ნამდვილი ქრისტიანი, შეუძლებელია, არ ევნებოდეს ამქვეყნად!
ნამდვილი ქრისტიანი, შეუძლებელია, არ ევნებოდეს ამქვეყნად!
ძველ პატერიკებს საოცარი სიტკბოება აქვთ და ისეთივე ცოცხალნი არიან, როგორც გარდასულ საუკუნეთა ქველი საქმეები. ისინი დროის ზღვარს შლიან და სიწმინდეში ამთლიანებენ ძველებს და ახლებს, წასულებსა თუ მომავალთ... დიდი ძალა აქვს წმინდა სიტყვას და თუნდაც ოდესღაც ჩადენილ სულიერ გმირობას, ალბათ, ამიტომაც გვიხმობს მათი მადლი ასე ხშირად საკუთარ თავთან დასაბრუნებლად...

***
ერთი ბერი ალექსანდრიაში ყოფნისას ტაძარში სალოცავად შევიდა. იქ მან წარჩინებული ქალბატონი ნახა, რომელიც მონის თანხლებით მოსულიყო ტაძარში და ძალზე მწუხარე სახე ჰქონდა... მაცხოვრის წინ ქვე დაემხო და შეღაღადა: "რატომ მიმატოვე, უფალო? შემიბრალე მე, ყოვლადმოწყალეო!.."

მისი ამგვარი ღაღადისის გაგონებაზე, იხილა რა, რომ დიდებული ქალბატონი ცხარე ცრემლით ტიროდა, ბერმა იფიქრა, - ალბათ, ქვრივია და ვიღაც ძალზე შეაჭირვებსო და განიზრახა, რითიც შეეძლო, დახმარებოდა... დაელოდა, ვიდრე ლოცვას დაასრულებდა, შემდეგ კი მონა გაიხმო და უთხრა: "გადაეცი შენს ქალბატონს, რომ მასთან საუბარი მსურს!"

როცა წარჩინებული ქალი ბერთან მივიდა, ამ უკანასკნელმა ჰკითხა: "ვინ შეგაჭირვებს, ასე მწარე ცრემლით რომ ევედრები და შესჩივი უფალსო?!" ქალი კვლავ ატირდა და ცრემლთაღვრით უთხრა: "მე მშვიდობით ვცხოვრობ და არავინ შემაჭირვებს, იმის გამო ვარ დამწუხრებული, რომ ჩემი მცონარობისა და არაგულმოდგინების გამო ღმერთმა მიმატოვა და აი, უკვე სამი წელია, არავითარ სენსა და მწუხარებას აღარ მოვუხილვივარ, არც ჩემი ძე გამხდარა ავად და შინაურ ფრინველთა და ცხოველთაგანაც კი არც ერთი არ დამკლებია, ჰოდა, როცა ამაზე დავფიქრდი, მივხვდი, რომ ღმერთი განრისხებულია ჩემზე. ახლა ვევედრები, შემიწყალოს და რაიმე სნეულებით და მწუხარებით მეწვიოს, რადგან ნამდვილი ქრისტიანი, შეუძლებელია, არ ევნებოდეს ამქვეყნად!"

ბერი ძალზე გააოცა ამ ღვთისმოშიში ქალის ამგვარმა რწმენამ და კეთილმსახურებამ და ღვთის განდიდებით განეშორა მას.

***
ერთხელ მოძღვარმა ბერმა აპოლონიოსმა, შეიტყო რა, რომ წარმართთ ერთი ბერთაგანი შეეპყროთ და საპყრობილეს შთაეგდოთ, ძმებით - სხვა ბერებითურთ მივიდა საპყრობილეში მის სანუგეშებლად და განსამტკიცებლად. იმ დროს იულიანე განდგომილის მიერ ჭეშმარიტი მორწმუნენი იდევნებოდნენ.

- ბრძოლის დრო დადგა, - ეუბნებოდა იგი პყრობილ ბერს, - და ერთგულ მორწმუნეთა სულები განსაცდელს უნდა ეწიონ, რათა თითოეულის სიმტკიცე გაცხადდესო.

სხვებიც მსგავსი სიტყვებით განამხნევებდნენ ჭაბუკ თანამოძმეს. ამასობაში მოულოდნელად ასისთავი მოვიდა საპყრობილეში და ძალზე განრისხდა იმის გამო, რომ თანამოძმის გასამხნევებლად მოსული მამები იხილა, შემდეგ მცველებს უბრძანა, კარი ჩაერაზათ და აპოლონიოსიც და მისი მხლებელი ბერებიც პყრობილნი აღმოჩნდნენ.

ასისთავმა საპყრობილე მრავალრიცხოვან მცველებს ჩააბარა და თავად შინ გაბრუნდა. ბერებმა მორჩილად მიიღეს თავიანთი ხვედრი და ლოცვად დადგნენ. შუაღამისას ანაზდად მათ უფლის ანგელოზი მოევლინათ სხივმფინარე ნათლით და საპყრობილის კარნი განუხვნა... შეძრწუნებული მცველები ბერებს ფეხებში ჩაუვარდნენ და ევედრებოდნენ - წადითო. გვიჯობს, ჩვენ დავიხოცოთ თქვენი გულისთვის, ვიდრე თქვენზე მზრუნველ ღმერთს შევეწინააღმდეგოთო.

უთენია კი საპყრობილეში ასისთავი მოვარდა სხვა უფროსობასთან ერთად და ისიც იმავეს ევედრა ბერებს: - წადით, ღამით ჩემი სახლი მიწისძვრისაგან დაიქცა, ჩემი საუკეთესო მსახურნი კი დაიხოცნენო...

წმინდა მამებმა გალობით დატოვეს საპყრობილე და უდაბნოს შეუერთდნენ, ჰქონდათ რა, მოციქულთა დარად, "გული და გონებაი ერთ" (საქმე მოციქ. 4, 32).

***
ორ სოფელს შორის საზღვრების გამო ერთხელ თურმე მტრობა ჩამოვარდნილა. როდესაც ამის შესახებ ღვთის კაცმა, აპოლონიოსმა შეიტყო, დასაშოშმინებლად ამ სოფლებისაკენ გამოსწია, მაგრამ გადამტერებულები იმდენად იყვნენ განხურვებულნი, რომ შერიგებას არ აპირებდნენ, განსაკუთრებით კი - ერთ-ერთი მხარე, რადგან ვიღაც ავაზაკის დახმარების იმედი ჰქონდა. სწორედ იგი გახლდათ ამ დაპირისპირების წამქეზებელი.

შეიტყო თუ არა აპოლონიოსმა ამის შესახებ და ავაზაკსაც დააკვირდა, მიხვდა, რომ თუ მას დაარწმუნებდა, საქმეც მშვიდობით დასრულდებოდა, ამიტომ ავაზაკი გაიხმო და სიყვარულით უთხრა: - მეგობარო, თუ დამეხმარები და ამ ორ სოფელს შორის მშვიდობას ჩამომაგდებინებ, უფალს შევევედრები და ის ყველა ცოდვას შეგინდობსო.

წმინდა კაცის სიტყვა იმდენად ძალმოსილი იყო, რომ ავაზაკმა უმალ ირწმუნა მისი და გულშეძრული ფერხთ შეუვრდა აპოლონიოსს, შემდეგ ხალხს მიმართა და უბრძანა, მშვიდობიანად დაშლილიყვნენ.

მალე ყველა დაიშალა, თავად ავაზაკი კი აპოლონიოსთან დარჩა და ევედრებოდა, - დანაპირები შემისრულეო.

ღირსმა მამამ იგი თავის სამყოფელში წარიყვანა და გზაში ამგვარად დამოძღვრა: - უპირველესად, ცხოვრება ძირეულად უნდა შეიცვალო, შემდეგ კი მოთმინედ ევედრო ღმერთს წყალობის მომადლება და რწმენით ელოდო დაპირების აღსრულებას, რადგან თვით უფალი გვეუბნება: "უკეთუ ძალ-გიც რწმუნებად, ყოველივე შესაძლებელ არს მორწმუნისა!" (მარკ. 9, 23).

სავანეში მისულებმა დაიძინეს და აი, ორივე ერთ სიზმარს ხედავს: ისინი ცათა შინა არიან და უფლის საყდრის წინაშე დგანან... გარშემო ანგელოზები და წმინდანები არიან, რომელნიც ლოცვებს აღუვლენენ უფალს და თავადაც ლოცვად დგებიან... მაგრამ, აი, ღვთის სიტყვამ იქუხა მათზე: "არა არს ზიარება ნათლისა და ბნელისა! ურწმუნოს არა აქვს ნაწილი მართალთან! მაგრამ შენი ლოცვებისათვის, აპოლონიოს, მოეცემა მაგას ხსნა!"

რაც მათ ამ სიზმრისეულ ჩვენებაში იხილეს, იმის გადმოცემა არც ენას ძალუძს და არც ყურს - სმენა, ძილისაგან აღდგომილებმა კი ყოველივე მონასტრის ძმობას აუწყეს...

დიდი იყო მათი გაოცება, როცა ორივე ერთსა და იმავე ჩვენებაზე ლაპარაკობდა... მოქცეულმა ავაზაკმა ღრმად შეინანა თვისი ცოდვები, სრულიად შეიცვალა ცხოვრება, სიწმინდესა და კეთილმსახურებას ეზიარა და უწინდელი მძვინვარე მგელი უმანკო კრავად გარდაისახა.

***
მღვდელმთავარმა პავლინემ, ნოლანის ეპისკოპოსმა, ქონება გაყიდა, რომ თანამემამულენი ვანდალთა ტყვეობიდან გამოესყიდა და სრულიად უარაფროდ დარჩა. ამ დროს მასთან ქვრივი ქალი მივიდა და სთხოვა, - მეც მიწილადე ფული, რომ ჩემი ძე გამოვიხსნა ტყვეობიდანო. მღვდელმთავარმა უთხრა: "მერწმუნე, აღარაფერი დამრჩა, მაგრამ, თუ გსურს, მე წამიყვანე როგორც მონა, გამყიდე და შენი ძე გამოისყიდეო".

ქვრივმა ეს სიტყვები თავიდან დაცინვად მიიღო, მაგრამ როცა პავლინემ თავის გულწრფელობაში დაარწმუნა, დათანხმდა, მასთან ერთად წასულიყო თრაკიაში, სადაც მისი ძე ვანდალთა ხელმწიფის სიძეს ჰყავდა დატყვევებული... იქ ქალი ცრემლთაღვრით ევედრა მთავარს, - შემიბრალე, გამოუშვი ჩემი ძეო, მაგრამ როცა თხოვნამ ვერ გაჭრა, წმინდანზე მიუთითა და უთხრა: - ეს კაცი მონაა ჩემი და ვაჟიშვილში გამიცვალეო.

მღვდელმთავრის კეთილსახიერი გარეგნობით მოხიბლულმა მთავარმა უბრალოდ შემოსილ პავლინეს ჰკითხა, - რაიმე ხელობა თუ იციო.

- არაფერი, მხოლოდ ბოსტნეულის მოყვანა შემიძლიაო.

მაშინ მთავარმა ტყვედ დაიტოვა იგი, ქვრივის ვაჟიშვილი კი დედასთან ერთად გამოუშვა...

და აი, ღვთის მღვდელმთავარი მებოსტნე გახდა და თავად მიართმევდა ხოლმე მოყვანილ ბოსტნეულს ვანდალთა მთავარს, რომელსაც მასთან საუბარი ძლიერ უყვარდა.

ასე გრძელდებოდა საკმაოდ დიდხანს... ერთხელაც, საუბრისას, პავლინემ უთხრა მთავარს: "გავიგე, გამგზავრებას აპირებ, ნურსად წახვალ, რადგან მეფე მალე აღესრულება და თუ შენ აქ არ იქნები, მეფედ სხვას დასვამენო".

ამ სიტყვებით შეძრწუნებულმა მთავარმა მაშინვე აუწყა ეს თავის სიმამრს, მეფეს, რომელმაც ბრძანა, - ახლავე აქ მომგვარეთ მოხუცი მებოსტენო და როცა შეხედა, შეძრწუნდა, მოუხმო სიძეს და უთხრა: "რაც ამ მონამ გითხრა, სიმართლეა! ამ ღამით, სიზმარში ჩემი სამსჯავრო ვნახე, სადაც ყველა ჩემი დიდებული იყო, ხოლო ყველაზე მაღლა ეს კაცი იჯდა! სამსჯავრო იმით დასრულდა, რომ მეფობა წამართვეს... ეს უბრალო კაცი არ არის, რადგან მე იგი მაღალი ხარისხით მოსილი ვიხილე!"

მაშინ მთავარმა ცალკე გაიხმო პავლინე და დაეკითხა, - გამიმხილე, სინამდვილეში ვინ ხარო?! პავლინე დიდხანს არიდებდა თავს სიმართლის თქმას, მაგრამ რომ დაინახა, აღარ ეშვებოდნენ, გაამხილა, - ეპისკოპოსი ვარო. მთავარმა შიშითა და უდიდესი თავმდაბლობით სცა თაყვანი მღვდელმთავარს და შესთავაზა, - რაც გინდა, მთხოვეო. პავლინემ ყველა თანამემამულის ტყვეობიდან დახსნა შესთხოვა და მალე დიდი სიხარულითა და ზეიმით მათთან ერთად დაუბრუნდა სამშობლოს, მისი წინასწარმეტყველება კი ზედმიწვნით აღსრულდა, - ვანდალთა მეფე სულ მალე აღესრულა და მის ადგილას სწორედ ის მთავარი დასვეს, ვისთანაც წმინდა პავლინე ნებაყოფლობით ტყვეობაში იმყოფებოდა.

***
ქალაქ ემაუსის (ნიკოპოლის) სანახებში ერთი სასტიკი ავაზაკი, სახელად კირიაკი, იმგვარი არაადამიანურობით ყაჩაღობდა, რომ მეტსახელად მგელიც კი შეარქვეს... მის ხროვაში ყველა ჯურის ხალხი იყო, - ქრისტიანებად მონათლულებიც, იუდეველებიც და სამარიტელებიც. ერთხელ ემაუსელები, დიდ შაბათს, იერუსალიმს გაემართნენ, რათა ბავშვები მოენათლათ... ნათლობის შემდეგ უკან ბრუნდებოდნენ, რათა ქრისტეს ბრწყინვალე აღდგომა შინ ედღესასწაულათ... გზად ავაზაკებს გადაეყარნენ, ოღონდ მათი მეთაურის გარეშე. მამაკაცებმა თავს გაქცევით უშველეს... ავაზაკებმა - ებრაელებმა და სამარიტელებმა - ბავშვებს ხელი არ ახლეს, ქალები კი შეიპყრეს და გააუპატიურეს... ამასობაში გაქცეულ მამაკაცებს წინ ავაზაკთა თავკაცი შემოხვდათ და ოდეს შეიტყო, რაც მომხდარიყო, დააბრუნა ისინი და თავის ხროვასთან მივიდა... იქ ქალებმა ტირილით აუწყეს ავაზაკთა ბილწი საქმის შესახებ. კირიაკმა ნაძირლებს თავები დააყრევინა და კაცებს ბავშვების წაყვანა იმ პირობით უბრძანა, რომ ქალები ჯერხანობით მათ არ შეხებოდნენ, რამდენადაც წაბილწულნი იყვნენ...

ავაზაკმა კირიაკმა ისინი სახლებამდე მიაცილა. რამდენიმე ხნის შემდეგ იგი შეიპყრეს და საპყრობილეში შთააგდეს. მას უეჭველი სიკვდილი ელოდა, მაგრამ დრო გადიოდა, ის კი საპყრობილეში იჯდა და, ღვთის განგებით, არავინ სჯიდა. ამგვარ ყოფაში გაატარა ათი წელიწადი... ამ ხნის მანძილზე საპყრობილის მრავალი მთავარი შეიცვალა, მაგრამ არც ერთ მათგანს არ აღუსრულებია სასიკვდილო განაჩენი, ბოლოს კი საერთოდაც გაათავისუფელს...

თავად კირიაკი ამბობდა: "ჩემ მიერ ხსნილი ბავშვების სანაცვლოდ ღმერთმა ბოროტი სიკვდილისაგან დამიფარა, ისინი სიზმრად გამომეცხადნენ და მაუწყეს: - ნუ გეშინია, უფალს შენთვის ვევედრებითო!"

***
ღირსი მამა დავითი ადრე ავაზაკი იყო, მრავალი ბოროტება ჩაუდენია, მკვლელობანიც კი. როგორც მისი მემატიანე გვამბობს, მასზე ბოროტი ავაზაკთაგან არავინ ყოფილაო. და აი, ერთხელ, როცა ამხანაგებთან ერთად მთაზე ისვენებდა და წარსულ ცხოვრებაზე ფიქრობდა, ანაზდად თავზარი დაეცა თავის ბოროტ საქმეთა გამო, შეინანა და გადაწყვიტა, სიცოცხლის დარჩენილი დღეები ღმერთის სამსახურში გაეტარებინა. მან მიატოვა თავისი ხროვა, მონასტერში მივიდა და წინამძღვარს სთხოვა, - ბერობა მსურს, შენს საძმოში მიმიღეო... იღუმენმა იფიქრა, რომ უკვე ასაკოვანი დავითი ვეღარ შეძლებდა ამგვარი ღვაწლის ტვირთვას და მიღებაზე უარი უთხრა. დავითი დიდხანს ევედრა - მიმიღეთ მონასტერში, ყველაფერში დაგემორჩილებით, ღმერთს მინდა მივუძღვნა ჩემი დარჩენილი სიცოცხლეო, მაგრამ წინამძღვარი კვლავაც უარზე იყო. მაშინ განაწყენებულმა დავითმა წამოიძახა: "იცით, მამაო, ვინ ვარ? მე დავითი ვარ, ავაზაკთა წინამძღოლი და თუ ახლავე არ მიმიღებ მონასტერში, კვლავ ავაზაკობას დავუბრუნდები, ბოროტ საქმეებს ჩავიდენ, აქაც მოვიყვან ჩემს ამხანაგებს და ცოცხალს აღარავის დაგტოვებთო!"

ამის გაგონებაზე იღუმენმა გადაწყვიტა, მიეღო, - არა შიშის, არამედ იმის გამო, რომ სინანულის გზაზე მდგარი ავაზაკი კვლავ ბოროტმოქმედად არ ქცეულიყო...

მონასტერში დავითი მალევე აღკვეცეს ბერად და ისიც გულმოდგინედ შეუდგა საბერო ღვაწლს, იყო თავმდაბალი, თავშეკავებული, ბევრს მარხულობდა და ლოცულობდა, მორჩილად აღასრულებდა ყოველ საქმეს, ისე, რომ მალე ყველას გადაამეტა კიდეც სამონაზვნო ღვაწლში. იმ მონასტერში კი სამოცდაათი მამა ცხოვრობდა...

ერთხელაც თავის სენაკში მყოფ დავითს უფლის ანგელოზი გამოეცხადა და აუწყა: "დავით! დავით! მოგიტევა შენ უფალმა ცოდვები! ამიერიდან სასწაულებს აღასრულებ!"

და მართლაც, დავითი ბრმებს თვალებს აღუხელდა, კოჭლებს ფეხს უსწორებდა, უამრავ სნეულებას განკურნავდა და ბოროტ სულებსაც განასხამდა. აი, ასე დიდია, ძმებო, ღვთის გამოუთქმელი მოწყალება ცოდვილებისადმი.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
01.02.2023

შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე) მამა გაბრიელს და ანტონ მარტმყოფელის მამათა მოანსტერში
21.02.2021
ბატონი ზურაბ ვარაზაშვილის გარაცვალებამ თითოეულ ჩვენგანს დაწყვიტა გული.
02.11.2020
სამთავროს დედათა მონასტერში, კათოლიკოს-პატრირქის ერთ-ერთი სტუმრობის დროს, ბერი გაბრიელი კოშკიდან გამოვიდა, "სამეფო" რვალის დიადემით.
ურთიერთ ამბორყოფისა და მოკითხვის შემდეგ პატრიარქმა ჰკითხა: "მამა გაბრიელ, ეგ დიადება ოქროსია?"
29.11.2019
მამა ფადეის (თადეოზი) ვიტოვნიცელს, უაღრესად პატივცემულ სერბ მოძღვარს, ოჯახის შესახებ კითხეს:
29.11.2019
- მარხვა რა არის?
ეხლავე აგიხსნიო, უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები.
03.11.2019
ცნობილი საეკლესიო მწერალი სერგი ნილუსი მოგვითხრობს: "დღეს მამა იოსებთან მივედი, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. მამები ისვენებდნენ.
27.12.2018
ღირსი მამა გაბრიელის დედის, მონაზონ ანას ფოტო სოციალურ ქსელში, თინათინ მჭედლიშვილის გვერდზე ვნახე.
26.08.2018
იღუმენია ელისაბედი (ზედგინიძე):
-ერთხელაც, მამა გაბრიელმა მარტყოფის მონასტერში მთხოვა წასვლა.
29.11.2017
გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი,
27.08.2017
,,ლეგენდის თანახმად, ავღანელებთან ბრძოლისას, ძალაგამოლეულ ქართველებს "თამზანის გორაზე" წმინდა გიორგი გამოეცხადათ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat