როგორ ხდება წმინდანად შერაცხვა
როგორ ხდება წმინდანად შერაცხვა
მარადიული სიცოცხლის მოზიარენი
სიტყვა "წმინდანი", ფართო გაგებით, მიემართება ყოველ აღმსარებელ ქრისტიანს, რომელიც განწმენდილია წმინდა ემბაზის განმანათლებელი წყლით. წმინდა პავლე მოციქული რომაელ ქრისტიანებს მიმართავს, როგორც "საყუარელთა ღმრთისათა, ჩინებულთა წმიდათა" (რომ. 1.7).

უფრო ვიწრო გაგებით, სიტყვა "წმინდანი" უკვე IV საუკუნიდან ეწოდება იმ გამორჩეულ მორწმუნე ადამიანებს, რომელთაც ეკლესიის სავსება აღიარებს როგორც მარადიული სიცოცხლის მოზიარეთ, როგორც ღვთის საყდრის წინაშე მდგომებს ანგელოზებთან ერთად.

ჯერ ზეციურ მოზეიმე ეკლესიაში ხდება წმინდანის აღიარება და შემდეგ ამქვეყნიურ მებრძოლ ეკლესიაში მეორდება იგივე, ანუ როგორც იტყვიან, ხდება ფაქტის კონსტატაცია. კანონიზაციის ძირითადი პრაქტიკა კი ასეთია: ჯერ დაწვრილებით განიხილება წმინდანად შერაცხვის სასურველი კანდიდატის ცხოვრების ბიოგრაფია და მისი ზეპირი თუ წერილობითი ფორმის ნააზრევი, რომელშიც კაცობრივი უძლურებით რა ცოდვაცა თუ ცდომილებაც ჰქონდა დაშვებული, შესაბამისი საჯარო სინანულით აუცილებლად უნდა ჰქონდეს გამოსყიდული (ასეთი შემთხვევები თვით ყველასგან ერთხმად აღიარებულ წმინდანთა შორისაც გვხვდება); თუ ფიზიკურად არსებობს მისი მიწაში დაფლული ნეშტი, როგორც წესი, გარკვეული გამოსაცდელი დროის შემდეგ საფლავი ითხრება მკვდარი სხეულის განუხრწნელობისა თუ კეთილსურნელების დადგენის თვალსაზრისით; მის მიერ სიცოცხლეში უნდა აღსრულებულიყო და ასევე, გარდაცვალების შემდეგ უნდა აღესრულებოდეს არაბუნებრივი კეთილქმედებანი ანუ სასწაულები.

წმინდანნი განიყოფება 9 დასად: მამამთავარნი, წინასწარმეტყველნი, მოციქულნი, მღვდელმთავარნი, მოწამენი, აღმსარებელნი, ღირსნი მამანი და დედანი, უვერცხლო მკურნალნი, კეთილმსახურნი მეფე-დედოფალნი. მათზე (და აგრეთვე, ანგელოზებზე) უპატიოსნესი და უზეშთაესია ყოვლადწმინდა და მარადის ქალწული ღვთისმშობელი მარიამი.

ადრეულ ეტაპზე წმინდანებად შეირაცხნენ წინასწარმეტყველები, მოციქულები და მოწამენი, ხოლო შემდგომ დიდი მღვდელმთავრები, ღვაწლით გამორჩეული მონაზონი მამები და დედები. ადრეულ საუკუნეებში მათი კანონიზაცია ანუ წმინდანად გამოცხადება ხდებოდა არა სინოდური, საკრებო განჩინებით, არამედ ადგილობრივი ეპისკოპოსისა და მრევლის ერთსულოვანი ზეპირი გადაწყვეტილებით.

მოგვიანებით, XIV საუკუნიდან ბერძნულ ეკლესიაში კანონიზაციას ეძლევა სინოდური განჩინების სახე, ანუ ადგილობრივი ეკლესიის მღვდელმთავართა კრება უკვე წერილობით ადასტურებს საერთო საეკლესიო თანხმობით წმინდანებად აღიარებული პირების კანონიზაციას. ამის პირველი მაგალითი იყო 1368 წელს თესალონიკის მთავარეპისკოპოს გრიგოლ პალამას კანონიზაცია კონსტანტინოპოლის პატრიარქ ფილოთეოსისა და მისი სინოდის მიერ.

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ეკლესიაში ეს ფორმალური მხარე პირველად მხოლოდ 1987 წელს შესრულდა წმინდა ილია მართლის (ჭავჭავაძე) კანონიზაციის დროს და იგი დღემდე სრულდება სხვა წმინდანთა კანონიზაციის შემთხვევებში.

XIX საუკუნის დასასრულს, როდესაც დღის წესრიგში დადგა საქართველოს ეკლესიის წმინდანთა სიისა და მოსახსენებლების საკითხი, საქართველოს ეგზარქოსმა ვლადიმირმა (ბოგოიავლინსკი, 1892-1898 წწ.), ცდილობდა რა ქართული ჰეორტოლოგიონის დაკნინებას, ქართველ სამღვდელო პირებს ქართველ წმინდანთა კანონიზაციის აქტები მოსთხოვა. რა თქმა უნდა, ასეთი დოკუმენტები არ არსებობდა. ეს გადაწყვეტილება უსამართლო იყო. განა არსებობს წმინდა გიორგის, წმინდა დიმიტრი თესალონიკელის, წმინდა თეოდორე ტირონის ან ადრეული საუკუნეების სხვა რომელიმე წმინდანის კანონიზაციის აქტი? არა, და არც ოდესმე არსებულა. ეგზარქოსის გადაწყვეტილება გამოწვეული იყო რუსული შოვინისტური მისწრაფებებით, რამაც დროებით შეაჩერა ქართველ წმინდანთა ხსენების აღსრულება და ახალნათელღებულთათვის მათი სახელების დარქმევა. ეს მდგომარეობა გამოსწორდა შემდგომი ეგზარქოსის, მთავარეპისკოპოს ფლაბიანეს (გოროდეცკი, 1898-1901 წწ.) მწყემსმთავრობისას. მის დროს შექმნილმა საგანგებო კომისიამ (რომელშიც შედიოდნენ: დეკანოზი კალისტრატე ცინცაძე, შემდგომში სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, დეკანოზი ე. ელიაშვილი, შემდგომში ეპისკოპოსი და სხვები) ძველი ქართული კალენდრების, თვენნთა და სვინაქსარების საფუძველზე შეიმუშავა საქართველოს ეკლესიის წმინდანთა ნუსხა და მოსახსენებელი დღეები. ავტოკეფალიის აღდგენის შემდეგ წმინდანთა ნუსხის შევსება გაგრძელდა, ანუ საეკლესიო კალენდარში იმ პირთა შეყვანა, რომლებიც მანამდე არ ყოფილან კანონიზებულნი, მაგრამ საეკლესიო ლიტერატურაში წმინდანთა და ნეტართა პატივით იხსენიებოდნენ. XX საუკუნის შუა ხანებიდან საეკლესიო კალენდრებში ასე გაჩნდა სახელები ვახტანგ გორგასლისა, აშოტ კურაპალატისა, დემეტრე-დამიანესი, დემეტრე თავდადებულისა, მარაბდელი მოწამეებისა და სხვათა (დაახლ. 55 მოსახსენებელი).

კონსტანტინოპოლის პატრიარქმა ფოტიოს II-მ (1929-1935 წწ.) 1931 წელს დადგენილების სახით ჩამოაყალიბა წმინდანად აღიარების ზოგადი პრინციპები: 1. "წმინდანთა გამოცხადებისთვის მონაცემების განხილვა და კონტროლი წარმოებს სინოდური წესით, რომელიც შედგება შესაბამისი ეკლესიის ყველა მიტროპოლიტის, მთავარეპისკოპოსის, ეპისკოპოსისა და ოფიციალური თანამდებობის აღმსრულებელი სასულიერო პირებისაგან. 2. წმინდანად შერაცხვისათვის საკითხის განხილვა ზედმეტია მათთვის, ვისაც ეკლესიის მწყემსთა და სამწყსოსაგან შედგენილმა საერთო სავსებამ უკვე დიდი ხანია მიაგო წმინდანობის პატივი და თაყვანს სცემს. ამ წმინდა პიროვნებებს, რომელთაც დღემდე ვადიდებთ, როგორც განწმენდილთ და უფლისმიერ განდიდებულთ, ეკლესიისაგან მიღებული აქვთ ფორმალური აღიარება. 3. აღიარებისას დგება შესაბამისი საეკლესიო ოქმი. 4. აღიარების ოქმს საზეიმოდ ხელს აწერენ ეკლესიაში შესაფერისი საეკლესიო მსახურების აღსრულებით. 5. აღიარებულ წმინდანთა პატივის მისაგებად დროულად იქმნება ხატი და სათანადო განგება ეკლესიაში აღსასრულებლად. 6. ასევე აუცილებელია, გაიხსნას საფლავი, ამოყვანილ იქნას წმინდა ნაწილები (თუკი ისინი შემოინახა) და მათ ეცხოს წმინდა მირონი. საფლავის გახსნას, ჩვეულებრივ, თან ახლავს ღამისთევა და სადღესასწაულო ლიტურგიები".

რომის კათოლიკურმა ეკლესიამ შუა საუკუნეებში გამოიმუშავა კანონიზაციის ორი საფეხური: ნეტარად შერაცხვა (ბეატიფიკაცია) და წმინდანად შერაცხვა. პირველი და მეორე კატეგორიის პირები სარგებლობენ განსხვავებული სტატუსით. მაგალითად, ნეტარის სახელზე შეიძლება აიგოს არა ტაძარი, არამედ ეგვტერი (მცირე სამწირველო ტაძარი). მართლმადიდებელ ეკლესიას ასეთი გამიჯვნა არ ახასიათებს, თუმცა სხვადასხვა წმინდანი შეიძლება ატარებდეს კონკრეტულ წოდებას: "ნეტარი", "ღირსი", "მართალი", "კეთილმორწმუნე".

ჩვენ ვაღიარებთ ყველა წმინდანს, ქართველსა თუ არაქართველს, ვინც მსოფლიო საეკლესიო პრაქტიკით არის შერაცხილი ანუ კანონიზებული წმინდანად.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
12.04.2023
ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს.
20.04.2022

წმინდა მიწის მიმზიდველობა ჩვენი უფლის მიწიერ ცხოვრებასთან ასოცირებულ წმინდა ადგილებს უკავშირდება.

21.04.2020
ბრწყინვალე შვიდეულში ყველა საეკლესიო წესს განსაკუთრებული ელფერი აქვს;
17.04.2020
დიდი შაბათის ღვთისმსახურება იესო ქრისტეს ხორცით საფლავში, სულით კი ჯოჯოხეთში ჩასვლას და, ბოლოს, მაცხოვრის მკვდრეთით აღდგომას ეძღვნება.
16.04.2020
პრეტორიუმის წინ, რომაელი პროკურატორის სასახლესთან შეკრებილი ხალხი იესოს ჯვარცმას ითხოვდა. სიკვდილამდე ნაწამები ქრისტე,
16.04.2020
იერუსალიმში დიდებით შესვლიდან მეოთხე დღეს იესომ თავისი თორმეტი მოწაფე შეკრიბა და საბოლოოდ დამოძღვრა:
14.04.2020
ეს იუდას მიერ იესო ქრისტეს გაცემის დღეა. ოთხშაბათი ღამე მაცხოვარმა ბეთანიაში გაატარა. აქ, სიმონ კეთროვნის სახლში, იმ დროს,
14.04.2020
დიდი სამშაბათის მსახურებაზე ვიხსენებთ იგავს ათ ქალწულსა და ტალანტებზე
13.04.2020
ეკლესია იხსენებს მაცხოვრის ჯვარცმას და მგლოვიარე მოელის აღდგომის გამომხსნელ სიდიადეს
17.01.2020
არქიმანდრიტი ლაზარეს (აბაშიძე) განმარტებით, ნათლობის დროს ადამიანს არა მარტო "მიეტევება" - არა! აქ აღესრულება უფრო მნიშვნელოვანი საიდუმლოება!
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
ქართული აგიოგრაფიული ძეგლებისა და საქართველოს ისტორიის გაცნობისას სამართლიანად იბადება აზრი, რომ ზეციური საქართველო განუზომლად დიდია.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat