უნებლიე ცოდვა
უნებლიე ცოდვა
"ერთხელ ერთ კეთილმორწმუნე ადამიანს ვკითხე: უნებლიე შეცოდება შეერაცხება თუ არა კაცს ცოდვად-მეთქი. მან კი მიპასუხა: "თავის მართლებაა!"
ავტორისაგან

ქალბატონი თამარი მორწმუნე ადამიანი გახლდათ. და ეს იმ ავბედით დროში, რასაც კომუნისტური წყობა ერქვა, როდესაც ყველაფერი ქრისტიანული იდევნებოდა, ქრისტეს მოყვარე ადამიანები კი საზოგადოებისაგან გარიყულნი იყვნენ.

მთიანი იმერეთის ერთ-ერთ სოფელში ცხოვრობდა თავისი ოთხი შვილით უკვე სამიოდე წლის დაქვრივებული თამარი. გარიჟრაჟიდან გვიან ღამემდე შრომობდა ვენახში, მეურნეობაში, სკოლაში დამლაგებლად. აბა, რა ექნა? ოთხ შვილს გამოკვება, ჩაცმა, სწავლა, აღზრდა ხომ უნდოდა.

ზოგი ენამწარე სოფლის დედაკაცი ხმამაღლა დასცინოდა:

- ხომ ხედავ, არ გშველის შენი რწმენა, შენ ახლა ერთი ჯანიანი კაცი თუ გიშველის, სხვაფრივ არაა შენი საშველი!

- მე სამდურავი არაფერი მაქვს. ღმერთმა ოთხი შვილი მომცა. რომ იცოდეთ, როგორ აწამეს ჩვენი უფალი იესო ქრისტე, მაგრამ ერთიც კი არ შეუჩივლია მტანჯველთათვის! მე სახლ-კარი მაქვს, ღმერთმა ჯანი მომცა, მეტი რა უნდა მინდოდეს?! - ამ სიტყვებით ჩაუვლიდა პატივმოყვარე, უსაქმურობით და სიზარმაცით გაბღენძილ და გასიებულ დედაკაცებს.

ზოგი მოწყალე მზერას გააყოლებდა, ზოგი კი საფეთქელზე თითის მიტანით გვერდზე მჯდომთ ანიშნებდა, ვერ არის თავის ჭკუაზეო.

თამარზე სულ არ მოქმედებდა დედაკაცების ასეთი ოხუნჯობა და ლაზღანდარობა. მისი ფიქრები შვილების აღზრდისაკენ იყო მიმართული. ორი ვაჟი ჰყავდა თამარს და ორი ქალიშვილი. უფროსი მარიამი 17 წლისა იყო, მას თორნიკე მოსდევდა - 15 წლის, 14 წლის სანდრო წლითა და ორი თვით იყო ძმაზე უმცროსი, ნაბოლარა თეკლეს კი 8 წელი შეუსრულდა.

შვილები ხედავდნენ დედის ჯაფას, ყველაფერში გვერდით ედგნენ, ეხმარებოდნენ, თხოვნას (რაშიც მეტად მწირი იყო თამარი) უსრულებდნენ.

აი, სანდრო კი გამოირჩეოდა დედმამიშვილებისგან. უფრო ეზოსკენ, ცელქობისკენ გაურბოდა თვალი. თუ სოფელში რაიმე ცუდი მოხდებოდა - ჩხუბი, ალიაქოთი, ვინმეს ცხენს მოჰპარავდნენ და საღამოს გახვითქულს მიუყვანდნენ, ვინ იყო თავიდათავი? - სანდრო.

დიდ ძალისხმევას იჩენდა თამარი, რომ სანდროში ქრისტიანული გრძნობები აღეძრა. ელაპარაკებოდა ღვთის სამსჯავროზე, ჯოჯოხეთზე.

მაგრამ სანდროს ჰქონდა მხოლოდ ერთი გულსატკენი პასუხი:

- მინდა, დედა, შენი დავიჯერო, მაგრამ არ მჯერა, იმიტომ, რომ რაზეც შენ მესაუბრები, მე არ მეუბნებიან არც სკოლაში, არც ქუჩაში - არსად, უბრალოდ არსად!

- შვილო, ის ცხენი რომ გაიტაცე და თაკარა მზის ქვეშ მთელი დღე დააჯირითებდი, დაფიქრდი იმაზე, რომ შენ ერთობოდი, ჟინს იკლავდი, პირუტყვი კი იტანჯებოდა, არ შეიძლება, ისიც ღმერთის გაჩენილია, კი, მართალია, ადამიანის მსახურებისთვის არის გაჩენილი, მაგრამ არა სატანჯველად. ყველაფერზე დაფიქრება გმართებს, რამეთუ ყველა ჩვენი უდიერი საქციელი მოგვეკითხება, თუ ამქვეყნად არა, იმქვეყნად - აუცილებლად.

- დედა, შენ ხომ იცი, მე მაგეების არ მჯერა. ჩემს დებს და ძმას ელაპარაკე, ისინი უფრო კარგად გისმენენ!

მიატოვებდა ცრემლმორეულ დედას სანდრო და გარბოდა ახალი თავგადასავლების საძებნელად.

ზაფხულის არდადეგები იყო. მეზობლებთან ქალაქიდან სტუმრები იყვნენ ჩამოსული. სოფლის ბიჭები განსაკუთრებულ აქტიურობას იჩენდნენ, რათა ქალაქელი მეგობრებისთვის პატივი ეცათ.

ერთ დღეს გადაწყვიტეს სათევზაოდ წასვლა. სანდრო ბიჭებს უამრავი თევზის დაჭერას შეჰპირდა.

- ნეტავ თევზაობისა რა იცი, სანდრო, რომ აგვიკელი ტრაბახით?! - გაოცებული ეკითხებოდნენ თანასოფლელები.

- ხვალ დილას გაიგებთ! - პასუხობდა სანდრო.

დილა გათენდა. ათიოდე ქალაქელი და სოფლელი ბიჭი გაემართა სათევზაოდ. ზოგს ანკესი ჰქონდა, სანდროს სამხედრო ჩანთა გადაეკიდებინა მხარზე და დიდი მხიარულებით მიჰყვებოდა მეთევზეთა ჯგუფს.

- სანდრო, სანდრო, შენ რა, ჯადოსნური ჯოხი გაქვს მაგ ჩანთაში?!

- ალბათ თევზებს სულ ცეკვა-ცეკვით ამოიყვანს ნაპირზე, - ხუმრობდნენ ბავშვები.

- მე ამ ჯადოსნური ჯოხით უფრო მეტს დავიჭერ, ვიდრე თქვენ ცხრავე ერთად, - ღიმილით პასუხობდა სანდრო.

ასე, საუბარში მდინარესაც მიაღწიეს. ყველამ თავისი ადგილი დაიგულა. სანდრო კი დინებას აუყვა. ერთი ნაგუბარივით ადგილი იცოდა, საიდანაც მდინარე ვიწრო, ორმეტრიანი სიმაღლის ჩანჩქერით აგრძელებდა გზას. სანდრომ ჩანთიდან ბადე ამოიღო, ჩანჩქერის თავზე კარგად გაშალა; კიდეები ნაპირებზე დაამაგრა აქეთ-იქით, ბადის ძირზე კი დიდი ქვები დააწყო - მდინარეს გასასვლელი გადაუკეტა, რომ თევზი არ გაპარვოდა. შემდეგ დინამიტი ამოიღო, რომელიც გაზაფხულზე ეგერს მოჰპარა, ბრაკონიერებს რომ ჩამოართვა.

ფითილს ცეცხლი მოუკიდა, ცოტა ხანს დააყოვნა, შემდეგ კი ნაგუბარში მოისროლა. თვითონ იქვე მდგომ დიდ მუხას ამოეფარა.

გავიდა 10 წამი, 15, 20... დინამიტი არ აფეთქდა. სანდრო სამალავიდან გამოვიდა. რას ხედავს! დინამიტი ბადეს გაეჩერებინა, ფითილი კი თითქმის ბოლომდე დამწვარიყო.

სანდრო წყალში შევიდა და უეცრად - ყველაფერი დაბნელდა!

ბავშვებმა აფეთქების ხმა რომ გაიგეს, სირბილით აყვნენ დინებას და რა დაინახეს! საბრალო სანდრო ბადეში იყო გახვეული და მდინარის წყალი დროდადრო სახეს უფარავდა. სასწრაფოდ შეცვივდნენ მდინარეში და გამოიყვანეს სულთმობრძავი ბიჭი.

აფეთქების ხმა სოფელშიც გაიგონეს. დიდი თუ პატარა მდინარისაკენ გარბოდა. თამარიც მათ შორის იყო. გული ცუდს ეუბნებოდა. ორივე ჯგუფი ერთმანეთს სოფლის მისადგომებთან შეხვდა. მეთევზე ბიჭებს სანდრო თავისივე ბადეში ჩაესვენებინათ და ისე მოარბენინებდნენ.

საბრალო დედამ ერთი კი დაიძახა: - ვაიმე, შვილო! და გულს შემოეყარა. სოფლის თავკაცებმა ბიჭი რაიონულ საავადმყოფოში წაიყვანეს მანქანით. თამარი თავის სახლში მიიყვანეს. ქალი კი მოსულიერდა, მაგრამ სახლიდან გასვლის უფლებას არ აძლევდნენ. სანდრო უმძიმეს მდგომარეობაში იყო. ექიმები ყველა ღონეს ხმარობდნენ, რომ ბავშვი გადაერჩინათ. გამწარებულმა თამარმა თანასოფლელებს სთხოვა, ოღონდ საავადმყოფოს კარამდე მიმიყვანეთ, შიგნით არ შევალ, ექიმებს არ შევაწუხებ, შვილთან ახლოს მინდა ვიყოო.

ასეთ მდგომარეობაში მყოფი დედის შემყურე, აბა, ვინღა გაუწევდა წინააღმდეგობას. წაიყვანეს სანდროსთან საავადმყოფოში. მომხდარიდან უკვე 5 საათი იყო გასული.

საავადმყოფოს ეზოში თანასოფლელები იდგნენ. უეცრად ექიმი გამოვიდა. სახე დაღონებული ჰქონდა. ერთი კი ამოილუღლუღა: - იმედი არ მაქვსო... არ მოელოდა, თუკი იქ მდგომთა შორის სანდროს დედა იდგა.

- მე მაქვს იმედი, შემიშვით შვილთან! - დაიღრიალა დედამ.

წინ ვერავინ აღუდგა. მის მრისხანე და ამავე დროს ნატანჯ სახეზე იმედით აღსავსე ცრემლიანმა თვალებმა თითქოს იქ მყოფნიც გაამხნევეს:

- გზა მიეცით დედას! ის ძლიერი ქალია! მან იცის, რასაც აკეთებს!

თამარი პალატაში შეუშვეს.

- მარტო დამტოვეთ შვილთან!

მის მბრძანებლურ ხმას ექიმიც კი დაემორჩილა. თამარი მუხლებზე დაემხო. ხელები ზეცად აღაპყრო, გული ყელში ებჯინებოდა, მაგრამ სიტყვები მაინც წარმოთქვა:

- დედაო ღვთისავ, წმინდაო ღვთისმშობელო მარიამ, გევედრები მე, თავად დედა, და ვავედრებ შენს მხოლოდშობილ ძეს, უფალსა ჩვენსა იესო ქრისტეს. დამიბრუნეთ ჩემი შვილი, რათა ცხოვრებითა ჩვენითა შევინანოთ შეცოდებანი ჩვენნი.

წმინდაო ნიკოლოზ, მსწრაფლშემსმენელო და გაჭირვებულთა მფარველო, მიხსენ დღევანდელი გაჭირვებისაგან. მიშუამდგომლე ჩვენს უფალთან იესო ქრისტესთან, რათა დამიბრუნდეს ჩემი ვაჟი. მე კი ვფიცავ, ფეხშიშველი ჩავალ ჩემი სოფლიდან რაჭაში, ნიკორწმინდაში, ღვთის სადიდებლად და შენს პატივსაცემად, წმინდაო ნიკოლოზ!

ლოცვისას თამარს ისეთი შეგრძნება ჰქონდა, თითქოს მთელ ზეციურ სამყაროს ხედავდა და უეცრად შვილის ხმამ გამოარკვია: დედა!

- ჰო, დედა გენაცვალოს!

- დედა, მე არ მინდოდა! მე უნებლიეთ შევცოდე.

- ხომ ხედავ, შვილო! უნებლიე ცოდვასაც სასჯელი მოჰყვება. ახლა დამშვიდდი, ვმადლობდეთ უფალს!

თამარმა პალატის კარი გააღო. იქვე იდგნენ ექიმები და ექთნები.

- ჩემი შვილი ცოცხალია! ახლახან დამელაპარაკა...

არავის სჯეროდა. ექიმი სანდროსთან მივიდა. ბავშვს თვალები გახელილი ჰქონდა.

- ნურაფერს მეტყვი, ოღონდ თვალით მანიშნე, როგორ ხარ, - უთხრა ექიმმა. ბავშვმა გაუღიმა.

თამარმა ფიცი შეასრულა - ქვრივმა დედამ ნიკორწმინდა ფეხშიშველმა მოილოცა.

დავით ძოწენიძე
ბეჭდვაელფოსტა
05.10. 2017
მაია
დიდება უფალს ყოვლადმოწყალეს და დედას მისას ჩვენს მფარცელად და სავედრებლად
სხვა სიახლეები
01.02.2023

შემოქმედის ეპარქიის მიტროპოლიტი იოსები (კიკვაძე) მამა გაბრიელს და ანტონ მარტმყოფელის მამათა მოანსტერში
21.02.2021
ბატონი ზურაბ ვარაზაშვილის გარაცვალებამ თითოეულ ჩვენგანს დაწყვიტა გული.
02.11.2020
სამთავროს დედათა მონასტერში, კათოლიკოს-პატრირქის ერთ-ერთი სტუმრობის დროს, ბერი გაბრიელი კოშკიდან გამოვიდა, "სამეფო" რვალის დიადემით.
ურთიერთ ამბორყოფისა და მოკითხვის შემდეგ პატრიარქმა ჰკითხა: "მამა გაბრიელ, ეგ დიადება ოქროსია?"
29.11.2019
მამა ფადეის (თადეოზი) ვიტოვნიცელს, უაღრესად პატივცემულ სერბ მოძღვარს, ოჯახის შესახებ კითხეს:
29.11.2019
- მარხვა რა არის?
ეხლავე აგიხსნიო, უთხრა მამა გაბრიელმა და ჩამოუთვალა მას ბავშვობიდან ჩადენილი მისი ცოდვები.
03.11.2019
ცნობილი საეკლესიო მწერალი სერგი ნილუსი მოგვითხრობს: "დღეს მამა იოსებთან მივედი, მაგრამ არავინ გამომეხმაურა. მამები ისვენებდნენ.
27.12.2018
ღირსი მამა გაბრიელის დედის, მონაზონ ანას ფოტო სოციალურ ქსელში, თინათინ მჭედლიშვილის გვერდზე ვნახე.
26.08.2018
იღუმენია ელისაბედი (ზედგინიძე):
-ერთხელაც, მამა გაბრიელმა მარტყოფის მონასტერში მთხოვა წასვლა.
29.11.2017
გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი,
27.08.2017
,,ლეგენდის თანახმად, ავღანელებთან ბრძოლისას, ძალაგამოლეულ ქართველებს "თამზანის გორაზე" წმინდა გიორგი გამოეცხადათ
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat