ორი მძიმედ დაავადებული კაცი იწვა ერთ საავადმყოფოში, ერთ პალატაში.
ერთ კაცს დაჯდომის უფლება დართეს: მისი ჯანმრთელობიდან გამომდინარე, ასეთი პოზა დაეხმარებოდა ფილტვებიდან სითხის გამოდენას. მისი საწოლი იდგა ერთადერთ ფანჯარასთან პალატაში. მეორე კაცი კი იძულებული იყო მთელი დღეები გაეტარებინა მწოლიარე მდგომარეობაში. ორნი სულ მუდამ საუბრობდნენ - თავიანთ ოჯახებზე, სახლებზე, სამსახურზე, ჯარზე, ბოლოს სად გაატარეს შვებულება და ა.შ.
ყოველ შუადღეს, როცა ფანჯარასთან მწოლიარე კაცს შეეძლო წამოჯდომა, ის უყვებოდა თავის მეზობელს ყველაფერს, რასაც კი ხედავდა გარეთ. ეს მეზობელი, რომელიც ფანჯრისგან შორს იყო მხოლოდ იმ ერთი საათისათვის ცოცხლობდა, როცა მის სამყაროს ფანჯარასთან მყოფი ამდიდრებდა და აფერადებდა თავისი მონაყოლით.
ფანჯარა გადაჰყურებდა პარკს და ლამაზ ტბას. გედები და ბატები წყალში ჭყუმპალაობდნენ, ბავშვები კი პატარა გემებს წყალზე ათამაშებდნენ. აგერ შეყვარებულმა წყვილმა ჩაისეირნა; გოგოს ლამაზი ყვავილების თაიგული ეჭირა. შორს კი ულამაზესი ჰორიზონტი მოჩანდა.
როდესაც ფანჯარასთან მყოფი კაცი ყვებოდა ამ ყველაფერს დეტალებში, მეორეს ისღა დარჩენოდა, რომ დაეხუჭა თვალები და წარმოედგინა ის, რაზეც მოსაუბრე ყვებოდა.
ერთხელ შუადღისას, კაცმა ფანჯარასთან აღწერა აღლუმი, რომელიც თითქმის ფანჯრის ქვეშ გადიოდა. მიუხედავად იმისა, რომ მეორეს აღლუმის ხმა არ ესმოდა, ის ხედავდა ამ ყველაფერს თავის წარმოსახვაში.
გავიდა დღეები, თვეები. ერთ დილას, როცა ექთანი მოვიდა და ხელ-პირის დასაბანად წყალი მოიტანა, მას ფანჯრასთან მყოფი კაცის უსიცოცხლო სხეული დახვდა - ის ძილში წყნარად გარდაიცვალა. დაღონებულმა ექთანმა დაუძახა საავადმყოფოს პერსონალს, რომ წაეღოთ სხეული.
როგორც კი ხელსაყრელი დრო დადგა, მეორე კაცმა იკითხა, თუ შეეძლო, რომ შეეცვალა ადგილი და გადასულიყო ფანჯარასთან. ექთანი სიამოვნებით დათანხმდა და კაცის საწოლი ფანჯარასთან გადააგორეს.
ნელ-ნელა კაცმა ტკივილებით მოახერხა წამოჯდომა, რომ საკუთარი თვალებით ენახა თუ როგორია სამყარო გარეთ, მაგრამ მისდა გასაკვირად, ფანჯრის წინ მხოლოდ კედელი დახვდა. კაცმა იკითხა, როგორ მოხდა, რომ მისი გარდაცვლილი მეზობელი აღწერდა სილამაზეს, ხოლო რეალურად გარეთ მხოლოდ კედელია.
ექთანმა უპასუხა, რომ პირველი კაცი ბრმა იყო და ამ კედელსაც კი ვერ ხედავდა. მან დაამატა, "შესაძლოა, მას თქვენი გამხნევება უნდოდა."
ადამიანი მაშინ არის ბედნიერი, როცა, მიუხედავად თავისი მდგომარეობისა, შეუძლია სხვებს ბედნიერება მიანიჭოს. მწუხარების გაზიარება მხოლოდ ანახევრებს მას, ხოლო თუ შეძლებ, სხვას ბედნიერება მისცე, შენ ის ორმაგად მოგენიჭება. თუ გინდა, რომ თავი უმდიდრეს ადამიანად იგრძნო, დააფასე ყველაფერი რაც გაქვს – ყველაფერს ფულით ვერ იყიდი.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი