წმიდათა დიდებულთა და ყოვლადქებულთა
პეტრესი და
პავლესი; გრიგოლისა, ჰერაკლიელი დარედესტოსელი მიტროპოლიტისა (კონსტ.);
ღირსისა პაისისა, ათონელისა (1994).
დღის ლოცვა
თავთა მოციქულთა პეტრესი და პავლესი
ტროპარი: თავნი მოციქულთანი ვადიდნეთ, მნათობნი ყოვლისა სოფლისანი: პეტრე, კლდე სიმტკიცისა, პავლე, პირი ქრისტესი და მოძღვარი წარმართთა, რაითა ოხითა მათითა მოვიღოთ შენდობაი ცოდვათა.
ტროპარი: მოციქულთა თავნო და ყოვლისა სოფლისა მოძღუარნო, მაცხოვარსა ყოველთასა ევედრენით, რაითა მოსცეს სოფელსა მშვიდობაი და სულთა ჩუენთა დიდი წყალობაი.
კონდაკი: მტკიცენი და ღმრთისმეტყუელნი ქადაგნი და თავნი მოწაფეთა შენთანი, უფალო, იზიარენ განსასვენებელსა კეთილთა შენთსა, რამეთუ შრომანი მათნი და სიკუდილნი მიითვალენ უფროის ყოველთა მსხვერპლთა და შესაწირავთასა, მხოლოო, რომელმან უწყნი დაფარულნი გულთანი.