არქიმანდრიტი ტიხონი (შევკუნოვი) ერთგან საუბრობს შეფუცვის (ეშმაკის განდევნის) ლოცვაზე და თავისი სამღვდელო ცხოვრებიდან საგულისხმო ამბავს ჰყვება: -მე თვითონ მხოლოდ ერთხელ მოვკიდე ხელი ამგვარ საქმეს, მაგრამ არა ეშმაკის განსადევნად, მხოლოდ შევავსე ერთი ყმაწვილის ნათლობის საიდუმლო, რომელიც ოდესღაც ჩემთვის უცნობმა მღვდელმა შეამცირა.
იმ დროს დონის მონასტერში ვმსახურობდი. ჩემთან მოვიდა ორმოცი წლის კაცი, მილიციის პოდპოლკოვნიკი ვალერი ნიკოლოზის ძე პოსტოევი. მოუნათლავი იყო, მაგრამ ეკლესიაში წასვლას არ ცდილობდა. მისი ერთადერთი ათი წლის ვაჟის თავს დაუჯერებელი ამბები ხდებოდა. ბიჭის სიახლოვეს ნივთებს ცეცხლი თავისით ეკიდებოდა. ბიჭის გამოჩენისას ყველაფერი იწვებოდა - მაცივრები, ბალიშები, სკამები, საწოლები, კარადები. პოსტოევების ოჯახი უკვე სტუმრად ვეღარ დადიოდა: იმ ოჯახს ოც წუთში ხანძარი გარანტირებული ჰქონდა. ბიჭს სკოლაშიც იმავე მიზეზით არ უშვებდნენ.
ბავშვი გამოიკვლიეს ექიმებმა და ექსტრასენსებმა, უშიშროების სამსახურმა-არაფერმა უშველა. რამდენიმე გაზეთში დაიბეჭდა სენსაციური რეპორტაჟი, ფოტომასალით _ ბიჭსა და ხანძარზე, მაგრამ ეს ვერაფერი ნუგეში იყო. ბიჭი ყოველი შემთხვევისთვის მონათლეს. თუმცა არაფერი შეცვლილა. სასოწარკვეთილი პოდპოლკოვნიკი დონის მონასტერში მოვიდა- ვიღაცამ ურჩია, ელოცა წმინდა ტიხონის ახალაღმოჩენილ ნაწილებთან. სწორედ აქ შევხვდით ერთმანეთს.
ვერ ვხვდებოდი, თუ რატომ არ შეწყდა ხანძარი ნათლობის მერე, ვიდრე არ ვკითხე, რამდენ ხანს გაგრძელდა ბავშვის ნათლობა-მეთქი. პოლკოვნიკმა მიპასუხა, ნახევარ საათზე ნაკლებ ხანსო. ჩვეულებისამებრ, ერთი კაცის ნათლობა გაცილებით დიდხანს გრძელდება. ყველაფერი ნათელი გახდა: საიდუმლოს აღმსრულებელმა მღვდელმა გამოტოვა ძველი, განსაკუთრებული ლოცვები, რომელსაც ეკლესიაში შეფუცვის ლოცვებს ეძახიან. ისინი სულ ოთხია და ზოგიერთი მათგანი საკმაოდ გრძელია. სამწუხაროდ, ხდება ხოლმე, რომ მოდერნისტულად განწყობილი მღვდლები გამოტოვებენ ხოლმე ამ ლოცვებს, - მათი წაკითხვა საჭირო არ არისო. სწორედ ამ ლოცვებში ეკლესია ღვთისაგან ბოძებული ხელმწიფებით ითხოვს ადამიანის სულის განთავისუფლებას მასში ჩაბუდებული უძველესი მტრისაგან. მაგრამ ჩვენ მოდერნისტებს ეს ყველაფერი კურიოზულად და არქაულად მიაჩნიათ. ეშინიათ, ჩამორჩენილად და სასაცილოდ არ გამოჩნდნენ მრევლის თვალში. თუმცა არ მახსოვს, ნათლობისას ამას სიცილი გამოეწვიოს, თუნდაც არა ეკლესიურებს შორის.
ვალერი პოსტოევის შესახებ მამა იოანეს (კრესტიანკინი) მივწერე. მიპასუხა, რომ უნდა შეგვევსო ბიჭისთვის წაკითხული შეფუცვის ლოცვები. რაც შევასრულეთ კიდეც დონის მონასტერში. მას მერე ხანძრები შეწყდა. პოდპოლკოვნიკი მოინათლა და მთელი მისი ოჯახი ჩვენი მრევლი გახდა. ბიჭი, რა ხანია, გაიზარდა და ახლა მილიციის მაიორია.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი