საოცარი ძალა აქვს ჯვარს, ენით უთქმელი...
საოცარი ძალა აქვს ჯვარს, ენით უთქმელი...
ეს ჭარმაგი ქალბატონი იმ ერთეულთა შორისაა, მწვალებელთა სიბრმავეს რომ გადაურჩა და, ღვთის წყალობით, დედაეკლესიის წიაღს შეუერთდა...

ბევრს ჰგონია, რომ სრულიად ურწმუნო კაცის მოქცევა უფრო იოლია, ვიდრე თუნდაც იეღოველის, თუმცა ეს ისტორია ბედნიერი გამონაკლისია...

- მოდით, ყველაფერი თავიდან დავიწყოთ. როგორ აღმოჩნდით იეღოვას ე.წ. მოწმეთა შორის?

- გულწრფელად გეტყვით: ქვეშეცნეულად ყრმობიდან ვგრძნობდი ღვთისადმი ლტოლვას, თუმც გარემო საამისო "მიზეზს" სულაც არ მაძლევდა, პირიქით, - რაც თავი მახსოვს, ჩვენს ოჯახში ღვთის ხსენებაც კი იკრძალებოდა.

რაც შეეხება იეღოვას სექტას, იგი თითქოს სრულიად შემთხვევით, "თავისით" მოვიდა ჩემს ცხოვრებაში: ჩვენთან ერთი ახლობელი ქალბატონი დადიოდა დისშვილთან ერთად. მხოლოდ ახლა ვხვდები, ის ქალიშვილი დაგეშილივით გრძნობდა, რა ხდება ჩემნაირების სულში... შეუნდოს ღმერთმა, თვითონ ხომ მოწამლული იყო, სხვებსაც წამლავდა. ასეთები სწორედ ჩემნაირ გზააბნეულ ადამიანებს ღუპავდნენ და ახლაც ასეა. სწორედ ასეთი დაბრმავებული ხალხით არის სავსე მათი სექტა. არადა, ეკლესიის მართლაც რომ საუკეთესო მრევლი იქნებოდნენ...

- რატომ ხვდებიან ადამიანები მათ მარწუხებში? თქვენ ხომ საკუთარ თავზე გაქვთ გამოცდილი ეს ყველაფერი?

- იცით, რა არის ძალიან მნიშვნელოვანი? იეღოველს ქრისტიანმა, მართლმადიდებელმა მღვდელმა უნდა დაასწროს დაბნეულ და გაორებულ კაცთან მისვლა, სწორედ ტაძარში მისვლის შემდეგ იბადება ადამიანი სულიერად.

- ახლა ყველაზე საინტერესო რამ უნდა გკითხოთ: როგორ შემობრუნდით ეკლესიისკენ?

- ახლა მრცხვენია, მაგრამ მღვდლები განსაკუთრებულად შევიძულე. კარდაკარ დავდიოდი და უამრავი სული დავღუპე. ამ უმძიმესი ცოდვის გამო ჯერ ოჯახი დამენგრა, შემდეგ ახლობლებმაც მაქციეს ზურგი...

საბედნიეროდ, უფალმა მომხედა და ჩემი შვილის ხელით მომივლინა ხსნა. შინ ვერ ჩერდებოდა, მე კი ყოველ დილით მისი ბალიშის ქვეშ უზარმაზარი ჯვარი მხვდებოდა, რასაც მაშინ სიკვდილი მერჩივნა...

მაგრამ სულ მალე ყველაფერი შეიცვალა: ჩემი ქალიშვილი ავტოკატასტროფაში მოჰყვა და სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე მდგომს სისხლის გადასხმა დასჭირდა.

საოპერაციოს რომ მივუახლოვდი, ჩემდა გასაკვირად, იქ ნათესავებთან ერთად ვითომ გასამხნევებლად ჩემი "სულიერი დებიც" დამხვდნენ, რომლებიც კატეგორიულად მოითხოვდნენ, გოგონასთვის სისხლი არ გადამესხა. მაშინ კი თვალთ დამიბნელდა, ვეღარაფერს ვგრძნობდი, მხოლოდ ღვთისმშობლის ხმა ჩამესმოდა, - შვილი გადაარჩინე და ეს ჯვარი იტვირთეო... და მის უწმინდეს ხელებში სწორედ ის ჯვარი დავინახე, ყოველ დილით ჩემი გოგონას სასთუმლის ქვეშ რომ მხვდებოდა...

მოკლედ, მეც გადავრჩი და ჩემი შვილიც, მაგრამ ამით ყველაფერი არ დასრულებულა - ყოფილმა თანამოძმეებმა ჩემი ფსიქოლოგიური დევნა იწყეს. ისევ ვორჭოფობდი. ბოროტი გაავდა... ისევ ჩემმა შვილმა მიხსნა - თავისი მოძღვარი შინ მოიყვანა და შემახვედრა. მის მკერდზე მოელვარე ჯვარმა ღვთისმშობლის ხილვა გამახსენა და მუხლებზე დამხობილმა ვთხოვე დალოცვა მოძღვარს...

საოცარი ძალა აქვს ჯვარს, ენით უთქმელი...
ბეჭდვაელფოსტა
27.10. 2018
hm
rao raoo, iehova ar cagikitxavs? ra umecari xar tu ar ici rom upals IEHWA qvia, biblia cagikitxavs gana?!
09.12. 2017
ქრისტიანი
ნანუკა, ბიბლიაში ბევრგან წერია ჯვრის ძალაზე, ძველი აღთქმიდან, რაც პირველი მახსენდება როცა მოსემ გააკეთა ჯვარი და გველი მიამაგრა, დაგესლილი თუ შეხედავდა განიკურნებოდა, ეს სიმბოლურად ჯვარცმას განასახიერებდა და უდიდესი სასწაული ხდებოდა. ამის შესახებ ამბობს სწორედ ქრისტე ღმერთი: და როგორც მოსემ აღამაღლა გველი უდაბნოში, ასევე უნდა ამაღლდეს ძე კაცისა, რათა ყველას, ვინც მას ირწმუნებს, საუკუნო სიცოცხლე ჰქონდეს (იოანე 3:14-15). პავლე მოციქული კი განმარტავს:ვინაიდან სიტყვა ჯვრის შესახებ სისულელეა მათთვის, რომელნიც იღუპებიან, ხოლო ჩვენთვის, რომელნიც გადავრჩებით, ღვთის ძალაა. (1კორ. 1:18). ღვთის ნებართვის გარეშე ეშმაკი ღორშიც ვერ შევა, ეშმაკს ძალას ცოდვა აძლევს, ცოდვა ღვთისგან განშორებაა. ეშმაკს ფოკუსები შეუძლია, ყალბი და არა ნამდვილი, იგივე ეშმაკობა. პავლე მოციქული წერს რომ ეშმაკებიც გარდაიქმნებიანო ნათლის ანგელოზადო, მაგრამ ნათლის ანგელოზი კი არ არიან, ამოტომაც ვერ გაგვინსხვავებია მარჯვენა მარცხენისაგან, მაგრამ ქრისტე ღმერთი გვეუბნება ნაყოფით უნდა მიხვდეთო.ეშმაკის ფოკუსს ბოროტი, ხოლო ღვთის სასწაულს კეთილი შედეგი ექნება.
17.08. 2016
emigranti
NANUKA, AI SHEN KI XAR IEHOVELI
06.04. 2016
gvanca
აბრაამმა მისცა ლოტს სამი მშრალი ტოტი – ფიჭვის, კედარის და კვიპაროსის – და უთრა: „დარგე ისინი ერთმანეთის გვერდი-გვერდ და ყოველდღე მორწყე წყლით ქედრონის ნაკადიდან. თუ ეს ტოტები გაიფურჩქნა, ე.ი. უფალმა შეგინდო შენ.“ ლოტი ასეც მოიქცა. გადმოცემით, იმ ადგილას, სადაც ლოტმა დარგო ეს გამხმარი ტოტები, გაიზარდა ხე უფლის ჯვრისა. სწორედ აქ იყო აღმართული შემდგომში ჯვრის მონასტერი. ყოველ დღე ლოტი მიდიოდა ქედრონის ნაკადთან, ასხავდა წყალს თიხის ჭურჭელში და მიჰქონდა მთაში. გზაზე ეღობებოდა ეკალ-ბარდი, და ამიტომ სხეული მისი მთლიანად დაკაწრულ-დაჩხვლეტილი იყო ეკლებით. ერთხელაც მას ამ უკაცრიელ ადგილზე შეხვდა უცნობი. მან ჰკითხა ლოტს: „წყალს დამალევინებ?“ ლოტმა უპასუხა: „მე მშობლებმა დამიტოვეს ანდერძად – მივიღო მწირი, დავალევინო მწყურვალს და დავაპურო მშიერი, – დალიე, ძმაო.“ მან აიღო დოქი და ერთი ყლუპით დააშრო ვეებერთელა ჭურჭელი. ლოტმა შეამჩნია, რომ დოქი ცარელაა მხოლოდ მაშინ, როდესაც მივიდა ადგილზე, სადაც დარგო სამი ტოტი. ასე განმეორდა რამოდენიმეჯერ, – ხვდებოდა უცნობი და უცლიდა დოქს, ლოტი კი რწყავდა ტოტებს მხოლოდ საკუთარი ცრემლებით. დატანჯული, ის მივიდა აბრაამთან და მოუყვა უცნაურ უცნობზე. აბრაამმა მოუსმინა, დააწყო ორი ტოტი ჯვარედინად და უთხრა: „დააფარე ეს შენს დოქს, და როცა ისევ შეგხვდება ის უცნობი, უთხარი – აიღე და დალიე, და ვნახოთ, რა მოხდება.“ ლოტი ასეც მოიქცა. უცნობმა კვლავ აიღო დოქი, მაგრამ როდესაც გახსნა, დაინახა ჯვარი და კივილით გაქრა. მოგვიანებით აბრაამმა უთხრა ლოტს: „ეს იყო დემონი. გახსოვდეს რისი ეშინიათ ბნელ სულებს.“ სამი წლის შემდეგ, გამხმარი ტოტები აყვავდა და სასწაულებრივად გაერთიანდნენ ერთ ხეში, რომელიც იწვევდა აღფრთოვანებას ყველაში, ვინც ნახავდა. თავად მეფე სოლომონმა თქვა ამ ხის შესახებ: „კურთხეულ არს ხე, რომლითაც გადარჩებიან ხალხები.“
06.04. 2016
ბიბლიაში, თუ არ გინდა,ჯვარს კი არა იესოს სახელს ვერ დაინახავ,აი იეღოვა კი არც ერთ ძველ ქართულ ბიბლიაში არ შემხვედრია.
სხვა სიახლეები
01.02.2023

შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე) მამა გაბრიელს და ანტონ მარტმყოფელის მამათა მოანსტერში
21.02.2021
ბატონი ზურაბ ვარაზაშვილის გარაცვალებამ თითოეულ ჩვენგანს დაწყვიტა გული.
02.11.2020
სამთავროს დედათა მონასტერში, კათოლიკოს-პატრირქის ერთ-ერთი სტუმრობის დროს, ბერი გაბრიელი კოშკიდან გამოვიდა, "სამეფო" რვალის დიადემით.
ურთიერთ ამბორყოფისა და მოკითხვის შემდეგ პატრიარქმა ჰკითხა: "მამა გაბრიელ, ეგ დიადება ოქროსია?"
29.11.2019
მამა ფადეის (თადეოზი) ვიტოვნიცელს, უაღრესად პატივცემულ სერბ მოძღვარს, ოჯახის შესახებ კითხეს:
29.11.2019
- მარხვა რა არის?
ეხლავე აგიხსნიო, უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები.
03.11.2019
ცნობილი საეკლესიო მწერალი სერგი ნილუსი მოგვითხრობს: "დღეს მამა იოსებთან მივედი, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. მამები ისვენებდნენ.
27.12.2018
ღირსი მამა გაბრიელის დედის, მონაზონ ანას ფოტო სოციალურ ქსელში, თინათინ მჭედლიშვილის გვერდზე ვნახე.
26.08.2018
იღუმენია ელისაბედი (ზედგინიძე):
-ერთხელაც, მამა გაბრიელმა მარტყოფის მონასტერში მთხოვა წასვლა.
29.11.2017
გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი,
27.08.2017
,,ლეგენდის თანახმად, ავღანელებთან ბრძოლისას, ძალაგამოლეულ ქართველებს "თამზანის გორაზე" წმინდა გიორგი გამოეცხადათ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat