"უფალი და მფარველი ანგელოზი რომ მართლაც არსებობენ, ბევრ ჩემს სეხნიას დაუჯერებლად ეჩვენებოდა, რადგან ყველანი კომუნისტურ ეპოქაში გავიზარდეთო, - ამბობდა ხოლმე თევდორე
პაპა, ახოვანი, ჭაღარა და ძალზე კეთილი მოხუცებული, - იმ დროს, ხომ იცით, სკოლებსა და უმაღლეს სასწავლებლებში ჩაგვჩიჩინებდნენ, არც ღმერთი არსებობს და არც არავითარი ანგელოზიო. თუ ვინმეს ყოყმანს შეატყობდნენ, გონებასუსტად ან ხალხის მტრად ნათლავდნენ და ხშირად სიცოცხლით აზღვევინებდნენ.
თავად თქვენი მონა-მორჩილი მფარველი ანგელოზის არსებობაში მაშინ დავრწმუნდი, როცა მან ყინულიან წყალში დახრჩობას გადამარჩინა...
ერთხელ, ძალიან ცივ ზამთარს, გზის შესამოკლებლად ჩვენი სოფლის პატარა, გაყინული ტბის ფეხით გადავლა მოვინდომე. გვიანი საღამო იყო, უკვე ბინდდებოდა. ცოტა ხანში ისე ჩამობნელდა, აღარც ჩანდა, საით მივდიოდი... ტბის შუაგულს რომ მივაღწიე, ყინული გაირღვა და წყალში აღმოვჩნდი... გამწარებული ვებრძოდი ცალკე წყალს, ცალკე სიცივეს და ცალკე ბნელეთს... ის ადგილი, ტბის სიმცირის მიუხედავად, ისეთი ღრმა იყო, მყვინთავები ზაფხულშიც კი ერიდებოდნენ...
ყინულქვეშეთში უკუნეთი იდგა... განწირული ვფართხალებდი, ძალა ნელ-ნელა მელეოდა, ამაოდ ვცდილობდი, ტბის ზედაპირზე ამომეყვინთა... ბოლოს, როგორც იქნა, მოვახერხე, მაგრამ ყინულჭრილში ვერ მოვხვდი და ყინულს თავით დავეჯახე... სასოწარკვეთილმა აღარ ვიცოდი, საით გამეცურა. ვიგრძენი, ვიძირებოდი...
სანამ ფსკერამდე დავეშვებოდი, მფარველ ანგელოზს მთელი ძალით შევღაღადე: - თუ არსებობ, მიხსენი-მეთქი. სიტყვით ვერა, რადგან ჰაერი აღარ მყოფნიდა, მხოლოდ გონებით შევთხოვდი შველას, მთელი არსებით ზედაპირისკენ მივიწევდი...
უეცრად ყინულქვეშეთი უცნაური შუქით განათდა... შუქის გარდა ვერაფერს ვხედავდი... ეს ნათელი ნელ-ნელა მომიახლოვდა, არ ვიცი, ვინ ან როგორ, მაგრამ ვიღაცამ თითქოს თმაში ჩამავლო ხელი და ზუსტად ყინულჭრილის კიდეზე ამომაგდო... გული გრძნობდა, ვინც იყო ჩემი მხსნელი, მაგრამ ამის გარდა აღარაფერი მინახავს... როგორც ჩანს, შეისმინა ღმერთმა ჩემი ლოცვა.
ყინულზე ძლივს გავხოხდი, შემდეგ როგორღაც ფეხზეც წამოვდექი და შინისკენ წავლასლასდი... ვიდრე საბოლოოდ გავითოშებოდი, ღვთის შეწევნით, შინ მისვლა მოვასწარი.
ახლაც არ გჯერათ მფარველი ანგელოზის არსებობისა?"
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი