ვნების შვიდეული
ვნების შვიდეული
ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს.

თავისი შინაარსისა და საიდუმლოთა აღსრულების გამო, ვნების შვიდეულის ყოველ დღეს მართლმადიდებელმა ეკლესიამ "დიდი" უწოდა.
ვნების შვიდეულის ორშაბათს, სამშაბათსა და ოთხშაბათს ეკლესიაში აღესრულება პირველშეწირულის ლიტურგია. იკითხება ოთხივე სახარება. ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს.

დიდი ორშაბათი
დიდ ორშაბათს ეკლესია იხსენებს უნაყოფო ლეღვის გახმობას. ეს ლეღვი იმ იუდეველთა სახეა, რომელთა გულშიც იესო ქრისტემ ჭეშმარიტი ნაყოფი ვერ პოვა - იქ მხოლოდ კანონების მშრალი აღსრულება დახვდა. ამიტომაც ამხილა ისინი და დაგმო. მაგრამ უნაყოფო ლეღვი ყველა იმ ქრისტიანის სულის სიმბოლოცაა, რომელიც სინანულის ნაყოფს არ ისხამს. ეკლესია დიდ ორშაბათს სწორედ სინანულისკენ მოგვიწოდებს.

ლიტურგიაზე წასაკითხი სახარებით წმინდა ეკლესია ღვთისაგან განდგომილი იუდეველების ბედსა და იესო ქრისტეს მიერ აღწერილი სამყაროს აღსასრულს გვახსენებს. დიდ და მრავალრიცხოვან განსაცდელთა, იერუსალიმის დანგრევისა და სამყაროს აღსასრულის ნიშნების ჩვენებით ეკლესია მორწმუნეებს მოუწოდებს ამქვეყნიურ ბოროტებაზე ამაღლებისაკენ, სულგრძელობისაკენ, სიმშვიდისაკენ, მოთმინებისაკენ, ლოცვისა და სულიერი სიფხიზლისაკენ და მაცხოვრის მიერ სახარების მთელ ქვეყანაზე გავრცელებითა და რჩეულთათვის განსაცდელთა შეწყვეტის აღთქმით ანუგეშებს მათ (მთ. 24,14-22).

დიდი სამშაბათი
დიდი სამშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ იგავს ათ ქალწულსა და ტალანტებზე და გრძელდება მათეს სახარების ორშაბათს დაწყებული საკითხავი იესო ქრისტეს მეორედ მოსვლის შესახებ. ამით წმინდა ეკლესია კიდევ ერთხელ და საგანგებოდ მოუწოდებს მოწმუნეებს სულიერი სიფხიზლისაკენ, ჩვენთვის ბოძებული ნიჭისა და ძალების მართებული გამოყენებისაკენ, განსაკუთრებით კი მოწყალებისაკენ, რასაც უფალი პირადად მის წინაშე ჩადენილ ღვაწლად გვითვლის, როცა გვეუბნება: "რაოდენი უყავთ ერთსა ამას მცირეთაგანსა ძმათა ჩემთასა, იგი მე მიყავთ" (მთ. 25,40).

დიდი ოთხშაბათი

ეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა. ოთხშაბათი ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. აქ, სიმონ კეთროვნის სახლში, იმ დროს, როცა მღვდელმთავრებს, მწიგნობრებსა და უხუცესებს იესო ქრისტეს მოტყუებით შეპყრობა და მოკვდინება ჰქნოდათ გადაწყვეტილი, უცხო დედაკაცმა ძვირფასი ნელსაცხებელი ინახით მჯდომ მაცხოვარს უხვად დაასხა თავზე, რითაც, როგორც თავად მაცხოვარმა ბრძანა, იგი დასაფვლელად მოამზადა.

აქვე, დედაკაცის უანგარო საქციელის საპირისპიროდ, იესო ქრისტეს თორმეტთაგან ერთ-ერთი მოწაფის, იუდა ისკარიოტელის უმადურ სულში ჩაისახა ბოროტი აზრი, თავისი მასწავლებელი და უფალი იუდეველთა უკანონო საბჭოსთვის მიეცა. ამიტომ დიდი ოთხშაბათის საეკლესიო მსახურება განადიდებს იმ დედაკაცს, რომელმაც მაცხოვარს ნელსაცხებელი სცხო, იუდას ვერცხლისმოყვარეობასა და გამცემლობას კი კიცხავს და გმობს.

დიდ ოთხშაბათს წყდება დიდი მეტანიები, რომელთაც ეფრემ ასურის ლოცვის: "უფალო და მეუფეო ცხოვრებისა ჩემისაო..." - დროს ვასრულებთ. პარასკევამდე ამ ლოცვას მხოლოდ მონაზვნები აღასრულებენ სენაკებში. ამგვარად, ეფრემ ასურის ლოცვა ყველიერის კვირის ოთხშაბათს იწყება და ვნების კვირის ოთხშაბათს სრულდება.

დიდი ხუთშაბათი
იერუსალიმში დიდებით შესვლიდან მეოთხე დღეს იესომ თავისი თორმეტი მოწაფე შეკრიბა და საბოლოოდ დამოძღვრა: "ნუ იქნება თქვენ შორის ცილობა, ვინ უფრო დიდია, არამედ უდიდესი იყოს, როგორც უმცირესი და წინამძღვარი, როგორც მსახური... მე ვარ თქვენ შორის, როგორც მსახური, თქვენ კი ხართ ჩემს განსაცდელში - ჩემს გვერდით მყოფნი" (ლუკა 22,24-30). და რადგან უწყოდა, რომ მოიწია ჟამი, რათა განვიდეს ამიერ სოფლით, აღუთქვა მათ სასუფეველი ღვთისა.
"აღდგა სერობისა მისგან და დადვა სამოსელი თვისი და მოიღო არდაგი და მოირტყა იგი", ჩაასხა საბანელში წყალი და დაიწყო მოწაფეთათვის ფეხების ბანა. ღვთაებრივმა სიდიადემ კაცობრიობისადმი უდიდეს სიყვარულში უდიდესი სიმდაბლეც გამოაჩინა: "ხოლო თუ მოძღვარმა და უფალმა, - ამბობს იგი, - დაგბანეთ ფეხები, თქვენც ასევე უნდა ჰბანდეთ ერთმანეთს ფეხებს, ვინაიდან მაგალითი მოგეცით და ნეტარია, ვინც აღასრულებს ამას" (იოანე 12,1-20). მაგრამ ყველა როდი ისურვებს ამ ნეტარებასა და ღვთის სიყვარულში დაიდოს წილი - "ერთი თქვენგანი გამცემს მე" - იტყვის უფალი და გაკვირვებული, მის მკერდზე თავმიყრდნობილი "სიყვარულის მოციქულისათვის" - იოანესათვის - საცნაურს გახდის იუდა ისკარიოტელის, როგორც გამცემის, სახელს: "ვაი იმ კაცს, ვის მიერაც გაიცემა ძე კაცისა. ერჩივნა, სულაც არ შობილიყო". ბოროტებით შეპყრობილი იუდა შეუნანებლად ტოვებს სერობას, გაურბის მხილებას, ტოვებს ღმერთს და შეიქმნება უღმერთო. ხოლო მათთვის, ვინც საკუთარ თავზე მეტად შეიყვარა იგი, როგორც მაცხოვარი, როგორც ცხოვრება და ჭეშმარიტება, აწესებს ზიარების გამომხსნელ საიდუმლოს: "და აღიღო პური, ჰმადლობდა და განტეხა და მისცა მოწაფეთა თვისთა და უთხრა მათ: მიიღეთ და სჭამეთ, ესე არს ხორცი ჩემი თქვენთვის მიცემული, ამას ჰყოფდეთ მოსახსენებელად ჩემდა, და მოიღო სასმელი და ჰმადლობდა და მისცა მათ და თქვა: სუთ ამისგან ყოველთა, ესე არს სისხლი ჩემი ახლისა აღთქმისა თქვენთვის და მრავალთათვის დათხეული მისატევებელად ცოდვათა" (ლუკა 22,17-20; მათე 26,26-29). აწ იდიდა ძე კაცისა და ღმერთი იდიდა, მის მიერ გაძლევთ თქვენ ახალ მცნებას, რათა გიყვარდეთ ერთმანეთი და როგორც მე შეგიყვარეთ თქვენ, ასევე გიყვარდეთ თქვენც ერთმანეთი, - ამბობს უფალი. არავის აქვს იმაზე დიდი სიყვარული, ვინც სულს დადებს თავისი მეგობრებისათვის. მე აგირჩიეთ თქვენ, - ეუბნება მოწაფეებს, - და დაგადგინეთ, რათა წახვიდეთ და ნაყოფი გამოიღოთ. აჰა, მოდის დრო, ცოტაც და ვეღარ მიხილავთ მე. თქვენ მწუხარენი ხართ ახლა, მაგრამ კვლავ მიხილავთ და გაიხარებს თქვენი გული და ვეღარავინ წაგართმევთ სიხარულს თქვენსას. გამხნევდით, მე ვძლიე ქვეყანას, - თქვა უფალმა და გაემართა გეთსიმანიის ბაღისაკენ ზეციური მამის წინაშე სალოცავად, რათა შეავედროს ძეობა თვისი, საყვარელი მოწაფენი და ცოდვით დამძიმებული კაცობრიობა (იოანე 15,9-17; 16,16-33).
დიდი ხუთშაბათის მსახურებაზე იესო ქრისტეს მიერ მოწაფეთათვის ფეხთა დაბანას, საიდუმლო სერობას, გეთსიმანიის ბაღში იესო ქრისტეს ლოცვას და იუდას მიერ მის გაცემას ვიხსენებთ. აღესრულება ბასილი დიდის წირვა, რომელიც სერობას იმის სამახსოვროდ უერთდება, რომ უფალმა ზიარების საიდუმლო სწორედ ამ დღეს, სერობის ჟამს, დაადგინა. სერობაზე "რომელნი ქერუბიმთას" ნაცვლად იგალობება "სერობასა საიდუმლოსა შენისასა დღეს, ძეო ღვთისაო, ზიარებად შემიწყნარე". სერობაზე მართლმადიდებელი ეკლესიის მღვდელმთავრები ფეხთბანის რიტუალს ატარებენ: როგორც მაცხოვარმა დაბანა ფეხები სერობის დაწყებამდე თავის თორმეტ მოწაფეს, ასევე ბანს ფეხებს მღვდელმთავარი თორმეტ მღვდელმსახურს.

დიდი ხუთშაბათის საღამოს სრულდება დიდი პარასკევის ცისკარი, რომლის დროსაც "თორმეტი სახარება" ანუ ოთხი სახარებიდან ამოკრეფილი 12 ნაწყვეტი იკითხება. მათში იესო ქრისტეს ის ვნებებია აღწერილი, რომლებიც ჯვარცმამდე შეემთხვა, დაწყებული მოწაფეებთან მისი უკანასკნელი საუბრიდან საიდუმლო სერობაზე, დამთავრებული მაცხოვრის სხეულის იოსებ არიმათიელის ბაღში დაფვლით და მისი საფლავისთვის მცველების მიჩენით. "თორმეტი სახარების" კითხვისას მორწმუნენი ანთებული სანთლებით ხელში დგანან, რაც, ერთი მხრივ, ჩვენი მხსნელის მიმართ მხურვალე სიყვარულის გამოხატულებააა, მეორე მხრივ კი იმის ხსოვნა, რომ მაცხოვარს ღვთიური დიდება ვნების დროსაც არ დაუკარგავს. ყოველი სახარების წაკითხვის შემდეგ სამრეკლოს ზარი იმდენჯერ ჩამოჰკრავს, რიგით მერამდენე სახარებაც იკითხება.

დიდი პარასკევი
დიდი პარასკევი იესო ქრისტეს ჯვარცმის დღეა.
პრეტორიუმის წინ, რომაელი პროკურატორის სასახლესთან შეკრებილი ხალხი იესოს ჯვარცმას ითხოვდა. სიკვდილამდე ნაწამები ქრისტე, რომელსაც თავზე ეკლის გვირგვინი დაადგეს, პილატეს შორიახლოს იდგა და განკითხვას ელოდა...
უძილო, მოუსვენარმა ღამეებმა გაამძაფრა მისი მწუხარება, შოლტით დასერილი ზურგი მძიმე ჯვარს ელოდა... იდგა მშვიდი და უმანკო. უკიდურესი დამცირება და შეურაცხყოფა ჯვარცმით უნდა აღსრულებულიყო. ჯვარიც მზად იყო, მაგრამ თითქოს რაღაც სხვას ელოდნენ.
გაუთავებელმა დაკითხვამ, ცემამ, ფურთხებამ და აბუჩად აგდებამ სასიცოცხლო ძალები თანდათან დაუშრიტა.

პილატემ არ იცოდა, რა ექნა. დანაშაულიც ვერაფერი წაუყენა, მაგრამ გამოსავალი იპოვა: ებრაული ტრადიციით, ხალხს ორი მსჯავრდადებულიდან ერთ-ერთი უნდა გაეთავისუფლებინა.
ავაზაკ ბარაბასა და ქრისტეს შორის ხალხს არჩევანი უნდა გაეკეთებინა. ხალხი ყვიროდა - ბარაბა, ბარაბაო. იესო რა ვუყოთო, - კითხულობდა პილატე. ხალხი, რომელიც სულ რაღაც ექვსი დღის წინ იერუსალიმში შემავალ უფალს პალმის რტოებითა და "ოსანას" შეძახილებით შეხვდა, გაიძახოდა, - ჯვარს აცვი, ჯვარს აცვი ეგაო...

პასექის პარასკევის მეექვსე საათი იყო. პილატემ ხელები დაიბანა და სამსჯავრო სკამზე დაჯდა - "აჯა, თქვენი მეუფე, მე ბრალი არა მაქვს მაგ მართლის სისხლში" (ლუკა 23,4), თქვენ იკითხეთო. გაბოროტებული ხალხი გაიძახოდა, - ჩვენზე და ჩვენს შვილებზე იყოს მაგისი სისხლიო (მათე 27,25).
პრეტორიუმიდან გოლგოთამდე პალესტინის თაკარა მზით გახურებულ გრძელ გზაზე აუტანელი ტკივილებით გათანგული მიაბიჯებდა სამყაროს მეუფე. მხარზე მძიმე ჯვარი ედო, უამრავი ხალხი მიჰყვებოდა...

უნდა მომკვდარიყო ტანჯვით. ნუთუ სიკვდილის ღირსი რაიმე ქმნა? რის გამო შეისხა ხორცი დიდებით შემოსილმა? ღმერთი იყო და რატომ გახდა ადამიანი? რა აიძულებდა ღმერთს, ხორცი შეესხა, სახვევებში შეხვეულიყო, ბაგაში დედის რძით გამოკვებილიყო, სიკეთის ნაცვლად ბოროტება მოემკო, სიხარულის ნაცვლად - მწუხარება, ცხოვრების ნაცვლად - სიკვდილი, ჯვარზე გაკრული საფლავში დადებულიყო? რა აუცილებლობამ აიძულა ის? ცხადია, ადამიანის სიყვარულის გამო ითმენდა ყველაფერს.

ამ ადამიანებმა კი მისი წმინდა და უმანკო სხეული ორ ავაზაკს შორის ჯვარზე გააკრეს, ლურსმნით ხელ-ფეხი გაუხვრიტეს, წყურვილით გატანჯულს ძმარი და ნაღველი შეასვეს. მისი წმინდა სამოსი ურთიერთშორის გაიყვეს და დასცინეს: - ტაძრის სამ დღეში აღმშენებელო, გამოიხსენ თავი შენი...
დღის თორმეტ საათზე სიბნელემ მოიცვა ქვეყანა. მწუხარებით აღსავსე იესო კი ზეციურ მეუფეს ევედრებოდა: "მამაო, მიუტევე ამათ, რამეთუ არა იციან, რასა იქმან!" მარჯვენით ჯვარცმულმა ავაზაკმა დაინახა ეს უსამართლობა, შეინანა და უდანაშაულოდ დასჯილს სასუფეველში მოხსენება სთხოვა. ამ დროს დედა ღვთისმშობელიც ჯვარცმულის ფერხთით იდგა, მხოლოდშობილი ძის ტანჯვით გამოწვებული უმძიმესი ტკივილი მახვილივით უსერავდა გულს.

იესომ ჯვრიდან დაინახა მტირალი დედა, შეებრალა და საყვარელ მოწაფეს, იოანეს, ჩააბარა: "დედაო, აჰა შენი ძე!" ხოლო იოანეს უთხრა:  „აჰა დედა შენი!“ (იოანე 19,26).
მეექვსე საათიდან მეცხრე საათამდე წყვდიადმა მოიცვა არემარე. მეცხრე საათზე მაცხოვარმა ხმამაღლა წარმოთქვა: "მამაო, ხელთა შენთა შევვედრებ სულსა ჩემსა" (ლუკა 23,46) და სული განუტევა. დაბნელდა მზე, მიწა შეიძრა და საფლავები გაიხსნა, იერუსალიმის ტაძრის კრეტსაბმელი შუაზე გაიპო. სამყარომ შეიცხადა კაცობრიობის უკიდურესი სისასტიკე. წინასწარმეტყველება აღსრულდა.
აღსრულდა ნება ღვთისა, მოვიდა სოფლად მხსნელი, რომელსაც სულიერ სიბნელეში მყოფი, ღმერთს დაშორებული და ჭეშმარიტ ბედნიერებას მოკლებული კაცობრიობა ეშმაკის მონობისაგან უნდა გაეთავისუფლებინა, აღედგინა შეწყვეტილი კავშირი ღმერთთან და დაებრუნებინა მისთვის დაკარგული ნეტარება.

დიდი პარასკევის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ჯვარცმას, ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასაფლავებას იხსენებს. წირვა არ აღესრულება, რადგან ამ დღეს ცოდვებისაგან ჩვენს გამოსახსნელად უფალმა საკუთარი თავი შესწირა მსხვერპლად. სრულდება სამეუფო ჟამნი, რომლის დროსაც კვლავ იკითხება სახარება მისი ვნების შესახებ.

დიდი პარასკევის სერობა მაცხოვრის ჯვრიდან გარდამოხსნასა და დასფლავებას ეძღვნება და, ჩვეულებრივ, შუაღამისას, ორ საათზე აღევნილება, რადგან სწორედ ამ დროს მიიცვალა ჯვარზე იესო ქრისტე. მსახურების დაწყებამდე ტაძრის შუაგულში მზადდება ამაღლებული, ყვავილებით მორთული სადგამი - "საფლავი", საკურთხეველში კი, წმინდა ტრაპეზზე, დააბრძანებენ გარდამოხსნას, საგანგებოდ მოხატულ დიდ ქსოვილს, რომელზეც საფლავში მაცხოვარია ამოქარგული.
საგალობლები, რომლებიც ამ დროს იგალობება, იესო ქრისტეს ვნებასა და ჯვარცმას ასახავს. სვიმეონ ღვთისმიმრქმელის ლოცვის გალობისას შავ, სამგლოვიარო სამოსში გამოწყობილი მღვდელმსახური აკმევს გარდამოსხნას, რომელიც ჯერ კიდევ საკურთხეველშია, რომელიც ჯერ კიდევ საკურთხეველშია დასვენებული, "მამაო ჩვენოს" გალობის შემდეგ კი ტროპარის, "მშვენიერმა იოსებ ძელისაგან გარდამოხსნა უხრწნელი გვამი შენი", გალობით მღვდელმსახურები წმინდა ტრაპეზიდან, როგორც გოლგოთიდან, აიღებენ გარდამოხსნას, თავს ზემოთ ასწევენ, საკურთხევლიდან გამოასვენებენ, ტაძარში შემოატარებენ. ამის შემდეგ სამღვდელოება და მლოცველები დიდ მეტანიას ასრულებენ გარდამოხსნის წინაშე და ეამბორებიან მას. გარდამოხსნა ტაძრის შუაგულში არასრული სამი დღის განმავლობაში რჩება - მაცხოვარი ხომ აღდგომამდე სამი დღე იყო საფლავში. სერობის შემდეგ, საღამოს, შესაძლოა მწუხრიც, ე.წ. ღვთისმშობლის გოდებაც, აღევლინოს. დიდი პარასკევი მთელი წლის განმავლობაში ყველაზე მძიმე მარხვის დღეა, როცა მოძღვრის კურთხევით მორწმუნეთაგან ზოგი მთელი დღის განმავლობაში არაფერს ჭამს, ზოგი კი პურისა და წყლის გარდა არაფერს იხმევს.

დიდი შაბათი
დიდი შაბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება.









ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
20.04.2022

წმინდა მიწის მიმზიდველობა ჩვენი უფლის მიწიერ ცხოვრებასთან ასოცირებულ წმინდა ადგილებს უკავშირდება.

21.04.2020
ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს;
17.04.2020
დიდი შაბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება.
16.04.2020
პრეტორიუმის წინ, რომაელი პროკურატორის სასახლესთან შეკრებილი ხალხი იესოს ჯვარცმას ითხოვდა. სიკვდილამდე ნაწამები ქრისტე,
16.04.2020
იერუსალიმში დიდებით შესვლიდან მეოთხე დღეს იესომ თავისი თორმეტი მოწაფე შეკრიბა და საბოლოოდ დამოძღვრა:
14.04.2020
ეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა. ოთხშაბათი ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. აქ, სიმონ კეთროვნის სახლში, იმ დროს,
14.04.2020
დიდი სამშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ იგავს ათ ქალწულსა და ტალანტებზე
13.04.2020
ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს
17.01.2020
არქიმანდრიტი ლაზარეს (აბაშიძე) განმარტებით, ნათლობის დროს ადამიანს არა მარტო "მიეტევება" - არა! აქ აღესრულება უფრო მნიშვნელოვანი საიდუმლოება!
17.09.2019
ზარის რეკვა
საეკლესიო ზარების რეკვა  ორი სახისაა: კეთილმოხმობა (ამით მრევლს მსახურებაზე იწვევენ) და საკუთრივ რეკვა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat