ამ რამდენიმე წლის წინ "კვირის პალიტრის" თანამშრომლებმა ტაო-კლარჯეთი მოილოცეს. მაშინ იშხანის ტაძარსაც ეწვივნენ.
"გურჯების" მისვლის ამბავი რომ შეიტყვეს იქვე იქაური ბალღებიც გაჩდნენ. მათ შორის გამოირჩეოდა, სამი გოგონა, 13-14 წლისანი-გვრიტებივით რომ ეკვროდნენ ერთმანეთს და არ შორდებოდნენ. აქედან ორი ულამაზესი იყო, თვალს ვერ მოწყვეტდი. მესამე მათგან შედარებით ნაკლებად ლამაზი იყო. "პალიტრელებმა" გალობა დაიწყეს. და მათ ის მესამე იშხნელი გოგონაც აჰყვა. ზოგი საგალობელი იცოდა, ზოგიც არა. საოცარი გულშემუსვრილებით გალობდა. განაბული, გალობამ თითქოს მშვენიერება შემატა ამ პატარა ქალწულს... "გურჯი ხარო?"- ჰკითხეს ბოლოს. "გურჯი ვარო"-უპასუხა გოგონამ. "რა გქვიანო?"-ჰკითხეს._"თამარაო"-იყო პასუხი. ამ ამბის გახსენებისას მე ეხლაც "ჭიანჭველები" დამდის ტანში. თქვენ წარმოიდგინეთ, "პალიტრელებს" რა დაემართებოდათ. ზოგმა ხელიდან ოქროს ბეჭედი წაიძრო, ზოგმა საყურე მოიძრო, ვისაც რა ჰქონდა, იმით აუვსეს თამარას ხელები, გოგონა კი დაბნეული უცქერდა მათ საქციელს. იშხნელმა თამარამ "პალიტრელები" თითქოს წამიერად ძველ საქართველოში წარიტაცა.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი