ანბანი მართლმადიდებლობისა
ანბანი მართლმადიდებლობისა
ადამიანის სული
საერთოდ, ადამიანი სამი არსებითი ნაწილისაგან შედგება: სხეული, სამშვინველი და სული. სამშვინველი ცხოველებსაც აქვთ, სული კი მხოლოდ ადამიანებს. სული არის ადამიანის უკვდავი ერთეული. ეს არის ჩვენში მოცემული ღვთის სუნთქვა. ბიბლიაში, კერძოდ, დაბადების წიგნში, გადმოცემულია, თუ როგორ შექმნა უფალმა ადამიანი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მას თავისი უკვდავი სული: "და გამოსახა უფალმა ღმერთმა ადამი მიწის მტვრისაგან და შთაბერა მის ნესტოებს სიცოცხლის სუნთქვა, და იქმნა კაცი ცოცხალ არსებად" (დაბ.2.7). წმინდა წერილში მინიშნებულია როგორც ადამიანის შექმნა, ასევე მისი დასასრულიც: "მტვერი დაუბრუნდება მიწას, როგორც იყო, სული კი დაბრუნდება ღმერთთან, რომელმაც მისცა იგი". თეოფანე დაყუდებული წერს: "სულმა, როგორც ღმერთისაგან გამოსულმა ძალამ, უწყის ღმერთი. იგი ეძიებს ღმერთს და მხოლოდ მასში ჰპოვებს მოსვენებას. სული ფარული სულიერი გუმანით არის დარწმუნებული ღვთისაგან თავის წარმომავლობაში, თავის სრულ დამოკიდებულებას გრძნობს ღმერთზე და შეგნებული აქვს, რომ მოვალეა, ყველანაირად სათნო-ეყოს მას, იცხოვროს მხოლოდ მისთვის, მისით და მის მიერ".

სამშვინველი არის სულის ნაწილი, ეს არის ის ძალები სულისა, რაც იმყოფება სხეულსა და სულს შორის. სამშვინველი არის ის ემოციური და ინსტინქტური პროცესები, რომლებიც ახასიათებს ადამიანს. სამშვინველი, ისევე როგორც სხეული, შეიძლება დაავადდეს და სხეულის სიკვდილთან ერთად ისიც წყვეტს არსებობას.

მოძღვრება დიქოტომია მხოლოდ სულსა და სხეულს აღიარებს. ეს ორი მიმდინარეობა, ტრიქოტომიის დოქტრინა (რომელიც თვლის, რომ ადამიანი სხეულის, სამშვინველისა და სულისაგან შედგება) და დიქოტომიის მოძღვრება, ერთმანეთს დიდად არ ეწინააღმდეგება. ეკლესიურად ორივე სწორია და მართლმადიდებლური სკოლის მოძღვრებებია.

შეიძლება ითქვას, რომ სულის დაყოფა სამშვინველად და სულად პირობითია. როგორც აღვნიშნეთ, ყველა სულდგმულს გააჩნია სამშვინველი, რომელიც მის ფიზიოლოგიურ ქმედებასთან არის დაკავშირებული. ადამიანის სამშვინველი კი, სხვა არსებებისაგან განსხვავებით, უფლის უკვდავი სულით ცისკროვნდება.

სამშვინველი არის სიცოცხლის სიმბოლო და არა მისი წყარო. სიცოცხლის წყარო ღმერთია, რომელიც თავისი უკვდავი სულის მეშვეობით მოქმედებს.

სული არის სამშვინველი ღვთიური მადლით, ანუ სულიწმიდით გამდიდრებული.

სულისა და სხეულის ერთობა აუცილებელი პირობაა როგორც მიწიერი, ასევე ზეციური ცხოვრებისათვის. სული არასრულყოფილია სხეულის გარეშე, ხოლო სხეული კი სულის გარეშე.

რადგან სხეული და სამშვინველი მიწიერ საწყისებს მიეკუთვნება, ხოლო სული კი უფლის სუნთქვაა, ამიტომ შეიძლება ვთქვათ, რომ სამშვინველის დაზიანება მიწიერი ექიმების, ანუ ფსიქიატრების საქმეა, ხოლო თუ ზიანდება სული, ამ შემთხვევაში საქმე გვაქვს ადამიანის ცოდვებთან და მისი მკურნალობაც სულიერ ექიმებს, ანუ სასულიერო პირებს უნდა მივანდოთ.

სულის უკვდავების რწმენა განუყოფელია ქრისტიანული სარწმუნოებისაგან, რომლის ერთ-ერთ ძირითად საგანსაც მასზე სწავლება შეადგენს.

ერთ-ერთი მოსაზრების თანახმად, ებრაელებს სულის უკვდავება არ სწამდათ. ძველ აღთქმაში მოსეს ნაამბობი კი საწინააღმდეგოს ადასტურებს: ენოქის შესახებ იგი შენიშნავს: "არა იპოვა, რამეთუ გარდაცვალა იგი ღმერთმან" (დაბ. 5,24). ესე იგი, ისე გადასახლდა ღმერთთან, რომ სიკვდილი არ უხილავს. აბრაამის (დაბ. 25,8), აარონისა და მოსეს (მეორე სჯ. 32,50) სიკვდილზე ბიბლიური გამოთქმა, "შეეძინა ერსა თვისსა", უნდა გავიგოთ, როგორც მათი დაკრძალვა თავიანთი ხალხის გვერდით ერთ საფლავში ან ერთ მიწაში. ამათგან თითოეული ძველი აღთქმის მართალი აღესრულა არა წინაპართა მიწაზე, არამედ ახალი გადასახლების ადგილას (აბრაამი) და მოგზაურობის დროს (აარონი, მოსე). პატრიარქი იაკობი მას შემდეგ, რაც მხეცთაგან თავისი ძის დაგლეჯის ამბავი შეიტყო, ამბობს: "შთავიდე ძისა ჩემისა თანა გლოვით ჯოჯოხეთად" (დაბ..37,35), ცხადია, ჯოჯოხეთში არა საფლავი, არამედ სულის სამყოფელი იგულისხმება. ძველ აღთქმაში სიკვდილის შემდგომ სულის მდგომარეობა გამოისახებოდა, როგორც ჯოჯოხეთშა ჩასვლა - იქ, სადაც უცხოა სიხარული და არ ისმის ღვთისადმი აღვლენილი ქება-დიდება. ყოველივე ამის შესახებ ვიგებთ იობისა და ფსალმუნთა წიგნების გარკვეული ადგილებიდან.

უკვე ძველ აღთქმაში მაცხოვრის მოსვლის დროის მოახლოებასთან ერთად კრთება იმედი, რომ მართალი ადამიანების სულებს ასცდებათ ასეთი პირქუში არსებობა. მაგალითად, "სიბრძნე სოლომონისაში" ვკითხულობთ: "მართალნი სულნი ხელთა შინა ღმრთისათა და არა შეეხოს მათ ტანჯვა" (სიბრ. 3,1) და "მართალნი საუკუნოდ ცხონდნენ და უფლის მიერ არს სასყიდელი მათი და ზრუნვა მათთვის მაღლისა მიერ" (სიბრ. 5,16). ამ სიტყვებში ნათლად და გარკვევით იგრძნობა ჯოჯოხეთიდან ადამიანთა სულების სამომავლოდ გამოხსნის სასოება "და ხორცთაცა ჩემთა დაიმკვიდრონ სასოებით, რამეთუ არა დაუტევო სული ჩემი ჯოჯოხეთს, არცა სცე წმიდასა შენსა ხილვად განსახრწნელსა" (ფს. 15,9-10; 48,15).

ძველი აღთქმისეული იმედი ჯოჯოხეთიდან გამოხსნისა ახალ აღთქმაში განხორციელდა: "ძე ღვთისა" აღხდა მაღალსა, წარმოტყუენა ტყუე და მისცა იგი ნიჭად კაცთა" (ეფ. 4,8-9). გამოსათხოვარ საუბარში უფალმა ბრძანა, რომ მიდის, რათა "განგიმზადოს თქუენ ადგილი", რათა "სადაცა მე ვიყო, მუნ თქუენ იყვნეთ" (ინ. 14,2-3); ავაზაკს კი მიუგო "დღეს ჩემთანა იყო სამოთხესა" (ლკ. 23,43).

ახალ აღთქმაში სულის უკვდავება უფრო სრულად ცხადდება და საკუთრივ ქრისტიანული სარწმუნოების ერთ-ერთ ძირითად ნაწილს შეადგენს. ეს რწმენა ასულდგმულებს ქრისტიანს და მის სულს ძე ღვთისას სამეფოში მარადიული ცხოვრების იმედით ავსებს.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
12.04.2023
ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს.
20.04.2022

წმინდა მიწის მიმზიდველობა ჩვენი უფლის მიწიერ ცხოვრებასთან ასოცირებულ წმინდა ადგილებს უკავშირდება.

21.04.2020
ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს;
17.04.2020
დიდი შაბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება.
16.04.2020
პრეტორიუმის წინ, რომაელი პროკურატორის სასახლესთან შეკრებილი ხალხი იესოს ჯვარცმას ითხოვდა. სიკვდილამდე ნაწამები ქრისტე,
16.04.2020
იერუსალიმში დიდებით შესვლიდან მეოთხე დღეს იესომ თავისი თორმეტი მოწაფე შეკრიბა და საბოლოოდ დამოძღვრა:
14.04.2020
ეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა. ოთხშაბათი ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. აქ, სიმონ კეთროვნის სახლში, იმ დროს,
14.04.2020
დიდი სამშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ იგავს ათ ქალწულსა და ტალანტებზე
13.04.2020
ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს
17.01.2020
არქიმანდრიტი ლაზარეს (აბაშიძე) განმარტებით, ნათლობის დროს ადამიანს არა მარტო "მიეტევება" - არა! აქ აღესრულება უფრო მნიშვნელოვანი საიდუმლოება!
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat