მასწავლე მე სიმართლენი შენნი...
მასწავლე მე სიმართლენი შენნი...
თავისი მიწიერი ცხოვრების დროს მაცხოვარმა აღუთქვა კაცობრიობას - "აღვაშენო ეკლესიაი ჩემი და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას". ქრისტეს ამ სიტყვებში წინასწარმეტყველურად არის უწყებული, რომ მის მიერ დაარსებული დედაეკლესია მრავალ ბრძოლას გადაიტანდა და საბოლოოდ გამარჯვება დარჩებოდა. მეორე საუკუნიდან ქრისტიანთა დევნა შეწყდა, მაგრამ ეკლესიის წიაღში მრავალი ერესი აღმოცენდა. მათ შორის ყველაზე საშიში არიანელობა იყო, რომელიც ალექსანდრიელი პრესვიტერის, ამაყი და პატივმოყვარე არიოზის სახელთან არის დაკავშირებული. არიოზმა უტიფრად უარყო ქრისტეს ღვთაებრიობა და მამა ღმერთთან თანასწორობა, რაც ეკლესიის მამათა აღშფოთების მთავარი მიზეზი გახდა.

ალექსანდრიის პატრიარქის, ალექსანდრეს მოთხოვნით მოწვეული კრების მიუხედავად, რომელზეც დაგმეს არიოზის ცრუ სწავლება, ერეტიკოსი არ დაემორჩილა განჩინებას და თავისი დამღუპველი სწავლების გავრცელება მთელ აღმოსავლეთში განაგრძო. მოციქულთასწორმა იმპერატორმა კონსტანტინე დიდმა, როდესაც დარწმუნდა, რომ დროულად უნდა აღკვეთილიყო მწვალებლობა, რომელიც ქრისტიანობის უმთავრესი დოგმატის წინააღმდეგ იყო მიმართული, 325 წელს ქალაქ ნიკეაში მოიწვია მსოფლიო საეკლესიო კრება, რომელსაც 318 ეპისკოპოსი ესწრებოდა. კრებაზე მოწვეულთა შორის ყოფილან ის აღმსარებლები, რომელთაც ქრისტიანთა დევნის წლებში საშინელი ტანჯვა-წამება გადაუტანიათ სარწმუნოების დასაცავად, ეკლესიის ბურჯები, მირონ-ლუკიის არქიეპისკოპოსი წმინდა ნიკოლოზი, წმინდა სპირიდონ ტრიმიფუნტელი, წმინდა ათანასე დიდი და მრავალი სხვა. მსოფლიო საეკლესიო კრებაზე ევსევი კესარიელის მისალმების პასუხად, მოციქულთასწორ კონსტანტინეს განუცხადებია: "ღვთის შეწევნით დავამხეთ მდევნელთა ძალაუფლება, მაგრამ ყოველგვარ ომსა და სისხლისღვრაზე მძიმე ჩემთვის ქრისტეს ეკლესიის წიაღში ატეხილი ბრძოლა გამოდგაო". მსოფლიო კრებამ დაგმო ეკლესიის ერესი, თავადაც ცრუ მოძღვარი არიოზი კი განკვეთა ეკლესიიდან. კრებაზე დაამტკიცეს მართლმადიდებლური მრწამსის სიმბოლო, სადაც წმინდა ღმერთშემოსილმა მამებმა, სულიწმინდის შთაგონებით, გადმოსცეს სწავლება სამების მეორე წევრის იესო ქრისტეს ღვთაებრივი ბუნების შესახებ. დაადგინეს, რომ ქრისტეს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული ყოველთვის ებრაელთა პასექის შემდეგ, მთვარის ავსების მომდევნო კვირადღეს აღნიშნულიყო.

მსოფლიო კრებაზე დაამტკიცეს საეკლესიო მართვისა და დისციპლინის კანონები. რომელიმე კანონი ცვლილებას რომ დაექვემდებაროს, ამისათვის ახალი მსოფლიო საეკლესიო კრების მოწვევა გახდება საჭირო.

დიდი სჯულისკანონი, რომელიც წმინდა მამათა მიერ მსოფლიო საეკლესიო კრებებზე მიღებულ განწესებათა და წმინდა კანონთა ერთობლიობას წარმოადგენს, სავალდებულოდ აღსასრულებელია როგორც სამღვდელო პატივში მყოფი ყველა სასულიერო პირისთვის, ასევე ერისკაცთათვის, ვინც თავის თავს მართლმადიდებელი ეკლესიის წევრად მიიჩნევს. ამიტომ ამ წიგნიდან ამოკრებილი ზოგიერთი კანონი ერთგვარი გზამკვლევი იქნება ჩვენი მრევლისათვის. ეს დოგმატები ხომ ისეთივე უცვალებელია და ყავლგაუსვლელი, როგორიც ჩვენი სარწმუნოება, რომლის დაცვაც ყოველი ჭეშმარიტი ქრისტიანის ვალია. ნიკეის I მსოფლიო კრების XX კანონში ვკითხულობთ: ყოველ კვირა დღეს და სულიწმინდის მოფენის დღეებში მუხლმოდრეკა დაუშვებელია. ამ დღეებში მუხლმოდრეკის გარეშე, ფეხზე მდგომელნი უნდა ვლოცულობდეთ და ეს წესი ყველა ეკლესიაში უნდა იყოს დაცული. ამ დღეებში მუხლმოდრეკას კრძალავს VI მსოფლიო კრების 90-ე კანონი - შაბათ საღამოს მწუხრის ლოცვიდან კვირა საღამოს მწუხრის ლოცვამდე. სხვათა შორის, ეს წესი დღეს ბევრ ეკლესიაში ირღვევა(!).

ლაოდიკიის კრების 29-ე კანონის მიხედვით, ქრისტიანები, ებრაული წესის მსგავსად, შაბათ დღეს არ უნდა უქმობდნენ, შაბათს მათ უნდა იშრომონ, ხოლო კვირას, როგორც ქრისტიანებს შეეფერებათ და რამდენადაც ეს მათთვის შესაძლებელი იქნება, პატივისცემით უნდა უქმობდნენ.

წმინდა მოციქულთა თავთა - პეტრესა და პავლეს XV კანონის თანახმად, დაძინებულთა, იმავე გარდაცვლილთა მოსახსენებლად გამართული სუფრა კეთილგონიერებით და ღვთის შიშით უნდა ჩატარდეს, რომ შევძლოთ გარდაცვლილთა მეოხება.

ტიმოთე ალექსანდრიელის X კანონის შესაბამისად, თუ ვინმე ავად არის და სრულიად დასუსტებულია ძლიერი სნეულებისაგან, მღვდელს შეუძლია გაათავისუფლოს მარხვისაგან.

ლაოდიკიის 52-ე კანონით, მარხვის დროს დაბადების დღის და ქორწილის გადახდა დაუშვებელია.

ბასილი დიდის 42-ე კანონის თანახმად, ქორწინება, რომელიც შედგება დაქორწინებულთა პატრონების ნებართვის გარეშე, სიძვად ითვლება. თუ არც მამაა ცოცხალი და არც პატრონი, დაქორწინებულებს არა აქვთ ბრალი. როცა პატრონი თანახმაა, მაშინ არის ქორწინება მტკიცე და კანონიერი. ამასვე ვკითხულობთ წმინდა ბასილი დიდის 38-ე კანონშიც. ქალები, რომლებიც მამების თანხმობის გარეშე გათხოვდებიან, შერაცხულნი არიან სიძვის მოქმედად, ხოლო მშობლებთან შერიგების შემდეგ ამ საქმის გამოსწორება შესაძლებლად არის მიჩნეული, მაგრამ ედებათ 3 წლამდე უზიარებლობის სასჯელი.

ტიმოთე ალექსანდრიელის მე-8 კანონით, დედაკაცმა ფეხმძიმობის დროს არ უნდა იმარხულოს, მარხვა დაწესებულია ხორცის დათრგუნვისთვის, ხოლო როდესაც ხორცი ისედაც დათრგუნული და უძლურია, მას შეუძლია რამდენიც უნდა, იმდენი მიიღოს სასმელ-საჭმელი.

დიდი სჯულისკანონის შესახებ კვლავაც განვაგრძობთ საუბარს.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
12.04.2023
ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს.
20.04.2022

წმინდა მიწის მიმზიდველობა ჩვენი უფლის მიწიერ ცხოვრებასთან ასოცირებულ წმინდა ადგილებს უკავშირდება.

21.04.2020
ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს;
17.04.2020
დიდი შაბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება.
16.04.2020
პრეტორიუმის წინ, რომაელი პროკურატორის სასახლესთან შეკრებილი ხალხი იესოს ჯვარცმას ითხოვდა. სიკვდილამდე ნაწამები ქრისტე,
16.04.2020
იერუსალიმში დიდებით შესვლიდან მეოთხე დღეს იესომ თავისი თორმეტი მოწაფე შეკრიბა და საბოლოოდ დამოძღვრა:
14.04.2020
ეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა. ოთხშაბათი ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. აქ, სიმონ კეთროვნის სახლში, იმ დროს,
14.04.2020
დიდი სამშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ იგავს ათ ქალწულსა და ტალანტებზე
13.04.2020
ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს
17.01.2020
არქიმანდრიტი ლაზარეს (აბაშიძე) განმარტებით, ნათლობის დროს ადამიანს არა მარტო "მიეტევება" - არა! აქ აღესრულება უფრო მნიშვნელოვანი საიდუმლოება!
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat