წმიდა თეოფანე დაყუდებული (+ 1894 წელი) - 10 (23) იანვარი
წმიდა თეოფანე დაყუდებული (+ 1894 წელი) - 10 (23) იანვარი
წმიდა თეოფანე (ერისკაცობაში - გიორგი ვასილის ძე გოვოროვი) ორლოვის გუბერნიის სოფელ ჩერნავსკში 1815 წლის 10 იანვარს იშვა. მამამისი, ვასილი, ამავე სოფლის წმიდა ვლადიმირის სახელობის ტაძრის მღვდელი იყო, სამღვდელო ოჯახიდან გახლდათ დედამისი ტატიანაც.

ჯერაც მცირეწლოვანი გიორგი მამას ხშირად დაჰყავდა ტაძარში, სადაც მსახურების დროს ან კლიროსზე იდგა, ან მამას საკურთხეველში ეხმარებოდა. ერთხელ, მწუხრის ლოცვის შემდეგ, დარაჯმა ბავშვი შემთხვევით სამრეკლოში გამოკეტა. გიორგის ბევრი არ უფიქრია, ისე ჩამოსრიალდა ზარის ენაზე გამობმული თოკით ქვემოთ. სასწაულებრივად გადარჩენილ ბავშვს ვასილიმ თითქოს უწინასწარმეტყველა:

- ეგორუშკა, შენგან ან ზარის მრეკველი დადგება, ან – ეპისკოპოსიო!

მომავალმა წმიდანმა დაწყებითი განათლება ოჯახში მიიღო, შემდეგ კი, 1823 წელს, ლივენის სასულიერო სასწავლებელს მიაბარეს. გულისხმიერებით გამორჩეულმა ბავშვმა, ღვთის შეწევნით, ადვილად დასძლია სასწავლებლის კურსი, წარმატებითვე დაასრულა ირლოვის სემინარია, შემდეგ კი - კიევის სასულიერო აკადემია.

განმარტოებისაკენ მიდრეკილ გიორგის კიევო - პეჩორის ლავრის ბერებთან და სხვა მოსაგრეებთან ურთიერთობამ მონაზვნობის სურვილი აღუძრა.
1841 წლის 15 თებერვალს აკადემიაში სწავლის ბოლო წელს კი თეოფანეს (რაც "ღვთის განცხადებას" ნიშნავს) სახელით შემონაზვნდა.
იმავე წლის 6 აპრილს თეოფანე კიევო-პეჩორის ლავრის მიძინების ტაძარში მღვდელმონაზვნად აკურთხეს.

წმიდანმა ხანგრძლივი და ნაყოფიერი ცხოვრების გზა განვლო, - მოღვაწეობდა კიევის-სოფიის სასულიერო სასწავლებელში, ნოვგოროდისა და ოლონეცკის სასულიერო აკადემიაში, მსახურობდა იერუსალიმში რუსეთის სასულიერო მისიაში და კონსტანტინეპოლის საელჩო ტაძარში, 1859 წლის 9 მაისს ღირს მამას მღვდელმთავრად დაასხეს ხელი და ტამბოვისა და შაკის კათედრაზე გაამწესეს, შემდეგ კი - ვლადიმირის ეპარქიაში გადაიყვანეს. მადლმოსილი მღვდელმთავარი სიტყვით არწყულებდა ადამიანთა უდაბნოდ ქცეულ სულებს. წმიდა მამის ქადაგებები ისე იპყრობდა მსმენელთა ყურადღებას, რომ მთელ ტაძარში საოცარი სიჩუმე ისადგურებდა და მისი სუსტი ხმა ეკლესიის ყველაზე მივარდნილ კუთხეშიც კი კარგად ისმოდა.

განუყოფელი იყო ამ ღვთისკაცის სიტყვა და საქმე განუყოფელი იყო, თავისი ცხოვრებითაც კეთილმსახურების მაგალითს იძლეოდა: - ძალზე უბრალოდ იმოსებოდა, საზრდელს იშვიათად და ძალზე მცირედს იხმევდა, ბევრს ლოცულობდა, უხეშ და ქედმაღლურ სიტყვას მისგან ვერავინ გაიგონებდა, უნდობლობა ადამიანის შეურაცხყოფად მიაჩნდა, უსაზღვროდ ენდობოდა მასზე დაქვემდებარებულებს და ხშირად რჩევასაც ეკითხებოდა.

ამ დიდი მოსაგრის წყალობით და ძალისხმევით უამრავი ტაძარი აღდგა, ბრალო ადამიანთა განათლებაზე ფრიად ზრუნავდა, სამრევლო სკოლებს ხსნიდა და უპოვართ და უმწეოებს შეეწეოდა.

როდესაც ტამბოვს საშინელი ხანძრები ერთურთს მოჰყვა და უამრავი ადამიანი უსახლკაროდ დარჩა, წმინდა მამა მათ დიდად შეეწია, განსაკუთრებით - ღარიბ ღვთისმსახურთა ქვრივებსა და ობლებს, თავისი ბინა და საეპისკოპოსო სასტუმროს თავისუფალი შენობები უსახლკაროდ დარჩენილებს დაუთმო, თავად კი ქალაქგარეთ გადავიდა საცხოვრებლად.

ჭეშმარიტი ღვთისმსახური ყველგან დიდ სიყვარულსა და სითბოს იმსახურებდა, თავადაც უსაზღვროდ უყვარდა ყველა, მაგრამ მისი სული ამქვეყნიურ სარბიელზე უკვე შვებას ვერ ჰპოვებდა, რადგან უფლისთვის ცხოვრება სწყუროდა.

1866 წლის 17 ივლისს საკუთარი განცხადების საფუძველზე წმიდა თეოფანე ვლადიმირის ეპარქიის ხელმძღვანელობიდან გაათავისუფლეს და ვიშის უდაბნოს წინამძღვრად დანიშნეს. უკანასკნელ წირვაზე, ვლადიმირში, სამწყსოს ასე მიმართა:

- "ღვთის გულისათვის, შემინდეთ, რომ გტოვებთ. მივდივარ, რადგან იძულებული ვარ, წავიდე. მე ვილოცებ თქვენთვის. უფალს მიენდეთ"!

ვიშის უდაბნოში ცხოვრების პირველი ექვსი წლის განმავლობაში წმიდა თეოფანეს მთავარი საქმიანობა ლოცვა და ღვთისმსახურება იყო, გულღიად ხვდებოდა ახლობლებს, გულმოდგინედ უსმენდა რჩევა-დარიგებისათვის მისულთ და კეთილად ჰმოძღვრიდა, ზოგჯერ მონასტრიდანაც გადიოდა, მაგრამ თანდათან დარწმუნდა, რომ ეს ყოველივე იმ ძირითადი საქმისაგან სწყვეტდა, რომლისთვისაც მონასტერში მოვიდა.

1872 წელს, პასექის შემდეგ, ეპისკოპოსმა თეოფანემ მთელი ქონება გლახაკებს დაურიგა და დაეყუდა. ადამიანებთან ყოველგვარი კავშირი გაწყვიტა, ოდენ მოძღვარს, უდაბნოს წინამძღვარს, იღუმენ ტიხონს და თავის მორჩილს, - მამა ევლამპის ეკონტაქტებოდა.

წმიდანმა თავის ერთ სენაკში ღვთის განცხადების სახელობის ტაძარი მოაწყო, სადაც ყოველ კვირა და სადღესასწაულო დღეებში წირავდა ხოლმე, ცხოვრების უკანასკნელი 11 წლის მანძილზე კი - ყოველდღე.

თეოფანეს ძირითადი საქმე - ლოცვა გახლდათ, ხშირად მთელი დღისა და ღამის განმავლობაში გადაბმულად ლოცულობდა, საკუთარ თავში მარადიულ ხსოვნას საღვთო წიგნთა კითხვით განაცხოველებდა, მდიდარი ბიბლიოთეკა ჰქონდა, რომელსაც მუდმივად ავსებდა, - პენსიის დიდ ნაწილს სწორედ წიგნების შეძენას ახმარდა.

ამ ბიბლიოთეკაში საერო წიგნებსაც შეხვდებოდით, "მოთხრობები და რომანები? მათ შორისაც არის კარგები", - წერდა წმიდანი. "კარგებად" ის კაცობრივი გონების იმ ნაყოფებს მიიჩნევდა, რომლებიც ბუნებასა და ისტორიაში ღვთაებრივი სიბრძნის, მადლმოსილების, ჭეშმარიტებისა და ადამიანებზე უფლის მზრუნველობის კვალზე მიგვანიშნებენ.

ღირსი თეოფანე სამეცნიერო - ლიტერატურულ და საღვთისმეტყველო საქმიანობასაც ეწეოდა, რუსულ და უცხო ენებზე უამრავ შრომას ეცნობოდა, წაკითხულს კრიტიკულად იაზრებდა, შემდეგ დიდხანს ლოცულობდა და მხოლოდ ამის შემდეგ იწყებდა წერას.

ღირსი თეოფანე უანგარო მოღვაწე იყო. თავის ნაშრომებში გასამრჯელო არასოდეს აუღია, მხოლოდ გარკვეული რაოდენობის ეგზემპლარებს უგზავნიდნენ სასაჩუქრედ.

დაყუდებაში მყოფი მეუფე თეოფანე მნახველებს არ ღებულობდა, მაგრამ ფოსტას ყოველდღიურად 20 - 40 წერილი მოჰქონდა, რომლებშიც სულიერად შეჭირვებულნი სატკივარს უმხელდნენ და რჩევა-დარიგებას სთხოვდნენ. წმიდანი მოკლე და უმნიშვნელო წერილებსაც კი არ ტოვებდა უპასუხოდ.
ლოცვასა და გონებრივ შრომას შორის შუალედებში წმიდანი ხელსაქმეობდა. მის სენაკში მიკროსკოპიც იპოვეს, ტელესკოპიც, ფოტოაპარატიც, წმიდანს ჯერ ფიზგარმონზე, შემდეგ კი ვიოლინოზე დაკვრითაც უცდია განტვირთვა.

ღირსმა მამამ ერთი წლით ადრე იწინასწარმეტყველა საკუთარი გარდაცვალება, 1894 წლის 6 იანვარს, თითქოს საგანგებოდ, უფლის განცხადების დღესასწაულზე გავიდა ამქვეყნიდან.

როდესაც მორჩილი მოძღვრის სენაკში შევიდა, იგი მშვიდად იწვა, მარცხენა ხელი გულზე დაედო, ხოლო მარჯვენა ხელის თითები თითქოს სამღვდელმთავრო კურთხევისათვის გაემზადებინა, ხოლო როდესაც გაპატიოსნებულს სამღვდელმთავროდ მოსავდნენ, ყველამ იხილა, თუ როგორ გაიღიმა ნეტარმა.

წმიდა თეოფანეს მორჩილმა, ევლამპიმ მოძღვართან განშორებას ვერ გაუძლო და ორ კვირაში ისიც მიიცვალა.

ბეჭდვაელფოსტა
კომენტარი არ გაკეთებულა
მუდმივი კალენდარი
წელი
დღესასწაული:
ყველა დღესასწაული
გამოთვლა
განულება
საეკლესიო კალენდარი
ძველი სტილით
ახალი სტილით
ორ სა ოთ ხუ პა შა კვ
1 2
3 4 5 6 7 8 9
10 11 12 13 14 15 16
17 18 19 20 21 22 23
24 25 26 27 28 29 30
31
ჟურნალი
ჟურნალის ბოლო ნომრები:
საბერძნეთის კუნძულ კორფუზე უხრწნელად ინახება IV საუკუნის უდიდესი მამის, წმინდა სპირიდონ ტრიმითუტელის ნეშტი. მხოლოდ მისი პატიოსანი მარჯვენაა განცალკევებით, რომის სანტა მარია ნუოვას ტაძარში დასვენებული.

casino siteleri 2023 Betpasgiris.vip restbetgiris.co betpastakip.com restbet.com betpas.com restbettakip.com nasiloynanir.co alahabibi.com hipodrombet.com malatya oto kiralama istanbul eşya depolama istanbul-depo.net papyonshop.com beşiktaş sex shop şehirler arası nakliyat ofis taşıma kamyonet.biz.tr malatya temizlik shell aspx shell umitbijuteri.com istanbul evden eve nakliyat

casino siteleri idpcongress.org mobilcasinositeleri.com ilbet ilbet giris ilbet yeni giris vdcasino vdcasino giris vdcasino sorunsuz giris betexper betexper giris betexper bahiscom grandpashabet canlı casino malatya ara kiralama

casino siteleri bedava bonus bonus veren siteler bonus veren siteler
temp mail uluslararası nakliyat