ანბანი მართლმადიდებლობისა
ანბანი მართლმადიდებლობისა
მღვდელი მოციქულების მემკვიდრე
დღეს ხშირად ამბობენ: "მე მრწამს ღმერთი, მაგრამ არ მჯერა მღვდლის. ღმერთთან მისასვლელი მრავალი გზა არსებობს და თვითონ ვიპოვი ამ გზას. ღმერთი ხომ ყველაფერს ხედავს, მაშ, რაღად მინდა დამხმარე მასთან ურთიერთობისას, რატომ უნდა გადავუშალო უცხო პირს ჩემი სულის დაფარული ზრახვები?"

ოდესღაც ადამიანები უფალს პირისპირ ესაუბრებოდნენ და მისი მადლის თანაზიარნიც იყვნენ. მას შემდეგ ბევრმა წყალმა ჩაიარა. დღეს ამ მადლთან თანაზიარობისათვის მხოლოდ საკუთარი ძალისხმევა არ არის საკმარისი, აუცილებელია მონაწილეობა საღვთო საიდუმლოებებში, მათი აღსრულება კი მხოლოდ სასულიერო პირების ძალაუფლებაშია. ისინი, ერთი შეხედვით, თითქოს ჩვეულებრივი ადამიანები არიან, მაგრამ მათზე ის უხილავი მადლია გადმოსული, რომელიც მოციქულებს სულთმოფენობისას ცეცხლის ენების სახით ხილულად დაადგათ თავზე. რელიგიურად უმეცარი და ურწმუნო ადამიანები ხშირად სასულიერო პირებს თვითმარქვიებადაც მიიჩნევენ, არადა, ისინი, როგორც მოციქულების მემკვიდრეები, თავად უფალმა დაადგინა.

უფალმა იესო ქრისტემ ამქვეყნად მსახურების დროს თავისი მიმდევრებიდან თორმეტი მოწაფე - მოციქული ამოირჩია და მათ განსაკუთრებული სულიერი ნიჭები და უფლებები უბოძა. აღდგომის შემდგომ უფალი გამოეცხადა მათ და უთხრა: "ვითარცა მომავლინა მე მამამან, მეცა წარგავლინებ თქუენ. და ვითარცა ესე თქუა, შეჰბერა მათ და რქუა: მიიღეთ სული წმიდაი. უკეთუ ვიეთნიმე მიუტევნეთ ცოდვანი, მიეტევნენ მათ: და უკეთუ ვიეთნიმე შეიპყრნეთ, შეპყრობილ იყვნენ" (ინ. 20, 21-23). ეს სიტყვები გვაუწყებენ, რომ სამოციქულო მსახურებისა და მის კვალდაკვალ მწყემსის მოვალეობის აღმსრულებელნი აუცილებელია ზემოდან მიავლინონ. ამ მსახურების მასშტაბები ჩანს ამაღლების წინ უფლის მიერ მოწაფეთათვის ნათქვამ სიტყვებში: "წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელს-სცემდით მათ სახელითა მამისაითა და ძისაითა და სულისა წმიდისაითა, და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ. და აჰა, ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა" (მთ. 28,19-20). ამ სიტყვებში აღნიშნულია მოციქულთა სამგვარი მსახურება: სწავლება (მოიმოწაფენით), მღვდელმსახურება (ნათელს-სცემდით) და მართვა (ასწავებდით მათ დამარხვად ყოველთა). "აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა", - უფალმა ამ სიტყვებით აკურთხა მწყემსობაზე თავისი მემკვიდრეები ყველა დროში, "ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა", სანამ დასრულდება მიწიერი ეკლესიის არსებობა. უფლის სიტყვები: "მიიღეთ სული წმიდაი" (ინ. 20,22), ადასტურებს, რომ მწყემსის ეს უფლებამოსილებები შეერთებულია სულიწმიდისმიერ მადლმოსილ, განსაკუთრებულ ნიჭებთან.

სულთმოფენობისას მოციქულებზე ღვთაებრივი ცეცხლი გარდამოვიდა და ისინი სულიწმიდის მადლით აღივსნენ. ხალხს რომ დაენახა, სწორედ ამ კონკრეტულ ადამიანებზე იყო სულიწმიდის მადლი და არა ვიღაც სხვებზე, ამისთვის ღვთაებრივი ცეცხლი ხილულად, ცეცხლის ალების სახით დაადგათ თავზე. ხალხმა დაინახა, რომ ეს ადამიანები გახდნენ ქრისტეს ეკლესია, ქრისტეს მემკვიდრეები. თორმეტი მოციქული, ცხადია, არ ეყოფოდა არც მაშინდელ კაცობრიობას და, მით უმეტეს, შემდგომში. ამიტომ ისინი ღირსეულ მოწაფეებს გამოარჩევდნენ, თავზე ხელის ფიზიკური შეხებით გადასცემდნენ ღვთაბრივ ცეცხლს. "საქმენი მოციქულთას" წიგნის მიხედვით მოციქულებმა, რომლებიც ყოველთვის მოქმედებდნენ იესო ქრისტეს რჩევებითა და სულიწმიდის შთაგონებით, საჭიროდ მიიჩნიეს, ეკლესიაში დიაკვნები დაედგინათ. თავიდან ისინი უნდა მომსახურებოდნენ ჩვეულებრივ ტრაპეზს, მოგვიანებით კი თავად მოციქულთა დასახმარებლად - უფლის ტრაპეზს. თავდაპირველად მოციქულებმა მოწაფეთა თავყრილობას შესთავაზეს, მათ შორის ამოერჩიათ შვიდი მართალი, სულიწმიდითა და სიბრძნით აღვსილი მამაკაცი; როდესაც არჩეულები წარდგნენ მათ წინაშე, მოციქულებმა "ილოცეს, და დაასხნეს მათ ზედა ხელნი მათნი" (საქმ. 6,2-6). აქ სრულიად გარკვევით არის გამიჯნული ორი განსხვავებული აქტი: დიაკვნის მსახურებისათვის ცნობილ პირთა შერჩევა და მათი ლოცვითი ხელდასხმა. შერჩევა ჩვეულებრივი ადამიანის საქმეა, ხელდასხმა კი ამისთვის აუცილებელი მღვდელმოქმედებითა და საღვთო მადლის მოქმედებით სრულდება.

მოციქულები ადგენდნენ ეპისკოპოსებსაც, რომლებიც მათი უშუალო მემკვიდრეები და საქმის გამგრძელებლები ხდებოდნენ. მოციქულები თავიანთი და ეპისკოპოსების თანაშემწეებად ადგენდნენ პრესვიტერებს, ეპისკოპოსთა "ხელებს", რომელთა ხელდასხმაც მოგვიანებით ეპისკოპოსებს დაეკისრა. პრესვიტერები (ზედმიწევნითი მნიშვნელობით "უხუცესნი") მოციქულთა დროშიც და მის შემდგომაც იყვნენ და წარმოადგენენ იერარქიის მეორე ხარისხს.

ამრიგად, სამღვდელო ხარისხში სამი იერარქიაა: მღვდელმთავარი, ანუ ეპისკოპოსი, მღვდელი და დიაკვანი. სამივე სამღვდელო ხარისხია, მაგრამ დიაკვანს არ შეუძლია ღვთისმსახურების აღსრულება, არ შეუძლია კურთხევის მიცემა, იგი, ძირითადად, ეპისკოპოსის დამხმარეა, ასევე მღვდლისაც, ღვთისმსახურების პროცესში. მას უკვე შეუძლია ტრაპეზს შეეხოს და ეზიაროს არა როგორც ერისკაცი, არამედ როგორც ღვთისმსახური. ესაა მღვდლობის პირველი, მოსამზადებელი საფეხური.

მღვდლისგან განსხვავებით, მღვდელმთავარი უშუალოდ მოციქულთა საყდარზე ზის. მღვდელს საიდუმლოებების აღსრულების უფლება აქვს ეპისკოპოსის კურთხევით და არა დამოუკიდებლად, არ შეუძლია ხელი დაასხას, ანუ სამღვდელო მადლი სხვას გადასცეს, ეს მხოლოდ მღვდელმთავრის ძალაუფლებაშია.

ასე რომ, მავანთათვის "ხელწამოსაკრავი" მართლმადიდებელი სასულიერო პირები, ხელდასხმის უწყვეტი ჯაჭვის მეშვეობით, მოციქულთა უშუალო მემკვიდრეები არიან. უფალი მოციქულებსა და მათ მემკვიდრე სასულიერო პირებზე პირდაპირ ამბობს: თქვენ მიმართ დამოკიდებულებით განიზომება ჩემდამი დამოკიდებულება, ანუ როგორც თქვენ მოგექცევიან, ისე მომექცევიან მე. თქვენი მიმღები ჩემი მიმღებია, თქვენი უარმყოფელი - ჩემი უარმყოფელია.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
12.04.2023
ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს.
20.04.2022

წმინდა მიწის მიმზიდველობა ჩვენი უფლის მიწიერ ცხოვრებასთან ასოცირებულ წმინდა ადგილებს უკავშირდება.

21.04.2020
ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს;
17.04.2020
დიდი შაბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება.
16.04.2020
პრეტორიუმის წინ, რომაელი პროკურატორის სასახლესთან შეკრებილი ხალხი იესოს ჯვარცმას ითხოვდა. სიკვდილამდე ნაწამები ქრისტე,
16.04.2020
იერუსალიმში დიდებით შესვლიდან მეოთხე დღეს იესომ თავისი თორმეტი მოწაფე შეკრიბა და საბოლოოდ დამოძღვრა:
14.04.2020
ეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა. ოთხშაბათი ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. აქ, სიმონ კეთროვნის სახლში, იმ დროს,
14.04.2020
დიდი სამშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ იგავს ათ ქალწულსა და ტალანტებზე
13.04.2020
ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს
17.01.2020
არქიმანდრიტი ლაზარეს (აბაშიძე) განმარტებით, ნათლობის დროს ადამიანს არა მარტო "მიეტევება" - არა! აქ აღესრულება უფრო მნიშვნელოვანი საიდუმლოება!
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat