ნეტავი იმას, ვინც ბავშვივით მიენდობა უფალს
ნეტავი იმას, ვინც ბავშვივით მიენდობა უფალს
შვიდ წმინდა საიდუმლოს, როგორც სოლომონისეულ შვიდ სვეტს, ემყარება უფლის ეკლესია. აქ ყოველი ქვა მაცხოვრის დადებულია, მისი მოჩუქურთმებული. რამეთუ "სიბრძნემ იშენა თავისა თვისისა სახლი". ეს ღვთის სახლია, ამიტომ მის კედელში ერთი ქვაც კი არ უნდა მოირყეს. ჩვენი ღირსი წინაპრები დიდი კრძალვით უფრთხილდებოდნენ ეკლესიის წმინდა საიდუმლოებებს, მის ტრადიციებს. საიდუმლო კი იმიტომ ჰქვია, რომ ამ დროს ლოცვანი თუმცა განცხადებულად აღესრულება ღვთისმსახურთაგან, მაგრამ საღმრთო მადლი კაცთაგან ფარულად მოქმედებს.

შვიდი მთავარი საიდუმლოს გარდა არსებობს მცირე საიდუმლოებანიც, თუმცა კი ღვთის მადლით არანაკლებ ძალმოსილნი. ამგვარი გახლავთ დიდი აიაზმის წესით წყლის კურთხევა, რომელიც დედა ეკლესიამ ნათლისღების მწუხრზე დააწესა. ამ დროს უბრალო წყალი მღვდლის ლოცვის მეოხებით განიწმინდება და სასწაულებრივ ძალას იძენს. მისდამი ქრისტიანებს განსაკუთრებული სასოება აქვთ. ყოველ დილით, როცა უფლის სისხლსა და ხორცს არ ეზიარებიან, დიდი აიაზმის წყალს მოსვამენ, რათა სულიერად არ მოუძლურდნენ.

ამ დღეს ნაკურთხი წყლისადმი დიდი რწმენა ჰქონდათ ძველ ქართველებსაც. ამბობდნენ, ნათლისღებას აღებული უბრალო წყალიც კი არ იხრწნებაო. მიაჩნდათ, რომ ამ დღეს ყოველი მდინარის, ნაკადულისა თუ ხევის წყალს ისეთივე მადლი ეძლეოდა, იორდანეს რომ მიეცა მაცხოვრის ნათლისღებისას. ზოგიერთ სოფელში ახლაც არის შემორჩენილი ერთი ძველი ჩვეულება: ნათლისღებას, უთენია, უმძრახად (ხმაგაუცემლად) სამჯერ აავსებენ სარწყულებს ხევსა თუ მდინარეში და იქვე დააქცევენ. ზოგს კი ეს წყალი საფლავზე მიაქვს და ზედ მოასხურებს - ამგვარად თითქოს თავიანთ მიცვალებულებსაც აზიარებენ ღვთის განცხადების სიხარულს.

ნეტავი იმას, ვინც ბავშვივით მიენდობა უფალს! ხოლო თუ ურწმუნოების ჭია შეუჩნდა უკვდავებისთვის განკუთვნილ სულს, კაცი ან გამოცხადებით, ან განსაცდელით უთუოდ განისწავლება ღვთისგან.

აი, ორი ამბავი რწმენის ნაკლებობაზე.

1909 წელს პეტერბურგში სანიტარული კომისიის წარდგენით გაიცა განკარგულება, რომ დიდი აიაზმა ადუღებულ წყალზე აღსრულებულიყო. ეკლესიებში ადუღებული წყლით სავსე უზარმაზარი კასრები მოზიდეს და მათზე წაიკითხეს წყალკურთხევის ლოცვა. და ეს რომელიმე პროვინციაში კი არა, იმპერიის ცენტრში, არა წარმართი, არამედ ქრისტიანი მეფის მმართველობისას ხდებოდა!

ბრძანებას მხოლოდ ეპისკოპოსი კირილე გდოველი არ დაემორჩილა.

აი, რას წერს იმდროინდელი "პეტერბურგის გაზეთი": "ლავრის დარაჯმა წყალკურთხევისთვის წინასწარ მოამზადა უზარმაზარი მუხის გობი და რამდენიმე კასრი აუდუღარი წყალი, პოლიციამ კი ქალაქის თავის ბრძანებით ადგილობრივი ტრაქტირის მეპატრონეს დაავალა, ალექსანდრე ნეველის ტაძარში წყლის კურთხევისთვის 50 ვედრო წყალი აედუღებინა. წყალი ერთ საათში მზად იყო. როცა პოლიციამ შეიტყო, რომ მუხის გობში აუდუღარი წყალი ესხა, მისი ადუღებულით შეცვლა მოითხოვა. ლავრის იკონომოსი დაიბნა და მიტროპოლიტ ანტონთან გაეშურა, მაგრამ არ შეუშვეს, - უთხრეს, ძალზე დაკავებულიაო. იკონომოსი უკან დაბრუნდა და საკუთარი ხელმწიფებით შეაცვლევინა წყალი.

ადუღებული წყალი ყველას ეყო, თუმცა ეს კია - გაცივება ვერ მოასწრო და ცხელ-ცხელსვე არიგებდნენ. ამ ამბავმა მრევლი ძალზე აღაშფოთა. ადუღებული წყალი რომ შემოიტანეს და კასრებში ჩაასხეს, ბევრმა ლიტურგიაც კი მიატოვა.

ეს მოხდა ღვთის განცხადების წინა დღეს, დღესასწაულზე კი (რუსული ტრადიციით, წყალი ნათლისღებასაც იკურთხება) ლავრის სამღვდელოებამ უარი განაცხადა, ნევის ნაპირთან ადუღებული წყლით სავსე კასრი დაედგათ და ის ეკურთხებინათ. ყინული ამოჭრეს და ნეტარხსენებულმა მიტროპოლიტმა კირილე გდოველმა ლავრის არქიმანდრიტებთან ერთად, წესისამებრ, მდინარე აკურთხა, თუმცა პოლიციამ ყველა ღონე იხმარა, რომ წყლის კურთხევას არც ერთი მლოცველი არ დასწრებოდა".

მიტროპოლიტი ანტონი, რომლის დროსაც ეს მკრეხელობა მოხდა, მალე გარდაიცვალა. საშინელი იყო მისი სიკვდილი - ათი დღე უგონოდ იწვა და ყოველდღე ესალმებოდა სიცოცხლეს. როცა გარდაიცვალა, წესის აგებისას მისი ცხედარი ლავრის ირგვლივ შემოატარეს. უეცრად ამოვარდნილმა ქარბორბალამ მიცვალებულს გვირგვინი თავიდან მოაგლიჯა და ხალხში გადაისროლა, მერე კი უკვალოდ გააქრო.

ჭეშმარიტად - ვისაც მეტი მიეცა, მეტი მოეთხოვება.

ეს ამბავი კი ჩვენი დროის საქართველოში მოხდა. მესხეთში, ულამაზეს ადგილას, დგას ჭულევის მონასტერი. მის ჩრდილო-აღმოსავლეთით ჩანჩქერი გადმოჩქეფს. აი, ამ წყალს აკურთხებდნენ ხოლმე ნათლისღებისას. იმ წელსაც ასე იყო. უამრავი მლოცველი მიაწყდა მონასტერს. ძალზე ციოდა და თოვლიც იდო, მაგრამ ხალხი ამან ვერ დააბრკოლა. ჩანჩქერთან ყინული ამოამტვრიეს და მამა სტეფანემ (ახლა უკვე ეპისკოპოსმა) დიდი აიაზმის წესით აღასრულა კურთხევა. ლოცვის დასრულების შემდეგ კი ყველა შევიდა წყალში და განიბანა. ახალგაზრდა ცოლ-ქმარს ორი თვის ბავშვი მოეყვანა. პატარა ავად იყო. ექიმებს მისი გადარჩენის იმედი აღარ ჰქონდათ... მშობლებმა ისიც ჩააყურყუმელავეს წყალში.

მხოლოდ ნათიამ არ მოისურვა განბანა, არ გავცივდეო, - შეეშინდა.

განბანის შემდეგ უნდა ეტრაპეზათ. ნათიამ აღარ დაიცადა და შინისკენ გაეშურა.
მოხდა სასწაული - მომაკვდავმა ბავშვმა მოიხედა და მალე სრულიად გამოჯანმრთელდა. ნათიას კი იმ ღამეს სიცხე მისცა და კარგა ხანს იავადმყოფა. მას მცირე მიეცა, მცირე მოეთხოვა და, მღვდელმთავრისაგან განსხვავებით, მცირედ განისწავლა ღვთისგან.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
01.02.2023

შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე) მამა გაბრიელს და ანტონ მარტმყოფელის მამათა მოანსტერში
21.02.2021
ბატონი ზურაბ ვარაზაშვილის გარაცვალებამ თითოეულ ჩვენგანს დაწყვიტა გული.
02.11.2020
სამთავროს დედათა მონასტერში, კათოლიკოს-პატრირქის ერთ-ერთი სტუმრობის დროს, ბერი გაბრიელი კოშკიდან გამოვიდა, "სამეფო" რვალის დიადემით.
ურთიერთ ამბორყოფისა და მოკითხვის შემდეგ პატრიარქმა ჰკითხა: "მამა გაბრიელ, ეგ დიადება ოქროსია?"
29.11.2019
მამა ფადეის (თადეოზი) ვიტოვნიცელს, უაღრესად პატივცემულ სერბ მოძღვარს, ოჯახის შესახებ კითხეს:
29.11.2019
- მარხვა რა არის?
ეხლავე აგიხსნიო, უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები.
03.11.2019
ცნობილი საეკლესიო მწერალი სერგი ნილუსი მოგვითხრობს: "დღეს მამა იოსებთან მივედი, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. მამები ისვენებდნენ.
27.12.2018
ღირსი მამა გაბრიელის დედის, მონაზონ ანას ფოტო სოციალურ ქსელში, თინათინ მჭედლიშვილის გვერდზე ვნახე.
26.08.2018
იღუმენია ელისაბედი (ზედგინიძე):
-ერთხელაც, მამა გაბრიელმა მარტყოფის მონასტერში მთხოვა წასვლა.
29.11.2017
გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი,
27.08.2017
,,ლეგენდის თანახმად, ავღანელებთან ბრძოლისას, ძალაგამოლეულ ქართველებს "თამზანის გორაზე" წმინდა გიორგი გამოეცხადათ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
რომის იმპერიაში პირველი დიდი დევნა ქრისტიანებზე ნერონის დროს აღიძრა, ხოლო უკანასკნელი, მეათე - დიოკლეტიანესა და მის მემკვიდრეთა ხანაში.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat