ტაძარი და ჩვენ
ტაძარი და ჩვენ
საეკლესიო ჭურჭელი და ნივთები
ტრაპეზის მარცხნივ, ჩრდილოეთით, დგას მაგიდა, რომელიც მთლიანად შემოსილია და სამკვეთლო ეწოდება. მასზე ამზადებენ წმინდა ნაწილებს ზიარების საიდუმლოსთვის.

სამკვეთლოზე მოთავსებულია წმინდა ჭურჭელი:

ბარძიმი ფეხიანი სასმისია. მასში კვეთის დროს ჩაასხამენ წყლით შეზავებულ ღვინოს, რომელსაც წირვის დროს აკურთხებენ და ქრისტეს სისხლად შეიცვლება.

ფეშხუმი მრგვალი, ფეხიანი ლანგარია. ფეშხუმზე კვეთის დროს ტარიგად წოდებულ პურს დებენ, რომელიც წირვის დროს იკურთხება და შეიცვლება ქრისტეს ხორცად. ფეხშუმი გაგვახსენებს ბაგასაც, რომელშიც ახალშობილი იესო ქრისტე იწვა და კუბოსაც, რომელშიც მისი უწმინდესი გვამი ესვენა.

ვარსკვლავი ორი მოღუნული ლითონის მომცრო რკალია, ერთმანეთთან ჯვრის სახით შეერთებული, და გაგვახსენებს იმ ვარსკვლავს, რომელიც წინ უძღოდა მოგვებს ბეთლემის გამოქვაბულისკენ, სადაც მაცხოვარი ჩვენი იესო ქრისტე იშვა. ვარსკვლავი ფეშხუმზე იდგმება, რათა დაფარნა სეფისკვერიდან ამოღებულ ნაწილს არ შეეხოს.

ლახვარი იხმარება სეფისკვერიდან ნაწილის ამოსაღებად. ის გვახსენებს ლახვარს, რომლითაც ერთმა მხედარმა განგმირა ჯვარცმული იესოს გვერდი.

კოვზი იხმარება მორწმუნეთა საზიარებლად. ის გვახსენებს სერაფიმის მარწუხს ან საკეც მაშას, რითაც სერაფიმმა აიღო ცეცხლი ზეციური საკურთხევლიდან, მიიტანა ისაია წინასწარმეტყველის პირთან, განწმინდა იგი ცოდვისაგან და განანათლა.

ღრუბელი ორია საჭირო: 1. საღმრთო ჭურჭლის გასაწმენდად, 2. ფეშხუმზე ნაწილების შესაგროვებლად და ბარძიმში ჩასაწმენდად. ის გვახსენებს იმ ღრუბელს, რითაც ჯვარცმულ მაცხოვარს ნაღვლით შეზავებული ძმარი ასვეს.

დაფარნებს წმინდა ძღვნის შესამოსლებს ეძახიან. დაფარნა სამია: ორი მცირე და ერთი დიდი. ერთს აფარებენ ფეშხუმს, მეორეს - ბარძიმს, მესამეს (დიდს) - ორივეს - ფეშხუმს და ბარძიმს ერთად.

დიდ დაფარნას სხვანაირად ,,ეერი" ეწოდება. ის ერთდროულად აღნიშნავს ლოდს, რომლითაც მაცხოვრის საფლავის კარი იყო დახშული, მიწისძვრას მაცხოვრის ჯვარცმისას და სულიწმინდის მადლის ნიავებსაც. ამიტომაც ჰქვია ,,ეერი".

მცირე დაფარნები ერთდროულად აღნიშნავს სახვევებს, რომლითაც იყო შეკრული იესო ბაგაში წოლისას და სუდარასაც, რომელშიც მისი უწმინდესი გვამი დასაფლავებისას იყო შეხვეული.

ამათ გარდა გამოიყენება:

KARIBCHEსაცეცხლური საკმევლის საკმევად. იგი არის ოქროს, ვერცხლის ან სპილენძის ჭურჭელი, რომელშიც ჩაიყრება ნაკვერცხალი და მასზე დაიკმევა საკმეველი და გუნდრუკი. საცეცხლური მოასწავებს ღვთისმშობლის წიაღს, საცეცხლურში ნაკვერცხლის ყოფნა კი თვით იესო ქრისტეს ყოფნას ქალწული მარიამის წიაღში. საცეცხლურის ოთხი ჯაჭვი ნიშნავს მახარებლებს. საკმევლის და გუნდრუკის დაკმევა ნიშნავს გულითად და წმინდა ლოცვას ღმრთისა და წმინდანებისადმი და სულიწმინდის მადლსაც, რომელიც განგვანათლებს და გვაცხონებს. როგორც აღივსება ტაძარი გუნდრუკის კმევით, ასევე ჭეშმარიტი ქრისტიანის გვამი აღივსება სულიწმინდის მადლით.

კანდელი არის ვერცხლის ან ოქროს ჭურჭელი, რაშიც ზეთი ასხია.

სამირონე არის ჭურჭელი, რომელშიც წმინდა მირონი ინახება.

ემბაზი სანათლავი ჭურჭელია.

გვირგვინები ქორწინების საიდუმლოს შესრულებისას იხმარება.

დიკირ-ტრიკირს იმ ერთად შეერთებულ, ანთებულ კელაპტრებს უწოდებენ, რომელთა საშუალებითაც ღვთისმსახურებისას მღვდელმთავარი ამბიონიდან მრევლს ჯვარს სახავს - აკურთხებს. დიკირი ორ შეერთებულ კელაპტარს ეწოდება და სიმბოლურად გამოხატავს იესო ქრისტეს ორ ბუნებას - კაცობრივსა და ღვთაებრივს, რადგან უფალი ღმერთკაცია. ტრიკირი სამ შეერთებულ კელაპტარს ეწოდება და სიმბოლურად ყოვლადწმინდა სამებას გამოხატავს. დიკირ-ტრიკირით ჯვრის გამოსახვა უფლის მაკურთხებელი მარჯვენის განსახიერებაა.

რიპიდები ეწოდება გრძელ სამაგრზე წამოცმულ მრგვალ ლითონის ფირფიტებს, რომლებზეც ანგელოზები არიან გამოსახული. ღვთისმსახურებისას რიპიდები სტიქაროსნებს ამბიონზე გამოაქვთ. მღვდელმსახურის მიერ საცეცხლურით ტაძრის შემოვლის დროს სტიქაროსნები ჯვრით, რიპიდებითა და ანთებული კელაპტრებით წინ უძღვიან მას. რიპიდები განასახიერებენ ანგელოზთა თავმოყრას ღვთისმსახურებაზე.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
12.04.2023
ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს.
20.04.2022

წმინდა მიწის მიმზიდველობა ჩვენი უფლის მიწიერ ცხოვრებასთან ასოცირებულ წმინდა ადგილებს უკავშირდება.

21.04.2020
ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს;
17.04.2020
დიდი შაბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება.
16.04.2020
პრეტორიუმის წინ, რომაელი პროკურატორის სასახლესთან შეკრებილი ხალხი იესოს ჯვარცმას ითხოვდა. სიკვდილამდე ნაწამები ქრისტე,
16.04.2020
იერუსალიმში დიდებით შესვლიდან მეოთხე დღეს იესომ თავისი თორმეტი მოწაფე შეკრიბა და საბოლოოდ დამოძღვრა:
14.04.2020
ეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა. ოთხშაბათი ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. აქ, სიმონ კეთროვნის სახლში, იმ დროს,
14.04.2020
დიდი სამშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ იგავს ათ ქალწულსა და ტალანტებზე
13.04.2020
ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს
17.01.2020
არქიმანდრიტი ლაზარეს (აბაშიძე) განმარტებით, ნათლობის დროს ადამიანს არა მარტო "მიეტევება" - არა! აქ აღესრულება უფრო მნიშვნელოვანი საიდუმლოება!
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat