"მიშველე, წმინდაო დედაო!"
"მიშველე, წმინდაო დედაო!"
ყოვლადწმინდა ღვთისმშობელმა თავისი წილხვედრი ქვეყნის შვილებს მრავალი საჩუქარი მოგვიძღვნა: საქართველოშია დედა ღვთისას კვართი, სარტყელი, ღვთისმშობლის ხელით შექმნილი ჯვარი ვაზისა, ყოვლადწმინდა ქალწულის სასწაულთმოქმედი ხატები და, რაც მთავარია, მისივე ხელით მოქსოვილი კვართი უფლისა. ქართველი კაციც სიყვარულით მორჩილებდა თავის პატრონს. ყოველ სოფელში, ის კი არა, ლამის ყოველ უბანში, ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის საყდარი იდგა.

დედა ღვთისას მეოხების არაერთ ამბავს ინახავს ჩვენი ერის მეხსიერება. ალბათ, მათაც გამოუჩნდება შემკრები, ჩვენ კი ზოგიერთ მათგანს მოგითხრობთ.

ჯავახური ამბავი
ჯავახეთს სულიერი თვალი დიდი სასოებით მიეპყრო ვარძიის ღვთისმშობლისკენ. ამ სამონასტრო კომპლექსის მშენებლობა მეფე გიორგიმ დაიწყო და მისმა ასულმა თამარმა დაასრულა. "გულსიდგინა მეფემ წმიდა ხატის მსახურებად და ამისთვის უმეტეს პირველთა იდიდა მეფობა მისი", - მოგვითხრობს მემატიანე. ვარძიაში, ღვთისმშობლის ხატის წინ ულოცია თამარს და ცრემლით შეუვედრებია მეუღლე თვისი, ქართული ჯარი და მისი დროშა, დალოცვილი გაუგზავნია ლაშქარი ბრძოლის ველზე. ბასიანთან ქართველებს სასწაულებრივად დაუმარცხებიათ მტრის ურიცხვი ჯარი...

განსაცვიფრებელია, მაგრამ ფაქტია: ამ ბრძოლაში დედა ღვთისამ უვნებლად დაიცვა მისდამი შევედრებული ერი. ამოდენა ლაშქარში "არც ერთი ვარგი, მეფისგან შესწავლილი" კაცი არ დაღუპულა. ამ სასწაულმა დააწერინა იოანე შავთელს იამბიკო "ვარძიის ღვთისმშობლისანი".

ჟამთააღმწერელი წმინდა ხატის ერთ-ერთ სასწაულს მოგვითხრობს: ნავროზ ნოინს ეკლესია-მონასტრების მოსაოხრებლად საქართველოში ჯარი გამოუგზავნია. პირველად ვარძიის ღვთისმშობლის მონასტრის გაძარცვა უბრძანებია - იქ უამრავი თვალ-მარგალიტი ეგულებოდა. გზად ურჯულოებმა ნახჭევნის ტაძარი დაარბიეს და როცა ვარძიის ღვთისმშობლის ასაკლებად გამოემართნენ, ყოვლადწმინდა ქალწულის რისხვა ეწიათ: სარდალს მეხი დაეცა და ფერფლად აქცია.

1551 წელს კი სპარსელებმა იავარყვეს ვარძიის მონასტერი. გაიტაცეს ვარძიის ღვთისმშობლის ხატიც. დღევანდელ მორწმუნეთათვის ცნობილი ვარძიის ღვთისმშობელი კი იმერეთიდან, ხარაგაულის რაიონის სოფელ ვარძიიდან, ჩამოუბრძანებია შ. ამირანაშვილს 1924 წელს თბილისის სახელმწიფო მუზეუმში.

ჯავახეთის ვარძიაში ყოველ მარიამობას უამრავი მორწმუნე მიდიოდა სალოცავად. ერთი მათგანისთვის ადიდებულ მტკვარს ცხენი წაურთმევია. "მიშველე, წმინდაო დედაო!" - ღაღადუყვია განსაცდელში მყოფს და სასწაულით გადარჩენილა.

ასეთ ამბავსაც ჰყვებოდნენ: შაჰ-აბასმა თმოგვის ციხე რომ აიკლო, ურიცხვი ტყვე წაასხა თურმე სპარსეთში. მათ შორის იყო ერთი ყმაწვილიც. ყაენს ვაჟზე გული შეუვარდა და პირისფარეშად დაიყენა.

გავიდა რამდენიმე წელი და ჯავახეთს ახლა ხონთქარი დაეცა. მანაც უამრავი ტყვე წაასხა ჯავახეთიდან. ტყვეებს შორის ერთი ლამაზი ქალი ერია. ხონთქარს ისე მოსწონებია, თან წაუყვანია და ცოლისთვის უჩუქებია.

ერთხელ შაჰი სტუმრად სწვევია ხონთქარს. ოსმალეთის მბრძანებელი დიდი ამბით დახვედრია, ჩინებული მასპინძლობა გაუწევია და ნავახშმევს მოუსვენებია.

შაჰ-აბასის მოსამსახურე ბიჭს იმ ღამეს ძილი არ მიეკარა - მარიამობა თენდებოდა, ვარძიის მონასტრის დღეობა... ყმაწვილი მოგონებებმა წაიღო, ბევრი რამ გაიხსენა, ბევრი იტირა... ბოლოს ამოიოხრა: "ვარძიის ღვთისმშობელო, შენ გვიშველე ქართველებს და შემუსრე ჩვენი მტერიო". ამ სიტყვებს ხონთქრის ცოლის მოახლემ მოჰკრა ყური, ვეღარ მოითმინა, იმ ყმაწვილთან მიიპარა და ვინაობა ჰკითხა. "ქართველი ვარ, თმოგველი, გოგილა მაყვალაძის შვილიო", - მიუგო ბიჭმა. ამ სიტყვების გაგონებაზე ქალი გაფითრდა: "მართლა, ძმაო? მეც გოგილა მაყვალაძის ქალი ვარო". ახლა კი იცნეს ერთმანეთი, გადაეხვივნენ, თავიანთი თავგადასავალი უამბეს. ვარძიის დღეობაც გაიხსენეს. გული რომ მოიოხეს, იქვე ურემი დაინახეს, ჩამოსხდნენ და გადაწყვიტეს, ვარძიის ღვთისმშობლისთვის ღამე ეთიათ, მაგრამ დაღლილებს ჩაეძინათ. ღვთის ბრძანებით ურემი აგორდა და გაქროლდა, იარა, იარა და ვარძიის მონასტრის ახლოს, სოფელ აფნის ფერდობზე შეჩერდა.

გარიჟრაჟზე და-ძმას გამოეღვიძა. მიიხედ-მოიხედეს, მიხვდნენ, რომ სხვაგან იყვნენ და შეშინდნენ: "ჩვენმა პატრონებმა რომ გაიგონ, დაგვხოცავენო". ამ დროს ზარის რეკა შემოესმათ. დამ გაიხედა და ვარძიის მონასტერში მოკიაფე სანთლების შუქი დაინახა. "აგერ, ვარძიის მონასტერი, სანთლების შუქი სწორედ იქიდან მოდისო", - უთხრა ძმას. "ალბათ ბურანში ვართ, დაო, - უპასუხა ყმაწვილმა, - აქ ვარძიის მონასტერს რა უნდა? ნეტავ წყალი მაინც იყოს სადმე, რომ პირზე შევისხათ და გამოვფხიზლდეთო". უთქვამს თუ არა ეს, იქვე კლდიდან მშვენიერი წყარო გადმოსულა (ეს წყარო ახლაც მოჩუხჩუხებს). პირი დაიბანეს, გამოფხიზლდნენ და მიხვდნენ, რომ მართლაც სამშობლოში იყვნენ.

ინგილოური ლეგენდა
ქურმუხის წმინდა გიორგის ტაძართან ერთი ეკლესიისოდენა ლოდია. მასზე ოდესღაც საყდარი მდგარა, მაგრამ მტერს მოუსრავს. ლოდზე ამბობენ, გამოჭრილია და შიგ წმინდა ხატები ასვენია, მაგრამ წმინდა გიორგის ისე დაუხურავს, რომ აღარ ჩანსო. წელიწადში ერთხელ, აღდგომა ღამეს, გამოქვაბულის კარი იღება, ღვთისმშობელი გარეთ გამოდის და ოქროს სავარცხლით დალალებს ივარცხნისო. შუაღამე რომ მოატანს, შიგნიდან ოქროს მამალიც გამოფრინდება და სამჯერ იყივლებს. მას სხვა მამლებიც აჰყვებიანო.

ერთ ღამეს, როცა ღვთისმშობელი, ჩვეულებისამებრ, გამოქვაბულიდან გამოსულა და თმის ვარცხნა დაუწყია, ვიღაც თათარს დაუნახავს, მიჰპარვია და დაჭერა მოუნდომებია. დაუნახავს მარიამ დედას (ასე ეძახიან ინგილოები ღვთისმშობელს) და გამოქვაბულში შევარდნილა. თათარს ხელი გაუწვდია მის დასაჭერად, მაგრამ მკლავი გაშეშებია, ქვაბულის კარი კი მიხურულა და შედუღაბებულა. შეშინებული თათარი შევედრებია უფალს, მკლავიც მორჩენია და თვითონაც გაქრისტიანებულა.

მეტეხის ღვთისმშობელი
მაჰმადიანთა ურიცხვი ლაშქარი დაიძრა საქართველოსკენ. თამარმაც გასცა ბრძანება და ათ დღეში ყოველი მხრიდან შავარდნებივით მოფრინდნენ ქართველი მხედრები. თამარმა რამდენიმე დღე დაყო ლაშქართან. მეომრებთან ერთად ლოცულობდა, ამხნევებდა, ძალას მატებდა. ბოლოს დალოცა, "წარუძღვანა ძელი ცხოვრებისა და თანა წარატანა ანტონ ჭყონდიდელი", თვითონ კი ფეხსაცმელი გაიხადა, ფეხშიშველი გაემართა მეტეხის ტაძრისკენ, ღვთისმშობლის წმინდა ხატის წინაშე დაემხო და ცრემლით ევედრა, "ვიდრემდის სრულყო ღმერთმან სათხოვნელი მისი". ურიცხვი იყო მტერი, მაგრამ მეტეხის ღვთისმშობლისა და წმინდა თამარის ლოცვით ძალამიცემულმა ქართველებმა მაინც გაიმარჯვეს. "ვითარცა თაგვთა, მოსრვიდეს და ვითარცა ქათამთა იპყრობდეს" მტერს... ქართველები განძაშიც შევიდნენ, სულთნის ტახტზე დავითი დასვეს და დიდი პურობა გადაიხადეს.

მეტეხის ღვთისმშობლის წმინდა ხატი 1795 წელს, სპარსთა მიერ თბილისის აღებისას დაკარგულა.

დიდუბის ღვთისმშობლის ხატი
იქ, სადაც ახლა დიდუბის ღვთისმშობლის ტაძარი დგას, ძველად საძოვრები ყოფილა. ერთ ქრისტიან მწყემსს, რომელიც დიდუბეში აძოვებდა ცხვარს და კარგად იცნობდა იმ არემარეს, ანგელოზი დასიზმრებია. უთქვამს: "დიდუბის მინდორში, ამა და ამ ადგილას, ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედი ხატია დასვენებული. ეახელ, თაყვანი ეცი და სასწაულს გიჩვენებსო". მწყემსმა ხილვა დედ-მამასა და მეზობლებს უამბო. ყველა მინიშნებული ადგილისკენ გაემართა. სასწაულის მოლოდინში თან ერთი ბრმაც წაიყვანეს. ღვთისმშობლის ხატმა მართლაც მოახდინა სასწაული: შობიდან უსინათლოს თვალი აეხილა. ეს ორშაბათ დღეს მომხდარა. სასწაულის ადგილას იმავე დღეს ნიში აღუმართავთ, ხატი იქ დაუბრძანებიათ და თაყვანი უციათ.

სასწაულთმოქმედი ხატის ამბავი მთელ საქართველოს მოსდებია. მოჰყავდათ თურმე სხვადასხვა სნეულებით შეპყრობილნი და ყველა განკურნებული ბრუნდებოდა შინ. მალე ნიშის ადგილას ეკლესია აუგიათ, რომელიც ყოველ ორშაბათს მლოცველებით ივსებოდა.

დიდუბის ტაძრისთვის მორწმუნეთა მიერ შეწირული საგანძური ერთ სარდაფში ჰქონიათ გადამალული, მაგრამ კომუნისტებს შეუტყვიათ მისი არსებობა და საუნჯე გაუზიდავთ. მაშინ დაკარგულა დიდუბის ღვთისმშობლის ხატის პერანგიც. დღევანდელი პერანგი რუსეთის პატრიარქს ალექსი I-ს დაუმზადებინებია და 1950 წელს დიდუბის ღვთისმშობლისთვის შეუწირავს.

პეტრიწონის ღვთისმშობელი
ბაჩკოვოს (პეტრიწონის) ღვთისმშობლის მიძინების სავანე, რომელიც გრიგოლ ბაკურიანის ძეს დაუარსებია, ერთ-ერთი უდიდესი და მდიდარი ისტორიის მქონე მონასტერია ბულგარეთში. დიდი ხნის წინათ საქართველოდან იქ წაუბრძანებიათ წმინდა ლუკა მახარებლის მიერ დაწერილი ღვთისმშობლის სახე. ამ ხატის დღესასწაულს ბულგარნი ბრწყინვალე შვიდეულის ორშაბათს აღნიშნავენ.

მონასტრიდან ერთი საათის სავალზე მდებარეობს პატარა სენაკი კლუმიატა, სადაც მონასტრის მკვიდრნი საგანძურს ინახავდნენ. მეთოთხმეტე საუკუნეში, თურქთა შემოსევისას, სწორედ იქ გადახვეწეს სიწმინდენი. იმ არეულობაში ხატი დაკარგულა და 1604 წელს ერთ მწყემსს აღმოუჩენია. ეს აღდგომას მომხდარა. ხატი მთავარ ტაძარში დაასვენეს, ხოლო მისი აღმოჩენის ადგილას ეკლესია ააგეს. ყოველწლიურად, აღდგომის მეორე დღეს, ღვთისმშობლის ხატს მიძინების ტაძრიდან წმინდა მთავარანგელოზის სამლოცველოში მიასვენებენ. საზეიმო მსახურების შემდეგ ხატი ისევ ტაძარს უბრუნდება. პეტრიწონის ღვთისმშობელთან კურნების სათხოვნელად მთელი ბულგარეთიდან მოდიან.

ქართული ხატი
უამრავი ხატი წაიღო შაჰ-აბასმა საქართველოდან. ცხადია, არა თაყვანსაცემად, არამედ სრულიად მიწიერი მიზნით - მათ უცხოელი ვაჭრები, უმეტესად რუსები, ყიდულობდნენ. ერთ-ერთი ხატი იაროსლაველ ვაჭარს, სახელად სტეფანეს, ვინმე გიორგის მამულის მოურავს, აჩვენეს. მანაც დიდი სიყვარულით გაიღო სასყიდელი.

იმ დროს, როცა სტეფანემ ხატი იყიდა, იაროსლავში გიორგის ხილვა ჰქონდა. უხილავმა ხმამ აუწყა, რომ მისმა მოურავმა ძვირფასი მარგალიტი შეიძინა და უბრძანა, ეს სიწმინდე დვინის ოლქში, შავ მთაზე გაეგზავნა.

გიორგი სიხარულით მიეგება დაბრუნებულ მოურავს, გულზე მიირქვა ღვთისმშობლის ხატი და, ჩვენებისაებრ, შავ მთაზე აშენებულ მონასტერში გაგზავნა. ხატს, რაკი საქართველოდან იყო გატაცებული, ქართული ხატი უწოდეს. 1629 წელს, როცა ის შავ მთაზე მიაბრძანეს, მონასტერში მოღვაწეობდა ბერი პიტირიმე, რომელსაც რამდენიმე წლის წინ დაეკარგა თვალისჩინიც და ყურთასმენაც. გამოვიდა პიტირიმე მონასტრის საავადმყოფოდან, თავისი სენაკის წინ დაემხო და ლოცვა დაიწყო. სწორედ იმ დროს დედა ღვთისას ხატი მონასტერში შეებრძანებინათ და საზეიმო ლოცვას აღასრულებდნენ. უეცრად პიტირიმე დიდმა ნათელმა მოიცვა. ბერი ჯერ შეშინდა - მას ხომ დიდი ხანი იყო სინათლე არ ენახა! შემდეგ ჯვარი გარდაისახა და სრულიად ჯანმრთელი წარუდგა ძმებს.

მრავალი სასწაული აღესრულა ქართული ხატის მოწყალებით: ხეიბარი ფეხზე წამოდგა, ბრმამ ნათელი იხილა, ეშმაკეული სნეულებისგან განიკურნა... სასწაულები მისი მიხედვით დაწერილი ხატების მეოხებითაც აღესრულებოდა.

მთელ რუსეთში, განსაკუთრებით - მოსკოვში, დიდ პატივს მიაგებდნენ ღვთისმშობლის სასწაულთმოქმედ ქართულ ხატს. რუსეთის მართლმადიდებელმა ეკლესიამ მისი ხსენება 22 აგვისტოს (ძვ. სტილით) დააწესა.

***
არაგვის პირას, სანამ სოფელ არახვეთამდე მიხვალთ, ერთი პატარა საყდარი დგას. ის ჩოხის წმინდა გიორგის სახელზეა აგებული. მის გარშემო ოცამდე კომლს უცხოვრია, მაგრამ ეკლესია უპატრონოდ ჰქონიათ მიგდებული, ლამის პირუტყვთა სადგომად გადაექციათ. დიდხანს ითმენდა უფალი, მაგრამ ბოლოს უგუნურებს მაინც დაატყდათ თავს მისი რისხვა: მეწყერმა ოცივე კომლის სახლ-კარი არაგვში ჩაიტანა, ეკლესიისოდენა მეწყრის ზვინები საყდარს გარს შემოერტყა, თითქოს უკეთურთაგან იცავენო, თვით საყდრის შესასვლელი კი შლამმა და ქვიშამ ამოავსო. მართლაც საგულისხმო ამბავია. ალბათ, უფალმა გაგვაფრთხილა, რომ თუ საკადრის პატივს არ მივაგებთ ჩვენს სიწმინდეებს, თუ არ გავუფრთხილდებით ტრადიციებს, თუ მამა-პაპათაგან გადმოცემულ სულიერ თუ მატერიალურ საუნჯეს ჩვენს მომავალს არ შევუნახავთ, გვეწევა ღვთის რისხვა, ერთიანად მოგვსრავს გლობალიზაციის მეწყერი, წაგვიღებს და დავიწყების მდინარეს შეგვრთავს. ვაითუ მაშინ ეკლესიის კარიც ამოგვექოლოს და წმინდა ხატებიც, ღვთისმშობლის ქართული ხატივით, განგვეშორონ და სხვა ქვეყანაში განდიდდნენ.
ბეჭდვაელფოსტა
27.01. 2015
შორენა ჩხაიძე
დიდი მადლობა ბატონო კახაბერ ასეთი საინტერესო სტატიებისათვის უფალმა დაგლოცოთ. დიდება დედაღვთისმშობელს მისი მადლი შეეწიოს სრულიად საქართველოს და ჩემ ოჯახს.დიდება უფალს.
18.07. 2014
datiko48
madlobeli var bat.kaxaber am lamazi statiistvis,Gmertma daglocot!!!
16.07. 2014
ხათუნა თოთლაძე
დიდება უპალს,დიდება ღვთისმშობელ დედოფალს,შეგვეწიოს მათი მადლი სრულიად ს ა ქ ა რ თ ვ ე ლ ო ს.... დიდი მადლობა სტსტიის ავტორს,გმერთმა დაგლოცოთ და გაგახაროთ
სხვა სიახლეები
01.02.2023

შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე) მამა გაბრიელს და ანტონ მარტმყოფელის მამათა მოანსტერში
21.02.2021
ბატონი ზურაბ ვარაზაშვილის გარაცვალებამ თითოეულ ჩვენგანს დაწყვიტა გული.
02.11.2020
სამთავროს დედათა მონასტერში, კათოლიკოს-პატრირქის ერთ-ერთი სტუმრობის დროს, ბერი გაბრიელი კოშკიდან გამოვიდა, "სამეფო" რვალის დიადემით.
ურთიერთ ამბორყოფისა და მოკითხვის შემდეგ პატრიარქმა ჰკითხა: "მამა გაბრიელ, ეგ დიადება ოქროსია?"
29.11.2019
მამა ფადეის (თადეოზი) ვიტოვნიცელს, უაღრესად პატივცემულ სერბ მოძღვარს, ოჯახის შესახებ კითხეს:
29.11.2019
- მარხვა რა არის?
ეხლავე აგიხსნიო, უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები.
03.11.2019
ცნობილი საეკლესიო მწერალი სერგი ნილუსი მოგვითხრობს: "დღეს მამა იოსებთან მივედი, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. მამები ისვენებდნენ.
27.12.2018
ღირსი მამა გაბრიელის დედის, მონაზონ ანას ფოტო სოციალურ ქსელში, თინათინ მჭედლიშვილის გვერდზე ვნახე.
26.08.2018
იღუმენია ელისაბედი (ზედგინიძე):
-ერთხელაც, მამა გაბრიელმა მარტყოფის მონასტერში მთხოვა წასვლა.
29.11.2017
გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი,
27.08.2017
,,ლეგენდის თანახმად, ავღანელებთან ბრძოლისას, ძალაგამოლეულ ქართველებს "თამზანის გორაზე" წმინდა გიორგი გამოეცხადათ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6 7
8 9 10 11 12 13 14
15 16 17 18 19 20 21
22 23 24 25 26 27 28
29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალიასტომის ღვთისმშობელი წარმოდგენილია ყრმით, ხატი ფერწერულია და შეჭედილია ვერცხლით.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat