არის თუ არა ვალენტინობა ქრისტიანული დღესასწაული?!
არის თუ არა ვალენტინობა ქრისტიანული დღესასწაული?!
ბოლო რამდენიმე წელია, არაეკლესიური საზოგადოების ერთმა ნაწილმა "აღმოაჩინა" რომ 14 თებერვალი წმინდა ვალენტინის ხსენების დღეა. საქართველოში 14 თებერვლის როგორც "სიყვარულის დღის" აღნიშვნის ტრადიციას სასტუმრო "შერატონ მეტეხი პალასის" "სიყვარულის საღამოებმა" დაუდო სათავე. მომდევნო წლებში "შეყვარებულთა დღის" აღსანიშნავად (უფრო მეტად კი კომერციული მიზნებით) 14 თებერვალს დაიწყო გრანდიოზული კონცერტებისა და სხვა ღონისძიებების გამართვა, რომელთაც მასმედია განსაკუთრებულ "პრომოუშენს" უკეთებს ხოლმე. მოგვიანებით შევიტყვეთ, რომ მართლმადიდებელი ეკლესია 14 თებერვალს წმინდა ვალენტინს სრულებით არ მოიხსენიებს და ეს უცხოური ტრადიციაა, მაგრამ წამხედურობით ცნობილ ქართველთა ერთ ნაწილს (განსაკუთრებით თინეიჯერებს) ისე "გაუსწორდა" ეს დღესასწაული, რომ არც ეკლესიის პოზიცია აღელვებთ და არც ქართული ტრადიციები. ალბათ ამიტომაც აღნიშნა მწერალმა ზაალ სამადაშვილმა: "ეს უბრალო წამხედურობაა, სხვა თუ არაფერი. საქართველოში, მგონია, ვალენტინი არავის რქმევიაო". ეს "წამხედურობა" ზოგჯერ იქამდეც კი მიდის, რომ ზოგიერთი შეყვარბული წყვილი 14 თებერვალს ეკლესიებში წმინდა ვალენტინის ხატს ეძებს ხოლმე სანთლის დასანთებად, ხოლო უფრო "გამბედავები" არც ეკლესიაში ხვევნა-კოცნაზე ამბობენ უარს (ყოველ შემთხვევაში, ერთი ასეთი ფაქტი დაფიქსირდა). აქედან ნათლად ჩანს, რომ უმრავლესობას არც კი ესმის, რას აღნიშნავს - მთავარი ხომ მათთვის გართობა და "დროის გატარებაა". ალბათ ამიტომაც იყო, გასული წლის 14 თებერვალს ერთ-ერთი ტელეკომპანიის საინფორმაციო გადაცემების წამყვანმა ირონიულად რომ განაცხადა: მთელი მსოფლიო დღეს სიყვარულის დღეს ზეიმობს, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კი მიცვალებულებს იხსენიებსო. ეკლესიის მიმართ "კეთილგანწყობილ" ჟურნალისტს ალბათ "გაუხარდება", როცა გაიგებს, რომ წელს მიცვალებულთა ხსენების დღე ვალენტინობას "არ ემთხვევა" და ეს "წვრილმანი" მას დისკომფორტს აღარ შეუქმნის.

რაც შეეხება თავად ვალენტინობის წარმომავლობას, ამასთან დაკავშირებით რამდენიმე ვერსია და მრავალი ლეგენდა არსებობს. ერთ-ერთის თანახმად, ეს დღესასწაული III ს-ში მცხოვრებ წმინდა ვალენტინს უკავშირდება. ლეგენდის მიხედვით, ვალენტინი რომის ერთ-ერთ ციხეში სასჯელს ელოდებოდა, როცა ზედამხედველის უსინათლო ქალიშვილი შეუყვარდა და სასწაულებრივად განკურნა სიბრმავისგან. მეორე ვერსიით, ეს დღესასწაული სხვა წმინდა ვალენტინს უკავშირდება, რომელიც მღვდელი იყო და იმპერატორ კლავდიუს II-ის დროს ცხოვრობდა. იმპერატორმა კლავდიუსმა რომაელ ჯარისკაცებს დაქორწინება აუკრძალა, რადგან მიაჩნდა, რომ დაოჯახებული მეომრები ცუდად იბრძოდნენ. ლეგენდა მოგვითხრობს, რომ, იმპერატორის ბრძანების მიუხედავად, მღვდელი ვალენტინი შეყვარებულ წყვილებს ფარულად სწერდა ჯვარს. ამის გამო იგი შეიპყრეს, 14 თებერვალს კი თავი მოჰკვეთეს. სხვათა შორის, არსებობს ერთი ძველი ლეგენდაც, რომლის მიხედვით 14 თებერვალს ფრინველებიც წყვილდებოდნენ.

წმინდა ვალენტინის სასიყვარულო ურთიერთობებთან კავშირს კათოლიკური და პროტესტანტული ეკლესიის ისტორიკოსებიც უარყოფენ და მის წარმართულ წარმოშობაზე მიუთითებენ. სპეციალისტები ფიქრობენ, რომ 14 თებერვლის ვალენტინობას რომაული წარმართული ფესვები უნდა ჰქონდეს. არც თვით წმინდა ვალენტინის ცხოვრებაში მოიპოვება რაიმე ცნობა იმის თაობაზე, რომ იგი შეყვარებულთა მფარველი იყო (E.A. Livingstone, Oxford Eoncise Dictionary of the christian church, 2000 p.601).

მართლმადიდებელი ეკლესია 14 თებერვალს არ მოიხსენიებს ვალენტინის სახელით ცნობილ წმინდანს. საქართველოს საპატრიარქოს პრესცენტრმა ჯერ კიდევ 2001 წლის თებერვალში გააკეთა განცხადება, რომელშიც ნათქვამი იყო: "14 თებერვლის "სიყვარულის დღესასწაულს" შეცდომით უკავშირებენ კათოლიკური ეკლესიის წმინდანის სახელს: ეკლესიის ისტორია იცნობს რამდენიმე ვალენტინს, რომელთაგან არც ერთის ცხოვრება არ უკავშირდება სასიყვარულო ურთიერთობებს... 14 თებერვლის ვალენტინის დღესასწაულს წარმართული ფესვები აქვს. ამ დღეს ძველ რომში ქალღმერთ იუნონას დღესასწაულს აღნიშნავდნენ, რომელსაც რომაელები ქალებისა და ოჯახის მფარველად თვლიდნენ. 15 თებერვალს იმართებოდა ნაყოფიერების დღესასწაული ლუპერკალიები.

მართლმადიდებელი ეკლესიისთვის უცხოა ეს დღესასწაული. მისი წარმართული და მოგვიანებით დასავლეთში შექმნილი ლეგენდარული ისტორიის გამო ვალენტინობა ევროპულ ხალხურ დღესასწაულად ითვლება. იგი არც კათოლიკური ეკლესიის მიერ აღინიშნება, რაც დაგვიდასტურა ვატიკანის საელჩომ საქართველოში".
ბეჭდვაელფოსტა
15.02. 2016
kkkkk
ყოველი დღე სიყვარულისაა კიდევ არის რვა მარტი სამი მარტი ..... როცა ციდვის დღეს ემთხვევა და აღნიდავ ანუ რაღცას ამოფარებულ დღესასწაულს თორემ მეუღლესთამ ღნიშე სხვა დღე ოჯახთან ერთდ აღნიშენ მეგობრებთან ერთად უფაკმა დაგლოცოს
15.02. 2016
DDD
როგორც ხედავთ არც კათოლიკური ეკლესია არ ცნობს ამ დღესასწაულს, ეს არის რომაული საერო დღესასწაული, როგორიცაა ქართული ტრადიციული ჭიაკოკონობა, ხატობა, ბერიკაობა (ცხადია არამართლმადიდებლურია სუყველა). მისი აღნიშვნა ნორმალურ ფარგლებში, რატო უნდა იყოს ცოდვა. ცოდვა ეგრე შეიძლება ვინმე აღდგომას დათვრეს და მერე თავი გაიმართლოს აღდგომა იყო და აბა რა მექნაო.
14.02. 2016
თიკო
ვეთანხმები მაიას და მეც პასუხის მოლოდინში ვარ.
14.02. 2016
მაია
კითხვა მაქვს და გთხოვთ მიპასუხოთ: მე პირადად ვალენტინობას როგორც საეკლესიო დღესასწაულს არ განვიხილავ. მაგრამ მაინტერესებს რა ცოდვას ჩავდივარ იმით, თუ მე ამ დღეს ავღნიშნავ ჩემს საყვარელ ადამიანთან ერთად (ჩემს შემთხვევაში ეს არის მეუღლე) როგორც სიყვარულის ერთ განსაკუთრებულ დღედ. მივიღებ მეუღლისგან ყვავილებს და მეც გემრიელ გულის ფორმის ნამცხვარს გამოვუცხობ. გეთანხმებით, რომ ეს ერთ-ერთი კომერციული სახეობის დღეა, მაგრამ ადამიანებს მოსწონთ სიყვარულის დღე და აღნიშნავენ. რატომაა ეს ცუდი და არაეკლესიურები რატომ გვეწოდება? ღმერთი მწამს და მიმაჩნია, რომ მე ღმერთმა თავისუფალ არსებად შემქმნა და არ ვცოდავ მანამ, სანამ რამე მავნებლურს და ცუდს არ ჩავიდენ. დანარჩენი შეზღუდვები ადამიანების გამოგონებულია და სარწმუნოების ამ ნაწილის არ მწამს. ვემორჩილები ღმერთის წესებს (10 მცნებას) შეძლებისდაგვარად (ცოდვილი ვარ), მაგრამ არა ღვთისმსახურების წესებს. გთხოვთ მიპასუხოთ: რა ნაწილში ვცოდავ, თუ ვალენტინობას როგორც სიყვარულის დღედ ავღნიშნავ? გმადლობთ.
სხვა სიახლეები
12.04.2023
ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს.
20.04.2022

წმინდა მიწის მიმზიდველობა ჩვენი უფლის მიწიერ ცხოვრებასთან ასოცირებულ წმინდა ადგილებს უკავშირდება.

21.04.2020
ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს;
17.04.2020
დიდი შაბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება.
16.04.2020
პრეტორიუმის წინ, რომაელი პროკურატორის სასახლესთან შეკრებილი ხალხი იესოს ჯვარცმას ითხოვდა. სიკვდილამდე ნაწამები ქრისტე,
16.04.2020
იერუსალიმში დიდებით შესვლიდან მეოთხე დღეს იესომ თავისი თორმეტი მოწაფე შეკრიბა და საბოლოოდ დამოძღვრა:
14.04.2020
ეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა. ოთხშაბათი ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. აქ, სიმონ კეთროვნის სახლში, იმ დროს,
14.04.2020
დიდი სამშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ იგავს ათ ქალწულსა და ტალანტებზე
13.04.2020
ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს
17.01.2020
არქიმანდრიტი ლაზარეს (აბაშიძე) განმარტებით, ნათლობის დროს ადამიანს არა მარტო "მიეტევება" - არა! აქ აღესრულება უფრო მნიშვნელოვანი საიდუმლოება!
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4
5 6 7 8 9 10 11
12 13 14 15 16 17 18
19 20 21 22 23 24 25
26 27 28 29 30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
მთავარანგელოზები
მთავარანგელოზ მიქაელისა და სხვათა უხორცოთა ზეცისა ძალთა - გაბრიელისა, რაფაელისა, ურიელისა, სელაფიელისა, ეგუდიელისა, ვარახიელისა და იერომიელის კრების აღნიშვნა IV საუკუნეში, ლაოდიკიის ადგილობრივ კრებაზე გადაწყდა

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat