რამდენიმე წლის წინ მეგობარმა მითხრა, - ერთ გერმანელ სტუდენტს, ფილიპს, წლობით ნაგროვები სტიპენდია
თბილისის ერთ-ერთი უპატრონო ჩვილ ბავშვთა სახლისთვის გადაურიცხავს, მართლმადიდებლურად მონათლულა და საქართველოში სამუდამოდ აპირებს დარჩენასო.
გასაგებ მიზეზთა გამო ფილიპმა გვარის გამჟღავნებისგან თავი შეიკავა.
ამ ძალზე სიმპათიური ახალგაზრდა კაცის გარეგნობამაც, ბუნებამაც და ბიოგრაფიამაც გამახსენა ცნობილი ამერიკელი მართლმადიდებელი სასულიერო მოღვაწე, მღვდელმონაზონი სერაფიმ როუზი...
ამ მართლაც საოცარ ყმაწვილზე ბევრი რამის თქმა შეიძლება: ლამაზი ძველი რუსულით მეტყველებს და ქართულსაც წარმატებით სწავლობს, სამშობლოდან თითქმის ყოველდღიურად ურეკავს ქართველ მეგობრებს - ერთი სული მაქვს, საქართველოში საბოლოოდ დასამკვიდრებლად როდის მოვაწესრიგებ დოკუმენტებსო.
- გვეუბნება, - გერმანიაში მიწიერი სამოთხეა, აქ გაჩერება ძალიან მიჭირსო. რომ ვეუბნებით, თუ ასე გეჩქარება, ადექი, ყველაფერს თავი დაანებე და დაგვიბრუნდიო, გვპასუხობს: - ჩემი სურვილი თუ არ "გავაფორმე", არაფერი გამოვაო, - მითხრეს ფილიპის აქაურმა მეგობრებმა, მაგრამ სჯობს, თავად ფილიპს მოვუსმინოთ:
- რამდენიმე წელი რუსეთში ვცხოვრობდი და იქაურ ეკლესიებშიც ხშირად დავდიოდი. ყოველი ღვთისმსახურებისას ჩემი სული დიდ ნათელსა და სიხარულს შეიგრძნობდა, რაც გერმანიაში ვერც ერთ ტაძარში ვერ ვიპოვე. მხოლოდ მოგვიანებით მივხვდი, რომ დასავლურ ტაძრებში ღვთის მადლი არ ივანებს, თუმცა, შესაძლოა, ხალხი იქაც თავისებურად კარგია.
აქ ცხოვლად ვგრძნობდი, რომ დასავლეთში ეკლესიას ადამიანები ქმნიდნენ და არა ღმერთი. სწორედ ეს გახლავთ მიზეზი, რომ დასავლური ეკლესიები მადლისგან განძარცვულია... იქაურები რატომღაც წყლიდან ამოყრილ თევზებს მაგონებენ, ამაოებაში რომ ჰგიებენ...
გერმანიაშიც გავაგრძელე რუსულ ეკლესიაში სიარული და მართლმადიდებლურად მონათვლაც განვიზრახე, მაგრამ ბევრმა რამემ შემიშალა ხელი - ბოროტისგან აღძრული ნაირ-ნაირი დაბრკოლება არ დამკლებია... მადლობა უფალს - ნათელი სულის ადამიანები გამომიგზავნა, რომლებიც ცდილობდნენ, ქრისტიანულად ეცხოვრათ... სწორედ მათმა სულიერმა ცხოვრებამ დამანახა, რომ ქრისტიანობა მხოლოდ ლამაზი ღვთისმსახურება ან აღმოსავლური ტრადიცია კი არა, ცოცხალი სარწმუნოება იყო...
მალე მოვინათლე კიდეც... ამაშიც ჩემი მართლმადიდებელი მეგობრების ლოცვები დამეხმარა. ძალიან დიდი სურვილი მაქვს, სამუდამოდ დავმკვიდრდე საქართველოში...
ჩვენი გონება იმ ავადმყოფს წააგავს, თავი ძალიან ჯანმრთელი რომ ჰგონია. შესაძლოა, მართლმადიდებლობის ჭეშმარიტებაში დასარწმუნებლად იგი ეძიებს კიდევაც ახალ-ახალ მტკიცებულებებს, მაგრამ გული მაშინვე გრძნობს მართლმადიდებლობის სიმართლესა და უტყუარობას...
როგორც ჩანს, სწორედ ამის დასტურად გამხადა ღირსი უფალმა - ერთ-ერთ აღდგომა ღამეს ქაშვეთის ტაძრის თავზე მბრწყინავი ჯვარი მეხილა...
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი