ტალახს სულ წითლად შეუღებავს ტბის კლდიანებიდან ასაშენებლად მოზიდული თეთრი ქვა
ტალახს სულ წითლად შეუღებავს ტბის კლდიანებიდან ასაშენებლად მოზიდული თეთრი ქვა
ერთხელ წმინდა მეფე თამარი, როცა პატარა გოგო იყო, ბიძამისმა წამოიყვანა დღევანდელი ვარძიის ალაგას. აქვე გაუშვა თამარი კლდეებთან, თითონ კი ნადირობდა. როცა ნადირობიდან დაბრუნდა, ნახა, რომ თამარი იქ არ იყო, თურმე ასულიყო და კლდეებში თამაშობდა. ბიძას შეეშინდა, ხვარსად გადავარდაო და დაიწყო ძახილი: "გოგო, თამარ, სადა ხარო". თურმე თამარმა გაიგონა ბიძის ხმა და უპასუხა: "აქ ვარ, ძიაო". მერე, როცა თამარი ხენწიფე გახდა და იმ კლდეში საყდარი გააკეთეს, ეს სახელი დაერქვაო.

***
ვარძია თამარ დედოფალმა ააშენა. ხერთვისთან რომ გახვალ, იქ მაღაროებია, პავლე ყაია (თაფლიანი კლდე). იქ დაუწყია პირველად ვარძიის კედლები თამარს. ღამე იარაღი გაპარულა და იმ კლდეში, ახლანდელ ვარძიაში უპოვიათ. მეორეთ კიდევ მოუტანია ის იარაღი, დაუწყვია იქ, მაგრამ ღამით კიდევ გაპარულა. დილით მისულან და უნახავთ, იარაღი კიდევ ვარძიაშია.

მაშინ უთქვამს, რომ ეს ღვთის საქმეაო და მას შემდეგ იქ გაუკეთებიათ მაღაროები. წელიწადში რამდენი დღეა, იმდენი მაღარო გაუკეთებიათო. ამბობენ, შუადღემდე კლდე ყველივით ეთლებოდაო, ნაშუადღევს კი კლდესავით მაგრდებოდაო.

ცუხიანთ პეტრეს ნაამბობი
გოგალათ გვარში (ხიზაბავრელია) წინა დროებში ერთი ძალიან ზორბა და გმირი კაცი გამოსულა. ძალ-ღონესთან ერთად თურმე იარაღის ხმარებაც სანაქებო იცოდა. როდესაც მტერმა (ლეკმა) შეაწუხა ხიზაბავრელები, მაშინ ისინი დარნებში (კლდეში ან მიწისქვეშ გაკეთებული სამალავი - კ.კ.) იფარავდნენ თავს; სხვათა შორის, გოგალათ გმირიც დაძვრებოდა დარნებში და იქიდან ძალიან მედგრად ხოცავდა თურმე მტრებსა. ერთხელ ამ გმირმა გამოხვრიტა დარანი, თოფს გამოაყოფინა პირი და გამვლელი მტერი აღარ გაუშვა, სულ ყველა გასწყვიტა თურმე. მტრებმა მოინდომეს უჩინარი გმირის მიკლოვა და ხელში ჩაგდება, მაგრამ საიდან მოახერხებდნენ ამას მიწაში? ნახეს დათათ გვარის კაცი და დიდ სიმდიდრეს დაჰპირდნენ, თუკი იმ გმირს ჩაუგდებდა ხელში მათ. დათათ კაცმა მოინდომა ღალატი და კიდეც შეასრულა!..

მტრები როცა ჰკლავდნენ გმირს, მან ნება გამოითხოვა უკანასკნელი ლოცვისთვის, მივიდა იქ, საიდანაც მტერს ხოცდა, დარნის საჭვრეტიდან, აღაპყრო მაღლა ხელები, დაიჩოქა და დაიწყო: მაღლა ღმერთი, დაბლა ჯინჭველნი, იცოდეთ, ჩემი სისხლი დათათ გვარმა იდო თავს და ღმერთმა ჰკითხოსო. შემდეგ სიკვდილისა ნახეს, რომ შავი ბალნით შემოსილი ტანი ოქროსფერ ბალნათ გადაქცეულიყო და მის სიმშვენიერეს და სილამაზეს ზომა არ ჰქონდა, სანახავად მადლი იყო თურმე. აკვირვებდა ეს სასწაული ყველას. ჯარის უფროსებმა რომ ნახეს ასეთი საკვირველება, გაუჯავრდნენ ჯალათებსა, თუ რისთვის დაიდვეს ამისთანა კაცის სისხლიო.

***
ლეკები როდესაც ეცემოდნენ ხოლმე ხიზაბავრასა, ხალხი დარნებში იხიზნებოდა, ყოველივე თავის სარჩოთი, ამიტომაც მტრები ვერაფერს აკლებდნენ. ერთხელ ვინცღა ხიზაბავრელს მტკვარში, რომელიც აქედან სამ ვერსზეა, თევზი დაეჭირა და ისევ თავის გზით დარანში გამობრუნებულიყო და წამოეღო. გზაში დაჰყროდა და ხიზაბავრის წყაროზე ჩუმათ გამოეტანა დასარეცხათ, თან ცხელი პური ჰქონებოდა. ამ დროს ვიღაცის ფეხის ხმა გაეგონა და საჩქაროთ დარანში შემძვრალიყო, ის თევზი და პური კი იქვე დარჩენოდა. მტერმა ნახა ეს და გაუკვირდა, ამ მიწაში სადღა შოულობენ თევზსა და ეს ცხელი პური სადღა უცხვიათო, - თქვა თავისთვის და მოსულ გზას დაადგა, - ამათ ვერაფერს გამოვრჩებითო.

***
ჯავახეთში მთავრათ იჯდა აჭარელი ბაშ-აღა, რომელიც ხერთვისში იჯდა. ეს კაცი დიდი უსინდისო ყოფილა. დარიგებული ჰყავდა თურმე თავისი კაცები შემდეგნაირად: სადმე რომ წავიდოდა სოფლებში, მისი კაცები ეტყოდნენ, რომ შენი ცხენი ქერს არა ჭამსო. მთავარი იხუებდა ამას თურმე და უბრძანებდა, სახლის პატრონს, ვისთანაც ჩამომხტარი იყვნენ, გადაახდევინეთ ჯარიმა, რადგანაც იმისი მიზეზია ესო. მაშინვე მხეცებივით მისცვივდებოდნენ საწყალ სახლის პატრონს და მადლობის მაგიერ პატივისცემისთვის ფულს ახდევინებდნენ. ერთხელ თურმე ასე მოიქცა ბაშ-აღა ხიზაბავრელი გოგალათ გმირის სახლში. გმირმა მასპინძელმა ვერ მოითმინა ასეთი უსინდისო საქციელი მთავრისა, აიღო დიდი კეტი, მოურთო მთავარს და მის კაცებს, რომელნიც რიცხვით ოცდაათნი იყვნენ და თავპირდამტვრეული გაირეკა ყველა და გამოუდგა თვითონაც: აი, თქვენ ასეთ-ისეთებო, პატივისცემამ გაწყინათ, რომ ფულსაც მახდევინებთო? აღარ გაბედოთ აქეთ მოსვლა, თორემ ან მე და ან თქვენო! მართლაც ამის შემდეგ ბაშ-აღა შიშით და სირცხვილით აღარ მიჰკარვებია ხიზაბავრას მთელ თავის სიცოცხლეში.

***
ბარალეთი ძველთაძველი სოფელია (ახალქალაქის რ-ნი - კ.კ.). მტერს აუოხრებია აქაურობა და მთელი სოფელი დაუნგრევია. დანგრევას გადარჩენია მხოლოდ საყდარი და ციხე, რომელიც საყდარს გარს ერტყა. ბარალეთი რომ გადაუწვავთ, ხალხი სულ აყრილა და ბარალეთი უდაბნოს დამსგავსებია. ხშირ ტყეს დაუფარავს იქაურობა. ერთ დროს ხალხი წამოსულა ამ სოფლის საძებრად, ალბათ სცოდნიათ, რომ ადრე აქ სოფელი იყო, მაგრამ ხშირი ტყის გამო ბარალეთი ვერ უპოვნიათ. მაშინ ასულან მაღლა მთაზე და იქიდან დაუნახავთ საყდარი და ციხე. ისიც გაურჩევიათ, რომ საყდარიც და ციხეც წყლის პირას მდგარა. დაჰყოლიან მდინარეს, ნასოფლარისთვის ისე მიუგნიათ და მეორედ გაუშენებიათ აქ სოფელი. ამ მაღალ მთისათვის საყარაულო დაურქმევიათ, რადგან მტრიანობის დროს იმ ადგილზე ყარაულები ედგათ. ყარაული ცეცხლს დაანთებდა და ამით აცნობებდა სოფელს, მტერი გვიახლოვდებაო. მოჰგლეჯდნენ ქართველები გუთანს ჯილღას და ვინც კი მინდვრად იყო გასული, ყველა სოფელს მიაშურებდა და ციხეში ჩაიკეტებოდა. ციხე ისეთი დიდი ყოფილა, რომ მთელს სოფელს იტევდა თურმე. გაბრუნდებოდა თუ არა მტერი, გამოვიდოდნენ ციხიდან და თავის საქმეს შეუდგებოდნენ.

***
იქ, სადაც საციციანო ტყე თავდება და საჯავახოს ველები იწყება, დიდი ომი მომხდარა. იმ ადგილზე მიწას იმოდენა სისხლი შეუსრუტავს, რომ როცა იქ ეკლესიის შენება დაუწყიათ და ამ მიწისგან ტალახი აუზელიათ, ტალახს სულ წითლად შეუღებავს ტბის კლდიანებიდან ასაშენებლად მოზიდული თეთრი ქვა. აქედან დაურქმევიათ წითელი საყდარი. იმ საყდარში სალოცავად ისინი მიდიან, ვისაც ომში ვინმე დაჰღუპვიაო.

***
ყოფილა შვიდი ძმა ათაბაგი. მათგან ორ ძმას საფარაში უცხოვრია. გადაუწყვეტიათ იქ მონასტრის აშენება. უფროსი ძმა კარგი ოსტატი ყოფილა, უმცროსი კი მისი შეგირდი. ერთი ხარი ჰყოლიათ, ინდუშას ეძახდნენ. ხარს გამყოლი არ სჭირდებოდა თურმე, დაუდებდა უმცროსი ძმა ქვას მარხილზე, მოიტანდა ხარი და იქ გადმოტვირთავდა უფროსი ძმა. ასე მოუზიდავს ამ ცალ ხარს მთელი ამოდენა ქვა საფარის მონასტრის ასაშენებლად. ერთხელ, მონასტრის მოთავების ხანს, ხარს გზაში შეუსვენია. მოსულა დათვი და ხარისთვის თავი და ცალი მხარი მოუჭამია. ქვა გზაზე დარჩენილა.

უმცროს ძმას ვერ შეუმჩნევია ქვის დაკლება, ანგარიში შეშლია, უმცროსისთვის შემოუთვლია, მოთავდა მონასტერიო. უმცროსმა კი იცოდა, რომ ქვა გზაზე ეგდო და შემოუთვალა, არა, ერთი ქვა აკლიაო, მოვიტან და გათავებული იქნებაო. იმდენად სწყენია ოსტატს თავისი შეცდომა და შეგირდის გამარჯვება, რომ მონასტრის სახურავიდან გადმოვარდნილა. შეგირდს იმ ხარის სახე უთავოდ და უცალფეხოდ ქვაზე გამოუსახავს ეკლესიის ზემოთ კუთხეში. მეორე მხარეს დათვის სახეა ამოკვეთილი. ხარის მიერ დატოვებული ქვა დღესაც იმ გზაზე გდია, ზედ საცეცხლურია ამოჭრილი. მას დღესაც ინდუშას ქვას ეძახიან.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
01.02.2023

შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე) მამა გაბრიელს და ანტონ მარტმყოფელის მამათა მოანსტერში
21.02.2021
ბატონი ზურაბ ვარაზაშვილის გარაცვალებამ თითოეულ ჩვენგანს დაწყვიტა გული.
02.11.2020
სამთავროს დედათა მონასტერში, კათოლიკოს-პატრირქის ერთ-ერთი სტუმრობის დროს, ბერი გაბრიელი კოშკიდან გამოვიდა, "სამეფო" რვალის დიადემით.
ურთიერთ ამბორყოფისა და მოკითხვის შემდეგ პატრიარქმა ჰკითხა: "მამა გაბრიელ, ეგ დიადება ოქროსია?"
29.11.2019
მამა ფადეის (თადეოზი) ვიტოვნიცელს, უაღრესად პატივცემულ სერბ მოძღვარს, ოჯახის შესახებ კითხეს:
29.11.2019
- მარხვა რა არის?
ეხლავე აგიხსნიო, უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები.
03.11.2019
ცნობილი საეკლესიო მწერალი სერგი ნილუსი მოგვითხრობს: "დღეს მამა იოსებთან მივედი, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. მამები ისვენებდნენ.
27.12.2018
ღირსი მამა გაბრიელის დედის, მონაზონ ანას ფოტო სოციალურ ქსელში, თინათინ მჭედლიშვილის გვერდზე ვნახე.
26.08.2018
იღუმენია ელისაბედი (ზედგინიძე):
-ერთხელაც, მამა გაბრიელმა მარტყოფის მონასტერში მთხოვა წასვლა.
29.11.2017
გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი,
27.08.2017
,,ლეგენდის თანახმად, ავღანელებთან ბრძოლისას, ძალაგამოლეულ ქართველებს "თამზანის გორაზე" წმინდა გიორგი გამოეცხადათ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat