კახი კავსაძე - "სიკეთის სასწაული"...
კახი კავსაძე - "სიკეთის სასწაული"...
ცნობილი ქართველი მსახიობი, კახი კავსაძე ასეთ ამბავს ჰყვება:
- ცუდი დაავადება დამიდგინეს - სიმსივნე. ლადო ხომ იცი, კახაძე? ექოსკოპიის ვირტუოზია. ჰოდა, რაღაც ეჭვები რომ შეეპარათ ექიმებს, ლადოსთან გამიშვეს. ლადომაც აწრიალა, აწრიალა ჩემს მუცელზე ეს ექოსკოპიის გორგოლაჭი და ბოლოს მითხრა, ცუდი დაავადება გჭირს კახიო... ერთი სიტყვით, გადაწყდა ჩემი გერმანიაში სამკურნალოდ გამგზავრება... ქალების ამბავი ხომ იცი, წასვლამდე ახლობელმა და ნათესავმა ქალებმა მირჩიეს, ამხელა გზაზე, თანაც სამკურნალოდ ისე ნუ წახვალ, ვიდრე მამაო არ დაგლოცავსო. მამაოს დავურეკე, დამლოცე-მეთქი... იმან კიდევ, - ჩვენმა უწმინდესმა და უნეტარესმა თქვა, კახი უნდა დავლოცოო... გამიხარდა...
დამლოცა პატრიარქმა. თავზე ხელი დამადო - დალოცვილი იყავიო... ახლა წამოდი ზემოთ ვიტრაპეზოთო. ზემოთ უზარმაზარი სუფრაა გაშლილი და ტორტი დევს. ამას ხელი არავინ მოჰკიდოს, ბატონი კახი გერმანიაში მიბრძანდება სამკურნალოდო...
ძლივს წამოვათრიე ის ტორტი, ერთი კვირა ჭამდა მთელი ჩემი სანათესაო და სამეზობლო...

გერმანიაში საავადმყოფოს ერთ-ერთ კაბინეტში ვზივარ და ექიმს ველოდები. კაბინეტში პუნქტუალური გერმანელი ექიმი შემოვიდა. სამედიცინო საწოლზე გამშოტეს. ძალიან უსიამოვნო პროცედურას მიტარებენ... ორგანიზმში რაღაც ნათურებიან მილებს მიდგამენ და ექიმი დათვალიერებას იწყებს. სულ 5-წუთიანი პროცედურაა... 5-წუთიანი პროცედურა ჯერ 10 წუთს გაგრძელდა, შემდეგ - 20 წუთს. დაფიქრებული ექიმი წამოდგა და მეორე ექიმი მოიყვანა. ახლა იმან დაიწყო უცნაურ მილში ჭიტინი, 5 წუთი, 10, 15... მერე გერმანელები ერთმანეთს მიუბრუნდნენ. აინ, ცვაინ, დღაინ, ნდღვა მუნდღვა, დღინ დღუნ... (კახიმ გერმანული არ იცის, მაგრამ არტისტია, გერმანელებს ბაძავს) ბოლოს მითხრეს, არაფერი გჭირსო... ეს იმიტომ, რომ აქ წამოსვლის წინ ჩვენმა პატრიარქმა დამლოცა-მეთქი. გაკვირვებულებმა შემომხედეს, გამომეტყველებაზე ეტყობოდათ, რომ ფიქრობდნენ: ეს ცოტა ვერ არისო... გავუმეორე, იმიტომ არ მაქვს არაფერი, რომ წამოსვლის წინ ჩვენმა პატრიარქმა დამლოცა-მეთქი. თქვენ სასწაულის გჯერათ? - მეკითხება გერმანელი ექიმი... მე სიკეთის ძალის მჯერა - ვეუბნები მას და ვემშვიდობები. ზურგს გერმანელი ექიმების ეჭვიანი მზერა მიწვავს…

თბილისში მოვფრინავ… ისევ ლადოს ექოსკოპიის კაბინეტში ვარ გაშოტილი. მან გერმანული ამბებისა არაფერი იცის… გაშტერებული მიყურებს, სასწაულია პირდაპირ, საწაული! არაფერი გაქვს, კახი, არაფერი...
სინამდვილეში არაფერი სასწაული არ მომხდარა. სიკეთის ძალამ გააქრო და დაშალა ბოროტება...
ბეჭდვაელფოსტა
16.11. 2015
ნანა
გაიხარე ჩემო კარგო, ისე როგორც ამ სტატიის ბოლო აბზაცებმა გამახარა... იყავი დიდხანს და გადასდე ეს სიკეთის ძალა ქვეყნიერებას... სიკეთე ხომ გადამდებია (როგორც იტყვიან ხოლმე)
16.11. 2015
nia
მაგარი სტატიაა! ღმერთმა ყველა დაგვლოცოს და აგვარიდოს ავადმყოფიბა და ბოროტება!
16.11. 2015
მამაია
კახი - "ცუდი დაავადება დამიდგინეს - სიმსივნე". თქვენი მონათხრობით თუ ვიმსჯელებთ, გამოდის, რომ არასწორად დაგიდგინეს ჩემო კახი. ჯანმრთელობას გისურვებთ და მჯერა, რომ დიდხანს იცოცხლებთ. იცოცხლებთ იმიტომ, რომ თქვენ არ გქონიათ ის ვერაგი დაავადება, რომლის განკურვნა ჯერ-ჯერობით ვერ ხერხდება (შეჩერება კი ბატონო). ასე რომ......
16.11. 2015
maruna
დიდება უფალს, დღეგრძელობა ჩვენს ტკბილ პატრიარქს და თქვენ ბატონო კახი...........უთქვენობა (პატრიარქის და თქვენი) აბა როგორ შეიძლება?
16.11. 2015
ბაბრაკ კამალ
აი ასე მეგობრებო, ბატონი კახი სრულიად ჯანმრთელია. ღმერთმა დიდხანს აცოცხლოს. მხოლოდ ერთი რამ უნდა იცოდეთ, რომ ამაში ლომის წილი მიუძღვის ერთ პიროვნებას, რომელსაც საქართველოს პატრიარქი ქვია და აქ არაფერ შუაშია მსოფლიოს სახელმოხვეჭილი ონკოლოგიური ცენტრები და იქ მომუშავე გამოჩენილი მეცნიერ მუშაკები. ერთი ხელის დასმა და ყველაფერი რიგზეა. ყველაზე არ ჭრის ოღონდ, ეგ კი ცუდია.
სხვა სიახლეები
01.02.2023

შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე) მამა გაბრიელს და ანტონ მარტმყოფელის მამათა მოანსტერში
21.02.2021
ბატონი ზურაბ ვარაზაშვილის გარაცვალებამ თითოეულ ჩვენგანს დაწყვიტა გული.
02.11.2020
სამთავროს დედათა მონასტერში, კათოლიკოს-პატრირქის ერთ-ერთი სტუმრობის დროს, ბერი გაბრიელი კოშკიდან გამოვიდა, "სამეფო" რვალის დიადემით.
ურთიერთ ამბორყოფისა და მოკითხვის შემდეგ პატრიარქმა ჰკითხა: "მამა გაბრიელ, ეგ დიადება ოქროსია?"
29.11.2019
მამა ფადეის (თადეოზი) ვიტოვნიცელს, უაღრესად პატივცემულ სერბ მოძღვარს, ოჯახის შესახებ კითხეს:
29.11.2019
- მარხვა რა არის?
ეხლავე აგიხსნიო, უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები.
03.11.2019
ცნობილი საეკლესიო მწერალი სერგი ნილუსი მოგვითხრობს: "დღეს მამა იოსებთან მივედი, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. მამები ისვენებდნენ.
27.12.2018
ღირსი მამა გაბრიელის დედის, მონაზონ ანას ფოტო სოციალურ ქსელში, თინათინ მჭედლიშვილის გვერდზე ვნახე.
26.08.2018
იღუმენია ელისაბედი (ზედგინიძე):
-ერთხელაც, მამა გაბრიელმა მარტყოფის მონასტერში მთხოვა წასვლა.
29.11.2017
გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი,
27.08.2017
,,ლეგენდის თანახმად, ავღანელებთან ბრძოლისას, ძალაგამოლეულ ქართველებს "თამზანის გორაზე" წმინდა გიორგი გამოეცხადათ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ღირსი იოანე კლემაქსი (+649) ეკლესიის მიერ უდიდეს მოღვაწედაა აღიარებული. ის არის ავტორი შესანიშნავი ღვთივსულიერი თხზულებისა "კიბე", ამიტომ ღირს მამას კიბისაღმწერელს უწოდებენ.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler