ილია მეორე - თანამედროვე მოთხოვნები ცხოვრების ჩვენეულ წესს უნდა შევუსაბამოთ, რომ არ მოვწყდეთ ფესვებს
ილია მეორე - თანამედროვე მოთხოვნები ცხოვრების ჩვენეულ წესს უნდა შევუსაბამოთ, რომ არ მოვწყდეთ ფესვებს
ურთიერთპატივისცემა ჩვენი ერების თვისებაა. ამის ნათელი დადასტურებაა თუნდაც ჩვენთან არსებული სხვა და სხვა რელიგიის სამლოცველოები, ახლად აშენებული და ძველიც, - ამის შესახებ ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესი ილია მეორის საერთაშორისო კონფერენციაზე "რელიგიური ტოლერანტობის ტრადიციები კავკასიაში და აზერბაიჯანის მულტიკულტურულიზმის მოდელი" მონაწილეებისადმი მისასალმებელ სიტყვაში.

ილია მეორემ აზერბაიჯანის პრეზიდენტ ილჰამ ალიევს ჩვენი ქვეყნის თანადგომისთვის, ხოლო ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს, ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს მისი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის მადლობა გადაუხადა.

"თქვენო აღმატებულებავ, აზერბაიჯანის პრეზიდენტო, ბატონო ილჰამ ალიევ, თქვენო აღმატებულებავ, შეიხ-ულ-ისლამ ალლახშუქურ ფაშა-ზადე,
დიპლომატიური კორპუსის წევრებო, რელიგიათა წარმომადგენლებო,
ქალბატონებო და ბატონებო!
გულითადად მოგესალმებით საქართველოს უძველესი მართლმადიდებელი ეკლესიის სახელით და გამოვთქვამთ კმაყოფილებას ასეთ ავტორიტეტულ შეხვედრაზე ჩვენი წარმომადგენლების მიწვევის გამო. ეს კიდევ ერთი ნათელი დადასტურებაა ჩვენს ხალხებსა და სახელმწიფოებს შორის კეთილმეზობლური და მეგობრული დამოკიდებულებისა, რაც სხვა დროსაც არაერთხელ გამოვლენილა მაღალი დონის შეხვედრებზე, კონფერენციებზე, რელიგიურ და სახელმწიფო ლიდერთა ურთიერთობაში.

მადლობას ვუხდით პრეზიდენტ ილხამ ალიევს ჩვენი ქვეყნის თანადგომისათვის; მადლობას ვუხდით ამიერკავკასიის მუსლიმთა საბჭოს თავმჯდომარეს, ალაჰ შუქურ ფაშა-ზადეს მისი მხარდაჭერისა და სიყვარულისთვის.

ურთიერთპატივისცემა ჩვენი ერების თვისებაა. ამის ნათელი დადასტურებაა თუნდაც ჩვენთან არსებული სხვა და სხვა რელიგიის სამლოცველოები, ახლად აშენებული და ძველიც. ისინი დღესაც სიცოცხლით სავსე ცხოვრებას ეწევიან; მათ შორის ჩვენი ეკლესიები, რომელიც ჰერეთში, კახის რაიონში, ფუნქციონირებენ და სამასზე მეტი მეჩეთი და ჯამე და ათზე მეტი აზერბაიჯანელთა რელიგიური და კულტურული ორგანიზაცია, რომელიც საქართველოში მოქმედებს.

საქართველო და აზერბაიჯანი მულტიკულტურული, მრავალეთნიკური სახელმწიფოებია და თავის თავში მოიცავენ კავკასიის თითქმის ყველა ეთნო-რელიგიურ ჯგუფს, რომელნიც მშვიდობიანად თანაარსებობენ ჩვენს ქვეყნებში და მათი სიკეთეებით სარგებლობენ; მაგრამ ეს არ ნიშნავს იმას, რომ ზოგადად პრობლემები არ არის.

დღეს ბევრს ლაპარაკობენ სიტყვის თავისუფლებაზე, რაც ურწმუნო და კადნიერ ადამიანს აძლევს საშუალებას, შეურაცხყოფა მიაყენოს როგორც ამა თუ იმ პიროვნებას, ისე მორწმუნეთა რელიგიურ გრძნობებს.

მართალია, აღიარებულია, რომ გამოხატვის თავისუფლება სხვათა უფლებების შეზღუდვას არ უნდა იწვევდეს, მაგრამ მრავალ ქვეყანაში ადამიანი მაინც სათანადოდ არ არის დაცული შეურაცხყოფისაგან, რაც სერიოზულ პრობლემებს ქმნის.
ჩვენ გვაქვს საუკუნეობით ჩამოყალიბებული ჩვენი ყოფა, ტრადიციები, რომელიც განსაზღვრავს ურთიერთობის კულტურასაც.
თანამედროვე მოთხოვნები ცხოვრების ჩვენეულ წესს უნდა შევუსაბამოთ, რომ არ მოვწყდეთ ფესვებს და ვიყოთ წინაპართა საუკეთესო ტრადიციების გამგრძელებელნი;

შევნიშნავთ იმასც, რომ მსოფლიოს სხვა და სხვა რეგიონში არსებული რელიგიური და ეთნიკური კონფლიქტები, ბუნებრივია, ჩვენს დიდ მწუხარებასა და შეშფოთებას იწვევს და გვიბიძგებს, კიდვ უფრო გავაძლიეროთ ძალისხმევა მშვიდობისა და ურთიერთგაგების ატმოსფეროს შესაქმნელად.
ამიტომაც მეტად მნიშვნელოვნად მიგვაჩნია ამ კონფერენციის ჩატარება. გამოვთქვამთ იმედს, რომ იგი დასახავს სწორ ორიენტირებს აღნიშნული პრობლემების გადაჭრისათვის.

კიდევ ერთხელ მივესალმები ყველას და გისურვებთ შედეგიან და წარმატებულ საქმიანობას", - ნათქვამია სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მისასალმებელ სიტყვაში.

პატრიარქის მისასალმებელი სიტყვა საქართველოს საპატრიაქროს ვებგვერდზე გავრცელდა.
ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
სხვა სიახლეები
07.02.2024
აჭარაში, იმერეთსა და სოფელ ასურეთთან მომხდარ ტრაგიკულ შემთხვევებთან დაკავშირებით საპატრიარქო კათოლიკოს-პატრიარქის სამძიმრის წერილს ავრცელებს:
01.02.2024
საპატრაირქოს ახალგაზრდულ ცენტრში შედგა პრეზენტაცია ახალი წიგნისა, სახელწოდებით "მოძღვარი".
31.01.2024
გამოიცა საღვთისმეტყველო შინაარსის ნაშრომი " პირველქმნილი ცოდვა" ლევან ბიწაძის ავტორობით.
01.01.2023
საპატრიარქოს გვერდი ავრცელებს განცხადებას: 31 დეკემბრის ღამეს და 1-2 იანვარს, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის კურთხევით, მორწმუნეთ ნება ეძლევათ, გაიხსნილონ თევზით.
01.01.2023
სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, უწმინდესი და უნეტარესი ილია მეორე მოსახლეობას ახალ წელს ულოცავს.
28.05.2022
უკრაინის მართლმადიდებელმა ეკლესიამ, რომელიც მოსკოვის საპატრიარქოს ექვემდებარებოდა, დღეს განაცხადა,
07.05.2022

6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, აზერბაიჯანის რესპუბლიკაში, ისტორიულ ქართულ კუთხეში - ჰერეთში საქართველოდან დელეგაცია გაემგზავრა,

04.05.2022
6 მაისს, გიორგობის დღესასწაულზე, საქართველოს რელიგიის სახელმწიფო სააგენტოს თავმჯდომარე ზაზა ვაშაყმაძე რელიგიის სააგენტოს დელეგაციასთან,
27.02.2022
ვგულშემატკივრობთ ჩვენს დებსა და ძმებს უკრაინაში, უკრაინელ ხალხს - ვლოცულობთ მათთვის და მშვიდობისთვის, - ამის შესახებ საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე,
24.02.2022
საქართველოს მწარე გამოცდილებიდან გამომდინარე, ვიცით, რამდენად მნიშვნელოვანია ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა.
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1
2 3 4 5 6 7 8
9 10 11 12 13 14 15
16 17 18 19 20 21 22
23 24 25 26 27 28 29
30
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
პალესტინის ერთ-ერთ მონასტერში, რომელიც ქალაქ კესარიის მახლობლად მდებარეობდა, ცხოვრობდა ღირსი მონაზონი ზოსიმე. მშობლებმა იგი სიყრმეშივე მისცეს აღსაზრდელად ამ მონასტერში და უკვე 53 წელი იყო, რაც აქ მოღვაწეობდა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler