გრიგოლ ნოსელი ეპისკოპოსისა, ბასილი დიდის ძმისა (394-ის შემდეგ);
ღირსისა დომენტიანესი, მელიტინელი ეპისკოპოსისა (601-602);
ღირსისა მარკიანე ხუცისა და იკონომოსისა (V);
ნეტარისა თეოსებია დედათდიაკონისა, ბასილი დიდის დისა (385);
თეოფანე დაყუდებულისა, ვიშენსკელისა (1894);
ღირსისა ამონისა;
ღირსისა ანტიპა ათონელისა (რუმინ.) (1882);
ღირსი პავლე კომელსკისა; ღირსი მაკარისა, წმინდა პავლე ნურომელისა (ობნორელისა);
წმინდა მაქსიმე და დომეტიანე სკიტელებისა;
მღვდელმოწამე ანატოლი, მიტროპოლიტი ოდესისა; მღვდელმოწამე ზინობი სუტრომინისა, პრესვიტერისა (†1920), მღვდელმოწამე პეტრე უსპენსკისა (†1930), ღირსმოწამე არსენია დობრონრავოვასი,
იღუმენიასი (†1939).
დღის ლოცვა
წმინდა გრიგოლ ნოსელის
კონდაკი: ეკლესიისა ღმრთისა მღვდელმთავარსა და პატიოსნისა სიბრძნისა საიდუმლოთა გამომეტყუელსა, გრიგოლი ნოსელსა, გონება მღვიძარესა და ანგელოზთა თანა მოდასესა, ყოველნი პატივს ვსცემდეთ, რომელი იშუებს საღმრთოთა ნათლითა და ევედრების ჩუენ ყოველთათვის.
კონდაკი: მადლითა სულისათა, მღვიძარეო მღვდელმთავარო, მღვიძარედ მწყემსად გამოუჩნდი სოფელსა და სიბრძნისა შენისა კუერთხითა და მხურვალითა ზედა მდგომელობითა ყოველნი ბოროტად მადიდებელნი, ვითარცა რა მგელნი, განიოტენ და განუხრწნელად დაიცევ სამწყსო შენი, ყოვლადბრძენო გრიგოლი.