"რისთვის მომკალი?"
"რისთვის მომკალი?"
ამბები ქრისტიანთა ცხოვრებიდან
ვერა და ვერ ვპოვე სულის მშვიდობა და სიხარული
სინის უდაბნოში მოღვაწეობდა წმინდა მამა ზოსიმე. ერთხელ მასთან ვინმე ავაზაკი მივიდა, აღიარა მის წინაშე თავისი ცოდვები და ბოლოს სთხოვა, ბერად აღეკვეცა. წმინდა ზოსიმემ მიხედა მის გულწრფელ სინანულს, მის ცრემლს და ავაზაკი საბერო სამოსით შემოსა. ავაზაკყოფილის დაფარვა სინის უდაბნოში ძნელი იქნებოდა, რადგან მამა ზოსიმეს რომელიმე სტუმართაგანს შეიძლებოდა ეცნო იგი, ამიტომ ღირსმა ურჩია, განმარტოებით მდგარ სკიტში, მამა დოროთესთან წასულიყო. ცხრა წელი იმოღვაწევა მამა დოროთეს სკიტში მონანულმა ავაზაკმა, ზეპირად დაისწავლა მთელი "ფსალმუნნი", იყო ძალზე მორჩილი და ყველასთვის საყვარელი. ერთხელაც, ამდენი ხნის ბერობის შემდეგ, დატოვა სენაკი, მამა ზოსიმეს მიადგა და სთხოვა, მისთვის ბერის სამოსი განეძარცვა. სურდა, ერისკაცის სამოსით დაბრუნებულიყო ერში.

დაბნეულმა მამა ზოსიმემ მიზეზი ჰკითხა. აი, რა უპასუხა ავაზაკყოფილმა: "უკვე ცხრა წელია, წმინდაო მამაო, რაც სკიტში ვცხოვრობ. ვმარხულობდი, როგორც შემეძლო, დავითმენდი ყოველგვარ სურვილს, თავმდაბლობითა და ღვთის შიშით ვმორჩილებდი ღირს მამებს, ვსასოებდი ღვთის მოწყალებას, რომელიც მომიტევებდა ჩემს აღურაცხელ ცოდვებს, მაგრამ ვერა და ვერ ვპოვე სულის მშვიდობა და სიხარული. ყოველ წამს თვალწინ მიდგას ჩემგან მოკლული ბავშვი და გულისმომკვლელად მეკითხება - რისთვის მომკალიო? ტაძარში ვლოცულობ თუ ვეზიარები, ძმებთან ერთად ვტრაპეზობ თუ სადმე მივდივარ, გვერდით მომდევს ყრმა, რომელიც განუწყვეტლივ მეკითხება ერთსა და იმავეს: "რისთვის მომკალი?" ამიტომაც, მამაო, მინდა დავბრუნდე იქ, სადაც ვყაჩაღობდი, რათა შემიპყრონ და სასჯელს მიმცენ".

დაინახა მამა ზოსიმემ, რომ სხვაგვარად არ დაუმშვიდდებოდა სული მონანულ ძმას, ამიტომაც წასასვლელად აკურთხა.

მივიდა ავაზაკყოფილი სოფელში. იცნეს, შეიპყრეს და თავი წარკვეთეს. ამგვარად, მხოლოდ საკუთარი სისხლით შეძლო მოებანა ის უამრავი ცოდვა, ასე რომ სტანჯავდა მის სულს და ვერანაირ სინანულის ცრემლს ვერ წარეხოცა.

ღმერთს ზღვა აქვს მოწყალებისა
წმინდა იაკობ მმარხველმა თავისი ანგელოზებრივი ცხოვრებით საკვირველთმოქმედების მადლი მოიპოვა: ავადმყოფთ კურნავდა, ეშმაკთ განდევნიდა, მკვდართ აღადგენდა. ერთხელ, შუაღამისას, ვინმე დედაკაცი მის სენაკს მიადგა და ღამის გასათევი სთხოვა. შეეწყალა ღირს მამას ქალი, შეეშინდა, ნადირმა არ დაგლიჯოსო, შეუშვა და თავისი მწირი ტრაპეზით გაუმასპინძლდა, შემდეგ კი სენაკის კუთხეს მიაშურა მოსასვენებლად. მის გულში არაწმინდა ფიქრებმა დაიწყო ფუთფუთი, მერე თვალი ჰკიდა დასაძინებლად მიწოლილი ქალის შიშველ სხეულს. სძლია სურვილმა, დააცხრა სტუმარს და გააუპატიურა. მერე ერთ ცოდვას მეორეც დაუმატა - მოკლა ქალი, რათა მას არ გაეთქვა.

ჩადენილმა ცოდვებმა სასოწარკვეთილებაში ჩააგდო ბერი და გადაწყვიტა, ერში წასულიყო. გზად ერთი ღირსი მამა შეხვდა. ბერმა მის წინაშე ყოველივე აღიარა. "ძმაო იაკობ, ღმერთს ზღვა აქვს მოწყალებისაო", - ამ სიტყვებით გაამხნევა ღირსმა მამამ, დაიყოლია, ერთ ღრმა მღვიმეში დასახლებულიყო და დაჰპირდა, რომ საზრდოს მიუტანდა ხოლმე.

თორმეტი წელი მღვიმიდან გამოუსვლელად გაატარა იაკობმა და უფალმა მიუტევა ცოდვები. იმ მხარეში, სადაც წმინდანი მოღვაწეობდა, საშინელი სიცხეები დაიჭირა. ამ კუთხის ეპისკოპოსს ძილსა შინა უფალი გამოეცხადა და უბრძანა, სამწყსოსთან ერთად მისულიყო მამა იაკობის მღვიმესთან და წმინდა მამისთვის წვიმის მოსაყვანად ლოცვა ეთხოვა. მღვდელმთავარი ასეც მოიქცა, მაგრამ წმინდა იაკობმა იუარა ლოცვა. ამბობდა, ალბათ შეგეშალათ, მე დიდად ცოდვილი ვარ, ეტყობა, უფალმა ვიღაც სხვასთან გაგგზავნათო. მამაო, ღვთის ნებას წინ ნუ აღუდგები, - ევედრებოდა ეპისკოპოსი, - ილოცე ჩვენთვისო.

ბოლოს დაჰყვა იაკობი, აღაპყრო ხელნი და ილოცა. მაშინვე წვიმა წამოვიდა. მიხვდა ღირსი მამა, რომ უფალმა შეუნდო.

უნებლიე მკვლელი
ათონის მთაზე, ათანასეს ლავრასთან ახლოს, უდაბნოში, ვიგლას რომ ეძახდნენ, ბერი იერონიმე მოღვაწეობდა. ერისკაცობაში, ჯარში ყოფნისას, მოხდა შემთხვევა, რომელმაც მთლიანად შეცვალა მისი ცხოვრება. მას ერთხელ სამხედრო ნაწილის დარაჯობა დაავალეს. შუაღამისას ამ ნაწილის ოფიცერი ამოწმებდა ხოლმე პოსტებს, რათა შეეტყო, დარაჯთაგან ხომ არავის ეძინა. მოხდა ისე, რომ დარაჯს მძინარეს მიასწრო. მან ჯარისკაცს ჩუმად ააცალა იარაღი, გადამალა და უკანვე დაბრუნდა. ამასობაში ჯარისკაცმა გაიღვიძა, ბევრი ეძება, მაგრამ თოფს ვერსად მიაგნო. იპოვა მხოლოდ რევოლვერი, რომელიც ოფიცერს ვერ შეემჩნია.

ოფიცერი ღამის სიბნელეში ჩუმად უახლოვდებოდა ჯარისკაცს. დარაჯმა რამდენჯერმე გააფრთხილა: შეჩერდი, იცოდე, გესვრიო, მაგრამ დაიმედებული ოფიცერი ისევ უჩუმრად მიიწევდა მისკენ. მაშინ ჯარისკაცმა ესროლა და მოკლა იგი.

უნებლიე მკვლელი ტრიბუნალს გადასცეს, სასჯელიც მოიხადა, მაგრამ სინდისის ხმას ვერსად გაექცა, ამიტომაც დატოვა სოფელი და ათონის მთაზე, წმინდა ვარლაამისა და იოსების კალივაში მოღვაწე ღირს მამას დაემოწაფა. სახელად იერონიმე უწოდეს.

გავიდა მრავალი წელი, მამა იერონიმეს მოძღვარი გარდაეცვალა და თვითონ გახდა სხვათა სულებზე მზრუნველი. ერთხელ დიდ ლავრაში მორჩილად ვინმე სულით ავადმყოფი მიიღეს. სნეული ათასნაირ სისულელეს სჩადიოდა (მაგალითად, ფრესკებზე ეშმაკებს თვალებს ფხეკდა) და იძულებულნი გახდნენ, მონასტრიდან დაეთხოვათ. გზააბნეული ახალგაზრდა მამა იერონიმეს მიადგა. გულმოწყალე ბერმა შეიფარა იგი.

ერთხელ სულით ავადმყოფი მამა იერონიმეს შეეკამათა: გინდა თუ არა, ეს ხატი მწვალებლურია და მისი თაყვანისცემა არ შეიძლებაო. ღირსი მამა საპირისპიროს უმტკიცებდა. მაშინ გაბრაზებულმა მორჩილმა აიღო ქვა, მოძღვარს თავში ჩასცხო და მოკლა. როცა გონს მოვიდა, აიღო სკვნილი, დადგა ბერის ცხედართან და მისი სულისთვის ლოცვა დაიწყო. სწორედ ეს სურათი იხილა მეზობლად მცხოვრებმა ბერმა, მამა იერონიმესთან რომ მისულიყო რაღაც საქმეზე. ამგვარი იყო, ღვთის ნებით, აღსასრული ღირსი მამისა, რადგან, როგორც წმინდა ამბროსი ოპტელი ბრძანებს, თუმცა ღმერთი მიუტევებს მონანულს, მაგრამ ყოველი ცოდვა მოითხოვს განსაწმენდელ სასჯელს.

სინდისის ხმა
ოსტგუთთა მეფემ თეოდირიხმა, იტალია რომ დაიპყრო, ცილისწამებით და უსაფუძვლო ბრალდებით პაპი იოანე საპყრობილეში გამოამწყვდია, სახელგანთქმული და ყველასგან პატივცემული სენატორი ბოეცია საშინელი წამებით მოკლა, ხოლო მის სიმამრს სიმაქს თავი წარკვეთა. თუმცა კი დიდი ხანია მიჩვეული იყო კაცისკვლასა და სისხლისღვრას, მაგრამ პირუთვნელი მსაჯული - სინდისი - მაინც ამხილებდა, უბრალო კაცნი რატომ დახოცეო. თეოდორიხმა სცადა, სინდისის ხმა ჩაეხშო, მაგრამ არაფერი გამოუვიდა. სულიერმა შფოთმა, შინაგანმა ბრძოლამ გატანჯა მეფე და ბოლოს ჭკუიდან შეშალა. ერთხელ, სადილზე, მსახურებმა თევზი მიართვეს. მეფეს მოეჩვენა, რომ თევზის მაგივრად ლანგარზე მის მიერ მოკლული სიმაქის თავი იდო და მრისხანედ შეჰყურებდა. შეშინებული თეოდორიკე ლოგინში ჩაწვა, თავზე საბანი წაიფარა და ატირდა. ის მწარედ ინანიებდა სიმაქისა და ბოეციას მკვლელობას. ამ სინანულში წაიყვანა უფალმა იმ ქვეყნად.

მხილება
ეს ამბავი ორი საუკუნის წინ რუსეთში, ჩერნიგოვის გუბერნიაში მოხდა.

ვინმე გლეხი პავლე იანკოვი სოფლის ბიჭებთან ერთად ნახირს მწყემსავდა. ერთი მათგანი ძალზე ეურჩებოდა. გაბრაზებულმა პავლემ მოუქნია მუშტი და თავში ჩაარტყა. ბავშვი უგონოდ დაეცა მიწაზე. მასზე ეჭვი რომ არ მიეტანათ, პავლემ უგონოდ მყოფ ბიჭს დანით ყელი გამოსჭრა.

გვამი მეორე დღეს ბუჩქებში იპოვეს. ეჭვი პავლეზე მიიტანეს, მაგრამ არც სამხილი ჰქონდათ, მწყემსიც უარყოფდა დანაშაულს და ამიტომაც გაათავისუფლეს.

ბიჭის დაკრძალვაზე პავლე გამოსამშვიდობებლად მივიდა. როცა ის ყრმის ცივ სხეულს ეამბორა, გარდაცვლილს ცხვირიდან და ყელიდან სისხლი წასკდა. ყველა მიხვდა, ვინ იყო მკვლელი. თვითონ პავლეც შეძრა ამ მხილებამ, გამოისახა ჯვარი, მივიდა იქვე მყოფ ბატონთან, ჩაუვარდა მუხლებში და აღიარა დანაშაული.

მიცვალებულმა ხელი გაიშვირა
ახალგაზრდა ვაჭარმა ქალაქში გაყიდა თავისი საქონელი და იმ საღამოსვე აპირებდა შინ დაბრუნებას. მის ნავაჭრ ოქრო-ვერცხლს ერთმა ავაზაკმა მოჰკრა თვალი და მისი გაძარცვა მოინდომა. ღამით ვაჭარი გზას გაუდგა. ავაზაკი უკან გაჰყვა, მოკლა და გაძარცვა, გვამი კი ღირსი მამის პალადი მოღვაწის სენაკის კართან დააგდო.

გათენდა და ვაჭრის მკვლელობის ამბავი ელვის სისწრაფით მოედო ქალაქს. აღშფოთებულმა ხალხმა შეამტვრია სენაკის კარი და მამა პალადი შებორკა. სამართლის განჩინების მოსურნეთა შორის იყო ვაჭრის მკვლელიც. მამა პალადიმ აღაპყრო ხელნი ზეცად, ილოცა, შემდეგ აიღო მიცვალებულის მარჯვენა და სთხოვა გარდაცვლილს: უთხარი, ყმაწვილო, ამ ხალხს, თუ ვინ აღმართა შენზე ხელი და უსამართლოდ პყრობილი გაათავისუფლეო. ყველას გასაოცრად, მიცვალებული წამოჯდა, მიმოიხედა და მკვლელისკენ ხელი გაიშვირა, მერე კი მიწვა და მიიძინა საუკუნოდ. ატყდა ერთი ამბავი, ეცნენ მკვლელს, შეიპყრეს, გახადეს სამოსი და სისხლიან დანასთან ერთად ნაძარცვი ოქრო-ვერცხლი უპოვეს.

მოწმე წეროები
გერმანიაში ყაჩაღებმა ერთი მოგზაური გაძარცვეს და მოკლეს. ამ დროს თავზე წეროების გუნდმა გადაუფრინა. საცოდავმა კაცმა უფლის სახელით მიმართა მათ: გაფიცებთ თქვენს შემოქმედს, მოწამენი იყავით ჩემი მკვლელობისა და საქვეყნოდ გაამჟღავნეთო.

ყაჩაღებმა ნაძარცვის გასაყოფად ახლომდებარე სასტუმროს მიაშურეს. მალე წეროები მოფრინდნენ, სასტუმროს სახურავზე შემოსხდნენ და ერთი ამბავი ატეხეს. მათ ხმაურზე ავაზაკები გარეთ გავიდნენ. ერთმა მათგანმა ხუმრობით თქვა: მგონი, ეს ის წეროები არიან, ჩვენი მკვლელობაში მხილება რომ დაავალეს, მაგრამ საცოდავები ტყუილად ირჯებიან, მათ ენას ვერავინ გაიგებსო. მაგრამ, ღვთის განგებით, მოხდა ისე, რომ მათ საუბარს ყური მოჰკრა სასტუმროს მეპატრონემ და ხელისუფალთ შეატყობინა. ავაზაკები შეიპყრეს. ისინი დანაშაულს უარობდნენ, მაგრამ ერთ-ერთ ავაზაკს აღმოაჩნდა ბალთა, რომლის მეორე ცალიც გარდაცვლილის სამოსზე იპოვეს. ეს უკვე ცხადი სამხილი იყო. ავაზაკებმა ბევრი სხვა დანაშაულიც აღიარეს და საკადრისადაც დაისაჯნენ.

დაგვიანებული სასჯელი
1611 წელს კონსტანტინოპოლში ინგლისის ელჩის გლოვერის მსახურებმა გართობისას შემთხვევით სასიკვდილოდ დაჭრეს თურქი ჯარისკაცი (იანიჩარი). იანიჩართა უფროსმა ვეზირთან იჩივლა, მან კი დამნაშავის დასჯა ბრძანა. გლოვერი ირწმუნებოდა, ეს ყველაფერი შემთხვევით მოხდაო, მაგრამ მას არავინ მოუსმინა. ელჩი იძულებული გახდა, ყველა მსახური თავისთან ეხმო.

იანიჩრები ერთ მათგანს, საიმონ დიბენსს, ეცნენ და შეიპყრეს. სხვებიც ხმამაღლა ამტკიცებდნენ, ეს არის მკვლელიო, თუმცა დიბენსი მკვლელობის ადგილას არც კი ყოფილა. ელჩი დარწმუნებული იყო მის უდანაშაულობაში და სცადა, ფულით დაეხსნა საიმონი, მაგრამ ამაოდ.

სიკვდილის წინ დიბენსი გამოუტყდა ელჩის წარგზავნილს, რომ ოდესღაც ინგლისში კაცი მოეკლა და იმიტომაც გამორიდებოდა იქაურობას. ახლა კი მოეკითხა მაშინდელი დანაშაული და ღვთის მიერ მოვლენილი სასჯელით მიეზღო, ამიტომაც ამ სასჯელს უდრტვინველად იღებდა.

მალე დიბენსი ჩამოახრჩეს. როცა მის მიერ ოდესღაც ჩადენილი მკვლელობის შესახებ შეიტყო, ელჩი განცვიფრებული დარჩა ღვთის განგებულებით და მადლი შესწირა უფალს, რომ ნამდვილი დამნაშავე დაისაჯა და არა უნებლიე მკვლელი, რომელიც ამის შემდეგ აღარც უძებნიათ.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
01.02.2023

შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე) მამა გაბრიელს და ანტონ მარტმყოფელის მამათა მოანსტერში
21.02.2021
ბატონი ზურაბ ვარაზაშვილის გარაცვალებამ თითოეულ ჩვენგანს დაწყვიტა გული.
02.11.2020
სამთავროს დედათა მონასტერში, კათოლიკოს-პატრირქის ერთ-ერთი სტუმრობის დროს, ბერი გაბრიელი კოშკიდან გამოვიდა, "სამეფო" რვალის დიადემით.
ურთიერთ ამბორყოფისა და მოკითხვის შემდეგ პატრიარქმა ჰკითხა: "მამა გაბრიელ, ეგ დიადება ოქროსია?"
29.11.2019
მამა ფადეის (თადეოზი) ვიტოვნიცელს, უაღრესად პატივცემულ სერბ მოძღვარს, ოჯახის შესახებ კითხეს:
29.11.2019
- მარხვა რა არის?
ეხლავე აგიხსნიო, უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები.
03.11.2019
ცნობილი საეკლესიო მწერალი სერგი ნილუსი მოგვითხრობს: "დღეს მამა იოსებთან მივედი, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. მამები ისვენებდნენ.
27.12.2018
ღირსი მამა გაბრიელის დედის, მონაზონ ანას ფოტო სოციალურ ქსელში, თინათინ მჭედლიშვილის გვერდზე ვნახე.
26.08.2018
იღუმენია ელისაბედი (ზედგინიძე):
-ერთხელაც, მამა გაბრიელმა მარტყოფის მონასტერში მთხოვა წასვლა.
29.11.2017
გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი,
27.08.2017
,,ლეგენდის თანახმად, ავღანელებთან ბრძოლისას, ძალაგამოლეულ ქართველებს "თამზანის გორაზე" წმინდა გიორგი გამოეცხადათ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat