როგორ გახსნა ტაძარი წმ. გიორგიმ.
როგორ გახსნა ტაძარი წმ. გიორგიმ.
ეს გასაოცარი ამბავი ხრუშჩოვის დროს სამარყანდში მოხდა, არქიმანდრიტ სერაფიმეს (სატუროვი) მსახურებისას. ეს მღვდელი პერმიდან იყო, რეპრესირებული, ათი წელი იჯდა ციხეში, ბევრი ცუდი რამ ნახა ცხოვრებაში, მოხუცი გახლდათ, სნეული, ძლივსღა დადიოდა. თავისი სითბოთი ბევრი ახალგაზრდა იზიდა ტაძარში. ბევრი ინათლებოდა.
სუკში დაინახეს, რომ ახალგაზრდობამ ტაძარში იწყო სიარული და მიზეზი გამონახეს ტაძრის დასაკეტად...

ერთხელ მასთან ცოლ-ქმარი მივიდა და მონათვლა სთხოვეს, ოღონდ წიგნში არ გაატაროთ, სამსახურიდან მოგვხსნიანო. მაშინ საეკლესიო წიგნში ნათლულების და ნათლიების საპასპორტო მონაცემებს წერდნენ. ყველაფერ ამას კი რელიგიის რწმუნებული ათვალიერებდა... მოძღვარი დათანხმდა. კარებს იქით კი ორგანოს წარმომადგენლები იდგნენ

- აბა, ახალგაზრდებო, რისთვის იყავით ეკლესიაშიო.

თურმე ისინი სუკთან შეკრულნი იყვნენ. მოხელემ ოქმი შეადგინა და ჩაწერა, რომ მღვდელმა ხალხი მონათლა, ჟურნალში კი არ ჩაწერა. ესე იგი სამოქალაქო კანონს არ ემორჩილება. ამის გამო მას ღვთისმსახურება აუკრძალეს. ორი წელი ტაძარში ღვთისმსახურება არ ყოფილა. ორი-სამი ადამიანი იკრიბებოდი და ღამღამობით ღვთისმსახურებდნენ.

გავიდა ორი წელი. მოახლოვდა დღესასწაული - წმინდა გიორგის ხსენების დღე. მთელი მრევლი სწუხდა, რომ ღვთისმსახურება არ იქნებოდა. ხელისუფლებას თავისი გეგმები ჰქონდა: აქ კარგი საბავშვო ბაღი გაიმართება. შვიდი ბინაც გამოვა, ტაძარი ვრცელია, აბანოც, ფურნეც, სასადილოც დაეტევა, მოედანი ფართოა, ჭაცაა, ორი მუხაც. 

მაგრამ 6 მაისის წინა საღამოს, ზეაღმატებული რამ მოხდა. ტაძრის გვერდით არქიმანდრიტ სერაფიმესთან ერთად ორი მესენაკეც ცხოვრობდა - მონაზონი იულია (კარგ ხატებს სწერდა) და მორჩილი ევდოკია, მამა სერაფიმესავით ორივე გადმოსახლებული. მამა სერაფიმე ამ დროს თავის კელიაში დღესაწაულისთვის ემზადებოდა, კანონებს კითხულობდა, დედა იულია კი ეკლესიის ეზოს ჰგვიდა. უეცრად დაინახეს, ეკლესიის გალავნის კარები გაიღო და ორი ოფიცერი შემოვიდა, ძველებური უბრალო სამოსი ეცვათ, თეთრ ცხენებზე ისხდნენ. ერთი ასაკოვანი იყო, მეორე - შედარებით ახალგაზრდა. პირველი დიდებული იყო, ლამაზი, მარჯვე. გადმოხტა ცხენიდან და მონაზონს სახელით მიმართა: - დედაო იულია, ცხენის აღვირი დაიკავე, მე კი მამა სერაფიმესთან წავალო.

აკანკალებული დედა იულია მუხლებზე დაეცა: - ეჰ, საყვარელო, ამ ღონიერ ცხენს ვერ მოვერევიო. მაშინ ოფიცერმა აღვირი მხლებელს გადასცა და უკითხავად მამა სერაფიმესთან შევიდა. როცა ბერი ხატების წინ მუხლმოყრილი დაინახა, ბრძანების კილოთი უთხრა:

- მამაო სერაფიმე, მოემზადე ღვთისმსახურებისთვის, დღეს ტაძარი გაიხსნება!

მოძღვარი დაიბნა: ვინ არის ეს ოფიცერი, საიდან მოვიდა? როგორი ძალა იგრძნობა მის სიტყვებში. ხმა კი ლამაზი აქვს, ძლიერი, წმინდა ბარიტონი! უეცრად მიხვდა მღვდელი, რომ ეს თვით წმინდა დიდმოწამე გიორგი იყო. სარკმლიდან გაიხედა - ორივე მხედარი მსუბუქად მოახტა ცხენებს და ისე გააჭენეს, რომ ფლოქვებს ნაპერწკლები გასცვივდა. მამა სერაფიმესგან ისინი სამარყანდის აღმასკომში მივიდნენ.

დიდმოწამე გიორგიმ გვერდი აუარა მილიციელებს, მათ მხოლოდ შეხედეს და სიტყვა ვერ შეჰბედეს. ძლევაშემოსილი გიორგი პირდაპირ მეორე სართულზე ავიდა, გვერდი აურა სხვებივით უეცრად დამუნჯებულ მდივანს, შევიდა აღმასკომის თავმჯდომარის კაბინეტში, სახელით მიმართა და უთხრა: - დღესვე გახსენით წმინდა დიდმოწამე გიორგის ტაძარი, თორემ სასტიკად დაისჯებითო.

თავმჯდომარე შეაშინა უცნობი ოფიცრის გამოჩენამ და მისმა ნათქვამმა. ოფიცერი მიბრუნდა და წავიდა. თავმჯდომარეს სურდა ეკითხა, - ვინ ხართო, მაგრამ ენა ვერ მოაბრუნა. ვერ შესძლო გონს მოსვლა, უცნობის მიერ გაცემული ბრძანების ძალით შეკრულმა ფანჯრიდან გადახედა: ის უნაგირს მსუბუქად მოახტა და გაქუსლა.

შეშინებულმა მოხელემ რელიგიის საქმეთა რწმუნებულს დაურეკა.

- სასწრაფოდ გამოგზავნეთ წარმომადგენელი დიდმოწამე გიორგის ტაძარში, რათა დღესვე გაიხსნას! ბრძანებას მოგვიანებით დაწერთ.

დაწერის დრო სადღა ჰქონდა - ისე იყო შეშინებული.

რელიგიის საქმეთა რწმუნებულის თანაშემწე თხუთმეტ წუთში მამა სერაფიმესთან იყო:

- გახსენით ტაძარი, იმსახურეთ თავისუფლად.

მეორე დღეს აღმასკომის თავმჯდომარე მანქანით მიადგა მამა სერაფიმეს:

- ხელმძღვანელი თუ გყავთ?

- კი, როგორ არა, გვყავს.

- თუ შეიძლება მისი ფოტოსურათი მაჩვენეთ.

მამა სერაფიმემ მას ტაშკენტის ეპისკოპოსის სურათი გამოუტანა.

- არა, ეს არ არის! უფრო მაღლა მდგომი თუ გყავთ? გუშინ ჩემთან თქვენი უფროსი იყო. ოფიცერი გახლდათ. ხელმწიფებით მიბრძანა, - სასწრფოდ გახსენით ტაძარი, თორემ სასტიკად დაისჯებითო!

მამა სერაფიმეს ცრემლები წამოუვიდა, სიტყვის თქმა ვეღარ შესძლო... მხოლოდ თეთრ ცხენზე მჯდარი დიდმოწამე გიორგის ძველი ხატიღა გამოუტანა.

აღმასკომის თავმჯდომარემ შეხედა თუ არა თქვა:

- ისაა!!! ის იყო გუშინ ჩემთან!

თავმჯდომარეც ატირდა.

ბევრი იყო ამ გააოცარი ამბის მოწმე: თუ როგორ გახსნა დიდმოწამე გიორგიმ ტაძარი. დიდება ღმერთს ყველაფრისთვის!

ბეჭდვაელფოსტა
25.11. 2014
ნინო
დიდება უფალს, მადლობა წმინდა გიორგის.....ამინ
23.11. 2014
უფალო მადლობა ყველაფრისათვის!!!!
უფალო დიდება შენდა!!!!
27.08. 2014
saswaulia:
am saswaulis mjera.gvfaravdes wmindagiorgis dzala mtlian saqartvelos.
26.08. 2014
julieta abuladze.
Dalocvilia gangeba ghvtisa,wminda giorgi mec mechvena,ec enitgamoutkmeli madlia,mis mfarvelobam gadamataina ukiduresi gahirvebis wlebi ga ase gagrdzeldeba canam culi midgas. Ehvi ar shegenarot,gtxovt arc sheuracxadad mogeshvenot.
22.08. 2014
uplis samkaro realuria da tvalkurs gvadevneben codvil adamianebs .codvilebi vart .. chven vcdilobt ar chavidinot codva magram chveni pizikuri sxeuli gvibidzgebs codvebis chadenisaken mogvexmaret upalo ,gvtismshobelo,cmindao giorgi da kvela cmindas vtx
gmadlob upalo kvelaprisatvis
სხვა სიახლეები
26.08.2018
იღუმენია ელისაბედი (ზედგინიძე):
-ერთხელაც, მამა გაბრიელმა მარტყოფის მონასტერში მთხოვა წასვლა.
29.11.2017
გვესაუბრება საქართველოს საპატრიარქოს წმიდა ანდრია პირველწოდებულის სახელობის ქართული უნივერსიტეტის ისტორიის დოქტორანტი,
27.08.2017
,,ლეგენდის თანახმად, ავღანელებთან ბრძოლისას, ძალაგამოლეულ ქართველებს "თამზანის გორაზე" წმინდა გიორგი გამოეცხადათ
31.07.2017
-ჩემი მარტყოფის მონასტრის წინამძღვრობის დროს ოთხი ძროხა გვყავდა. იქ ძალიან დიდი თოვლის მოსვლა იცის
18.02.2017

-როცა პირველად შევხვდი ბერ იოსებ ისიხასტს, ამბობდა,-გული მაწუხებს და ვემზადები უფალთან შესახვედრადო,-გვიამბობს ავჭალის წმინდა ქეთევან წამებულის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი რაზმაძე:
30.09.2016
"კარიბჭის" ერთგულ მკითხველს კარგად მოეხსენება, რომ ჟურნალის რედაქცია ყოველწლიურად ამზადებს წლის მოსახევ კალენდარს
15.09.2016
დეკანოზი სერაფიმე დანელიას ნაამბობიდან:
- პირველად რომ გამაცნეს, მეგონა უკვე ბავშობიდან ვიცნობდი.
01.09.2016
ერთი მოხუცი თავისი სახლის წინ რაღაცას ეძებდა. გამვლელებმა ჰკითხეს:
14.08.2016
ბევრი ფიქრის შემდეგ გადავწყვიტე თქვენთვისაც მომეყოლა იმ სასწაულის შესახებ, რომელიც წმინდა დიმიტრიმ მოახდინა მისივე ხსენების დღეს.
30.03.2016
დეკანოზ სერაფიმე დანელიას მოგონებებიდან:
დამქანცველი მსახურებით დატვირთული ვნების კვირის შემდგომ, აღდგომის დღესასწაული გვიახლოვდებოდა...
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3
4 5 6 7 8 9 10
11 12 13 14 15 16 17
18 19 20 21 22 23 24
25 26 27 28 29 30 31
მოძღვრის დღიურიდან - წმინდა ბარბარეს ხილული საწაულები