ეს განსაცდელი რომ არა, ალბათ ვერასოდეს მივიდოდი ეკლესიაში
ეს განსაცდელი რომ არა, ალბათ ვერასოდეს მივიდოდი ეკლესიაში
ეკლესიისკენ ღმერთი ყველას ეძახის. უფალი ყოველი ჩვენგანის წინ დგას და გულის კარზე უკაკუნებს. მთავარია, გავიგოთ ეს ძახილი და უფალი ჩვენს გულებში შემოვუშვათ.

ჩვენი დღევანდელი რესპონდენტი თავისი ცხოვრების ყველაზე მტკივნეულ ეტაპზე გვესაუბრება. ერთ დროს მისი ოჯახი დანგრევის პირას იდგა. ამის მიზეზი ჯადო, ე.წ. შავი მაგია იყო. თუმცა, მიუხედავად განვლილი მძიმე წუთებისა, დღეს უკვე ხვდება, თუ რატომ მოუვლინა უფალმა ეს განსაცდელი და ბედნიერია, რომ ახლა ქრისტეს ეკლესიის წევრია, რომ იპოვა სულის სიმშვიდე, მყუდრო ნავსაყუდელი. ახლა ხშირად ამბობს, - თუკი ეკლესიაში თვალცრემლიანი მისული ამხელა შვებას, სიმშვიდეს და სიხარულს გრძნობს, რაოდენ ბედნიერია ის, ვინც ქრისტემდე სიხარულმა მიიყვანაო.

- 21 წლისა გავთხოვდი. მშვენიერი ოჯახი მქონდა, წყნარი, თბილი. სულიერადაც და მატერიალურადაც ყველაფერი წესრიგში გვქონდა, მაგრამ... მოულოდნელად ყველაფერი შეიცვალა. ერთ "მშვენიერ" დღეს ჩემმა ქმარმა მითხრა, - სხვა შემიყვარდაო... თავზარი დამეცა. ჩემს მეუღლეს ისე ვუყვარდი, რომ ამგვარ რამეს როგორ წარმოვიდგენდი... ის ძალიან შეიცვალა. უცნაურად იქცეოდა. მიყვებოდა ყველაფერს მათი ურთიერთობის შესახებ. თან დაჟინებით მთხოვდა, ის ქალი გამეცნო, დავლაპარაკებოდი. ფიზიკურადაც კი შემეხო - რატომ არ გინდა, გაიცნოო. გაორებული იყო - ჩემთან ყოფნაც უნდოდა და იმასთანაც. არაბუნებრივი გამომეტყველება ჰქონდა. მზერა გაეყინა, თითქოს ნარკოტიკული ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ იყო. მთელი დღე შინ იჯდა, მომშტერებოდა. უცებ ადგებოდა, გაიქცეოდა, იმასთან წავიდოდა. მერე ისევ ბრუნდებოდა. თავადაც არ იცოდა, რა სურდა. ბავშვზე გული გაუცივდა. ყველა აღიზიანებდა, სამსახურსაც ვეღარ უდებდა გულს. ისეთი გამოცვლილი იყო, ვეღარ ვცნობდი. ფაქტობრივად აღარ ეძინა. სულიერად ძალიან ცუდად იყო. თვითმკვლელობაც კი სცადა. აფექტში ჩავარდა და დანა გულში ჩაირტყა. მადლობა ღმერთს, ააცილა... ეს ყველაფერი ჩვენს ოჯახზე ეკონომიკურადაც აისახა.

- ის ქალი ვინ იყო, თქვენმა მეუღლემ საიდან გაიცნო?

- მიჭირს ამაზე საუბარი. ის იყო ქალი, რომელშიც ფულს იხდიან. ჩემს ქმარს მიაჩნდა, რომ ვალდებული იყო, ის გადაერჩინა. როგორც თავად ამბობდა, სურდა, ის დაღუპვისგან ეხსნა და სწორ გზაზე დაეყენებინა. თან თვლიდა, რომ ეს მის ოჯახს არ უნდა შეხებოდა. მოგვიანებით, როცა გავიცანი, გაოგნებული დავრჩი - არც გარეგნობით, არც აზროვნებით არ იყო ისეთი, როგორიც ჩემს ქმარს შეიძლებოდა მოსწონებოდა. ვერ ვხვდებოდი, რატომ შეუყვარდა. დღემდე ისიც არ ვიცი, მართლა უყვარდა თუ არა. ხელს არაფერი უშლიდა, რომ ცოლად მოეყვანა. განქორწინებაზე განცხადებაც კი გვქონდა სასამართლოში შეტანილი, მაგრამ ბოლო წუთს თვითონ ამბობდა ხოლმე უარს.

- როდის იფიქრეთ, რომ შეიძლება ჯადო ჰქონოდა გაკეთებული?

- მისი არაადეკვატური ქცევები, ცხადია, ეჭვს ბადებდა. მაგრამ ჯადოს სერიოზულად არ ვუყურებდი, არც მჯეროდა. ვიცოდი, მავანნი ამას აკეთებდნენ, მაგრამ ვფიქრობდი, რომ ძალა არ ჰქონდა. ჯადოს გამო შიშს დაბალ დონედ ვთვლიდი. ამიტომ არასდროს მიფიქრია მკითხავთან წასვლა ან სხვა ამდაგვარი. იმ პერიოდში ეკლესიურად არ ვცხოვრობდი, თუმცა უფლის ყოველთვის მწამდა. მაშინ გავიგე, რომ ეკლესია ჯადოს არსებობას აღიარებდა და დავეჭვდი. ყველა მეუბნებოდა, მკითხავთან წადი, ჯადო გაქვს გაკეთებული და მოგიხსნისო. ერთხელ ჩემი ქმრის მეგობარმა მიამბო, როგორ გაუკეთა ვიღაცამ ჯადო, როგორ მივიდა ე.წ. თეთრ მაგთან და როგორ გადაარჩინა მან. მეხვეწებოდა, მიგიყვან მასთან და შენი ქმარიც ვიხსნათო. როგორც იქნა, დამიყოლია. თეთრი მაგები ცოლ-ქმარი აღმოჩნდნენ. ხატებით და სანთლებით ჰქონდათ ოთახი სავსე. რაღაც უცნაური რიტუალები ჩაატარეს. ბუტბუტებდნენ, ვითომ ლოცულობდნენ. გულში ვფიქრობდი, ეს სად მოვედი-მეთქი. თუმცა ისე ზუსტად მეუბნებოდნენ ჩემი ცხოვრების დეტალებს, გაოცებას ვერ ვფარავდი. დამავალეს, რომ დილას, გათენებისთანავე, 7 თუ 9 ეკლესია უნდა მომევლო, იქიდან სანთლები და ნაკურთხი წყალი წამომეღო და მაგისთვის მიმეტანა. მაგმა ქალმა ისიც მითხრა, - ეს წელი შენი არ არის და თუ მოითმენ, გაისად ყველაფერი კარგად იქნებაო. შინ აფორიაქებული დავბრუნდი. არ ვიცოდი, როგორ მოვქცეულიყავი. თითქოს მკითხავის დავალება უნდა შემესრულებინა, მაგრამ რაღაც შინაგანი ხმა მეუბნებოდა, რომ ასე არ უნდა მოვქცეულიყავი. იმ დღის შემდეგ ამ მკითხავთან აღარ მივსულვარ. მაგრამ ამით ჩემი "თეთრ მაგიასთან" ურთიერთობა არ დამთავრებულა. დედამთილი მოვიდა, ხვეწნა-მუდარით მუხლებში ჩამივარდა - მკითხავთან წამომყევი, შვილი მეღუპება, მიშველე რამეო. წავყევი. თითქოს ყველა მკითხავი შეთანხმებული იყო - ერთსა და იმავეს მეუბნებოდა, ერთსა და იმავეს მთხოვდა. მეუბნებოდნენ - შინ ესა და ეს ტანსაცმელი დასვრილი იქნება ცხიმითო. ვნახავდი, მართლაც ასე იყო. ისე იყო დათხუპნული, რომ ცხიმი არ შორდებოდა. მეტყოდნენ, დღეს შენი ქმარი მოვაო - მართლაც მოვიდოდა. ან წავაო - წავიდოდა. ერთხელ ისიც მითხრეს, შინ რამე დაგემტვრევაო და ლოგინი ჩაგვემტვრა. ახლა რომ ვუკვირდები, ვხვდები, რომ ეს ყველაფერი ბოროტი ძალის ხრიკები იყო. მაშინ კი ვერ ვაანალიზებდი, თუმცა რაღაც მაინც მაკავებდა. როცა საქმე რაიმე რიტუალის ჩატარებაზე მიდგებოდა, იმ მკითხავს მერე აღარ ვეკარებოდი. თუმცა მაინც მომიწია ერთი-ორი რიტუალის ჩატარება, რასაც ძალიან განვიცდი.

- თქვენს მეუღლეს არ ეუბნებოდით ჯადოს შესახებ?

- როგორ არა, მაგრამ არაფრის გაგონება არ სურდა. ერთხელ ლეიბის კუთხეში ქაღალდები ვნახე. გავხსენი და არაბულად რაღაც ეწერა. ქართულად მიწერილი ჰქონდა სახელები: ჩემი, ჩემი შვილის და მეუღლის. გული გამისკდა. ქმარს ვაჩვენე. არ დაიჯერა. ასე გრძელდებოდა მანამ, სანამ ეკლესიას არ მივაშურე. ეკლესიური ცხოვრების დაწყების შემდეგ ჩემი ცხოვრება საგრძნობლად შეიცვალა. დავმშვიდდი და თითქოს ყველაფერი დალაგდა. არასდროს დამავიწყდება პირველი აღსარება, როგორი დამძიმებული მივედი და როგორი მსუბუქი წამოვედი. მეუღლემ საყვარელს თავი დაანება და ახლა პირველ ნაბიჯებს დგამს ეკლესიისკენ.

- გაგიჭირდათ ქმრისთვის პატიება?

- ჩემს ქმარს შეიძლება საყვარლისთვის თავი ისედაც დაენებებინა, მაგრამ რომ არა ეკლესია, ალბათ ვერ ვაპატიებდი.

ყოველთვის მახსოვს მოძღვრის სიტყვები: ახლა ის უფსკრულის წინაა და თავად განსაჯე, ისევ ხელს კრავ, როგორც ეს ერთ დროს მკითხავთან მისვლით გააკეთე, თუ დაეხმარებიო. "მიუტევე, რათა მოგეტევოს", შენ შეგიძლია შენი სწორი ქცევით ისიც აცხოვნო და თავიც გადაირჩინოო. რაც შეეხება იმ პერიოდს, ეს საშინელება იყო.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ამბიდან უკვე წლები გავიდა, მოვინანიე კიდეც, ხანდახან მაინც სინდისი მქენჯნის და მეშინია, ეგებ უფალმა არ მომიტევა-მეთქი. მაგრამ ღმერთი მოწყალეა და მწამს, რომ შემიწყალებს და შემინდობს. არავინ იფიქროს, რომ "თეთრი მაგი" (როგორც ამას ხშირად უწოდებენ ხოლმე) რამეთი მაინც განსხვავდება "შავისგან". ეს ჩვენი თვალის ასახვევადაა მოგონილი. როგორც ძალადობას ვერ აღმოფხვრი ძალადობით (რაც არ უნდა "კეთილი" მიზანი გამოძრავებდეს), ისე შავ მაგიას ვერ უშველი "თეთრით", რადგან ბოროტების დამარცხება მხოლოდ სიკეთით შეიძლება. სიკეთე კი ერთადერთია ამ ქვეყანაზე - უფალი ჩვენი იესო ქრისტე.

ვწუხვარ, რომ იმ მძიმე წუთებში ამის მთქმელი ჩემს ირგვლივ არავინ აღმოჩნდა, მაგრამ ვიცი, რომ ეს არ მამართლებს - თვალი მქონდა და ვერ დავინახე, ყური მქონდა და ვერ გავიგონე. მაინც ყველაფრისთვის მადლობა უფალს. ეს განსაცდელი რომ არა, ალბათ ვერასოდეს მივიდოდი ეკლესიაში. ვიცხოვრებდი ძველებურად, ერთი შეხედვით მშვიდად, უდრტვინველად და ვერასდროს მივხვდებოდი, თუ რამხელა სითბოს, სიკეთესა და სიმშვიდეს ვიქნებოდი მოშორებული.

ჩემს რესპონდენტს სულგანაბული ვუსმენდი. კითხვების დასმაც კი გამიჭირდა.

მართლაც, შეუცნობადია უფლის გზები. "მე ვარ კაცი ნატანჯი, ბევრი განსაცდელი მიგემია. მე დავუშვი განსაცდელები შენზე, რათა მომმართო და ჩემში ჰპოვო სამუდამო დამშვიდება. განიცდი ტანჯვას, დაეცი სულით, დაიღალე? - გახსოვდეს, ეს ჩემგან იყო. ყოველი საწერტელი, შეგეხება თუ არა, დაჩლუნგდება, რადგან ჩავდე შენს გულში სიტყვები, რომლებიც მე გამოგიცხადე შენ დღეს: გახსოვდეს, ეს ჩემგან იყო!"

ესაუბრა
გვანცა გოგოლაძე
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
01.02.2023

შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე) მამა გაბრიელს და ანტონ მარტმყოფელის მამათა მოანსტერში
21.02.2021
ბატონი ზურაბ ვარაზაშვილის გარაცვალებამ თითოეულ ჩვენგანს დაწყვიტა გული.
02.11.2020
სამთავროს დედათა მონასტერში, კათოლიკოს-პატრირქის ერთ-ერთი სტუმრობის დროს, ბერი გაბრიელი კოშკიდან გამოვიდა, "სამეფო" რვალის დიადემით.
ურთიერთ ამბორყოფისა და მოკითხვის შემდეგ პატრიარქმა ჰკითხა: "მამა გაბრიელ, ეგ დიადება ოქროსია?"
29.11.2019
მამა ფადეის (თადეოზი) ვიტოვნიცელს, უაღრესად პატივცემულ სერბ მოძღვარს, ოჯახის შესახებ კითხეს:
29.11.2019
- მარხვა რა არის?
ეხლავე აგიხსნიო, უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები.
03.11.2019
ცნობილი საეკლესიო მწერალი სერგი ნილუსი მოგვითხრობს: "დღეს მამა იოსებთან მივედი, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. მამები ისვენებდნენ.
27.12.2018
ღირსი მამა გაბრიელის დედის, მონაზონ ანას ფოტო სოციალურ ქსელში, თინათინ მჭედლიშვილის გვერდზე ვნახე.
26.08.2018
იღუმენია ელისაბედი (ზედგინიძე):
-ერთხელაც, მამა გაბრიელმა მარტყოფის მონასტერში მთხოვა წასვლა.
29.11.2017
გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი,
27.08.2017
,,ლეგენდის თანახმად, ავღანელებთან ბრძოლისას, ძალაგამოლეულ ქართველებს "თამზანის გორაზე" წმინდა გიორგი გამოეცხადათ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat