ქურთი ქალია როზა, დიდად გამრჯე და მეოჯახე. რამდენიმე ათეული წელია, თბილისის ქუჩებს გვის. ფული და ოქრო-ვერცხლიც ხშირად წამოსდებია მის ცოცხს, მაგრამ შობის იმ სუსხიან დილას რომ იპოვა, ასეთი ძვირფასი არაფერი ყოფილა.
ერთგან, ნაგავში, ღვთისმშობლის ხატი ჩაეგდოთ. ნაგავი ერთი შეძლებული ოჯახიდან იყო გამოტანილი. ოჯახი დიდი გახლდათ, მაგრამ არც ისე მრავალრიცხოვანი, რომ სახლში ხატის ადგილი აღარ დარჩენილიყო... როზამ ხატი აიღო, ტალახი მოაცილა, გაასუფთავა და შინ წაიღო. თაროზე შემოდო და ალბათ, მიავიწყდებოდა კიდევაც, იმ ღამეს სიზმარი რომ არ ენახა: ღვთისმშობელი გამოეცხადა ყრმა იესოთი ხელში და უთხრა: "კარგი ადამიანი ყოფილხარ, როზა, გულისხმიერი, კეთილი. მე და ჩემს შვილს ძალიან გვციოდა, წასასვლელი არსად გვქონდა, შენ კი შეგვიფარეო".
გაეღვიძა როზას, სიხარულით აევსო გული. გადაწყვიტა, მონათლულიყო, მაგრამ ქმარმა სთხოვა, მამაპაპეული სარწმუნოებისთვის არ ეღალატა და ხათრი ვეღარ გაუტეხა. მონათვლით არ მონათლულა, მაგრამ ხატი დიდი პატივით დაასვენა საგანგებოდ გამოყოფილ კუთხეში და წინ ყვავილებიანი ლარნაკი დაუდგა. კარგი ბიჭია ვინმე და ხატს უდიერად შეხედავს - უმალვე როზას რისხვა დაატყდება თავს. სანთელსაც ხშირად ანთებს ხოლმე ხატის წინ და ოჯახს ავედრებს ღვთისმშობელს. იმედი აქვს, ქმარსაც დაითანხმებს და მოინათლება.
იმ ოჯახს კი, ხატი რომ შინიდან გამოაძევა, მალე დიდი უბედურება დაატყდა თავს. ჯერ ბავშვები წავიდნენ იმქვეყნად, მერე - მათი მშობლები, ბებო და პაპა კი მეზობლების დასამარხები გახდნენ.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი