შენ მონაზონი ხარ, ჩვენ შენგან ველოდით უმთავრესს - სინანულსა და ლოცვას
შენ მონაზონი ხარ, ჩვენ შენგან ველოდით უმთავრესს - სინანულსა და ლოცვას
რამდენად მნიშვნელოვანია ნათლობის რიტუალის სრულად ჩატარება
არქიმანდრიტი ტიხონი (შევკუნოვი) ერთგან საუბრობს შეფუცვის (ეშმაკის განდევნის) ლოცვაზე და თავისი სამღვდელო ცხოვრებიდან საგულისხმო ამბავს ჰყვება: "მე თვითონ მხოლოდ ერთხელ მოვკიდე ხელი ამგვარ საქმეს, მაგრამ არა ეშმაკის განსადევნად, მხოლოდ შევავსე ერთი ყმაწვილის ნათლობის საიდუმლო, რომელიც ოდესღაც ჩემთვის უცნობმა მღვდელმა შეამცირა.

იმ დროს დონის მონასტერში ვმსახურობდი. ჩემთან მოვიდა ორმოცი წლის კაცი, მილიციის პოდპოლკოვნიკი ვალერი ნიკოლოზის ძე პოსტოევი. მოუნათლავი იყო, მაგრამ ეკლესიაში წასვლას არ ცდილობდა. მისი ერთადერთი ათი წლის ვაჟის თავს დაუჯერებელი ამბები ხდებოდა. ბიჭის სიახლოვეს ნივთებს ცეცხლი თავისით ეკიდებოდა. ბიჭის გამოჩენისას ყველაფერი იწვებოდა - მაცივრები, ბალიშები, სკამები, საწოლები, კარადები. პოსტოევების ოჯახი სტუმრად ვეღარ დადიოდა: იმ ოჯახს ოც წუთში ხანძარი გარანტირებული ჰქონდა. ბიჭს სკოლაშიც იმავე მიზეზით არ უშვებდნენ.

ბავშვი გამოიკვლიეს ექიმებმა და ექსტრასენსებმა, უშიშროების სამსახურმა - არაფერმა უშველა. რამდენიმე გაზეთში დაიბეჭდა სენსაციური რეპორტაჟი, ფოტომასალით - ბიჭსა და ხანძარზე, მაგრამ ეს ვერაფერი ნუგეში იყო. ბიჭი ყოველი შემთხვევისთვის მონათლეს. თუმცა არაფერი შეცვლილა. სასოწარკვეთილი პოდპოლკოვნიკი დონის მონასტერში მოვიდა - ვიღაცამ ურჩია, ელოცა წმინდა ტიხონის ახალაღმოჩენილ ნაწილებთან. სწორედ აქ შევხვდით ერთმანეთს.

ვერ ვხვდებოდი, თუ რატომ არ შეწყდა ხანძარი ნათლობის მერე, ვიდრე არ ვკითხე, რამდენ ხანს გაგრძელდა ბავშვის ნათლობა-მეთქი. პოდპოლკოვნიკმა მიპასუხა, ნახევარ საათზე ნაკლებ ხანსო. ჩვეულებისამებრ, ერთი კაცის ნათლობა გაცილებით დიდხანს გრძელდება. ყველაფერი ნათელი გახდა: საიდუმლოს აღმსრულებელმა მღვდელმა გამოტოვა ძველი, განსაკუთრებული ლოცვები, რომლებსაც ეკლესიაში შეფუცვის ლოცვებს ეძახიან. ისინი სულ ოთხია და ზოგიერთი მათგანი საკმაოდ გრძელია. სამწუხაროდ, ხდება ხოლმე, რომ მოდერნისტულად განწყობილი მღვდლები გამოტოვებენ ხოლმე ამ ლოცვებს, - მათი წაკითხვა საჭირო არ არისო. სწორედ ამ ლოცვებში ეკლესია ღვთისაგან ბოძებული ხელმწიფებით ითხოვს ადამიანის სულის განთავისუფლებას მასში ჩაბუდებული უძველესი მტრისაგან. მაგრამ ჩვენს მოდერნისტებს ეს ყველაფერი კურიოზულად და არქაულად მიაჩნიათ. ეშინიათ, ჩამორჩენილად და სასაცილოდ არ გამოჩნდნენ მრევლის თვალში. თუმცა არ მახსოვს, ნათლობისას ამას სიცილი გამოეწვიოს, თუნდაც არაეკლესიურებს შორის.

ვალერი პოსტოევის შესახებ მამა იოანეს (კრესტიანკინი) მივწერე. მიპასუხა, რომ უნდა შეგვევსო ბიჭისთვის წაკითხული შეფუცვის ლოცვები. რაც შევასრულეთ კიდეც დონის მონასტერში. მას მერე ხანძრები შეწყდა. პოდპოლკოვნიკი მოინათლა და მთელი მისი ოჯახი ჩვენი მრევლი გახდა. ბიჭი, რა ხანია, გაიზარდა და ახლა მილიციის მაიორია".

ღვთისმეტყველები. ერთხელ მამა იოანესთან სასულიერო აკადემიის კურსდამთავრებული ახალგაზრდა მივიდა და გაცნობისას უთხრა, - მე ღვთისმეტყველი ვარო.

მამა იოანემ გაოცებულმა ჰკითხა: - მეოთხე?

- რა "მეოთხე"? - ვერ მიხვდა აკადემისტი. მამა იოანემ აუხსნა: - ეკლესიაში მხოლოდ სამი ღვთისმეტყველი ვიცით: პირველი - იოანე ღვთისმეტყველი, მოციქული და საყვარელი მოწაფე მაცხოვრისა, მეორე - გრიგოლი ღვთისმეტყველია, მესამე კი - სვიმონ ახალი ღვთისმეტყველი. ორიათასწლოვანი არსებობის მანძილზე ეკლესიამ მოისურვა, მხოლოდ მათთვის მიენიჭებინა "ღვთისმეტყველის" სახელი. თქვენ კი, გამოდის, რომ მეოთხე ხართ? "ვინ იცის, უფალი ვის როდის გაუგზავნის სულიერ სიბრძნეს. სინამდვილეში, ღვთისმეტყველი რომ იყო, აუცილებელი არ არის კაბა გეცვას და სასულიერო აკადემია დაამთავრო. "სული ქრის, საითაც სურს!" - გაოცებულმა წამოიძახა იოანემ.

ერთხელ ჩვენი მირქმის მონასტრის გუნდთან ერთად შორეულ აღმოსავლეთში ვიყავი, სტრატეგიული ავიაციის სამხედრო ბაზაში. ღვთისმსახურების და ოფიცერთა კონცერტის მერე სადილად მიგვიწვიეს. ეს პირველი მართლმადიდებელი ღვთისმსახურება იყო მრავალი წლის მერე ამ შორეულ სამხედრო ქალაქში. ხალხი ინტერესით გვიცქერდა. ტრაპეზის წინ, ქრისტიანთა ჩვეულებისამებრ, "მამაო ჩვენო" წარვთქვით. ჩვენთან ერთად ლოცულობდა და ჯვარს ისახავდა ყველასგან პატივცემული გენერალიც. ორი საათის მერე, სუფრის დასასრულს, ოფიცრებმა ჰკითხეს:

- ამხანაგო გენერალო, დავინახეთ, რომ თქვენ ჯვარს ისახავდით. ჩვენ პატივსა გცემთ, მაგრამ ვერ გაგიგეთ. შესაძლოა, თქვენ ბევრ რამეზე ფიქრი მოასწარით, რაზეც ჩვენ ჯერ არ გვიფიქრია. გვითხარით, ამ განვლილი წლების მანძილზე რას მიხვდით, რა არის უმთავრესი ცხოვრებაში, მისი არსი რაში მდგომარეობსო.

გენერალმა მცირე ხნის დუმილის შემდეგ თქვა:

- ცხოვრებაში მთავარია, წმინდა გული გქონდეს ღვთის წინაშე!

შემძრა მოსმენილმა სიღრმითა და საღვთისმეტყველებო სიზუსტით, ასე თქმა მხოლოდ ნამდვილ ღვთისმეტყველს შეეძლო - მოაზროვნესა და პრაქტიკოსს. მაგრამ, ვფიქრობ, რომ არმიის გენრალი ამას ვერ ხვდებოდა.

რუსეთის ემიგრანტულ ეკლესიასთან შეერთებისთვის მოლაპარაკების დროს გერმანიისა და დიდი ბრიტანეთის მთავარეპისკოპოსმა მარკოზმა აღიარა, - რუსეთში ისეთი რამ შემემთხვა, რომელმაც დამარწმუნა, ამ ქვეყანაში მომხდარი სულიერი ცვლილებები პროპაგანდა კი არა, რეალობააო.

ერთხელ ის ერთ მღვდელთან ერთად ავტომობილით მოსკოვის გარეუბანში მიდიოდა. მეუფე მარკოზი გერმანელია, მისთვის უჩვეულო იყო, რომ ტრასაზე, სადაც უამრავი საგზაო ნიშანი 90კმ/სთ-ზე მეტი სიჩქარით სიარულს კრძალავდა, მათი მანქანა 140-ით მიქროდა.

მეუფე დიდხანს ითმენდა, ბოლოს დელიკატურად მიუთითა მძღოლ-მღვდელს, - ასე არ შეიძლებაო. მან მხოლოდ გაიცინა გულწრფელი უცხოელის გულუბრყვილობაზე და დაარწმუნა, ყველაფერი წესრიგშიაო.

- პოლიციამ რომ გაგაჩეროს? - ვერ მიუხვდა ნათქვამს მეუფე.

- პოლიციასთანაც ყველაფერი წესრიგში გვაქვს!

ცოტა ხნის მერე ისინი ავტოინსპექციის თანამშრომელმა გააჩერა. მღვდელმა მანქანის სარკმელი ჩასწია და გულღიად მიესალმა ახალგაზრდა მილიციელს:

- გამარჯობა, უფროსო! მაპატიე, გვეჩქარება.

მაგრამ მილიციელმა ყურადღება არ მიაქცია მის მისალმებას და მოსთხოვა, - წარმოადგინეთ საბუთებიო.

- კარგი, გეყოფა უფროსო! - აღელდა მოძღვარი, - ვერ ხედავ, რომ ძალიან გვეჩქარება?

- საბუთები წარმოადგინეთ! - გაუმეორა მილიციელმა.

მღვდელს ეწყინა, შერცხვა სტუმრის წინაშე, სხვა რა გზა ჰქონდა, გაუწოდა მართვის უფლება და ტექპასპორტი, თან თავი ვერ შეიკავა და გესლიანად ჩაილაპარაკა:

- კარგი, აიღეთ! თქვენი საქმეა დასჯა, ჩვენი კი - შეწყალება!

მილიციელმა ცივად შეხედა და უთხრა:

- ჯერ ერთი, ჩვენ კი არა, კანონი გსჯით, ხოლო თქვენ კი არ იწყალებთ, არამედ უფალი ღმერთი.

"აი მაშინ მივხვდი, რომ რუსეთის გზებზე მილიციელებიც მსგავსი კატეგორიებით მსჯელობენ და ქვეყანაში ყველაფერი კვლავ შეიცვალა", - თქვა მეუფე მარკოზმა.

ბერის საქმე. არქიმანდრიტი ტიხონი (შევკუნოვი) მოგონებათა წიგნში მოგვითხრობს ფსკოვის მღვიმევის მონასტრის სქემიღუმენ მელქისედეკზე, წმინდა და ღმერთშემოსილ ბერზე და იმ საგულისხმო ამბავზე, მას რომ შეემთხვა: მამა მელქისედეკი, დიდი სქემის მიღებამდე, სხვა მღვდლებივით მსახურობდა მონასტერში და იღუმენი მიხეილი ერქვა. ის გამოცდილი და დახელოვნებული დურგალი იყო. მონასტრის ტაძრებსა და ძმების კელიებში დღემდე ნახავთ მის გაკეთებულ კიოტებს, ხატის ჩარჩოებს, ანალოღიებს, სკამებს, კარადებს, სხვადასხვა ავეჯს. მონასტრის საკეთილდღეოდ ის დილიდან საღამომდე მუშაობდა.

ერთხელ მონასტრისთვის დიდი რაღაცის გაკეთება უბრძანეს. რამდენიმე თვე მუშაობდა, თითქმის არ გამოდიოდა სახელოსნოდან. როცა სამუშაო დაასრულა, თავი იმდენად ცუდად იგრძნო, რომ როგორც თვითმხილველები ჰყვებიან, წაიქცა და მოკვდა. შემსწრის ყვირილზე რამდენიმე მონაზონმა მოირბინა, მათ შორის იყო მამა იოანეც (კრესტიანკინი). მამა მიხეილს სიცოცხლის ნიშანწყალი არ ეტყობოდა. ყველა დამწუხრებული შეიკრიბა მის გარშემო. უეცრად მამა იოანემ თქვა: - არა, მკვდარი არ არის, ის კიდევ იცოცხლებსო და ლოცვა დაიწყო. მონასტრის დურგალმა თვალები გაახილა და გაცოცხლდა. ყველამ შეამჩნია, რომ იგი სულის სიღრმემდე რაღაცამ შეძრა. ცოტა გონს რომ მოვიდა, მამებს შეევედრა, წინამძღვარი მომიყვანეთო. ცრემლებით შეევედრა წინამძღვარს, დიდ სქემაში აღეკვეცა. ასეთმა თვითნებობამ წინამძღვარი, მამა გაბრიელი, გააბრაზა და ავადმყოფს უთხრა, სისულელეებს თავი დაანებე, მალე გამოჯანმრთელდი და იმუშავეო. თუმცა წინამძღვარი მეორე დილით დაბნეული თვითონვე მივიდა მამა მიხეილის კელიაში და აუწყა, რომ მალე დიდი სქემით შემოსავდა მას. ამბობენ, იმავე ღამეს წინამძღვარს მონასტრის დამაარსებელი ღირსი იღუმენი კორნილიოსი გამოეცხადა, რომელიც XVI საუკუნეში ივანე მრისხანემ საკუთარი ხელით მოკლა და წინამძღვარს იმ ქვეყნიდან მობრუნებული ბერის თხოვნის აღსრულება უბრძანაო. მამა მიხეილს ძველი ბიბლიური სახელი მელქისედეკი უწოდეს. თუ რატომ, ესეც დიდ საიდუმლოდ დარჩა, თუნდაც იმიტომ, რომ მამა გაბრიელს არც სქემაში შემოსვისას და არც შემდეგ ეს ძველაღთქმისეული სახელი სწორად ერთხელაც არ წარმოუთქვამს.

რა ნახა ისეთი მამა მელქისედეკმა, რამაც ასე შეცვალა მისი ცხოვრება და დაეყუდა? მამა ტიხონის შეკითხვაზე დიდი ხნის დუმილის შემდეგ მამა მელქისედეკმა უპასუხა, რომ მაშინ უზარმაზარ მინდორში აღმოჩნდა, გაუყვა გზას და უეცრად წინ ვეებერთელა ხრამს გადაეყარა, სადაც ჭუჭყსა და ტალახში დანგრეული მაგიდები, დამტვრეული სკამები და კარადები ეყარა. როცა კარგად დააკვირდა, იცნო - ყველაფერი მისი გაკეთებული იყო. თრთოლვით შესცქეროდა თავისი მონასტრული ცხოვრების ნაყოფს და უეცრად იგრძნო, რომ მის გვერდით ვიღაც იდგა. მოიხედა და ღვთისმშობელი იხილა. მან სევდიანად შეხედა ბერის მრავალი წლის ნაშრომს, მერე კი უთხრა: - შენ მონაზონი ხარ, ჩვენ შენგან ველოდით უმთავრესს - სინანულსა და ლოცვას. შენ კი მხოლოდ ეს შესწირე...

ხილვა დასრულდა და გარდაცვლილი კვლავ მონასტერში აღმოჩნდა, გაცოცხლდა. ამ ამბის მერე მამა მელქისედეკი სრულიად შეიცვალა...

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
01.02.2023

შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე) მამა გაბრიელს და ანტონ მარტმყოფელის მამათა მოანსტერში
21.02.2021
ბატონი ზურაბ ვარაზაშვილის გარაცვალებამ თითოეულ ჩვენგანს დაწყვიტა გული.
02.11.2020
სამთავროს დედათა მონასტერში, კათოლიკოს-პატრირქის ერთ-ერთი სტუმრობის დროს, ბერი გაბრიელი კოშკიდან გამოვიდა, "სამეფო" რვალის დიადემით.
ურთიერთ ამბორყოფისა და მოკითხვის შემდეგ პატრიარქმა ჰკითხა: "მამა გაბრიელ, ეგ დიადება ოქროსია?"
29.11.2019
მამა ფადეის (თადეოზი) ვიტოვნიცელს, უაღრესად პატივცემულ სერბ მოძღვარს, ოჯახის შესახებ კითხეს:
29.11.2019
- მარხვა რა არის?
ეხლავე აგიხსნიო, უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები.
03.11.2019
ცნობილი საეკლესიო მწერალი სერგი ნილუსი მოგვითხრობს: "დღეს მამა იოსებთან მივედი, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. მამები ისვენებდნენ.
27.12.2018
ღირსი მამა გაბრიელის დედის, მონაზონ ანას ფოტო სოციალურ ქსელში, თინათინ მჭედლიშვილის გვერდზე ვნახე.
26.08.2018
იღუმენია ელისაბედი (ზედგინიძე):
-ერთხელაც, მამა გაბრიელმა მარტყოფის მონასტერში მთხოვა წასვლა.
29.11.2017
გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი,
27.08.2017
,,ლეგენდის თანახმად, ავღანელებთან ბრძოლისას, ძალაგამოლეულ ქართველებს "თამზანის გორაზე" წმინდა გიორგი გამოეცხადათ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
წმინდა ამბროსი მედიოლანელი 340 წელს დაიბადა იტალიის ქალაქ ტრირში, სადაც ცხოვრობდნენ მისი მშობლები.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat