მისი მკერდისკენ მომავალი ტყვია სწორედ ამ ღვთისმშობლის გულსაკიდმა ხატმა აისხლიტა...
მისი მკერდისკენ მომავალი ტყვია სწორედ ამ ღვთისმშობლის გულსაკიდმა ხატმა აისხლიტა...
ეს ორსაუკუნოვანი ძველი ამბები იმდროინდელი გამოცემებიდან თაფლის წვეთებივით იმ იმედით ამოვკრიბეთ, რომ
, ადამიანის ბუნებიდან გამომდინარე, მსგავსი ისტორიები ხშირად უფრო ადვილად ეხება გულს, ვიდრე ხანგრძლივი შეგონებანი. დაე, ისინი Gვენს სულსაც ისევე ესალბუნოს და ფერი უცვალოს, როგორც აქ ნახსენებ ორ ადამიანს.
რუსეთის ქალაქ გროდნოში დაბრძანებულია ხელთუქმნელი ხატი ოსტრომსკის ღვთისმშობლისა, რომელმაც იმავე ქალაქში თავისი სასწაულებრივი გამოცხადებისთანავე იმდენი საკვირველი კურნება აღასრულა, რომ იქაურებმა უმალ ირწმუნეს მისი ძალმოსილებისა.

ამ საოცარი ხატის პირი 1867 წელს ერთ-ერთ ოჯახში ბრძანდებოდა და დიდი სასწაული აქაც აღასრულა.

იმდროინდელმა ქრონიკამ ჩვენამდე მოიტანა ხსენებული ოჯახის ნათესავი ქალბატონის ცოცხალი ისტორია:

"- ვ. კ. დედის მხრიდან მენათესავებოდა, წესიერი, განათლებული და მდიდარი ადამიანი გახლდათ, ამასთან, ფრიად გონიერიც, მაგრამ, სამწუხაროდ, მთავარი არ გააჩნდა - რწმენა და ღვთის სიყვარული. მისთვის ყოველი, რაიც უფალს შეეხებოდა, საქილიკო და მასხრად ასაგდები შეიქნებოდა ხოლმე. მართლაც აღმაშფოთებელი თავგასულობით შეურაცხყოფდა ღმერთს და დაუფარავი მკრეხელობით ქადაგებდა ათეიზმს.

საკუთარი შესაშური მდგომარეობის გამო გადიდგულებულს და ბედსვიანს დაჰვიწყებოდა, რომ ყოველგვარ მიწიერს ბოლო ერთი აქვს...

მართლაც საზარელი გახლდათ ჩვენთვის მის უგუნურ აზრთა ყურისგდება, ამ გონებადაბნელებულზე არც შეგონება ჭრიდა და არც რჩევა, ხოლო ბედისწერა, თითქოს საგანგებოდ, უფრო და უფრო ანებივრებდა - ყველაფერი იოლად გამოსდიოდა, მისი ყოფა ლაღად და საამოდ მიედინებოდა და არც ერთი მწარე წუთი თუ დღე არ ჩრდილავდა ამ უღმერთოს ცხოვრებას, - ნუგეში თითქოს არც ადამიანისა სჭირდებოდა და აღარც ღვთისა.

მაგრამ, როგორც ჩანს, მისი გარდაცვლილი დედის, ურყევი რწმენის მქონე უკეთილშობილესი ქალბატონის ლოცვა შეეწია - ვედრების შედეგად ამ მკრეხელის გადარჩენა თავად ღვთისმშობელმა დედამ იდვა თავს და ერთ მშვენიერ დღეს დადგა ჟამი მისი გონზე მოყვანისა: ერთთხელაც კ-მ, რომელიც სამხედრო გახლდათ, შვებულება აიღო და გზად ქალაქ გროდნოში, ერთ-ერთ ნათესავთაგანთან შეიარა, რომელიც სამსართულიანი სახლის სხვენში განთავსებულ ბინაში ცხოვრობდა.

ოთახი, სადაც სტუმარ-მასპინძელმა თავი მოიყარა, უხეშად ნათალი ქვაფენილით მოკირწყლულ ქუჩას გადმოჰყურებდა. მათთან ერთად იმყოფებოდა დიასახლისის სამიოდე წლის ბიჭუნა, რომელიც ნამცხვარს შეექცეოდა. წარმოიდგინეთ მათი შეძრწუნება, როდესაც უეცრად საშინელი ყვირილი მოესმათ: - "ხანძარია, ხანძარი!.."

სტუმარ-მასპინძელი სარკმელს მიაწყდა და შემზარავი რამ დაინახა: მათი შენობის პირველი სართული მთლად ცეცხლში გახვეულიყო, ხოლო ზეთის საღებავით ნაღებ კიბეს, რომელიც სხვენს მიწასთან აკავშირებდა, უკვე ორ ადგილას ეკიდა ცეცხლი... ირგვლივ ყველაფერი შავ კვამლს დაეფარა, მათი გადარჩენა წარმოუდგენელი იყო, მშველელი კი არსად ჩანდა. სხვენზე ამ სამი ადამიანის გარდა არავინ იყო და პირველად სიცოცხლეში კ-ს გულმა რეჩხი უყო... იგი ისე დაიბნა, რომ განძრევაც კი ვეღარ შეძლო, მაგრამ დიასახლისს დედის ინსტინქტმა არ უღალატა, შიშს სძლია, ნამცხვრის ჭამაში გართულ პატარას ხელი დასტაცა და ამ სიტყვებით: - "დედაო ღვთისავ, შენ გავედრებ ჩემს პირმშოს, იხსენიო!", ბიჭუნა მესამე სართულიდან პირდაპირ ქვაფენილისკენ ისროლა, თავად კი გულწასული ძირს დაენარცხა...

კ. აქ კი გონს მოეგო და ღვთისმშობელს შეჰღაღადა: - "მე უღმერთოსაც შემეწიე, წმიდაო მეოხო ჩვენო, და გირწმუნებო!.." გონწასულ ქალს ხელი სტაცა და ცეცხლში გახვეულ კიბეზე შურდულივით დაეშვა... და მოხდა საოცრება - ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა ზურგი არ აქცია მკრეხელ ურწმუნოს... კ-მ ჩამოირბინა თუ არა, კიბე მყისვე ფერფლად გადაიქცა, მაგრამ მთავარი სასწაული მას წინ ელოდა: პირალესილი ქვით მოკირწყლულ ქუჩაზე მშვიდად იჯდა მესამე სართულიდან დედის ხელით გადმოსროლილი პატარა ბიჭი და ნამცხვარს ისე გულმოდგინედ შეექცეოდა, თითქოს არც არაფერი მომხდარაო... მხიარულ ყრმას ნაკაწრიც კი არსად აჩნდა...

ყოვლადწმინდა დედამ უვნებლად დაიცვა დედამისიც, რომელმაც შვილი ასეთი სასოებით ჩააბარა... იმ წუთიდან დედაეკლესიას მოქცეული კ-ს სახით ერთი ერთგული შვილი კიდევ შეემატა. სასწაულებრივად მოქცეულმა კ-მ ოსტრომსკის ღვთისმშობლის ხატის მცირე ასლი გადმოაღებინა და იგი მკერდიდან აღარასოდეს განუშორებია. ამ ხატმა იგი უეჭველი სიკვდილისაგან მეორედაც იხსნა: უნგრეთის კამპანიისას ერთ-ერთი შეტაკების დროს კ-ს მკერდისაკენ მომავალი ტყვია სწორედ ამ გულსაკიდმა ხატმა აისხლიტა... იმ დღიდან კ. უკვე სამარადისოდ შეუვრდა ყოვლადწმინდა დედას, ბერად შედგა და იმგვარი სინანული და რწმენა მიეცა, თითქოს სწორედ მასზე დაიწერა მაცხოვრის სიტყვა: - "მიეტევნენ მაგას ცოდვანი მაგისნი მრავალნი, რამეთუ შეიყუარა ფრიად" (ლუკა 7,47).

***
და აი, კიდევ ერთი ძველი ამბავი, რომელიც 1861 წელს ერთ-ერთმა სასულიერო პირმა ჩაიწერა: - "ერთხელ ჩემმა მრევლთაგანმა თავისთან მიმიწვია... ლოცვა დასრულდა თუ არა, სტუმრები ხმაურით წამოიშალნენ და საუბარს მოჰყვნენ, ხოლო ერთი ფრიად სანდომიანი, ხანდაზმული მანდილოსანი ჩემ წინ კრძალვით იდგა და, როგორც ჩანს, სურდა, ლოცვა გამეგრძელებინა, შემდეგ ჩემს წინაშე სამი მეტანია აღასრულა და კურთხევა მთხოვა... როგორც აღმოჩნდა, იგი ჩემი მასპინძლის დედა იყო, რომელიც დიდი გულისყურით მისმენდა, თითქოს ყოველ ჩემს სიტყვას ისრუტავსო, ხოლო როდესაც თავად რამეზე მსჯელობდა, როგორც მაშინ მომეჩვენა, ხშირად უადგილოდ იმეორებდა: "უფალო, ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემისათა ნუ მოიხსენებო" (ფს. 24.7).

თავიდან მისი ეს სიტყვები უბრალო ამოჩემებად მივიჩნიე, მაგრამ როდესაც საუბარს რამდენჯერმე მძიმე ოხვრაც ამოაყოლა, გავკადნიერდი და მიზეზი ვკითხე.

- ჰოი, მამაო, განა შეიძლება, წმინდა სიტყვების უბრალო ამოჩემება იყოს და მეტი არაფერი? თუ ჩემი ამბავი გაინტერესებთ, გიამბობთ კიდეც და ყველაფერი ცხადი გახდებაო.

მალე გვერდით ოთახში განვმარტოვდით და მართლაც საოცარი ამბავი მოვისმინე:

"- უკვე ოთხმოც წელს გადავაბიჯე, ვგრძნობ, ჩემი ცხოვრება მალე დასრულდება, ამიტომ სიცრუეს არ ვიკადრებ და რასაც გიამბობთ, ჭეშმარიტ ამბად მიიჩნიეთ.

მადლობა უფალს, რომ საშინელი ცდომილებიდან გამომიყვანა და რომ არა ის სასწაული, გონს ვერასოდეს მოვეგებოდი.

მე მდიდარი, წარჩინებული მართლმადიდებელი მშობლების შვილი გახლდით, მაგრამ შვიდი წლისა დავობლდი, რის შემდეგაც ჩემმა გარე ბებიამ, ძლიერ ღარიბმა დიდგვაროვანმა ქალბატონმა, წამიყვანა აღსაზრდელად, რომელიც თავს დიდი გაჭირვებით ირჩენდა, მაგრამ ეს კიდევ არაფერი: - ჩემი გამზრდელი ბებია "სტაროობრიადელთა" სექტის წევრი იყო და მეც, როგორც უსწავლელი და მთლად მასზე დამოკიდებული გოგონა, ხსენებულ სექტაში ჩამითრიეს.

ჩემი მშობლების მამულები და ქონება, როგორც მიღებული იყო, დროებით განსაკარგად ნათესავებს გადაეცათ... ისინი ჩემზე სავსებით არ ზრუნავდნენ, მალე ყველაფერი გაანიავეს, ღვიძლმა ბიძამ კი მზაკვრული მეცადინეობითა და საბუთების გაყალბებით დარჩენილი ქონება მთლად მიისაკუთრა, მე კი ღვთის ანაბარა დამაგდო.

ჩემთვის წერა-კითხვა არავის უსწავლებია, იმ დროს ქალთა განათლებას საჭიროდ არ მიიჩნევდნენ, ხოლო ზრდასრულობისას ჩემმა გულბოროტმა ბიძამ, უწყოდა რა ჩემი გამოუცდელობა და ბებიაჩემის უკიდურესი სიღატაკე, ჩემი გათხოვება განიზრახა - სიძედ თავისივე ქვეშევრდომი შემირჩია, მაგრამ უფალმა სხვაგვარად მოაწყო ჩემი ცხოვრება: სწორედ იმ დროს მეზობელი მემამულე, რომელიც გვარდიის პორუჩიკად მსახურობდა, თადარიგში გავიდა. საკმაოდ შეზღუდული ქონების პატრონს სურდა, ცოლის შერთვით ეკონომიკური მდგომარეობა გაეუმჯობესებინა, მეზობელმა მემამულეებმა კი, რომლებმაც ჩემი მდგომარეობა სრულებით არ უწყოდნენ, ჩემი თავი ურჩიეს.

როგორც კარგად აღზრდილ და განათლებულ ახალგაზრდას შეჰფერის, მან მალევე გაგვიცნო და მცირე ხნის შემდგომ აღმზრდელ ბებიას ჩემი ხელი სთხოვა.

მისი წარმომავლობა და კეთილშობილება დიდედას ძლიერ მოეწონა, მაგრამ ერთი დიდი წინააღმდეგოაბ რჩებოდა: ჩემი და ბებიის აზრით, საქმრო დაბნეული (ასე უწოდებდნენ სტაროობრიადელები მართლმადიდებლებს) კაცი იყო, თუმცა სხვათა რჩევამ ეს დაბრკოლებაც გადაგვალახვინა: ბებიამ ქორწინებაზე იმ პირობით განაცხადა თანხმობა, რომ საქმრო ჩემს სარწმუნოებას არ შეეხებოდა და არც სტაროობრიადულ ეკლესიაში სიარულსა და ლოცვას დამიშლიდა, რაზეც თანხმობა მიიღო და მალე შევუღლდით კიდეც.

ქმრის იმედი, რომ მდიდარი ქალი შეირთო, არ გამართლდა, დიდი წვალება იყო საჭირო, რომ ბიზაჩემისთვის კუთვნილი ქონება ხელიდან გამომეგლიჯა. ჩემი განსვენებული მეუღლე კი ისეთი კაცი არ გახლდათ, რომელიც ამ საქმეს ბოლომდე მიიყვანდა, რადგან ჭირის დღესავით სძულდა სასამართლოებსა და მსგავს დაწესებულებებში სირბილი და ჩინოვნიკებთან ვაჭრობა. ამას გარდა, საამისოდ საკმაოდ დიდი თანხა იყო საჭირო, ამიტომ ორივენი ბედს შევურიგდით და ყოველივე უფალს მივანდეთ: იმედმაც არ გვიმტყუნა: ქმრის არცთუ დიდ მამულში მეურნეობას მივყავით ხელი და მალე იმდენი შემოსავალი გაგვიჩნდა, რომ ოჯახს თავისუფლად ვინახავდით და უფალს ვადიდებდით.

კარგა ხნის გათხოვილი გახლდით, მაგრამ ჩემს მწვალებლურ რწმენას მისხალიც არ მოჰკლებია. მეუღლე კი, პირობისამებრ, სარწმუნოებრივ საკითხებში სრულ და შეუზღუდავ თავისუფლებას მანიჭებდა, რადგან გულწრფელად ვუყვარდი და ჩემს სურვილებს მუდამ გაგებით და ყურადღებით ეკიდებოდა, თუმცა, ვატყობდი, რომ ჩვენს შორის არსებული სხვაობა მას ძლიერ ტანჯავდა, რის დაფარვასაც ღირსეულად ახერხებდა.

იყო წუთები, როდესაც მართლმადიდებლობის უპირატესობას ვგრძნობდი, მაგრამ რამდენადაც ჩემი ფერისცვალების ჟამი ჯერ არ დამდგარიყო, ძველ მდგომარეობას ვუბრუნდებოდი. განსაკუთრებით მეუღლის ჭეშმარიტი ქრისტიანული ცხოვრება მაოცებდა. მაგალითად, დიდი მარხვისას იყო შემთხვევები, როდესაც ორშაბათ საღამოს ივახშმებდა (მან ეს ჩვეულება სიცოცხლის ბოლომდე შეინარჩუნა) და წმინდა ზიარებამდე, ანუ კვირა დღემდე, აღარაფერს იხმევდა. ზიარების შემდგომ კი საღამომდე ჩაის თუ მიიღებდა. ოდენ ლოცვა და სასულიერო ლიტერატურის კითხვა იყო იმ დღეებში მისი საზრდო. იმ დროს მეგონა, რომ მეუღლის ამგვარი სიმტკიცისა და მოთმინების მიზეზი მხოლოდ მისი მტკიცე ჯანმრთელობა იყო. ღვთის შეწევნით, მეც ძლიერი ჯანმრთელობა მქონდა და შიმშილის დათმენაში მის მიბაძვას ვცდილობდი, მაგრამ ამაოდ. ერთ საღამოს დავეკითხე, - ამას როგორ ახერხებ-მეთქი, მან კი წარბები შეჭმუხნა და მცირეოდენი დუმილის შემდგომ მიპასუხა: "შენ რომ..." და იმავე წუთს დადუმდა, შემდეგ კი მძიმედ ამოიხვნეშა და გამცილდა. მაშინვე მივხვდი, რის თქმასაც აპირებდა (რომ ამას იმ შემთხვევაში შევძლებდი, თუ მართლმადიდებელი გავხდებოდი), მაგრამ დიდედისათვის მიცემული პირობის თანახმად მაშინვე გაჩუმდა. მეც დუმილი ვარჩიე და ჩემს ოთახს მივაშურე, მაგრამ რაღაც აუხსნელმა დარდმა მოიცვა ჩემი არსება... გულში იმგვარი სიცარიელე ვიგრძენი, კინაღამ ქვითინი წამსკდა, თუმც კი ამის მიზეზს ვერ ვხვდებოდი. მეუღლის ნათქვამმა სიტყვებმა მთელი ჩემი გული მოიცვა და ამაზე ფიქრს ვეღარაფრით ვიცილებდი.

მთელ წელიწადს მაწვალებდა ამ სიტყვებზე ფიქრი და ბოლოს გადავწყვიტე, მეუღლისთვის კვლავ დამესვა ძველი კითხვა. ეს კვლავაც დიდმარხვაში მოხდა. მეუღლე წირვიდან ახალდაბრუნებული იყო, წმინდა ზიარება მიეღო, მე წესის ასრულება (როგორც ზიარებას იმ დროისათვის ვუწოდებდი) მივულოცე და ვკითხე: "ნუთუ არ გიჭირს ასეთი მძიმე მარხვის შენახვა?"

ჩემი მეორე ცდა წარმატებული გამოდგა, მან სიხარულით გაბრწყინებული თვალები მომაპყრო, რაც წმინდა ზიარების მიღების შემდეგ მუდამ ამშვენებდა და ღიმილით მითხრა: "ეს ჩვენს ძალებზე კი არა, უფლის ნებასა და მის შეწევნაზეა დამოკიდებული. მადლის მოსახვეჭად დროა საჭირო, სხეული სულს უნდა დაუმორჩილო და გამუდმებით უნდა კვებო ლოცვით და უფლის სიტყვით, განსაკუთრებით კი უხრწნელი საზრდოთი - ქრისტეს ხორცითა და სისხლით, რომელსაც თქვენ, ეგრეთ წოდებული სტაროვერები, დაჟინებული უგუნურებისა გამო არ ღებულობთ და უარყოფთ", - თქვა და ჩაფიქრდა.

"- განაგრძე, განაგრძე, ვიცი, რისიც გეშინია, მაგრამ მე ნებას გაძლევ", - მხიარულად ვუთხარი.

"- უდიდესი საქმეა ჭეშმარიტი სარწმუნოების მოხვეჭა, სადაც ადამიანს ყოველივე ღვთისადმი განაწყობს, სადაც არის განმანათლებელი წმინდა საიდუმლოებანი, სულიერი საკვები, რომელიც ასაზრდოებს და განაღმრთობს კაცის სულს და გონებას განანათლებს, რაიც თქვენს მცდარ რწმენას არ გააჩნია".

მტრის ჩაგონებით, მისმა უკანასკნელმა სიტყვებმა ძლიერ შეურაცხმყო და უკმაყოფილოდ შევძახე: - კმარა! მე შენი რწმენა არასოდეს გამილანძღავს! მხოლოდ სიკვდილის შემდეგ შეიტყობ, თუ ვინ არის ჩვენ შორის მართალი-მეთქი!

მან წარბები მოჭმუხნა, კაბინეტისაკენ გაემართა და ჩაილაპარაკა: "ამქვეყნად ისედაც ყველაფერი ცხადია..." შემდეგ კვლავ მომიბრუნდა და დაბალი ხმით ჩაიდუდუნა: "შენ გამომიწვიე!"

მეც ძალზე აღელვებული გავედი ჩემს ოთახში, მაგრამ აუხსნელმა სევდამ უწინდებურზე ძლიერ შემომიტია და გულწრფელად ვინანე, რომ მეუღლე ამგვარ საუბარში გამოვიწვიე.

ასე გადიოდა დრო, ბოლოს უფალმა ჩემნაირ ცოდვილზეც მოიღო წყალობა და ჩემი მოქცევის ჟამიც დადგა. ეს ამბავი იმავე წლის ნათლისღებას მოხდა, რაც, დამეთანხმებით, ნიშნეულია:

ჩვენი სახლი სოფლის ეკლესიიდან შვიდიოდე ვერსის დაშორებით მდებარეობდა. მეუღლე ყოველ წელს მიდიოდა იქ ნაკურთხი წყლის წამოსაღებად და მეც მთავაზობდა ჩემს სტაროობრიადულ სალოცავში წასვლას, მაგრამ იმ დღეს რატომღაც ჩემთვის ეს არ უთქვამს, შინიდან ისე ნაჩქარევად გავიდა, რომ არავის გამომშვიდობებია...

თითქმის ერთი საათის მანძილზე საშინელი სევდა მივსებდა გულს, შემდეგ კი აუხსნელმა სიხარულმა დამრია ხელი და ისღა მინდოდა, რაც შეიძლებოდა ჩქარა მენახა მეუღლე... ხშირ-ხშირად ვიხედებოდი სარკმელში და ტაძრისაკენ მიმავალ გზას გაფაციცებით გავყურებდი... ბოლოს, როგორც იქნა, ცხენზე ამხედრებული მეუღლეც გამოჩნდა, მაგრამ უეცრად სიხარულის ნაცვლად შიში ვიგრძენი...

მეუღლეს წყლის ტაძრიდან წამოსაღებად მწვანე, თავსახურიანი ქოთანი მიჰქონდა ხოლმე (რომელსაც დღემდე სასოებით ვინახავ) და წყალკურთხევიდან მუდამ გალობით ბრუნდებოდა... შემდეგ ქოთანს თავს მოხდიდა, წყალს ყველგან აფრქვევდა (ამ დროს მუდამ ჩემს ოთახში გავდიოდი). მაგრამ იმ დღეს, ღვთის იდუმალი შეწევნით, აღარსად გავსულვარ და როდესაც ჩემმა მეუღლემ ქოთანს თავი მოხადა, სასწაული მოხდა: როგორც კი ჭურჭელს ხუფი ახადა, ყველამ ვიხილეთ, როგორ ამოვარდა იქიდან მეყსეულად სამი ცეცხლოვანი ნაკადი და როგორ მოედო მთელ დარბაზს... იქაურობა უმალ საოცარი კეთილსურნელებით აივსო და უნებლიეთ ყველანი მუხლებზე დავეცით... განცვიფრებულ მეუღლეს კი სასხურებელი ფუნჯი ხელიდან გაუვარდა და ქოთნის დაჭერა ძლივსღა მოახერხა... კარგა ხანს ისე გავირინდეთ, ხმის ამოღება ვერავინ შეძლო. ბოლოს დუმილი მე დავარღვიე და მართლმადიდებელი მღვდლის მოყვანა ვითხოვე, რომ კვლავ დედაეკლესიას დავბრუნებოდი...

წერილი იმავე წამს დავწერეთ და მსახურს მღვდელთან გავატანეთ, რომელიც დაუყოვნებლივ მობრძანდა... ვერასდროს აღგიწერთ იმ სიხარულს, რასაც იმ დროს განვიცდიდი...

იმ სასწაულებრივ საღამოს ჩვენი კეთილი მოძღვარი ბევრს მესაუბრა რწმენისა და ცხონების შესახებ, შემდეგ კი ყველანი ღვთის განცხადების დილის ლოცვაზე წაგვიყვანა... ვერ წარმოიდგენთ, რა მოუთმენლად ველოდი ლოცვის დაწყებას, ჩემი სმენა ყოველ სიტყვას გაფაციცებით იჭერდა და გულისკენ გზავნიდა... აუხსნელი ნეტარება დამეუფლა და როდესაც დავით წინასწარმეტყველის სიტყვები გაისმა: "ცოდვათა სიჭაბუკისა და უმეცრებისა ჩემისათა ნუ მოიხსენებ...", მომეჩვენა, რომ წმინდა მეფემ ეს სიტყვები სწორედ ჩემზე, ცოდვილზე დაწერა..."
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
01.02.2023

შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე) მამა გაბრიელს და ანტონ მარტმყოფელის მამათა მოანსტერში
21.02.2021
ბატონი ზურაბ ვარაზაშვილის გარაცვალებამ თითოეულ ჩვენგანს დაწყვიტა გული.
02.11.2020
სამთავროს დედათა მონასტერში, კათოლიკოს-პატრირქის ერთ-ერთი სტუმრობის დროს, ბერი გაბრიელი კოშკიდან გამოვიდა, "სამეფო" რვალის დიადემით.
ურთიერთ ამბორყოფისა და მოკითხვის შემდეგ პატრიარქმა ჰკითხა: "მამა გაბრიელ, ეგ დიადება ოქროსია?"
29.11.2019
მამა ფადეის (თადეოზი) ვიტოვნიცელს, უაღრესად პატივცემულ სერბ მოძღვარს, ოჯახის შესახებ კითხეს:
29.11.2019
- მარხვა რა არის?
ეხლავე აგიხსნიო, უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები.
03.11.2019
ცნობილი საეკლესიო მწერალი სერგი ნილუსი მოგვითხრობს: "დღეს მამა იოსებთან მივედი, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. მამები ისვენებდნენ.
27.12.2018
ღირსი მამა გაბრიელის დედის, მონაზონ ანას ფოტო სოციალურ ქსელში, თინათინ მჭედლიშვილის გვერდზე ვნახე.
26.08.2018
იღუმენია ელისაბედი (ზედგინიძე):
-ერთხელაც, მამა გაბრიელმა მარტყოფის მონასტერში მთხოვა წასვლა.
29.11.2017
გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი,
27.08.2017
,,ლეგენდის თანახმად, ავღანელებთან ბრძოლისას, ძალაგამოლეულ ქართველებს "თამზანის გორაზე" წმინდა გიორგი გამოეცხადათ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat