვეყნად ყოველივე ღვთის ქმნლებაა, წმინდა წერილში მისტიკური დატვირთვა ბევრ რამეს აქვს: მცენარეებს, მოვლენებს, ნივთიერებებს, განსაკუთრებით - პურსა და ღვინოს...

- ნოეს ამბავი გამახსენდა, რომელიც ყურძნის წვენმა დაათრო. ამ ეპიზოდში ღვინო არცთუ მაინცდამაინც დადებითი კუთხით არის წარმოჩენილი.

- ვერ დაგეთანხმებით. ნოემ ვენახი ნაყოფიერებისა და დაფუძნების სიმბოლოდ გააშენა - მევენახეობა ისეთი რამაა, რომ ერთ ადგილას აკავებს ადამიანს. ეს ერთი. მეორეც, ნოეს თრობა იყო გამოცდა, რომელიც მისი შვილებისთვის დაუშვა უფალმა. მკითხველს, რა თქმა უნდა, ახსოვს, რომ ორმა ძემ მამა არ განიკითხა, ხოლო მესამემ, ქამმა, დასცინა. ამან განსაზღვრა ნოეს შვილებისა და მათი შთამომავლების ყოფა დღევანდელ დღემდე და მეორედ მოსვლამდე.

- ჰქონდა თუ არა ღვინოს რაიმე სიმბოლური დატვირთვა ან თუ გამოიყენებოდა იგი ღვთისმსახურებისას ძველი აღთქმის ეპოქაში?

- ღვინოს ძველი აღთქმის მღვდელმსახურნიც იყენებდნენ. სამსხვერპლოში, სარიტუალოზე, ყოვლადდასაწველს რომ დებდნენ (მაგალითად, ისე, როგორც აბრაამმა შეწირა ბატკანი ისააკის ნაცვლად), მას ღვინოსაც აპკურებდნენ, ზეთსაც. კრავი ქრისტეს წინასახე იყო, ღვინო - მისი სისხლისა.

- კიდევ რა სახის შესაწირავი არსებობდა ძველი აღთქმის ეპოქაში?

- ამ დროს სამგვარი მსხვერპლი შეიწირებოდა: ყოვლადდასაწველი, ცოდვების მოსანანიებელი და სამადლობელი. შესაწირი მიჰქონდათ ზეთის, პურის, ღვინის სახით. ყოვლადდასაწველს სამსხვერპლოზე დებდნენ და წვავდნენ, - ის მთლიანად უფალს ეძღვნებოდა, - სამადლობელი და ცოდვების მოსანანიებელი კი ნაწილდებოდა.

უფალმა შესაწირიც აკურთხა. იესო ქრისტე ერთერთ კეთროვანს რომ განკურნავს, ეუბნება: აღარ სცოდო, წადი მღვდელთან და შესაწირავი გაიღეო. ამით იგი ხაზს უსვამს შესაწირის მნიშვნელობას და ახალ აღთქმაშიც გადმოაქვს ეს მოვლენა.

- უფლის პირველი სასწაული გალილეის კანაში წყლის ღვინოდ გადაქცევა იყო. ამასაც ხომ არ ჰქონდა სიმბოლური მნიშვნელობა?

- ყოველ მოქმედებას თავისი დასაბამი აქვს. წმინდა წერილი ძველი აღთქმიდან ახალ აღთქმაში გრძელდება. თუ გალილეის კანაში სასწაული მოხდა და უფალმა წყალი ღვინოდ გადააქცია, ამას უნდა მოჰყვეს გაგრძელება - ღვინო უნდა იქცეს უფლის სისხლად. მოწაფეებმა ბევრი რამ მაცხოვრის აღდგომისა და ამაღლების შემდეგ გაიაზრეს. მათ შორის - მისი ეს სიტყვებიც: სამ დღეში აღვადგენ ტაძარსო. როცა ეს თქვა, ყველას ეგონა, იერუსალიმის ტაძარს გულისხმობდა, სინამდვილეში კი იესოს თავისი სამეუფო სხეული ჰქონდა მხედველობაში. მკვდრეთით აღმდგარი მაცხოვარი მიდიოდა თავის მოწაფეებთან და მანამდე დაფარულს განუმარტავდა. ახლაც ბევრი რამ არის ჩვენთვის დაფარული, რაც მომავალში გაიხსნება. გვაქვს აპოკალიფსი - იოანეს გამოცხადების თარგმანებანი, მაგრამ ბევრი რამ მაშინღა გახდება ცხადი, როდესაც ეს ამბები მოხდება. ცხადი გახდება მათთვის, ვინც გულისხმაში ჩავარდება, ხოლო გულისხმა-იღებს ის, ვისაც ამის სურვილი აქვს.

გალილეის კანაში მოხდენილი სასწაულით უფალმა ამავე დროს ქორწილი აკურთხა. ძველი აღთქმიდან ახალში გადმოიტანა, აჩვენა ხალხს, რომ ქორწინება ღვთისაგან კურთხეული და სჯულიერია.

- არანაკლები მნიშვნელობა ჰქონდა ხუთი პურის სასწაულს...

- უფალმა თავისი ღვთაებრიობის დაადასტურება ამ სასწაულითაც ინება, კიდევ ერთხელ აჩვენა, რომ ძე ღვთისაა ზეციური პურის, მანანას მომავლინებელი ღმერთი, იქ ყოვლადწმინდა სამებაშია და აქ აკურთხებს ხუთ პურს, რომლითაც ხუთ ათასს განაძღობს. დღესასწაულებზე, მწუხრის შემდეგ, ცისკრის დაწყებამდე, ხუთი პურის კურთხევა სრულდება ხოლმე. ამ მსახურების ლოცვაში ნათქვამია, რომ ვინც ამ პურს სარწმუნოებით მიიღებს, მას იგი ექცევა საკურნებელად სულისა და ხორცისა, ანუ მიეცემა სულიერი და ხორციელი კურნება.

- რა იყო ზეციური მანანა, რომლითაც უფალი ჯერ კიდევ ეგვიპტიდან გამოსულ ებრაელებს აპურებდა? რატომ მისცა უფალმა საკვები თავის რჩეულ ერს სწორედ ამ სახით და არა, ვთქვათ, მწყერებისა, როგორც ეს ერთხელ მოხდა, ან სხვაგვარად?

- ზეციური მანანა პურს ჰგავს, იგი ზომიერი, ღვთიური საკვებია. მისცა ებრაელებს ღმერთმა მწყერი და ისინი მათი უზომო ჭამით დაიწამლნენ. ამგვარად მიიღეს ნიშანი, რომ არ შეიძლებოდა თხოვნა და წუწუნი ხორცისათვის. მანანის სახით კი უფალმა თავისგან გამოსული საკვები მისცა მათ, ზეციური, სამარხვო პური. უფალი 40 წლის გამავლობაში ყოველდღიურად აძლევდა მანანას რჩეულ ერს, რათა ისინი განწმენდილიყვნენ არა მხოლოდ უდაბნოში მოგზაურობით, არამედ საკვების შეზღუდვის გზითაც. ჩვენც, როდესაც ვმარხულობთ, საკვებისგან თავშეკავებითაც ხომ ვიწმინდებით.

- რამდენად სრულყოფილი უნდა ყოფილიყო მანანა, რომ ამდენი წლის განმავლობაში უდაბნოში მოხეტიალე ერს მხოლოდ ის ჰყოფნოდა ორგანიზმის ყველა მოთხოვნილების დასაკმაყოფილებლად, თუმცა ახალი აღთქმის ეპოქაში მრავალი წმინდა მამაა ცნობილი, რომელიც დიდხანს მხოლოდ პურსა და წყალს იხმევდა. რა აძლევდათ მათ ენერგიას?

- მართალი ბრძანდებით, იყვნენ და არიან კიდეც ბერები, რომლებიც მხოლოდ პურსა და წყალს ან პურსა და ცოტაოდენ ღვინოს იღებენ, ამასაც - მხოლოდ იმ დღეებში, როცა ეს უკანასკნელი ნებადართულია. ეკლესიის ისტორიამ შემოინახა სახელები მოსაგრე ბერებისა, რომლებსაც პირდაპირ მმარხველები ერქვათ (მაგალითად, მაკარი მმარხველისა). ისინი კვირაში ერთხელ იღებდნენ წყალს, პურს - უფრო იშვიათად. ჩვეულებრივი ადამიანი ამგვარი მოღვაწეობით ძალას დაკარგავს, მათ კი ღვთისგან ეძლეოდათ ძალა. თუ დავუკვირდებით, ძნელი შესამჩნევი არ არის, რა ძლიერი გულისთქმები გვაქვს ჩვენი მწირი მარხვისას, როგორ გვინდა, დროზე დასრულდეს მარხვა, მაგრამ ღმერთი გვაძლევს მისი ბოლომდე დასრულების ძალას. მით უფრო მისცემდა მმარხველ ბერებს.

- მართლმადიდებელი ქრისტიანები უფალს დღეში რამდენიმეჯერ ვთხოვთ არსობის პურს. რას ვგულისხმობთ ამაში?

- "მამაო ჩვენოში" რომ პურს ვითხოვთ, ეს ერთი მხრივ ზეციური პურის - ქრისტეს ხორცის თხოვნაა, რომელსაც მორწმუნენი ეზიარებიან, მეორე მხრივ - ევლოგიისა, ნაკვეთი სეფისკვერისა, დაბოლოს, ეს არის ჩვეულებრივი პური, რომელიც ასევე გვეძლევა ღვთისაგან. ამ თვალსაზრისით, არსობის პურში საზოგადოდ საზრდელი იგულისხმება, მაგრამ მისი უპირატესი მნიშვნელობა - ეს არის ხორცი უფლისა. სახარებიდან გვახსოვს, რომ როცა უფალი პურს განტეხავს და მისცემს მოწაფეებს, ამით თავის ხორცს დებს, რომელზეც იტყვის: "მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის განტეხილი მოსატევებელად ცოდვათა".

- საიდუმლო სერობაზე უფალი ამბობს, რომ იგია პური, რომ ვინც მის სისხლსა და ხორცს არ მიიღებს, ვერ ცხონდება. მაგრამ ზიარებისას ჩვენი ხორციელი თვალით ბარძიმში პურსა და ღვინოს ვხედავთ. არადა ისინი უფლის სისხლი და ხორცია...

- პური და ღვინო რომ მართლაც ჭეშმარიტ სისხლად და ხორცად ვიხილოთ, ჩვენი ადამიანური სისუსტის გამო მას ვერ მივიღებთ. იყო შემთხვევა, ერთ ბერს, რომელსაც ასეთი კითხვა დაებადა, წმინდა ნაწილები პირში იმწამსვე ხორცად და სისხლად ექცა და შეძრწუნდა. ასე რომ, წმინდა ნაწილები ნივთიერად თითქოს პურად და ღვინოდ რჩება, რაც ჩვენდავე სასიკეთოდ ხდება, მაგრამ სინამდვილეში ის ჭეშმარიტად არის სისხლი და ხორცი უფლისა ჩვენისა იესო ქრისტესი.

- ზიარებისწინა ლოცვებში ვითხოვთ, რომ ეს საიდუმლო გვექმნას არა სასჯელად, არამედ საკურნებელად სულისა და ხორცისა. უფლის სისიხლი და ხორცი ყოველთვის და ყველასათვის ერთია. როდის იქცევა იგი სასჯელის მიზეზად?

- პავლე მოციქული, სვიმეონ ახალი ღვთისმეტყველი და სხვანი გვასწავლიან, როდესაც ქრისტეს სისხლსა და ხორცს მივეახლებით, გამოვიძიოთ საკუთარი თავი - გავიხსენოთ, რა გულით მივდივართ ეკლესიაში, მარხულნი ვართ თუ არა, ვიცავთ თუ არა მცნებებს, მონანიებული გვაქვს თუ არა ცოდვები, რადგანაც უცოდველი არავინაა, წაკითხული გვაქვს თუ არა საიდუმლო განწმენდის ანუ შენდობის ლოცვა, რომელიც მღვდლის სახით უფლის მიერ იკითხება. რა თქმა უნდა, ვერც ყოველივე ამის შემდეგ იქნება ადამიანი სრული, მაგრამ რაკი შეიმეცნებს საკუთარ ნაკლოვანებებს, წმინდა ევქარისტია სასჯელად აღარ ექცევა. სამაგიეროდ, თუ კაცი კადნიერად მიეახლა ამ დიდ საიდუმლოს, უთუოდ დაისჯება - შეიძლება, უფლის დაშვებით რამე ასტკივდეს, უსიამოვნება შეემთხვეს, დაიბნეს...

- მამაო, რა დანიშნულება აქვს არტოსს?

- არტოსი აღდგომას ნაკურთხი განსაკუთრებული პურია, რომელიც სულიერადაც და ხორციელადაც ამ დღესასწაულის სიხარულის მატარებელია. იგი აღდგომის შემდგომ კვირა დღეს - თომას კვირას - უნაწილდება მრევლს და მთელი წლის მანძილზე ინახება. სულიერი შეჭირვებისა თუ ფიზიკური ტკივილების დროს სარწმუნოებით მიღებული არტოსი კურნების მიზეზად იქცევა ხოლმე.

- ბევრმა მორწმუნემ არ იცის, რატომ აზავებენ წყლით საზიარებელ ღვინოს.

- როცა ჯვარცმის დროს უფალს გვერდში შუბი უგმირეს, იქიდან სისხლი და წყალი გარდამოხდა. ჯვარცმის ზოგიერთ ხატზე გამოსახულია ჭრილობა, საიდანაც ცალ-ცალკე ნაკადებად მოედინება სისხლი და წყალი და ბარძიმში გროვდება. როცა ღვთისმსახურებაზე პროსკომიდიის ანუ კვეთის დროს სეფისკვერს ლახვარს ვუგმირავთ, ვამზადებთ ტარიგს, რომელიც შემდეგში უნდა გადაიქცეს წმინდა ხორცად. ამ დროს დიაკვანი ან მღვდელი ამბობს: "ერთმა მხედართაგანმა უგმირა მახვილით და გარდამოვიდა სისხლი", - და ამ სიტყვებით ასხამს ბარძიმში ღვინოს, - "და წყალი" - და ასხამს წყალს, შემდეგ კი იკურთხება შეერთება წყლისა და ღვინის ერთად შეზავებისა.

- საზიარებლად აუცილებლად წითელი ღვინო გამოიყენება?

- წითელ ღვინოს სვამდნენ მაცხოვარი და მოციქულები სერობაზე; საეკლესიო მსახურებაზეც ბარძიმში წითელი ღვინო ისხმება. საზოგადოდ, ანტიკურ ქვეყნებშიც, ძველი აღთქმის ისრაელის ქვეყანაშიც სასმელადაც და სარიტუალოდაც წითელი ღვინო იყო მიღებული. იმხანად თეთრ ღვინოს საერთოდ არ აყენებდნენ. სხვათა შორის, ძველ საბერძნეთსა და რომში არც სუფთა ღვინოს სვამდნენ - მას უთუოდ წყლით აზავებდნენ. გალილეის კანაში უფალმა წყალი წითელ ღვინოდ აქცია. სხვათა შორის, ამ სასწაულისა და საიდუმლო სერობის ამსახველ ძველ კანონიკურ ხატებშიც იხილვება ღვინის წითელი ფერი, კანონიკური ხატი კი ისევე ასახავს ჭეშმარიტებას, როგორც სახარება.

- რაკი სიმბოლიკაზე ვსაუბრობთ, რა მნიშვნელობა აქვს ვაზს, ვენახს მართლმადიდებლურ სიმბოლიკაში, რატომ მიეცა წმინდა ნინოს ვაზის ჯვარი?

- კვლავ ნოეს მივუბრუნდები. სად გააშენა ნოემ ვაზი? ვიცით, რომ კიდობანი კავკასიაში, არარატზე გაჩერდა. შესაძლოა, ზუსტი ლოკალიზაცია ვერ მოვახდინოთ, მაგრამ ფაქტია, არარატის მთაზე ყურძენს ვერ მოაშენებდა. მაშასადამე, ბარში ჩამოვიდა და ვაზი იქ გააშენა. ერთადერთი ადგილი კავკასიაში, სადაც ვაზია გაშენებული, დღეს საქართველოა. ჩანს, ნოეს ოჯახი აქეთ გადმოვიდა, ნელ-ნელა გაიფანტა, გაიშალა, გამრავლდა... ამიტომ აქვს ვაზს სიმბოლური მნიშვნელობა, განსაკუთრებით - ჩვენი ქვეყნისათვის. შემთხვევითი როდია, რომ წმინდა ნინომ ვაზის ჯვარით მოაქცია საქართველო; მისი თმით შეკრული ვაზის ეს ორი ტოტი უდიდესი სიწმინდეა ჩვენთვის.

ვინ აძლევს წმინდა ნინოს ვაზის ამ რტოებს, რომლებსაც შემდგომ თავისი თმით კრავს? ღვთისმშობელი, რომელსაც დავით აღმაშენებლის ძე, მეფე დემეტრე, შემდგომში - ბერი დამიანე, იამბიკოში ვენახად იხსენიებს - "შენ ხარ ვენახი, ახლად აღყვავებული". დააკვირდით: ახლად აღყვავებული ვენახი რჯულის მომცემია, უფლის დამტევნელი და თავის წილხვედრ ქვეყანაში წმინდა ნინოს ვაზის ჯვრით ავალებს სჯულის შემოტანას. ახლობელია ვაზი იმ ხალხისთვის, რომელიც ჯვრად შეკრულ რტოებს უყურებს, ცნობს, რომ ეს ვაზია არსებობის, სიყვარულის, სიცოცხლის სიმბოლო. საქართველოში უამრავი რამ უკავშირდება შვილივით ნაზარდ ვაზს, მაგრამ დღეს ეს აღარ გვახსოვს და ძალიან ცუდად ვექცევით ვაზს, მის მუშაკებს, მის მომავალს. ყველგან ხორციელ სიკეთეს ვეძიებთ და სული გვავიწყდება.

- როგორც ვიცი, ძველად ვენახის კურთხევის ლოცვასაც აღასრულებდნენ.

- სამღვდელო კურთხევანში, სადაც მოცემულია მარილის, ჯვრის კურთხევა, ნათლობის წესი და სხვა, არის კურთხევაც ახლისა ვენახისა, რომელიც ვაზის ნამყენი ნერგების ჩაყრისას იკითხება. წინათ საქართველოში მღვდელი საგანგებოდ მიჰყავდათ და აკურთხებინებდნენ ახალ ნერგებს ახლისა ვენახისა, უფალს სთხოვდნენ, ისევე დაემტკიცებინა ახალჩაყრილი ვაზი, როგორც ეგვიპტიდან გამოსული ებრაელები დაამკვიდრა აღთქმულ ქვეყანაში, დაეცვა იგი ყივისგან, თრთვილისგან, ქარისგან, სეტყვისგან. დღეს ზედიზედ რომ მოდის სეტყვა, მავანნი ამას ალბათ ტექტონიკურ მოვლენად მიიჩნევენ, სინამდვილეში ჩვენი ცოდვებია ამის მიზეზი. აღარ ვევედრებით უფალს, დაიცვას ვენახი, "რომელ დაჰნერგე მარჯვენამან შენმან", მერე კი გვიკვირს, რატომ წახდაო.

არსებობს ლოცვა, რომელიც ეკლესიაში ძღვნად მიტანილ ახალ ყურძენზე იკითხება. არის კურთხევა რთვლისა: "ღმერთო, მაცხოვარო ჩვენო, რომელმან სათნო იყავ ვენახად წოდება ძისა შენისა... რათა გვეწოდოს ჩვენ ვენახისა შენისა კეთილისა რქა, და მასთანა შეერთებულ ვიქმნეთ მარადის", - ვკითხულობთ ამ ლოცვაში. ამას მოსდევს კურთხევა ახლისა ღვინისა, რათა კურთხეულ იყოს ყველა, ვინც მას დალევს.

წარმოიდგინეთ, რამოდენა სულიერი სიღრმის მატარებელი უნდა იყოს ვაზი, რომ ეკლესია და ერი მისთვის საგანგებო მსახურებებს ატარებდნენ. სამწუხაროდ ახლა აღარავის ახსოვს ვენახის, რთვლისა თუ ახალი ღვინის კურთხევა. ურწმუნოებზე აღარაფერს ვამბობ - მორწმუნეებმაც კი არ იციან, რომ ასეთი რამ არის საჭირო. ჩვენ ხომ გვწამს, რომ რასაც ვითხოვთ, მოგვეცემა კიდეც; მაშ, ვევედროთ უფალს. არ ვითხოვთ და ვენახი წარგვიწყმდება.

- გარდა საბარძიმე დანიშნულებისა, ღვინოს ზიარების შემდეგ მისაყოლებლადაც იყენებენ. რისთვის არის ეს დაწესებული?

- ზიარების შემდეგ ვიღებთ მისაყოლებელ ღვინოს, რათა ჩვეულებრივი საკვები პირდაპირ არ მივაყოლოთ უფლის წმინდა ხორცსა და სისხლს. მასთან ერთად ვიღებთ ევლოღიას ანუ ნაკვეთ სეფისკვერს, რომელიც, თუ რამ წმინდა ნაწილია დარჩენილი პირის ღრუში, ჩაიტანს. საოცარია, რომ ეკლესიაში ეს და სხვა მოქმედებანი გათვლილია როგორც სულიერი, ისე პრაქტიკული საქმისთვის, წვრილმანებიც კი გათვალისწინებულია.

- შეიძლება თუ არა მარხვაში ღვინის სმა?

- საზოგადოდ, ღვინის თრობამდე სმა არ არის მისაღები, მეტადრე - როცა ვმარხულობთ. მეფსალმუნე ამბობს, რომ "ღვინო ახარებს გულსა კაცისასა", მაგრამ აქ მემთვრალეობის სიხარულზე კი არ არის საუბარი, არამედ იმ მხნეობაზე, ერთი-ორი ჭიქა რომ შეგვძენს. მემთვრალეობა ხსნილშიც ცოდვაა, მარხვაში - მით უმეტეს, როცა არა მხოლოდ საკვების, ზრახვათა და მოქმედებათა შეზღუდვაც გვმართებს. თუმცა მარხვაშიც არის დღეები, როცა ღვინის მიღება ნებადართულია.

- ცნობილია, რომ ღვინოს არაერთი სამკურნალო თვისება აქვს. არც ამ მიზნით შეიძლება მისი მიღება?

- თუ ადამიანი ღვინოს სამკურნალოდ სვამს, რა თქმა უნდა, კურთხევა მიეცემა. ისევე, როგორც ავადმყოფს ეძლევა მარხვაში ექიმის მიერ რეკომენდებული საკვების მიღების უფლება, ორსულებსა და მეძუძურებს მარხვას უუქმებენ. მთავარია, ქრისტიანი ეკლესიაში მოვიდეს და ყველაფრისთვის მოძღვრის სახით უფლისგან აიღოს კურთხევა. თვითნებობა აქ არასდიდებით არ გამოგვადგება - ქრისტიანი ღმერთისგან დადგენილი წესით უნდა ცხოვრობდეს.

- ამბობენ, ძველად ქართული სუფრა ლიტურგიის ერთგვარი გაგრძელება იყოო.

- მთლად ასეც არ ითქმის. უბრალოდ, სიყვარული წირვისა და ლოცვისა, რაც ღმერთმა მისა, ქართველმა სუფრაზეც გადმოიტანა.

ლიტურგია იწყება ჯვრის გამოსახვით და შემდეგი სიტყვებით: "დიდება მაღალთა შინა ღმერთსა, ქვეყანასა ზედა მშვიდობა და კაცთა შორის სათნოება". ქართველი სუფრის დასაწყისში იტყვის: "დიდება ღმერთს, ჩვენ მშვიდობა". ანდა კვერექსი გავიხსენოთ, სადაც ვითხოვთ ქვეყნის დღეგრძელობას, ჰაერის გაწმენდას, ჟამთა მშვიდობას, ვიხსენიებთ პატრიარქს, ერს, უძლურებს, ავადმყოფებს, გარდაცვლილებს, მოგზაურებს, მშრომელთ, ვლოცულობთ ტყვეთა ხსნისა და ცხოვრებისა მათისათვის. დასასრულ, ვიტყვით: "შეგვეწიენ, გვაცხოვნენ, შეგვიწყალენ და დაგვიცვენ, ღმერთო, მადლითა შენითა", - ხოლო სულ ბოლოს ითქმება ღვთიმშობლის მუხლი და ქართველი თამადაც - ყოვლადწმინდა ღვთისმშობლი შეგვეწიოსო, - ასე დაამთავრებს სუფრას. ჩვენს წინაპრებს ჰქონდათ ამ ყოველივეს არა მარტო გონებრივი, არამედ სულიერი ცოდნა, რათა სუფრაც კი ეკლესიისაგან დადგენილი რიგით წარემართათ.

- ალბათ, ღვინოში პურის ჩაწობისა და შესანდობარის დალევის ტრადიციაც საეკლესიო ადათით საზრდოობს.

- ეს მართლაც ეკლესიიდან არის გადმოღებული. როდესაც ხუთი პური იკურთხება, მათ ღვინოში აწობენ და ისე არიგებენ. სეფისკვერსაც საკურთხეველში მიღებისას ღვინოში ჩააწობენ. თუ ბერები პურსა და ცოტაოდენ ღვინოს იღებენ საზრდელის ნაცვლად, ისინიც ასე ჩაწობილს იხმევენ. ამ მოქმედების შინაარსი ასეთია: მორწმუნე უფალს ევედრება, შენდობა მისცეს მათ სულებს, ვინც ამ ქვეყანაზე აღარ არის და თავად არ შეუძლია ამის გაკეთება.

- მიცვალებულისთვის ნაკურთხი ღვინის საბარძიმედ შეწირვა თუ შეიძლება?

- საკურთხი აიაზმის წყლით ისხურება და ასეთი ფორმულით იკურთხება: "იკურთხება საკურთხი სხურებითა წმიდისა აიაზმითა მიცვალებულისა ამისათვის". თუ ღვინო თავმოხდილია და მას ეს ნაკურთხი წყალი მოხვდა, მისი საბარძიმედ გამოყენება აღარ შეიძლება, რადგანაც შეერთება ღვინისა და წყლისა სწორედ იმ შეერთების მომენტში უნდა იკურთხოს. ამიტომ წირვისთვის სუფთა ღვინო იხმარება. ხოლო თუ თავდახურულია ჭურჭელი, მაშინ ამ მიზნით მისი გამოყენება დასაშვებია.

- დაგვლოცეთ, მამაო!

- ღმერთმა დაგლოცოთ. გაგახაროთ უფალმა და კეთილად წარმართოს თქვენი საქმიანობა.

ესაუბრა
მარი აშუღაშვილი
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.04.2022

ზეთის კუთხევა დიდ მარხვაში იმიტომ სრულდება, რომ ადამიანი უფრო განწმენდილია, გაძლიერებულია ლოცვაში.

23.02.2022
თუ ადამიანს სინანული აქვს თავისი ცოდვისა, ის ყველას მიუტევებს. ხოლო თუ სინანული არ აქვს, მიმტევებლობაც არ ექნება.
29.04.2021
უფალმა თავისი ამქვეყნიური ცხოვრების უკანასკნელი საღამო მოწაფეებთან ერთად გაატარა. ეს დღე დიდ ხუთშაბათად იწოდება.
17.04.2020
გვესაუბრება სანებლის წმინდა ნიკოლოზის სახელობის მამათა მონასტრის იღუმენი თეოდოსი (ხაჩიძე):
- ყოველი ღვთისმსახურება არის მზადება იმისათვის,
29.03.2020
საეკლესიო საიდუმლოებანი ადამიანის ცხონების საკითხს ემსახურება. წმინდა წერილი კი ღვთისმსახურთა შესახებ, რომელნიც ამ საიდუმლოთა აღმსრულებელნი
21.03.2020
სხალთის მთავარეპისკოპოსი სპირიდონი (აბულაძე):
- ზიარების დროს, მორწმუნე ადამიანის მიერ მიღებული მაცხოვრის
19.01.2019
ქუთათელ-გაენათელი მიტროპოლიტი ნაომი (შავიანიძე):
ნათლისღება
30 წლამდე იესო თავის დედასთან და იოსებთან ერთად გალილეაში ცხოვრობდა.
19.01.2019
არქიმანდრიტი ლაზარის (აბაშიძე) განმარტებით, ნათლობის დროს ადამიანს არა მარტო "მიეტევება" - არა! აქ აღესრულება უფრო მნიშვნელოვანი საიდუმლოება!
17.02.2018
წალენჯიხის მაცხოვრის ფერისცვალების სახელობის ტაძრის დეკანოზი ანდრია კემულარია:

- მალე დიდი მარხვა დაიწყება.
29.03.2016
აღდგომის მარხვაში დედაეკლესიაში ზეთის კურთხევის საიდუმლო ანუ შვიდგზის ზეთისცხება სრულდება.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat