ძველი სტილი
1 მარტი
სამშაბათი
ახალი სტილი
14 მარტი
დიდმარხვის მესამე კვირა. სამშაბათი. ხმა 6.
მარხვა მარხვა
ღირსმოწამისა ევდოკიასი (II); მოწამისა ანტონინასი (286-305); მოწამეთა მარკელესი და ანტონისა; ღირსისა დომნინა სირიელისა (დაახლ. 450-460); ღირსისა აღაპი ვათოპედელისა, ათონელისა; დავითისა, უელსის მთავარეპისკოპოსისა და მფარველისა (544); წმინდა ალბინი, ეპისკოპოსი ანჟერისა (+550);  ღირსისა ლუკა სიცილიელისა (X); მოწამისა პარასკევა ტრაპეზუნდელისა (1659); ღირსი მარტირი ზელენეცკი (+1603); მოწამენი: ნესტორი და ტრივიმი (+დაახლ. 250); ღირსმოწამე ოლღასი (ჟილცოვა), მორჩილისა (1937 წელი), მღვდელმოწამეთა: ვასილი ნიკიტინსკისა, პეტრე ლუბიმოვისა, იოანე სტრელცოვისა, ბენიამინ ფამინცევისა, მიქაელ ბუკრინსკისა, ღირსმოწამისა ანტონისა (კორჟი), მთავარდიაკვნისა, ღირსმოწამეთა დედათა: ანასი (მაკანდინა), დარიასი (ზაიცევა), ევდოკიასი (არქიპოვა), ალექსანდრასი (დიაჩკოვა), მატრონასი (მაკანდინა), მორჩილთა, მოწამისა ბასილისა (არქიპოვი), ნადეჟდასი (აბაკუმოვა) (1938 წელი), მღვდელმოწამისა ალექსანდრესი (ილენკოვი, 1942 წელი), მღვდელმოწამისა ბასილისა (კონსტანტინოვ-გრიშინი, 1943 წელი); მოწამეთა სილიბისტროსა და სოფრონისა; მოწამეთა: ქარისიასი, ნიკიფორესი და აღაპიასი.
დღის ლოცვა
ღირსმოწამე ევდოკიას კონდაკი:
ღუაწლთა შინა შენთა კეთილად იღუაწე და შემდგომად სიკუდილისა განგვწმედ ჩუენ სასწაულთა აღმოცენებითა, ყოვლადქებულო, სარწმუნოებით მოლტოლვილთა საღმრთოსა მიმართ ტაძრისა შენისა, ვინა მედღესასწაულენი შენნი გევედრებით შენ, ღირსო მოწამეო ევდოკია, რაითა ვიხსნნეთ სულიერთა და მადლი სასწაულთა აღმოვივსოთ.
დღის საკითხავი სახარება
VI ჟამზე: ეს. 9: 9-10: 4.
მწუხრზე: დაბ. 7: 1-5. იგავ. 8: 32 - 9: 11.

ეს. 9,9-10,4

9. აგურები ჩამოცვენილია, თლილი ქვებით დავიწყებთ შენებასო; ლეღვსულელი გახეხილია, კედარით შევცვლითო.
10. აუმხედრებს მას უფალი რეცინის მტრებს და ააგულიანებს მის დუშმანებს.
11. არამი აღმოსავლეთით და ფილისტიმელი დასავლეთით - და პირაშკმით ჭამენ ისრაელს. მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღებულია მისი ხელი.
12. ხალხი არ მიქცეულა თავისი მგვემელისკენ და ცაბაოთ უფალს არ ეძიებს.
13. მოსწყვიტა ისრაელს უფალმა თავი და კუდი, რტოები და ღერო ერთ დღეს.
14. მოხუცი და პატივდებული თავია, სიცრუის ქადაგმოძღვარი კი - კუდი.
15. ამ ხალხს მისი წინამძღოლნი გზა-კვალს ურევენ და მათგან გაძღოლილნი იკარგებიან.
16. ამიტომაც თავის ჭაბუკებზე არ ხარობს უფალი და ქვრივ-ობლებს არ იბრალებს, რადგან ყველანი უკეთურნი და ბოროტეულნი არიან, და ყოველი პირი სიბილწეს ლაპარაკობს. მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.
17. რადგან აღიგზნო ბოროტება, როგორც ცეცხლი, ძეძვისა და ნარ-ეკლის შემჭმელი, აბრიალდება უსიერ ტევრში და აღიმართება კვამლის სვეტები.
18. ცაბაოთ უფლის რისხვისაგან დაბნელდება მიწა და ხალხი ცეცხლის კერძი შეიქნება, ერთი მეორეს არ დაინდობს.
19. მარჯვნივ გამოგლეჯს, მშიერი დარჩება; მარცხნივ შეჭამს, ვერ გაძღება. ყველანი თავის მკლავის ხორცს დაუწყებენ ჭამას.
20. მენაშე ეფრემს, ეფრემი მენაშეს, ორივენი ერთად იუდას ესხმის. მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.

1. ვაი უსამართლო განაჩენის გამომტანთ და უკანონო მსჯავრისმდებელთ,
2. სამართლისგან რომ განარიდებენ ღარიბ-ღატაკთ, ამტყუნებენ ჩემი ერის ჩაგრულს, ქვრივებს ნადავლად იტაცებენ და ობლებს ძარცვავენ!
3. რას იზამთ განკითხვისა და დაქცევის დღეს, შორიდან რომ მოდის? ვისთან გაიქცევით შეწევნისთვის და თქვენს დიდებას სად დატოვებთ?
4. ვინ სად ჩაიჩოქებს ტყვეთა შორის, ვინ სად დაეცემა დახოცილთა შორის! მაინც არ დამცხრალა მისი რისხვა და კვლავ მოღერებულია მისი ხელი.


დაბ. 7,1-5
1. უთხრა უფალმა ნოეს: შედი კიდობანში მთელი შენი სახლითურთ, რადგან მართალ კაცად გცანი ჩემს წინაშე ამ თაობაში.
2. ყოველი წმიდა პირუტყვისგან შვიდ-შვიდი წაიყვანე, მამალი და დედალი; უწმიდური პირუტყვისგან - ორ-ორი, მამალი და დედალი.
3. ცის ფრინველისგანაც შვიდ-შვიდი, მამალი და დედალი, რათა გადარჩეს თესლი მთელს ქვეყანაზე.
4. რადგან შვიდი დღის შემდეგ ორმოც დღესა და ორმოც ღამეს ვაწვიმებ ქვეყანაზე და წარვხოცავ მიწის პირისაგან ყოველ არსებას, რაც კი შემიქმნია.
5. ყველაფერი ისე გააკეთა ნოემ, როგორც უფალმა ღმერთმა დაარიგა.


იგავ. 8,32 - 9,11
32. ახლა კი მისმინეთ, შვილებო! ნეტარნი არიან, ვინც ჩემს გზებს იცავენ!
33. მოისმინეთ შეგონება, დაბრძენდით და ნუღარ მიატოვებთ.
34. ნეტარია კაცი, მე რომ მისმენს, ჩემს კარებთან ფხიზლობს დღენიადაგ და ჩემი კარის წყრთილებს იცავს.
35. ვინაიდან ჩემმა მპოვნელმა სიცოცხლე ჰპოვა და უფლისგან მადლს მოიხვეჭს.
36. ჩემი შემცოდე კი თავის თავს ავნებს. ყველას, ჩვენს მოძულეს, სიკვდილი უყვარს.

1. სიბრძნემ სახლი აიშენა, მისი შვიდი ბოძი გათალა.
2. დაკლა თავისი საკლავი, გააზავა თავისი ღვინო და გაშალა თავისი ტაბლა,
3. გაგზავნა თავისი მხევლები, გადასძახა ქალაქის მაღლობებიდან:
4. ბრიყვი ვინც არის, აქეთ მობრუნდეს! ჭკუათხელებს კი უთხრა:
5. მოდით, დაპურდით ჩემი პურით და შესვით ჩემი განზავებული ღვინო.
6. მიატოვეთ სიბრიყვე და იცოცხლებთ, ჭკვიანური გზით იარეთ.
7. ღვთისგმობელის დამრიგებელი დამცირებას იხვეჭს, ბოროტეულის მამხილებელი - შეურაცხყოფას;
8. ნუ ამხილებ ღვთისმგმობელს, თორემ შეგიძულებს; ამხილე ბრძენი და შეგიყვარებს;
9. მიეცი დარიგება ბრძენს და კიდევ უფრო დაბრძენდება, ასწავლე მართალს და ცოდნას შეიმატებს.
10. უფლის შიში სიბრძნის სათავეა, სიწმინდეთა ცოდნა კი გონიერება.
11. რადგან ჩემით გამრავლდება შენი დღენი და მოგემატება სიცოცხლის წლები.


მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2 3 4 5 6
7 8 9 10 11 12 13
14 15 16 17 18 19 20
21 22 23 24 25 26 27
28 29 30 31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
20 მაისს არის ხსენება ღირსი იოანე ზედაზნელისა და მისი თორმეტი მოწაფისა: აბიბოს ნეკრესელისა, ანტონ მარტყოფელისა, დავით გარეჯელისა, ზენონ იყალთოელისა, თადეოზ სტეფანწმინდელისა, ისე წილკნელისა, იოსებ ალავერდელისა, ისიდორე სამთავნელისა, მიქაელ ულუმბოელისა, პიროს ბრეთელისა, სტეფანე ხირსელისა და შიო მღვიმელისა.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler