შეშინებულმა უშგულელებმა დედა ღვთისას წინაშე მუხლი მოიდრიკეს და შენდობა სთხოვეს
შეშინებულმა უშგულელებმა დედა ღვთისას წინაშე მუხლი მოიდრიკეს და შენდობა სთხოვეს
ქართული ამბები
ორი ძე და ოთხი ასული დარჩა წმინდა მოწამე მეფე არჩილს. უმცროსი ქალიშვილის, შუშანის, სილამაზის ამბავი ხაზართა განმგებელსაც მისწვდა. ხაკანმა მოციქულნი წარმოავლინა ქართლს და შუშანის ხელი ითხოვა. იოანემ, წმინდა არჩილის ძემ, და დედამან მისმან სასტიკი უარი შეუთვალეს. გამოხდა ხანი და ხაკანმა ჯარი შეუსია კახეთს. ლაშქარს სპასალარი ბლუჩანი სარდლობდა. მტერმა გამოვლო გზა ლეკეთისა, შემოვიდა კახეთში, აიღო ციხე, სადაც არჩილის შვილებს შეეფარებინათ თავი, შემდეგ შემუსრა ტფილისი, მოაოხრა ქართლი და უკან გაბრუნდა, თან ძვირფასი ტყვეები შუშანი და ჯუანშერი წაიყვანა.

დარიალის ხეობაში შუშანმა უთხრა ძმას: მირჩევნია, მოვკვდე, რათა ღირს მყოს უფალმა წმიდათა დედათა თანა, ვიდრე წარმართთაგან შეგინება ავიტანოო, - დასწვდა ბეჭედს, რომელსაც არასოდეს იშორებდა ხელიდან, შესვა მისი თვალის ქვეშ შენახული საწამლავი და იქვე განუტევა სული. ხოლო სული მისი სახიერმა ღმერთმა წმინდა მოწამე პელაგია ანტიოქიელთან ერთად დაადგინა, რომელმაც მსგავსად შუშანისა თავი მოიკლა - იგი სახლის ერდოდან გადმოეშვა, რადგან იცოდა, წარმართი იმპერატორის მხედრებს რომ შეეპყროთ, თავის ზეციურ სიძეს ქალწული ვერ ჩაბარდებოდა. ალბათ დადგება დრო და ქართველი ერი წმინდანად შერაცხავს წმინდა არჩილის უმცროს ასულს, შუშანს, ჩვენი უფლის მშვენიერ სასძლოს.

***
სამშობლოს მრავალჯერ უღალატა გენერალმა ციციანოვმა - გარუსებულმა ციციშვილმა, და ბოლოს თვითონაც ღალატით გამოესალმა წუთისოფელს. ეს ამბავი ასე მოხდა: გენერალმა რუსული მხედრობით დაიმორჩილა ნუხი, შამახია, შირვანი და ბაქოს მიადგა, ქალაქთან დაბანაკდა და ჰუსეინ ხანს მისწერა, კლიტენი მომართვიო. ერცხვინებოდა ხანს გასაღების საკუთარი ხელით მირთმევა, ბევრს ეხვეწა, ასე ნუ შემარცხვენო, მაგრამ გული ვერ მოულბო. ბოლოს ხანმა მისწერა: მეშინია თქვენს ბანაკში გამოჩენისა, მოდი ორი კაცით ციხის მახლობლად, მეც მოვალ ორი მხლებლით და მოგართმევ კლიტესო. ვერ მიუხვდა ციციშვილი მზაკვრობას, ამხედრდა, თან იახლა ორი ყაზახი და ელიზბარ ერისთავისშვილი. მოვიდა ხანიც ორი მონითურთ. გარდახდნენ ციციანოვი და ჰუსეინ ხანი ცხენებიდან, ეამბორნენ ერთმანეთს. მოართვა ხანმა კლიტე, გადგა გვერდზე და... გაისმა კიდეც გასროლა. ხანის მხლებლებმა სიცოცხლეს გამოასალმეს ციციანოვი. მასთან ერთად მოკლეს ელიზბარიც. ეს მოხდა 1806 წლის 8 თებერვალს, ყველიერის ხუთშაბათს.

გენერლის თავი ბაბა-ხან ყაენს გაუგზავნეს, ხოლო უთავო ცხედარი იქვე ციხის კართან ჩაფლეს. ნეშტი 1811 წელს კავკასიის მთავარმართებელმა მარკიზმა პაულიჩმა ჩამოასვენა თბილისს და სიონის ტაძარში დაკრძალა.

***
დადეშქელიანებმა სვანეთზე გაბატონება მოინდომეს, მაგრამ თავისუფლებისმოყვარე სვანებს ქედი ვერ მოახრევინეს. უშგულელებმა ზედიზედ გაისტუმრეს საიქიოს ყვარყვარე და ფუთა დადეშქელიანები. ამბობენ, ფუთას მკვლელობა ერთს ვისმე რომ არ დაბრალებოდა, შეთქმულებაში ყველამ შეიტანა წვლილი: თავიანთ ტყვიებს ცოტ-ცოტა ჩამოათალეს და ახალი ჩამოასხეს, ამ ტყვიით გატენილი თოფი უშგულის ღვთისმშობლის ეკლესიის გალავანში შეიტანეს და ტუჩი იქით უქნეს, საიდანაც მოელოდნენ ფუთას მოსვლას, ჩახმახზე კი გრძელი ბაწარი გამოაბეს, რათა რამდენიმე კაცს მოევლოო ხელი.

ფუთას მოპატიჟე გაუგზავნეს. დადეშქელიანი მანამდე არ ენდო მოციქულს, სანამ უშგულის მამასახლისის ვაჟი და კიდევ ოცი კაცი მძევლად არ დაუტოვეს დადეშქელიანებს.

გულდამშვიდებული ფუთა ამალით ესტუმრა უშგულს.

სადილზე დადეშქელიანს მარჯვნივ ნაგვაშერების ნასყიდა მოუსვეს, ხოლო მის მხლებლებს ორ-ორი უშგულელი მიუსხეს აქეთ-იქიდან. ნადიმი დაიწყო. როგორც კი თქვა ნასყიდამ, ბიჭებო, ახლა კი წითელი ღვინო დაგვალევინეთო, იმავე წამს ეკლესიის გალავნიდან თოფმა იქუხა. ფუთამ იქვე დალია სული. დანარჩენი უშგულელები მის მხლებლებს დაერივნენ და სულ ერთიანად ამოჟლიტეს. ერთადერთი კაცი გადარჩა და ისიც სოფელ ქიბიანში კოკიჩაშერების ქალებმა მოკლეს. სუფრა სისხლით შეიღება.

თქმულების თანახმად, უშგულის ღვთისმშობელს ისე სწყენია ეს ამბავი, რომ უშგულელები სასტიკად დაუსჯია. სამი წლის განმავლობაში უშგულში ერთი ძროხა არ დამაკებულა, ერთს არ მოუწველია რძე... შეშინებულმა უშგულელებმა დედა ღვთისას წინაშე მუხლი მოიდრიკეს და შენდობა სთხოვეს, თან აღუთქვეს, რომ ახალი წლიდან მოკიდებული პეტრეპავლობამდე ყველს გარეთ არ გამოიტანდნენ (ამ აღთქმას ისინი დღემდე ასრულებენ).

ფუთას ცოლმა ითხოვა, ქმრის გვამი მაინც დამანებეთო, მაგრამ სანამ მძევლად დატოვებული უშგულელები არ გაათავისუფლეს, ცხედრები მანამდე არ გაატანეს ჭირისუფლებს. ფუთას ტანისამოსი და იმ ბაწრის ნაგლეჯი, რომელიც თოფის ჩახმახს ება, კარგა ხანს ინახებოდა უშგულის ღვთისმშობლის ეკლესიაში.

***
ბათო ყაენმა ურდოში დაიბარა დავით ულუ და კარგა ხანს არ გაუშვა შინ. მეფეს სამეფო ერთგული ხალხისთვის ჩაებარებინა. კახეთის პატრონად კი თორღვა პანკელი დაეტოვებინა. რომ დააგვიანდა, თორღვამ იფიქრა, აღარ გამოუშვებენო და კახეთი თავისად დაიჭირა, აღარც დედოფალს მორჩილებდა და აღარც მესტუმრე ჯიქურს, რომელიც იმხანად პირველ კაცად ითვლებოდა მეფის კარზე.

შეიწყალა ყაენმა ბაგრატოვანი და სამშობლოში გამოუშვა. დაბრუნებულ გვირგვინოსანს დიდებულები ჰერეთში მიეგებნენ. იქ არ იყო მხოლოდ თორღვა - შეშინებულს თავი პანკისისთვის შეეფარებინა. მრავალჯერ მოიხმო მეფემ, მაგრამ მან ხლება ვერ გაბედა. როცა ვერაფერს გახდნენ, მესტუმრე ჯიქურმა დედოფლის სურვილით ხორნაბუჯელი წარავლინა პანკისს, რათა ასე მაინც მიეტყუებინა განდგომილი. ალავერდის წმინდა გიორგის ხატზე დაიფიცე, რომ არას მავნებო, სთხოვა თორღვამ მოციქულს. ხორნაბუჯელმა შეჰფიცა. რასაც ჩემთვის გაიმეტებ, - უთხრა პანკელმა, - ის გიყოს წმინდა გიორგიმ; თუ მიღალატებ, ჩემსავით უმემკვიდრეოდ გადაეგოს შენი გვარიო. ტაბახმელასთან დაარღვია ფიცი ხორნაბუჯელმა... შეიპყრო თორღვა ჯიქურმა და დედოფლის ნებართვით, მეფის უკითხავად, კლდეკარის ციხიდან გადააგდო.

ფიცის გატეხვისთვის წმინდა გიორგის რისხვამ უწია ხორნაბუჯელს - ოჯახი ერთიანად ამოუწყდა, ერთადერთი ვაჟი თათრებმა მოუკლეს, თვითონ კი მწუხარებამ გადაიყოლა.

ჯიქურს რამდენიმე წლის შემდეგ ცილი შესწამეს და მეფემ მტკვარში დაახრჩობინა... უშვილძიროს ჭირისუფალიც კი არ გამოუჩნდა. ბოლოს შეიკრიბნენ გლახაკნი და ქვრივ-ობოლნი, რომელთაც ახსოვდათ მისი სიკეთე, გამოითხოვეს მეფისგან ჯიქურის ნეშტი, წაიღეს და დიდი პატივით დაფლეს წმინდა ეკლესიაში.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
01.02.2023

შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე) მამა გაბრიელს და ანტონ მარტმყოფელის მამათა მოანსტერში
21.02.2021
ბატონი ზურაბ ვარაზაშვილის გარაცვალებამ თითოეულ ჩვენგანს დაწყვიტა გული.
02.11.2020
სამთავროს დედათა მონასტერში, კათოლიკოს-პატრირქის ერთ-ერთი სტუმრობის დროს, ბერი გაბრიელი კოშკიდან გამოვიდა, "სამეფო" რვალის დიადემით.
ურთიერთ ამბორყოფისა და მოკითხვის შემდეგ პატრიარქმა ჰკითხა: "მამა გაბრიელ, ეგ დიადება ოქროსია?"
29.11.2019
მამა ფადეის (თადეოზი) ვიტოვნიცელს, უაღრესად პატივცემულ სერბ მოძღვარს, ოჯახის შესახებ კითხეს:
29.11.2019
- მარხვა რა არის?
ეხლავე აგიხსნიო, უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები.
03.11.2019
ცნობილი საეკლესიო მწერალი სერგი ნილუსი მოგვითხრობს: "დღეს მამა იოსებთან მივედი, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. მამები ისვენებდნენ.
27.12.2018
ღირსი მამა გაბრიელის დედის, მონაზონ ანას ფოტო სოციალურ ქსელში, თინათინ მჭედლიშვილის გვერდზე ვნახე.
26.08.2018
იღუმენია ელისაბედი (ზედგინიძე):
-ერთხელაც, მამა გაბრიელმა მარტყოფის მონასტერში მთხოვა წასვლა.
29.11.2017
გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი,
27.08.2017
,,ლეგენდის თანახმად, ავღანელებთან ბრძოლისას, ძალაგამოლეულ ქართველებს "თამზანის გორაზე" წმინდა გიორგი გამოეცხადათ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat