ჩაკეტილა თავის ოთახში და სამი დღე მუხლმოდრეკილს ულოცია
ჩაკეტილა თავის ოთახში და სამი დღე მუხლმოდრეკილს ულოცია
მოგითხრობთ სამება-ჯიხეთის დედათა მონასტერში მოღვაწე სასულიერო დასზე, რომლის შთამომავალნიც დღეს, ჩვენდა გასახარად, არსებობენ და თაობიდან თაობას გადასცემენ წინაპარების ნამოღვაწარს. "კარიბჭის" სტუმარია ბატონი ალექსანდრე გოგიჩაიშვილი, ჯიხეთის მონასტერში მოღვაწე მოძღვრის, მამა ივანე გოგიჩაიშვილის და მონასტრის მესამე წინამძღვრის, მარინე (მარიამ) გოგეშვილის (ბებია) ერთ-ერთი შთამომავალი.

- მარინეს მამას, გულვან ნიკოლოზის ძე გოგეშვილს, ეროვნული არქივების მასალების მიხედვით ("მეტრიჩესკის წიგნის გურიის ეპარქიის ლანჩხუთის უჩასტკის სოფლის ნიგოითის წმინდა გიორგის ეკლესიასა შინა, ჩასაწერელად დაბადებულთა, ქორწინებით შეუღვლილთა და გარდაცვალებულთასა"), 1863 წელს ცოლად შეურთავს ჭინჭრათის სოფელ მწიფოუბნის მცხოვრები ბარბარე გიორგის ასული (გვარი არ არის მოხსენიებული). არქივის ჩანაწერებში მოვაკვლიეთ მარინეს დაბადების წელს - 1866 წლის 10 ივნისს. მისი ძმა, ასალო (წიგნის მიხედვით) დაბადებულა 1871 წლის 23 მარტს და მოუნათლავთ 30 მარტს. ამ დროს მარინე ყოფილა 5 წლისა. აქედან იწყება ჩვენი თხრობა მონაზონ მარინე გოგეშვილის (ჩვენი ბებიის) და მღვდელ ივანე მაქსიმეს ძე გოგიჩაიშვილის, ჩვენი ბაბუის შესახებ, - გვიამბობს ბატონი ალექსანდრე.

ასალო (ნიკოლოზი) გოგეშვილი ხუთი წლისა (სავარაუდოდ, 1876 წელს) მძიმედ დაავადებულა და ავადმყოფობა ისე გართულებია, რომ გონება დაუკარგავს. ასეთ მდგომარეობაში ყოფილა 5-6 დღე. მაშინდელ მკურნალებს და მღვდელსაც კი იმედი გადაუწურავთ და ბავშვის აღსასრულს ელოდნენ. გულვან გოგეშვილი კაი შესახედი, საკმაოდ შეძლებული კაცი ყოფილა, ჰქონია საკუთარი სამჭედლო, დიდად ღვთისმოსავიც გახლდათ.

პატარა მარინეს არაერთხელ დაუნახავს თურმე, მის წარმოდგენაში "ყოვლისშემძლე" მამა, ძმის საწოლთან ჩაჩოქილი და მლოცველი. ძმაც გამორჩეულად ჰყვარებია 8-9 წლის მარინეს. გადმოცემით ცნობილია, რომ იგი ჩაკეტილა თავის ოთახში და სამი დღე მუხლმოდრეკილს ულოცია ხატების წინ. ვერავინ შეძლო თურმე მისი დაყოლიება, წყალი მაინც დაელია, ბოლოს, მღვდლის რჩევით (სავარაუდოდ, მღვდელი იყო ბესარიონ კალანდარიშვილი), მისთვის თავისუფლად ლოცვის საშუალება მიუციათ. ავადმყოფობის მერვე-მეცხრე დღეს ბიჭს თვალი გაუხელია და მომვლელი ქალისთვის გარკვევით მოუთხოვია მარინეს მიყვანა. სასწაულით გაოცებულ ქალს თურმე მლოცველი მარინეს ოთახის კარის საკეტი შეუგლეჯია, დამუნჯებულს მარინე ძალით გამოუყვანია ოთახიდან. ასალო მარინეს ჩახუტებია და ცრემლმდინარეს მადლობა უთქვამს დისთვის. ნუ დაგავიწყდება, რომ 5 და 8-9 წლის ბავშვებზეა ლაპარაკი. ეს სცენა სულ ორიოდე წუთს გაგრძელებულა და ასალოს ღრმა ჯანმრთელი ძილით დის მკლავებში დაუძინია. მარინე თურმე გვერდით მიუწვა ძმას.Gგონს მოსულ მომვლელ ქალს ბავშვის სანახავად დედ-მამაც კი არ შეუშვია ოთახში, სადაც ერთმანეთს ჩახუტებულ და-ძმას მშვიდად ეძინა. პირველი მათთან შესულა მღვდელი. შემდგომ მას მარინესთან ერთად 2-3 საათი უსაუბრია, რაზე - არავინ იცის, მაგრამ შემდგომ, ერთ თვეში, გულვან გოგეშვილი ნიგოითიდან ლანჩხუთში გადასახლებულა, თავისი სამჭედლოც გადაუტანია (ეს სამჭედლო შემდეგ ასალო გოგეშვილს და მის ვაჟს, გრიგოლს ჰქონდათ, რომლებიც ასევე მჭედლები იყვნენ).

იმავე წელს (1876 წელს) გულვან გოგეშვილს ქალიშვილი ჯიხეთის ერთკლასიან სამრევლო სკოლაში მიუყვანია, სადაც 8-9 წლის გოგონებს ასწავლიდნენ წერა-კითხვას, გალობას, ჭრა-კერვას. გონიერ და ფიზიკურად უნაკლო გოგონას ეპარქიის ეპისკოპოსის ყურადღება დაუმსახურებია და მარინეს, სხვა საგნებთან ერთად, 3-4 წლის განმავლობაში გაძლიერებულად რუსულსაც ასწავლიდნენ. იგი საოცარი ღვთისმოსავი ყოფილა.

***
ეპარქიის მზრუნველობით, მონაზვნად აღკვეცილი მარინე და ორი ღირსეული დედა, ეპისკოპოსის ლოცვა-კურთხევით, გაემგზავრა რუსეთის ქალაქებში.Mმისია ხუთ წელს გრძელდებოდა, სავარაუდოდ, მონაზვნები გაემგზავრნენ 1882 წელს. მარინე ამ დროს 16 წლის უნდა ყოფილიყო. იმის გამო, რომ მარინე რუსულ ენას სრულყოფილად ფლობდა და ალბათ სხვა ღირსებების გამოც, წარმატებული ვიზიტი რუსეთში მის დამსახურებად ჩაითვალა.Gგარდა რუსული ეკლესიების შესაწირავისა, ქართველი მონაზვნები ხვდებოდნენ ეკლესიების მრევლს და რუსულ ქალაქებში მოღვაწე მართლმადიდებელ ქართველებს, რომლებიც გულუხვად სწირავდნენ შესაწირავს. 1887 წელს სამშობლოში დაბრუნებული მონაზვნები დიდი პატივით მიუღიათ და ეპარქიას მარინესთვის შეგროვებული თანხის განკარგვაც დაუვალებია, რასაც იგი დიდი მომჭირნეობით და გულისხმიერებით ასრულებდა კიდეც გარდაცვალებამდე.

ტაძრის მშენებლობა 14 წელი გაგრძელდა და 1896 წელს დასრულდა. ამ დროს მონაზონი მარინე 30-31 წლის იქნებოდა. იგი ეკლესიას დაუჯილდოებია ჯვრით.

გურიის დედათა მონასტრის პირველი წინამძღვარი გახლდათ მონაზონი ელენე (მგალობლიშვილი), მისი გარდაცვალების შემდეგ - ანასტასია ლორთქიფანიძე.

***
მონაზონი მარინე გოგეშვილი გურიის დედათა მონასტრის მესამე წინამძღვარი გახლდათ. რამდენადაც ჩვენთვის გადმოცემით ცნობილია, მას ერთდროულად დაევალა მონასტრის ხელმძღვანელობა და აღყვანილ იქნა იღუმენიას ხარისხში. იმავე წელს დაჯილდოვდა მეორე ჯვრით. ამავე წელს დაუსრულებია მის ძმას, ასალოს კელიის მშენებლობა - მარტოს აუშენებია, სხვის დაუხმარებლად. ამისთვის რამდენიმე წელიწადი დასჭირვებია. ქვას ტეხდა სოფელში და მერე ხარ-კამეჩით და ცხენით ეზიდებოდა მონასტერში.

იღუმენია მარინემ, ეპარქიასთან შეთანხმებით, მშენებლობასა და ეკლესიის კეთილმოწყობას გადარჩენილი ფულით თურმე ჩამოასხმევინა ეკლესიის ოქროს მაკეტი და შავად შეღებილს სიცოცხლის ბოლომდე ინახავდა. 1938 წლის 17 ნოემბერს დააპატიმრეს მარინეს უსაყვარლესი ძმა ასალო და მიუსაჯეს 10 წლით გადასახლება. არ არის ცნობილი მისი არც გადასახლების ადგილი და არც გარდაცვალების წელი. მარინეზე მძიმედ იმოქმედა ამ უბედურებამ. 1947 წლის მძიმე ზამთარშიMდედა მარინეს რამდენიმე შემორჩენილი მონაზონი სოფელში გაუგზავნია. ისინი მხოლოდ რამდენიმე დღის შემდეგ დაბრუნებულან მისი ძმისშვილების - შოთა და გრიგოლ გოგეშვილების დახმარებით. ძმისშვილებს მონასტერში მარტო დარჩენილი 80-81 წლის წინამძღვარი სულთმობრძავი დახვედრიათ, ამიტომ ვერ მოუსწრია თქმა, სად დამალა ოქროს მაკეტი. იღუმენია მარინე დაკრძალულია ეკლესიიდან ათიოდე მეტრში.

მონასტრის ღვთისმსახურთაგან ცნობილი არიან სოფელ სამების მკვიდრი დეკანოზი იოანე წეროძე, მღვდელი ეპიფანე ხონელია, არქიმანდრიტი იოანე შენგელია და სხვები. უცნობია ბაბუაჩემის - ივანე მაქსიმეს ძე გოგიჩაიშვილის ამბავი.

***
1915 წლის ცნობით, მღვდელი ივანე გოგიჩაიშვილი იყო ჯიხეთის დედათა მონასტრის მღვდელი, 58 წლის, მღვდლის შვილი. მიღებული ჰქონდა საშინაო განათლება; 1882 წლის ნოემბერში დაინიშნა მედავითნედ სოფელ გვიმრავლაურის (ლანჩხუთი) წმინდა გიორგის ეკლესიაში; 1889 წლის 18 თებერვალს გადაიყვანეს სოფელ ნიგოითის წმინდა გიორგის ეკლესიაში მედავითნედ. 1894 წლის 2 ივნისს აკურთხეს დიაკვნად, 1897 წლის 5 ივნისს გადაიყვანეს ლანჩხუთის იოანე ნათლისმცემლის ეკლესიაში, 1901 წლის 25 მაისს - ლანჩხუთის წმინდა გიორგის ეკლესიაში, 1907 წლის 14 იანვარს აკურთხეს მღვდლად და გაამწესეს ჯიხეთის ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტერში. 1913 წლის 18 მარტს დააჯილდოეს საგვერდულით. ჰყავდა მეუღლე და 6 შვილი. ამავე ცნობით, ივანე გოგიჩაიშვილის მამა, მაქსიმე და უფროსი ვაჟი გაბრიელიც მღვდლები იყო. გაბრიელის ვაჟი გახლდათ ცნობილი პუბლიცისტი და საზოგადო მოღვაწე, ეკონომიკის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი, მეცნიერების დამსახურებული მოღვაწე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ერთ-ერთი დამაარსებელი, ფილიპე გოგიჩაიშვილი. დაიბადა 1872 წლის 20 იანვარს დაბა ლანჩხუთში. მომავალი მეცნიერი ყმაწვილობაში თურმე ეკლესიაში მგალობელი და მედავითნეც იყო.

***
ივანე მაქსიმეს ძე გოგიჩაიშვილი გარდაიცვალა 1918 წელს. 1907 წლის 14 იანვრიდან გარდაცვალებამდე იყო ჯიხეთის ღვთისმშობლის სახელობის დედათა მონასტრის მღვდელი.

2011 წლის 24 ოქტომბრის შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივის ცნობით, ივანე გოგიჩაიშვილის უმცროს ვაჟს "გრიგოლ ივანეს ძე გოგიჩაიშვილს, დაბადებულს 1905 წელს ლანჩხუთში, საქართველოს სსრ შინსახკომთან არსებული სამეულის 1937 წლის 15 ნოემბრის დადგენილებით, სისხლის სამართლის კოდექსის 58-10 და 58-11 მუხლების საფუძველზე, მიესაჯა სასჯელის უმაღლესი ზომა - დახვრეტა, რომელიც სისრულეში იქნა მოყვანილი 1937 წლის 17 ნოემბერს".

მამიდების მონაყოლით, გრიგოლ (გიგა) გოგიჩაიშვილი ყოფილა მეტყევე ინჟინერი, დაუღალავი მებრძოლი საქართველოს თავისუფლებისა და ერთიანობისა, ხშირად ეკამათებოდა "დიდ ლენინს და სტალინს" და სხვა ბოლშევიკებს. ყოფილა მეტად განათლებული და დიდებული ორატორი და მასთან პაექრობას უფრთხოდნენ კიდეც. ჰქონდა მიწერ-მოწერა კრემლთანაც...

***
ივანე გოგიჩაიშვილის სხვა შვილები ცხოვრობდნენ და მოღვაწეობდნენ საბჭოთა პერიოდს დამორჩილებულნი. ცოცხლად დარჩენილნი შენდობას და მიტევებას ვითხოვთ ჩადენილი ცოდვებისათვის.


ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
01.02.2023

შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე) მამა გაბრიელს და ანტონ მარტმყოფელის მამათა მოანსტერში
21.02.2021
ბატონი ზურაბ ვარაზაშვილის გარაცვალებამ თითოეულ ჩვენგანს დაწყვიტა გული.
02.11.2020
სამთავროს დედათა მონასტერში, კათოლიკოს-პატრირქის ერთ-ერთი სტუმრობის დროს, ბერი გაბრიელი კოშკიდან გამოვიდა, "სამეფო" რვალის დიადემით.
ურთიერთ ამბორყოფისა და მოკითხვის შემდეგ პატრიარქმა ჰკითხა: "მამა გაბრიელ, ეგ დიადება ოქროსია?"
29.11.2019
მამა ფადეის (თადეოზი) ვიტოვნიცელს, უაღრესად პატივცემულ სერბ მოძღვარს, ოჯახის შესახებ კითხეს:
29.11.2019
- მარხვა რა არის?
ეხლავე აგიხსნიო, უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები.
03.11.2019
ცნობილი საეკლესიო მწერალი სერგი ნილუსი მოგვითხრობს: "დღეს მამა იოსებთან მივედი, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. მამები ისვენებდნენ.
27.12.2018
ღირსი მამა გაბრიელის დედის, მონაზონ ანას ფოტო სოციალურ ქსელში, თინათინ მჭედლიშვილის გვერდზე ვნახე.
26.08.2018
იღუმენია ელისაბედი (ზედგინიძე):
-ერთხელაც, მამა გაბრიელმა მარტყოფის მონასტერში მთხოვა წასვლა.
29.11.2017
გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი,
27.08.2017
,,ლეგენდის თანახმად, ავღანელებთან ბრძოლისას, ძალაგამოლეულ ქართველებს "თამზანის გორაზე" წმინდა გიორგი გამოეცხადათ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა დიდმოწამე დიმიტრი, შვილი კეთილშობილი და მაღალზნეობრივი მშობლებისა, ქალაქ თესალონიკში იშვა,

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat