იოანეს სახარების თანახმად, ბრწყინვალე აღდგომის დღეს, საღამო ხანს, იესო ქრისტე გამოეცხადა თავის მოწაფეებს, თუმცა მათ შორის არ იმყოფებოდა თომა მოციქული. როდესაც იგი მოციქულებთან დაბრუნდა, ახარეს, რომ იხილეს მკვდრეთით აღმდგარი ქრისტე.
"თუ მის ხელებზე ნალურსმევს არ ვნახავ, ნალურსმნევში საკუთარ თითს არ ჩავყოფ და მის ფერდში - საკუთარ ხელს, არ ვიწამებ!" - განაცხადა თომამ.
მკვდრეთით აღდგომიდან მერვე დღეს იესო ქრისტე კვლავ გამოეცხადა მოციქულებს. ამჯერად მათ გვერდით თომაც იყო. მაცხოვარმა უჩვენა მას ჭრილობები და ნაჭრილობევ ადგილებში თითები ჩააყოფინა. "უფალი ჩემი და ღმერთი ჩემი", - წარმოთქვა თომამ. რადგანაც მან სწორედ ქრისტეს მკვდრეთით აღდგომიდან მერვე დღეს ირწმუნა უფლის მკვდრეთით აღდგომა, ამიტომაც იხსენიება აღდგომის მომდევნო კვირა თომას კვირად.
აღდგომის მომდევნო კვირას ასევე ეწოდება კვირაცხოვლობა. "სიტყვა "ცხოველი" ძველქართულად ნიშნავს ცოცხალს - კვირაცხოვლობა არის დღესასწაული სიცოცხლისა, კვირა ცხოვრებისა, კვირა სიცოცხლისა. ჩვენ ვიცით, რომ აღდგომამდე შაბათი იყო დასვენების დღე, რომელსაც ღმერთს უძღვნიდნენ. აღდგომამ კი ერთშაბათი ანუ შვიდეულის პირველი დღე გადააქცია კვირად ანუ წმინდა დღედ. კვირა დღის დაკანონება სწორედ აღდგომით მოხდა, რადგან უფალი სწორედ კვირა დილით აღსდგა. ამიტომ ყოველი კვირა აღდგომის მაუწყებელია", - ბრძანებს მეუფე სტეფანე ერთ-ერთ ქადაგებაში კვირაცხოვლობასთან დაკავშირებით. რადგან უფალმა კვირა დღეს მოგვმადლა მკვდრეთით აღდგომა, ამიტომაც ვიკრიბებით ქრისტიანები კვირაობით ეკლესიაში, ვესწრებით წირვა-ლოცვას და სხვა ღვთისთვის სათნომყოფელ საქმეებსაც აღვასრულებთ.
აღდგომის მომდევნო კვირას კი აღდგომის განახლებას იმის გამო ვუწოდებთ, რომ სწორედ მკვდრეთით აღდგომიდან მერვე დღეს გამოეცხადა მაცხოვარი კვლავ თავის მოციქულებს და განაახლა აღდგომის სიხარული.
- მთავარი
- ჩვენ შესახებ
- ეკლესია
- ქრისტიანული ცხოვრება
- რწმენა
- წმინდანები
- სხვადასხვა
- ახალი ამბები
- დიასახლისის გვერდი
- სწავლებანი
- ერისკაცობიდან მღვდლობამდე
- ქრისტიანული საიდუმლო
- ქრისტიანული სიმბოლიკა
- ცოდვა
- ისტორია
- ანგელოზები
- ამბიონი
- კითხვა-პასუხი
- ეს უნდა ვიცოდეთ
- ცრუ მოძღვრებები
- სხვა რელიგიები
- სხვადასხვა
- მკითხველის გვერდი
- ეპისტოლენი, ქადაგებები
- ნამდვილი ამბები
- სასწაულები
- წაუკითხეთ პატარებს
- ჩემი სოფელი
- ქართული გვარები
- ქართული ანბანი
- რელიგიურ-ფილოსოფიური ლექსიკონი
- წმინდა წერილი
- წიგნები
- ლოცვანი