ეს ამბავი არცთუ ისე დიდი ხნის წინ - 1993 წელს რუსეთში მოხდა:
მარიამ სოფლად თავისიანების მონახულება გადაწყვიტა.
სადგურზე გზა მიასწავლეს. თანაც ურჩიეს, მგლების ლუკმა რომ არ გამხდარიყო, ტყეში 10 კილომეტრის გავლა დაღამებამდე მოესწო.
ტყეში შესულს მალევე დაუღამდა. აღარც გამვლელები ჩანდნენ და საბრალო ქალი მარტოდმარტო აღმოჩნდა.
რა ეღონა? უკან, სადგურში, გამთენიისას თუ ჩააღწევდა; გზა აებნა და ვეღარც წინ მიიწევდა... საგონებელში ჩავარდნილს აღმოხდა: წმინდაო ნიკოლოზ, მიშველე, თორემ მგლები შემჭამენო, - და ცრემლი წასკდა...
ირგვლივ მდუმარება გამეფებულიყო, ბნელ ცაზე კი მხოლოდ ვარსკვლავები კიაფობდნენ...
უცებ მარიას ურმის თვლების ჭრიალი შემოესმა.
- ეტყობა ვიღაც მოდის! - გაუელვა ქალს და ხმას გაჰყვა.
ხედავს, ბილიკზე ცხენშებმული ურიკა მოჭრიალებს. კოფოზე ბერიკაცი ზის. მისი სახე მარიას არ დაუნახავს, მხოლოდ ზურგი და თავი გაარჩია, რომლის გარშემოც შარავანდედი ბრწყინავდა...
- წმინდაო ნიკოლოზ, ეს ხომ შენ ხარ! - შეჰყვირა ქალმა და ურიკას თავქუდმოგლეჯილი აედევნა. ურიკა კი ტაატით შეერია ღამეულ ტყეს... მისდევდა მარია და მისძახოდა: - მოიცადე, გევედრები, მოიცადე!..
ამ სრბოლა-ძახილში ტყეც მიილია და ქალმა უეცრად აღმოაჩინა, რომ სოფელს მისდგომოდა.
განაპირა ქოხის წინ, მორებზე მოხუცები ჩამომსხდარიყვნენ...
მარიამ იკითხა:
- ამ წუთას აქ ბერიკაცს ცხენშებმული ურიკა ხომ არ ჩამოუტარებიაო?
მოხუცებმა გაიოცეს:
- რას ამბობ, საათზე მეტია, აქ ვსხედვართ და სულიერს არ გაუჭაჭანებიაო.
გაოგნებულმა ქალმა გზა განაგრძო.
ასე მყისიერად გამოიხსნა და სამშვიდობოს გაიყვანა წმინდა ნიკოლოზმა ტყეში გზააბნეული, რომელმაც მხურვალედ შესთხოვა ხსნა ადამიანთა უდიდეს ქომაგსა და შემწეს.
მუდამ გვეწეოდეს მისი წმინდა ლოცვები!
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი